საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 26 და 29 მარტს, ისრაელისა და ლიეტუვის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

გურამ კაშია: "ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე".

ვილი სანიოლი: ჩვენი ამოცანა ყოველთვის ისაა, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი ვიპოვოთ. ბოლო საკვალიფიკაციო ჯგუფი ამ მხრივ რთული იყო. უნდა ვიპოვოთ შეცდომები და გამოვასწროთ მდგომარეობა. უახლოესი ამხანაგური მატჩები სწორედ ამას ემსახურება, ახალი ფეხბურთელები გამოვცადო და ახალი იდეები გავატარო.

უკვე აღვნიშნე, რომ ბოლო ციკლი რთული იყო. ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამოსავლის სწრაფად პოვნას ცდილობს. როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, ტაქტიკაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების განწყობა და მიდგომაა. ყველა აღიარებს, რომ სიტუაცია უნდა გამოვასწროთ. სექტემბერში მეტი კონკრეტიკა შემეძლება. "ერთა ლიგის" ახალ გათამაშებას ამბიციურად მივუდგებით, მიზანი პირველი ადგილის დაკავება იქნება. 4 ამხანაგური მატჩით ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ, თუ რა გვჭირდება წარმატების მისაღწევად.

რა თქმა უნდა, ქოჩორაშვილის სიტუაციას ვაკვირდებით, მნიშვნელოვანი მოთამაშეა. რამდენიმე თვეა, მუხლი აწუხებს, იმედია, მალე დაბრუნდება და ივნისში ნაკრებშიც იქნება. ახალი კაპიტანი ვინ იქნება, გუნდთან ერთად გადავწყვეტ".

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი მიზანია, ნაკრებში მეტი ქართული გვარის მქონე ფეხბურთელი იყოს, ეს კონკურენციასაც გააძლიერებს.

სიახლე უკვე გვქონდა 17-წლამდე ნაკრებში, მათე ისაკაძე და მომავალშიც მოვიწვევთ ფეხბურთელს, რომელიც "ნიურნბერგშია" და დედით ქართველია.

რუმინეთის გარდა, ივნისში მეორე მატჩი აუცილებლად გვექნება. ამის შესახებ მწვრთნელთან კომუნიკაცია გვაქვს, მის გეგმებიდან და მომავალი მეტოქეებიდან გამომდინარე".

გიგა
რაიყოთ ხალხო რამ გადაგრიათ ამ ფეხბურთის პოლიტიზირებას მაინც დაანებეთ თავი, რა ჯანდაბა გჭირთ
კოკო
ჩვვენისთანა „დერჟიმორულ“ ქვეყანაში ძალიან დიდია ცდუნება ჩაერიოს კაპიტნის არჩევაში ფედერაცია, კალაძე, ყაველაშვილი და კობიაშვილი. ნუ იზამთ მაგას. მხოლოდ რეკომენდაცია და რჩევები. გუნდმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს კაპიტნის არჩევა და მერე იმ კაპიტნის წინამძღოლობით თუ საჭირო გახდა თავგანწირული თამაში.
ბორინკა
ბორია დავაყენოთ.. ჩვენი ვაზელინები მაინც ერთ ადგილში უძვრებიან.. ვიცე კაპიტანი კი ყაველა ან ვაბშე ჩიჩილაკა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში