“ა” ლიგის ფინალური სერია კასპში დაიწყო. ზედიზედ მეორედ, კასპის გრიფინი “ა” ლიგის ფინალშია და სუპერლიგას უტევს, თუმცა ჯერჯერობით – წარუმატებლად. შარშან გრიფინმა ფინალური სერია რუსთავთან 0:3 წააგო და მაშინ ქვემო ქართლის გუნდს ლიდერად კევონ ვოილსი ჰყავდა. ეს ამერიკელი ლეგიონერი დღესაც კასპელთა თავსატეხი იყო. ვოილსმა 32 ქულა ჩააგდო და ლიბერთის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ფინალური სერიისთვის 32-ქულიანი სხვაობა ძალიან დიდია. ლიბერთიმ, რომელმაც ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანა ბლექ ფორტრესთან და ფინალში ბოლო წამს გავიდა, კასპში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე პერიოდი მოიგო და საბოლოოდ 94:62 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ლიბერთიმ პირველი, მეორე და მესამე პერიოდიც 6-6 ქულით მოიგო. შესაბამისად, ბოლო პერიოდის წინ თბილისური გუნდი 18 ქულით იგებდა და შეხვედრას სპორტული ინტერესი დაკარგული ჰქონდა.

გამარჯვებულებს ვოილსთან ერთად რეჯი რეინორმა (21 ქულა, 10 მოხსნა) და გიორგი კვაჭანტირაძემ (13 ქულა, 7 მოხსნა) ულიდერეს. კასპელთაგან 16 ქულით ვახტანგ გოგბერაშვილი გამოირჩა. ალექს მეთიუსმა 15 ქულა დააგროვა, დანიელ რენსომის ანგარიშზე კი 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ისევ კასპში, 4 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება.

GBF

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"საფონოვის თაობაზე ტოპ კლუბებსაც კი არ მოუსმენენ, რაც შეეხება შევალიეს..." - L'Equipe პსჟ-ს მეკარეებზე წერს
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა