ბრატისლავის "სლოვანის" 38 წლის მცველმა გურამ კაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს. ვეტერანი მცველი "ჯვაროსნების" ფორმას 17 წლის განმავლობაში ირგებდა და ის ბოლო მატჩს 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ჩაატარებს.

"ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის - საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას - ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია.

თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია - ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას. ყოველთვის ვგრძობდი გვერდში დგომას. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე", - თქვა კაშიამ.

გურამ კაშიას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. ამ დროისთვის 38 წლის მცველს 128 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და ანგარიშზე სამი გოლია. საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის ამხანაგურ შეხვედრაში, კაშიას 129-ე სანაკრებო მატჩი შედგება, რომელიც თბილისში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გარეჯა დიფსთეითიძე
რატომ მხოლოდ 2-3 წელი? დარჩეს ერთი 10 წელი კიდევ. აგერ სანიოლი სიცოცხლის ბოლომდე კი გვყვავს მოსჯილი.
Xox
ესეიგი მეგრული გვარი ქონდეს და თუნდაც ცისარტყელა იყოს მაინც სამარგალოს სიამაყე და სუპერ “ბირაცხია” ხომ? ))) რავი ეხლა, მარგალი გიწერია და კაშიას იცავ კბილებით სასწაულია რა) ) გურამა ბებოს ნამუსი რომ ქონოდა აღიარებდა თავის უბედურებას და უვარგისობას რომ ნაკრები არ იყო მაგის საქმდე, აქამდე უნდა წათრეულიყო დირკა იყო ყოველთვის ნაკრებში. მაგრამ არა, ყურადღების ცენტრში ყოფნა პრესკონფერენციებზე დონედ ჯდომა ვერ დათმო ვერაფრით. ეხლა გვიანია სანამ დრო იყო მაშინ უნდა წასულიყო რო ნამუსიანი კაცის სახელი დაეტოვებინა ისტორიაში., ეხლა აღარ. სამუდამოდ შერჩება თაობებს მაგის სახელი და გვარი როგორც განავლის სიმბოლო. უუუუხ გურამა ბებია როგორც იქნა წაჩუნჩულდა…
ანდრია სანიკიძე
კაშია მიყვარხარ
ნაცარქექია
რა ტყუილად აგინებინე ხალხს თავი?? ვერ წახვედი ევროს მერე? ალალ მადლობას დაიმსახურებდი. სანიოლიც თან გაიყოლე, ეგ შენზე ევრომდეც გასაგდები იყო, ეხლაც ტყულად დევს, ბიჭები უმაგისოდაც ითამაშებენ.....
თენგაბი
გურამ კაშია გარკვეული პერიოდი ნაკრების სიმბოლო და მისი სახე, ნაკრებისათვის თავდადებული ფეხბურთელი იყო და დიდი სარგებელი მოუტანა ქართულ ფეხბურთს.იმედია სამწვრთნელო საქმიანობას გააგრძელებს ასევვე წარმატებით. გმადლობთ ბატონო გურამ, წარმატებები და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს.
Achi
Martlac xirseuli pexburtelia kasho da rac magan itamasha dacvashi egeti centri ar gxoliada arc gvxavs exla ro gadavxedot da guramas gareshe ro itamasha chvenma dacvam ki dainaxet Ra angarishebit cavaget da reebi aketes da arari eg saxarbiolo da saxlicino ambavi
მარგალი
შენ ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდი და გულს დებდი მინდორზე!!! მადლობა!!! წარმატებები!!!
ალილუია
რა გეჩქარებოდა გურამი, დარჩი 2-3 წელიც? 😁🤣
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა