საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ დაპირისპირებაში გასვლაზე ლიეტუვა 2:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას.

„ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს და ორი მომენტი შექმნეს: კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ მეტოქემ ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მამაგეიშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, მაგრამ შირვისმა ვერ გამოიყენა. მერე საჯარიმოდან ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ დაბალი იყო, ლასიჩკასის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 69-ე წუთზე კი მიქაუტაძე საჯარიმოში არმალასმა წააქცია და პენალტით სტუმრები თავად დაზარალებულმა დააწინაურა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - დვალის, დავითაშვილის და აზაროვის ნაცვლად მოედანზე ლოჩოშვილი, გაგნიძე და წიტაიშვილი შეუშვა. 84-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას გაგნიძის პასით მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 ივნისს სახლში რუმინეთთან ჩაატარებს.

კაუნასი. „დარიაუს ირ გირენო“

ლიეტუვა - საქართველო 0:2

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (70, პენ), 0:2 მიქაუტაძე (84)

გაძევება: გინეიტისი (90+3, ლიეტუვა)

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი (ლოჩოშვილი 75), ბერიაშვილი (გელაშვილი 64), გადრანი (გოჩოლეიშვილი 85), აზაროვი (წიტაიშვილი 75), მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 85), დავითაშვილი (გაგნიძე 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 85)

ჟორა
გამარჯვებამ არ უნდა მოგვატყუოს, ეს ის გუნდი არ არის, რომლითაც დაზვერვაზე წასვლა რომ შეიძლება. ვუყურებ თამაშს და სულაც არ მიკვირს, თუ რატომ ზიან ჩვენი ბიჭები თავიანტ გუნდებში სათადარიგოთა სკამზე. ამათ კარგი მწვრთნელი კი არა, კარგი ბებია ქალი უნდა გათვალულზე, რომ გამოულოცოს.
hahaha
ფედერაცია იმისთვისაა, რომ მარტში მიხვდეს, ეს კაცი სექტემბერში შეგვარცხვენსო (რასაც ჩვენ მარტამდეც ვიძახდით) და სანიოლი დროულად ჩაანაცვლოს მართლა კომპეტენტური სპეციალისტით. მაგრამ როცა ფედერაცია იმისთვისაა, რომ ფული აკეთოს, არც სექტემბრის სირცხვილის მერე შეიბერტყავს ყურებს, რადგან ვისთვისაც ფულია მთავარი, ის საერთოდ არ გრძნობს შერცხვენის უხერხულობას.
ამატაკი
ვულოცავ ფეხბურთელებს და გულშემატკივარს გამარჯვებას. ერთი იმპერატორის არ იყოს, მართალია ის ფულზე ამბობდა, მაგრამ ამ შემთხვევისათვის აქაც გამოდგება: "გამარჯვებას სუნი არა აქვს".რაც შეეხება თამაშს, მისი განხილვა უფრო წყლის ნაყვას ჰგავს, ნანახი ფილმის თავიდან ნახვის შეგრძნება გეუფლება. ერთი კომპონენტი ნაღდად მეუცნაურა: ჩვენი ნაკრების ამდენი ჯარიმა ბოლო წლებისათვის არ მახსენდება.
Kaiakata
შიგ ევროპაში! შიგ ძემაკრატიაში ჩავახტით!!!! :))))) თუმცა ნაკრების სათამაშო ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს :)))))))))
ზურაბ
ლიტველები იტყვიან რუსებმა მსაჯი მოისყიდეს და გაგვიყალბეს თამაშიო :):):):):)
zura222
ხვიჩა ხვიჩაა მაგრამ ჩაკვეს გარეშე ნაკრები ნულია !
zura222
ზივზივზძე იმისთვის გამოვიდა მოედანზე რომ ხვიჩას საგოლე დარტმა მოეგერიებინა ? @@
zura222
ცუდი თამაში იყო საყურებლად ფეხბურთელები ერთმანეთის ჩეხვაზე იყვნენ დაგეშილები ამხანაგურ (!) თამაშში 46 (!!) ჯარიმა ანუ ფაქტიურად ყოველ ორ წუთში ჯარიმა ინიშნებოდა@ განსაკუთრებით ლიეაუტვიელები თამაშობდნენ ცხოველებივით @ კიდევ კარგი ჩვენთვის უტრავმოდ დამთავრა !
გიგო პაპა
მოინდომეს და ბოლო 20 წუთი მოუმატეს ტემპს, შედეგმაც არ დააყოვნა. ძუნძულით თამაშს ვერ მოიგებ. ბერიაშვილი არაა სანაკრებო. საზანოვი გვჭირდება და ქოჩორა. ხვიჩა ბურთის ამომტანად და გამანაწილებლად დაცვაში არ უნდა ჩამოდიოდეს. ვერ გავიგე ვის ევალებოდა ბურთის ამოტანა. ჩაკვე უოტფორდში უფრო მეტს მოძრაობს. პრესინგს ვერ ვთამაშობთ. სულ ეგაა ჩვენი ნაკრები. სანიოლზე იმდენი ითქვა, დასაწერადაც არ ღირს. ერთადერთი კარგი ისაა, რომ ხვიჩა ლივერპულს ძალიან მაგარ ფორმაში შეხვდება. მამაგეიშვილი კარგია, მაგრამ თითქოს სხვა ადგილას დააყენესო, ისე თამაშობს.
თემური
ძაან საზიზღარი თამაში იყო ეს ორივე თამაში ჩააგდო ნაკრებმა და რომ არა კვარა წავავებდით ისრაელთან ლიტვა კიდე იფრო სუსტი გუნდია ისრაელზე და კომბინაცია საერთოდ არ გვითამაშია.ისეთი სურვილი გამიჩნდა მინდოდა ლიტვას გაეტანა გოლი.სანიოლი სანამ ბოლომდე არ ჩაისვრის მითუმეტეს უნგრეთი უკრაინა ჩრდილოეთ ირლანდია მანამდე თუარ გაუშვეს ამ თაობას დავკარგავთ
ჯამბულ მალანია
შიგ ლიტვაში!დემოკრატიულად.
გიორგი
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი აზაროვი ჩაკვე კვარას სამეული არის ის რის გამოც ხალხს უყვარს ფეხბურთი კიტეც შეიძლება სანახაობრივ ფეხბურთელთა ჯგუფს მივაწეროთ ზოგირთებმა სჯობს თავმოყვარეობა გამოიჩინონ და თავად თქვან უარი ნაკრებში გამოსვლაზე
გია
ეს ის შემთხვევაა შედეგით კმაყოფილი ვართ მაგრამ თამაშის ხარისხით არა
ზაზა
თვალსაჩინოდ რაც ამ ორმა ამხანაგურმა თამშმა დაგვანახა, ის არის რომ, მამაგეიშვილი სასარგებლო ფეხბურთელია, ასევე კვერნაძეს უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო. სამწუხაროდ ბერიაშვილი და გადრანი ჯერ ჯერობით არ არიან ნაკრების დონეზე. ხო რაც შეეხება სანიოლს, უკვე დიდი ხანია ვუყურებთ მის წვალებას და კომენტარს არ საჭიროებს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ტყუილად ვაცდენთ კიდევ ერთ სეზონს მის ხელში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და კეთილი იმედებით.
gio-goli
სანიოლმა ამოწურა თავისი თავი ჩვენს ნაკრებში. რაც მალე მიხვდება ფედერაცია და გაუშვებს მით უკეთესი. მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება
Achi
Ai am mogebashi TU rame kargi naxet saxol tqveni sruli shemadgenlobit mouget. Unda gvetamasha more shemadgenlobit an iseti uxeshi tamashi iyo madloba xmertsro kvara gadarcha utramvod Ra ubedurebaa lituas ususur robot nakrebs mougebto TU ar mougebto arapers ar cvlis aserom aset gundebs meore sastarto unda
zaza
ეს ლიტვა მთლად გაფარჩაკებულა ფეხბურთში.კვარა დარბის დანარჩენი დადის ამ ტემპში პრესინგზე საუბარიც ზედმეტია მოიგეს კიდე კარგი.ლიტვას წინა ერთა ლიგაზე ყველა თამაში წაუგია მაგრა მოუნდომებიათ.
გ.ხ.
იქნებ ქეცბას მივცეთ მეორე შანსი. თემურს 3-4 პროფესიონალი ყავდა გუნდში და იმით დებდა რაღაც შედეგს. დარწმუნებული ვარ ქეცბაია გამოადგებოდა ჩვენს დღევანდელ ეროვნულ ნაკრებს, თან იმის ფონზე , რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს. ფანტაზიაც გვიჭირს. ქეცბამ რომ ფეხბურთი იცის, იშვიათი მსგავსი ადამიანის(მწვრთნელის) პოვნა
ტიტე
თამაში არაფერი, შეიძლება ითქვას ნული, მაგრამ რასა რომ დაიპუტავს მაინც სასიამოვნოა.
გ.ხ.
არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ერთა ლიგაზე გაგვიჭირდება.ალბათ მხოლოდ ჟორჟი იქნება კმაყოფილი ამ თამაშიდან
llcl
გილოცავთ ყველას ნანატრ გამარჯვებას!პირველ რიგში მადლობა ლიეტუვას იოდის დეფიციტის მქონე მცველს შესანიშნავი ვარდნისთვის! მადლობა ჩვენს ბომბარდირს! ჩვენ რომ ფეხბურთის ფედერაცია(ვაკეში შეყუჟულ მერი ბეტონაშვილის კლანს არ ვგულისხმობ) გვყავდეს და ნაკრებს მწვრთნელს უნიშნავდეს, გაცილებით უკეთესად ვითამაშებდით!

უძლიერესი მწვრთნელია ვილი სანიოლი, ნამდვილად იშვიათია მსოფლიოში ასეთი სპეციალისტი. წარმატებები!
გენიოსი დვალიშვილის ეშმაკური ტაქტიკით მოვიგეთ 😁
აი რას ნიშნავს ასეთი სტრატეგიის მქონე დამხმარე რომ ყავს სანიოლს. რაც თვითინ ვერ გაიტანა გოლები ნაკრებში ახლა ჯერ ჯერით დუბლებს ატაინებს ბიჭებს. 😂 ტაქტიკას ქვია დვალიშვიკის ძილის მალამო.
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?