„ბრაიტონთან“ სტუმრად პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში წაგებულ მატჩში (1:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს ინგლისური მედია გამოეხმაურა.

Rousing The Kop: „მიუხედავად „ლივერპულის“ ახალი საგანგაშო სტატისტიკისა, გიორგი მამარდაშვილის მიმართ კრიტიკის შეწყვეტა აუცილებელია. მეკარემ პირველი გაშვებული გოლისას შეცდომა დაუშვა, მისი ასპარეზობა მთლიანობაში საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა, მაგრამ ფანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც ზაფხულში „ენფილდზე“ გადმოვიდა, მწვრთნელი არნე სლოტი ხშირად არ აძლევდა შანსს.

მამარდაშვილმა ტრავმირებული ალისონი შეცვალა და ჩემპიონატზე მეექვსე შეხვედრა ჩაატარა. მისი შორეული გადაცემების სიზუსტე (16-დან 2) არასწორ გადაწყვეტილებებზე და ცუდ ტექნიკაზე მიუთითებს, თუმცა ამასთან სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. რატომ შეიძლება ჰქონდეს ქართველს „ლივერპულში“ პრობლემები? რეზერვში მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის მორალური და ფსოქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება. ეს მეკარისთვის გაცილებით რთულია. 20 წუთიც კი არ ეძლევა თავის წარმოსაჩენად, რათა ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს. ბევრი გულშემატკივარი მარჯვენა ფეხით არადამაჯერებლად თამაშის გამო სამართლიანად აკრიტიკებდა. „ამექსზე“ გიორგის პასების მხოლოდ 46% იყო ზუსტი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი არაა, მაგრამ სხვა პოზიციის მოთამაშეებისგან განსხვავებით, გუნდში მისი ინტეგრაცია არ მოხდა.

უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ალისონი მარჯვენა ფეხით თამაშობს, მამარდაშვილი კი - ცაციაა. რამდენიმეჯერ პარტიორებმა სუსტ მარჯვენა მხარეს გაუკეთეს პასი, ბურთის გადატანას მარცხენა ფეხზე ცდილობდა და ეს აგრესიული პრესინგისას „ბრაიტონს“ აწყობდა. სხვა შემთხვევებში ბურთი მარჯვენა ფეხით აჰქონდა. რაც შეეხება მოგერიებებს, ამ კომპონენტში უფრო მარჯვეა. ამის დადასტურება ჩატარებულ მატჩებში 90 წუთის მანძილზე საშუალოდ განხორციელებული 3.5 „სეივია“. შაბათს ორჯერ გადაარჩინა გუნდი. გიორგი ბეკერის მსგავსი სიმშვიდით არ გამოირჩევა, თუმცა ეს მისი სავარაუდო მემკვიდრის ღირსებებს არ აკნინებს.

მამარდაშვილი ამ პოზიციაზე მომავლის უზრუნველსაყოფად მოიწვიეს, ადრე თუ გვიან ძირითადი მეკარე გახდება და უმჯობესი იქნება გარკვეულ ასპექტებში მისი თამაშის გამო გადაჭარბებულ კრიტიკას თავი ავარიდოთ, რომლებიც სათამაშო დროის მომატებასთან ერთად თავისთავად გაუმჯობესდება“.

This Is Anfield-ი წერს, რომ მამარდაშვილის პრობლემები მცველების შეცდომებმაც განაპირობა, ბრაზილიელისგან განსხვავებით ქართველი ცაციაა, თითქოს პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ადვილად უნდა მოახერხონ გადაწყობა, თუმცა ეს იოლი არაა, მან რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი, 25 წლის მეკარე იმედის მომცემია, კრიტიკა ყოველთვის საჭირო არ არის, ხოლო გუნდის შეუთამაშებლობა და ფეხბურთელების დაბალი ოსტატობა „ლივერპულის“ ნაკლოვანებების კიდევ ერთი მაგალითია.

ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
[VIDEOS] გვარდიოლა გადაირია - "სიტიმ" "ნოტინგემს" ვერ მოუგო - "არსენალმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ასეთი მწვრთნელი არასდროს ვიქნები" - ჰიურცელერმა არტეტა გააკრიტიკა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
ალისონს ყველაფერი ეპატიება - "ტოტენჰემთანაც" მამარდაშვილი ითამაშებს?
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ეს უკვე მეტისმეტია. მამარდაშვილი თასზეც არ ათამაშეს - "ლივერპულმა" "ბრაიტონს" უპრობლემოდ სძლია
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს