პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბრაიტონთან" 1:2 დამარცხდა.

ალისონის ტრავმის გამო "მერსისაიდელთა" კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, ქართველმა მეკარემ 2025 წლის 11 ნოემბრის შემდეგ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა.

მე-12 წუთზე გიორგი მამარდაშვილის არაზუსტ გადაცემას "ბრაიტონის" აუტი მოჰყვა, დიეგო გომესის თავური პასით კი დენი ველბეკმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 29-ე წუთზე "მამარდას" შორეული პასის შემდეგ, ლუის დანკმა ბურთის მოგერიებისას შეცდომა დაუშვა, რითაც მილოშ კერკეზმა ისარგებლა და სხვაობა აღადგინა. 46-ე წუთზე იაკუბა მინტეს სახიფათო ჩაწოდების შემდეგ გიორგიმ დენი უელბეკს ფაქტობრივად ბურთი თავიდან ააცალა და "ლივერპული" გაშვებული გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმი "ბრაიტონის" აქტიურობით დაიწყო, 52-ე წუთზე ფერდი ქადიოღლუმ შორიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 55-ე წუთზე "ლივერპულის" დაცვის ხაზი კვლავ ჩავარდა და დენი უელბეკმა დუბლი შეასრულა. "თოლიების" შეტევები გაგრძელდა, 62-ე წუთზე ქართველმა გომესის ჯარიმიდან დარტყმული ბურთიც მოიგერია. 62-ე წუთზე კერტის ჯონსმა ვერბრიუგენს შორეულ კუთხეში დაურტყა, თუმცა ნიდერლანდელი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 68-ე წუთზე იაკუბა მინტე "მამარდას" პირისპირ აღმოჩნდა და გიორგიმ გამბიელი ფეხბურთელის დარტყმულიც მოიგერია. დარჩენილ დროში არნე სლოტის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეათედ დამარცხდა.

მერსისაიდული გუნდი 4 აპრილს, ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში სტუმრად "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება, 8 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პარიზში პსჟ-ს შეხვდება.

ბრაიტონი. „ამექსი“

ბრაიტონი - ლივერპული 2:1

გოლები: 1:0 უელბეკი (14), 1:1 კერკეზი (30), 2:1 უელბეკი (55)

გმადლობ დათო,ჩემ თხოვნას რომ გამოეხმაურე!
Dato
ინგლისში გადაცემაა ფეხბურთზე ყოველი ტურის მიმოხილვა და გარჩევა თამაშის მატჩ ოფ დეი ქვია და იქ თქვეს რომ ძალიან კარგად ითამაშა და მნიშვლენოვანი საფრთხეები გაანეიტრალა
შალვა
კონატე არის დირკა ჩვეულებრივი უკვე ძალიან დიდი ხანია!

ლივერპული გადამწვარია!თასზე,ჩემპიონატში და ლიგაზე თამაშებს ვეღარ უძლებს!ხშირმა თამაშმა აქაც ტრავმების ეპიდემია გამოიწვია და დღეს კიდევ ეკიტიკე დაემატათ.როცა ლივერპული თამაშობდა,ბორნმუთი ისვენებდა და ეს თამაშშიც აშკარად ჩანდა.რაც შეეხება მამარდაშვილის შეცდომას და აუტს,ფლანგზე თავისუფლად მდგომ(!) კონატეს პასი მისცა და მას,ბურთი ფეხქვეშ გაუძვრა!მამარდას რა შეცდომაზეა ლაპარაკი?ეს მეკარის და დაცვის შეუთამაშებლობაზე შორს ვერ ჰქაჩავს.საერთოდაც კონატე და ვან დეიკი,სად იყვნენ და რას აკეთებდნენ,კაცმა არ იცის! არავის და არაფერს იჭერდნენ.ვფიქრობ ამ მდგომარეობაში მყოფ გუნდს,რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის თავი არა აქვს და რაღაცა თუ არ დათმო,ყველაფერს დაჰკარგავს.ლიგის მოგების შანსი ამ შემადგენლობას არ აქვს და ალბათ ისევ ლიგის ზონაში მოხვედრაზე უნდა იბრძოლონ,ჩემპიონატში.მამარდამ რამდენჯერმე კარგად ითამაშა,თუმცა ნევროზულობა,მის თამაშშიც ჩანდა.ასეთი დაცვის პატრონი,როგორ არ ინერვიულებ?ინგლისური მედიის შეფასებები მაინტერესებს!
Givi
რა საზიზღრობას თამაშობს ლივერპული! მარტო მამარდას ვერ დააბრალებენ ცოტა ძლიერი პასი კი იყო მაგრამ შეიძლებოდა კონატეს გაეჩერებინა, ეს კონატე კიდევ ცალკე თემაა სუსტიაა, გეფონება ძალით აკეთებენო მამრდა რომ დადგება ყველა შეცდომას უშვებს დაცვაში ვან დაიკიდან დაწყებული...

კვარა უფრო ამოგტენის მამარდ. რა ვუყოთ სამწუხარო რელობაა
ნაცარქექია
ასეთი დირკა დაცვით, ამათ პსჟ კი არა, ფოთის კოლხეთიც მოუგებს.))
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
ინგლისში ახალი წესი დაამტკიცეს - რა შემთხვევაში მოუწევს ფეხბურთელს მოედნის დროებით დატოვება
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"იყო გამორჩეული სანაგვეში, მარტივია" - სიმენმა ბრუნოს საუკეთესოობა გააპროტესტა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
[VIDEO] ჩემპიონის დამაჯერებელი სტარტი - "არსენალმა" "ქოვენთრი" მარტივად დაამარცხა
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა