ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია

"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია

გუშინ თელავში დაწყებული სუპერლიგის მე-19 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. ორივე მატჩი, რომელიც თბილისი არენაზე იყო დაგეგმილი, უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომელთა ბედიც ბოლო და ბოლოსწინა წამზე გადაწყდა. კსუ-კავკასია უფრო ახლოს იყო მოგებასთან, რადგან რუსთავთან თანაბარ ანგარიშზე ბოლო შეტევა მისი იყო.

თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ელაია ბიუქენენმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და კავკასიას ბოლო შეტევა და წარმატების შემთხვევაში გამარჯვების იმედი ჰქონდა. კავკასიელები გადავიდნენ შეტევაზე, რუსთაველები მჭიდროდ იცავდნენ თავს და დრამატული ეპიზოდიც გათამაშდა. დაცვაში მდგარმა რუსთაველთა კაპიტანმა, მიხეილ ჭოჭუამ კავკასიელთა ლიდერ ლუკა მაზიაშვილს ბურთზე ხელი წაუკრა და შეტევაში მყოფს კოორდინაცია დააკარგვინა. ბურთი კვლავ ლუკას შეეხო და გვერდით ხაზს მიმა გადადიოდა, თუმცა მაზიაშვილი გადახტა, ბურთი მოედანზე შემოაგდო და მას საკუთარი მოედნის სამქულიან ხაზთან ბიუქენენი დაეპატრონა, რომელსაც მეტოქის ფარისკენ სივრცე თავისუფალი ჰქონდა.

დასრულებამდე 3.5 წამი რჩებოდა, რაც თეორიულად საკმარისია ფარამდე დრიბლინგით მანძილის დასაფარად, თუმცა ბიუქენენი ისეთი მარდი არ არის, რომ ბოლომდე წასულიყო: კავკასიელთა ფარისკენ დაძრული რუსთაველთა ლეგიონერი საჯარიმოს ხაზთან შენელდა და ნახტომში ესროლა. საფინალო სირენა მაშინ გაისმა, როცა ბურთი ბიუქენენის ხელს მოსწყდა და… ფარში ჩაეშვა – 69:67. სუპერლიგიდან გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფმა რუსთავმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კავკასიასაც არ აწყენდა გამარჯვება, თუმცა უნივერსიტეტელებს 8 გამარჯვება აქვთ და პლეი ოფში ადგილი ფაქტობრივად განაღდებული აქვთ.

რუსთაველთაგან 15 ქულით ბომბარდირი მონტეს მატისი გახლდათ, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შავი სამუშაოს მტვირთავი, კაოსი ეზიაგუ გახლდათ, რომელმაც 9 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 11-11 ქულა ჰქონდათ მატჩის გმირ ელაია ბიუქენენსა და ვახტანგ გაფრინდაშვილს. კავკასიაში 11-11 ქულით ლუკა მაზიაშვილი და ლაშა მიქელაძე გამოირჩნენ.

თბილისი არენაზე გამართული მეორე მატჩი კიდევ არანაკლებ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ბათუმმა ქუთაისს დედაქალაქში უმასპინძლა, რადგან ბათუმის არენაზე სხვა, მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი და 1 თვის მანძილზე დაკავებული იქნება. რაც შეეხება მატჩს, ასეთი თანაბარი შეხვედრა იშვიათია. ლიდერი 14-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 9-ჯერ დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდი ქულა-ქულაში მიდიოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე. ბოლო წუთზე ქულას ბათუმი იგებდა, როცა მარკუს გილსონზე დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა საჯარიმოებით ქუთაისი 82:81 დააწინაურა. აქ არანაკლები დრამა გათამაშდა. დასრულებამდე 34 წამი იყო და ბათუმელებმა შეტევისთვის განკუთვნილი მთელი 24 წამი გალიეს და ბოლოს უხერხული სიტუაციიდან გიორგი ოჩხიკიძემ სამქულიანი ესროლა. ბურთი ასცდა და ქულით წინ მყოფი ქუთაისი დასრულებამდე 10 წამით ადრე შეტევაზე გადავიდა. ბათუმელებმა ვერ მოასწრეს ტაქტიკური ჯარიმის აღება, თუმცა ქუთაისელთა ლეგიონერ დეტრიკ ბრაუნინგს შორი პასი არ გამოუვიდა – მას ვერ მიუსწრო მარკუს გილსონმა და დასრულებამდე 4 წამით ადრე ბურთი ბათუმს გადაეცა. თუმცა სიტუაციის გარჩევაში ბათუმელებმა ტექნიკური ჯარიმა მიიღეს და ბრაუნინგმა ბონუს-სროლა ვერ გამოიყენა. არადა, რომ ჩაეგდო, ქუთაისი ძირითად დროში დამარცხებას გადაურჩებოდა.

ბათუმელებმა ბურთი შემოიტანეს, რომელიც გამოცდილმა აკაკი დვალიშვილმა მიიღო, ქუთაისელთა ფარისკენ დაიძრა და გამარჯვების ბურთი მოხდენილად ჩატენა – 83:82. დარჩენილ 1.2 წამში ქუთაისმა სამქულიანით კი შეუტია, მაგრამ ბრაუნინგის სროლა უზუსტო აღმოჩნდა. ამ გამარჯვებით ბათუმმა ქუთაისს გადაასწრო და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. თუმცა დაკარგული ქულებით ლიდერი თსუ-ა, რომელსაც ბათუმზე 1-ით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

მე-19 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 29 მარტს თბილისსა და გურჯაანში გაიმართება. თბილისი არენაზე რაში ივერიონს უმასპინძლებს, ხოლო გურჯაანში დელტა თსუ-ს მიიღებს.

GBF.GE

კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია

მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა

დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა

სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს

ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება

"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა

სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს

გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან

სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო

გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა

18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ

დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა

U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა

1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება

კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

"ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ..." - პეტიმ დემბელე გააკრიტიკა

თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ