ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ლატვიას დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მახვილი კუთხიდან სიგუამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ახლო მანძილიდან კი ჩიქოვანს მეკარე პარფიონოვსმა არ გაატანინა. სტუმრები სწრაფი კონტრიერიშებით გვპასუხობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ბერუაშვილი. პირველი ტაიმის დასასრულს გვასალიამ მოედნის ცენტრში ვარდნაში პატრიკეევსი წააქცია, განსაკუთრებულ უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ კვიპროსელმა მსაჯმა ფელასმა ქართველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სვანაძე იძულებული გახდა უმალ ტაქტიკური ცვლილება განეხორციელებინა - ჩიქოვანის ნაცვლად მოედანზე გიუნაშვილი შეუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და სწრაფი კონტრიერიშისას გოლი მიიღო. ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომლის თამაში შეცვლაზე შესულმა ცეხცლაძემ გაამწვავა, არ დანებდა და ეგოიანის გოლით ანგარიში გაათანაბრა. ირაკლის კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი „მაკრატელა“ პარფიონოვსმა მოიგერია.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 31 მარტს მალტას უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

საქართველო - ლატვია 1:1

გოლები: 0:1 სტროდსი (53), 1:1 ეგოიაინი (85)

გაძევება: გვასალია (41, საქართველო)

საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი (ტაბატაძე 73), ნარიმანიძე, ამისულაშვილი (პარკაძე 73), გვასალია, ეგოიანი, დადიანი, სიგუა, ბართიშვილი (დეისაძე 73), ჯაფარიძე (ცეცხლაძე 61), ჩიქოვანი (გიუნაშვილი 44)

კლოპი დახატავდა ჩვენს ნაკრებს
ეგოანს მთავარ ნაკრებში ავწევდი. ტექნიკურიცაა და რაც მთავარია დაუღლელია, ვიტინია-ნევეშს ვამსგავსებ. გავრისკავდი და ასევე 16 წლის ბართიშვილს დავაწინაურებდი ეროვნულ ნაკრებში. იქნებ ჩვენც გვყოლოდა ჩვენი იამალი. 20 წლის ასაკში ნამდვილი მხეცი გვეყოლებოდა ნაკრებში და რაც მთავარია უკვე დიდი გამოცდილებით. აბა, ამ ასაკობრივებს სანამ გაივლიან, ვირი ხეზე ავა. უნდა ვისწავლოთ გარისკვა და ახალგაზრდებისთვის მეტი ნდობის გამოცხადება. გვეყოს კიტეს, კაშიას და კაკაბას იმედად ყოფნა. მუდმივად დიდი კონკურენციაა საჭირო ნაკრებში.
ალფა
ჯაფარიძე რა შუაშია ან ნაკრებთან ან საერთოდ ფეხბურთთან? ესეთებს რატო უღებენ ნაკრების კარს? მე-10 წუთზე ასპროცენტიანი მომენტი ერთი არა სწორი გადაწყვეტილებით გააფუჭა. ეგ უნდა ყოფილიყო გარდამტეხი მომენტი, მერე გაინძრეოდა ლატვია და უფრო მეტად გაიხსნებოდა სივრცეები.
თავადი
ვაბრალოდ მსაჯს, ვაბრალოდ ამინდს, ვაბრალოდ მოედანს, ქარს, წნევას,"მწვრთნელს და ა. შ. რეზულტატი მითხარით ხალხნო? რა მოაქვს ამას? მე პირადად მიმაჩნია, ტექნიკური გაუმართაობა, არც მწვრთნელი არაფერ შუაშია და არც ამინდი, მსაჯი და მსგავსი სისულელეები. თუ ძლიერი ხარ, ყოველთვის დაამტკიცებ და შეასრულებ.
დავით 67
გასაგდები არ იყო გვასალია, მაგრამ გუნდი ძალიან სუსტია.
ნაცარქექია
სანამ მსაჯი თამაშს გააფუჭებდა ხომ სულ კრამიტებს ვამტვრევდით რააა....
ჯაბა
1 ტაიმში თანაბარ სასტავებში 5-2 ქონდათ კარში დარტყმა და 2 საგოლე მომენტი იმათ.ეს სიგუა ბურთს ვერ აჩერებს თუ მეჩვენება? ძაან ხისტადაა ბურთთან და გოლიც ეგრევე მივიღეთ.ლატვია გავდა საბავში აკადემიის გუნდს, ძაან უსახური გუნდი იყო 2 კაცს არაუშავდათ და ეგოიანი რომ არა,წაგებული იყო თამაში.დაცვა ძაან სუსტი გვყავს და ბოლო პასის გამკეთებელი არავინაა.დაბალი დონის გუნდია და ახლა მალტას მოვუგებთ და ატყდება აჟიოტაჟი რო ბრაზილია ვართ და სვანაძე მოურინიოა
zura222
მსაჯის დედააააა@@@
zura222
რა გაშლილი ქაცვებიით @ სხვა თამაშს და სხვა მომენტს ხომ არ უყურე ? მანდ საყვითლეც და ჯარიმაც კი არ იყო @ გვასალიამ ბურთზე ითამაშა და მერე წამოეგო ის ნაბ... აფერისტი გვასალიას ფეხებს და დაეცა მოედანზე და სიკვდილისწინა კრუნჩხვები დაიწყო @ დევს ეს თამაში იუთუბზე და ნახე ის მომენტი ყურადღებით და "ობიექტურობას თუ არ დაკარგავ" ნახავ რომ თვითონ ის ნაბ.... იყო გასაგდები--კარგად ჩანს რომ გვასალიას ფეხებზე გადახტომაც შეეძლო და სპეციალურად წამოედო და ისიც კარგად ჩანს სპეციალურად დაადგა კოჭზე ფეხი @
Gio
Agenis imedigvak? .mixobian erovnulis dinebas.
zaza
საქართველოს ჩემპიონატში არ აძლევენ ესეთზე წითელს და მიჩვეულები არიან!!! ეგოიანი ეროვნულ ნაკრებში, აშკარად საჭირო კაცია. აიაქსთან რომ ითამაშა მისმა გუნდმა ისრაელის ნაკრების ფეხბურთლი გლუხი გააქრო მოედნიდან და ჩვენ რაც გვიქნა გლუხმა ვნახეთ. იმედია სანიოლი გამოიძახებს და ლიტვასთან აბა რა აზრი აქვს ახალგაზრდულს შანსი დაკარგული აქვს. ბართიშვილს აშკარად აქვს დიდი პოტენციალი,
ქუთაისელებს
ამ ქუთაისელებს რა გაქვთ ტრიბუნაზე ასეთი საყაყანო რო შეუძლებელია ტელევიზორში თამაშის ყურება და წარმოდგენილი მაქ ტრიბუნაზე რა ყაყანი იქნება.თავი ბაზარში გეგონება კაცს.
უშანგი
მუხლში გაშლილი ფეხით და ქაცვებით ჩარტყმა არაა განსაკუთრებული უხეშობა? 100%-ით სამართლიანი იყო გვასალიას გაძევება. ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ!
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ-მ თავისას მიაღწია - "ლანსთან" მატჩი გადატანილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
სალაჰი და მესი ერთად? - ეგვიპტელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში - საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება