3×3 საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. ტრადიციულად, წლის პირველი ტურნირები გაზაფხულის თასის ეგიდით იმართება. 3x3SpringCup2026-ის პირველ ტურნირს ვერის ბაღმა უმასპინძლა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი არ იყო დაწესებული და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა.

ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდმა გუნდმა მოიყარა თავი, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა. პირველ საპლეიოფო წყვილში გამარჯვება Scooby-ს დარჩა, რომელმაც ნახევარფინალში “ჯუნგლები” 21:15 დაამარცხა. მეორე ფინალისტი Space Jam-ი გახდა, რომელმაც “ლეგალს” 21:13 სძლია.

Scooby-ს შემადგენლობაში დავით დადუნაშვილი, ირაკლი გლუნჩაძე, გიორგი ღონღაძე და საბა ლატარია თამაშობდნენ, ხოლო Space Jam-ის ღირსებას ირაკლი ახალაია, გიორგი ბართია, საბა ოქრიაშვილი და საბა შარვაშიძე იცავდნენ.

ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. Space Jam-მა მეტოქე 21:17 დაამარცხა და 3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირის გამარჯვებული გახდა. საგაზაფხულო თამაშების ეგიდით კიდევ 2 ტურნირი ჩატარდება, რომელთაგან უახლოესი 18 მარტსაა დაგეგმილი.

GBF

მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის