უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "სკუადრა აძურა" ბოსნია- ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ მესამედ ვერ მოახერხა.

ჩეფერინის თქმით, იტალიური ფეხბურთის ფიასკოს მიზეზი არა ფედერაციის პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები, არამედ პოლიტიკოსები არიან.

"ვფიქრობ, გრავინას ბრალი არაფერია და სწორებას არც ფეხბურთელებსა და მთავარი მწვრთნელის მისამართით ავიღებდი. იტალიელმა პოლიტიკოსებმა წარუმატებლობის მიზეზი თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ. მათ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინფრასტრუქტურა აქვთ.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა. მართალია, იტალიაზე დიდი წნეხი იყო, რადგან ბოსნია შინ თამაშობდა, მაგრამ მასპინძლებმა სამართლიანად გაიმარჯვეს.

მაღიზიანებს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წარუმატებლობას ელოდება და კრიტიკას იწყებენ. ეს ფეხბურთია და შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს", - განაცხადა ჩეფერინმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

დიმიტრი
ესეც ფეხბურთის კაი "ხორცმეტია" :)) უზბეკეთები, ირანები, ბოსნია ჰერცოგოვინები და კიდევ ვიღაცეები რომ გადიან მსოფლიოზე, ყველას იტალიაზე უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვს? თან ზედიზედ მესამედ რომ ვერ გადიხარ მსოფლიოზე, ე.ი. რაღაცას ვერ აკეთებ სწორად... და საიდან მოიტანე რომ ფედერაცია არაფერ შუაშია? კაი სტადიონების არ ქონა იტალიის დონის ქვეყანას, საფეხბურთო ქვეყანას, ასეთი საფეხბურთო ტრადიციის ქვეყანას, ხელს ვერ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ სამჯერ ვერ მოხვედრაში, ამის ვისაც სჯერა ყოჩაღ მათ :)) ერთჯერადად შესაძლოა ნებისმიერი ნაკრები გავიდეს, ასევე ნებისმიერი ნაკრები ვერ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იტალიის ერთხელ ვერ-გასვლაც საშინელებაა, არათუ სამჯერ ზედიზედ, ხვდებით? სამჯერ ზედიზედ იტალია სამარცხვინოდ ტოვებს მსოფლიოს... უი, კინაღამ დამავიწყდა, 2006-ის მერე იტალია ორჯერ გავიდა მსოფლიოზე, ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა, 2010 და 2014... ეგეც ალბათ სტადიონების ბრალი იყო... ბოლო დაახლოებით ნახევარი საუკუნე რომ ავიღოთ (1978-1982-1986-1990-1994-1998-2002-2006... აქ მორჩა იტალია, დანარჩენი კი იცით), აი ამ წლებში (რა თქმა უნდა მანამდეც) იტალია მუდმივად თუ ფავორიტი არა, მსოფლიოს მოგების კანდიდატი იყო, ყოველთვის, გადაჭარბების გარეშე, ყოველ მსოფლიოზე იტალიისგან ყველა განსაკუთრებულს ელოდა, დიახ, ყველა ჩემპიონატი არ მოუგია, მაგრამ მუდმივად ჩემპიონატის ერთ ერთი ფავორიტი იყო, ხან გამოკვეთილი ფავორიტი, ხანაც ერთ ერთი კანდიდატი, ვთქვათ 4-ე, 5-ე, მაგრამ აი ამ დროს იყო ყველაზე საშიში და ამ დროს იგებდა ჩემპიონატს... დღეს (2006-ის მერე) იტალია ფავორიტი კი არა, 2010 და 2014 წლებში ჯგუფში სამარცხვინოდ რჩება (საფრანგეთიც ჩარჩენილა ჯგუფში და ინგლისიც, მაგრამ ერთჯერადად) და ამის მომდევნო 3 ჩემპიონატს საერთოდ ტოვებს, სამარცხვინოდ ვერ სცდება "ნახევარი საუკუნის" ასაკის ედინ ჯეკოს ნაკრებს... აბა, თუ დააკავშირებთ ამ 2006 წელს, რა მოხდა, როგორ დაანგრიეს იტალიის ნაკრები, როგორ ძირი გამოუთხარეს კალჩოს, სერია ა-ს, აი ამის ანალიზს თუ გააკეთებს ჩეფერინი კარგი იქნება... თუმცა ამ ბოლო წლებშიც გრავინა ჩეფერინისთან ერთად მონაწილეობდა კიდევ უფრო ძირგამომთხრეს საქმიანობაში და ამაზე უნდა დაფიქრდნენ...
კახა
მართალი ხარ ჩეფერინ, ჩემი და აგერ ხოხოს (დიდი, შავი ჯიპით) ბრალია, მე პასს არ ვუკეთებ და ეს კაცი კარში ვერ ურტყამს და მაგიტომ ჩარჩა ჯგუფში იტალია.
ხოხო (დიდი, შავი ჯიპით)
ვენაცვალე ამ კაცსა! აი, ეგეთები ვართ ყველანი ჩვენ, ვოვა პუტიას ყრმები! ისეთ რამეებს ვამბობთ, დაუჯერებელს რომ დაგაჯერებთ!
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას თხოვნით მიმართა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ვისაც სეზონის განახლება არ უნდა, ფეხბურთი ან იტალიელები არ უყვარს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
უჩივლებს დე ლაურენტისი სპალეტის და ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში?
იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქართველმა ფეხბურთელებმა სეზონი შესაძლოა იტალიურ მინდვრებზე ჩაამთავრონ - გრავინამ შეთავაზება გააკეთა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
დე ლაურენტისი - სპალეტიზე: ბოსტანში გავუშვი და იტალიის ნაკრებში წავიდა
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს