ლიგა 1-ის ოცდამერვე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მეკარე რესტმა ორჯერ არ დაანება კვარაცხელიას გატანა, დემბელემ მიზანს ააცილა, შემდეგ კი მანვე დააწინაურა თავისი გუნდი. მერე მეკარე საფონოვმა ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვა, პირველ შემთხვევაში ზაბარნიმ გადაარჩინა, ხოლო ცოტა ხანში მისი კარი ნიკოლაისენმა დალაშქრა. 33-ე წუთზე ხვიჩამ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით დაარტყა, ისე მოჩანდა, გოლი გადიოდა, მაგრამ დემბელემ დაამატა და დუბლი შეასრულა.

“კვარა“ მეორე ტაიმშიც აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 68-ე წუთზე შეცვალა. კომპენსირებულ დროში რამუშმაც გაიტანა და „პარი სენ ჟერმენმა“ გამარჯვება მოიპოვა.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 38 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

პსჟ 63 ქულით ლიდერია და მომდევნო ორ შეხვედრას „ლივერპულთან“ ჩაატარებს - მეოთხედფინალში 8 აპრილს უმასპინძლებს, 14 აპრილს კი „ენფილდზე“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ტულუზა 3:1

გოლები: 1:0 დემბელე (23), 1:1 ნიკოლაისენი (27), 2:1 დემბელე (33), 3:1 რამუში (90+2)

გიგო პაპა
მაგარ ფორმაშია ხვიჩა. წესით, მარტომ უნდა შეჭამოს ლივერპული ჩვენმა მხეცმა!
nika-ს
მხოლოდ საჩემპიონო წელს კი არა,მანამდეც ნაპოლი ყოველთვის ძალიან კარგად იწყებდა და მეორე წრეში ჰკარგავდა უპირატესობას.შემადგენლობის სიღრმე არ ჰყოფნიდა გუნდს.დაღლილობა და ტრავმები კი,მეორე წრეში გუნდის სათამაშო დონის დაცემას იწვევდა.საჩემპიონო სეზონში,მსოფლიოს ჩემპიონატი შემოდგომის მიწურულს გაიმართა,რის გამოც ჩემპიონატებში შესვენება გამოცხადდა და ნაპოლის ფეხბურთელებმა სულის მოთქმა მოასწრეს,იმ დროს,როცა მისი კონკურენტი კლუბების ლიდერები,მსოფლიოს ჩემპიონატზე იკლავდნენ თავს.მორჩა მსოფლიოს ჩემპიონატი და იქიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა სანამ სული მოითქვეს,სანამ კვლავ საბრძოლო ფორმაში ჩადგნენ,ნაპოლიმ უზარმაზარი სხვაობით გაუსწრო,ყოველ მათგანს.ყველასთვის ცხადი იყო,რომ მას უკვე ვეღარავინ დაეწეოდა და თვითონ ნაპოლის ფეხბურთელებმაც დაკარგეს კონცენტრაცია,რამაც სეზონის ბოლოს,დაღლილობასთან ერთად,მათი თამაშის შედარებით გაუფერულება გამოიწვია.რაც შეეხება კვარას მაშინდელ თამაშს,რუბინიდან ბათუმში გადმოსული ხვიჩა,ორიოდე თვეში ნაპოლიში გადავიდა და პრაქტიკულად შესვენების გარეშე მოუწია ორი სეზონის გადაბმულად თამაში.თუ გავითვალისწინებთ,რომ მაშინდელ კვარას,რუბინშიც დაახლოებით 65-70 წელი ჰკმაროდა ძალა,საზაფხულო მოსამზადებელი პერიოდის სრულფასოვანი გავლის გარეშე,ნაპოლიში მისულსაც 70 წუთზე მეტი არ შეეძლო სრულფასოვნად თამაში და სეზონის მიწურულს,მას სხვაზე მეტად დაეტყო გადაღლა.სპალეტიმ კვარა-ოსიმენის დუეტის პოტენციალი დაინახა და სრულფასოვნად გამოიყენა,ალბათ სრულფასოვანი ჩემპიონატის პირობებშიც მოახერხებდნენ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას,მაგრამ ბრძოლა შუდარებლად უფრო დაძაბული იქნებოდა.ეს სპალეტის კი არა,დე ლაურენტისის საკადრო პოლიტიკის ბრალი იყო,შემადგენლობის სიღრმის გაზრდაზე კი არა,რაც შეიძლება მეტი მოგების ამოხაპვას რომ ცდილობდა.სპალეტი კარგად ხედავდა ამას და დარწმუნებული იყო,რომ მომდევნო სეზონში,უკვე სრულფასოვან ჩემპიონატში,გუნდს აღარც ძალები ეყოფოდა და აღარც ის ენთუზიაზმი ექნებოდათ,რაც საჩემპიონო სეზონში.ადგა და დატოვა ნაპოლი.მართლაც ჩემპიონობის ერთერთ მთავარ შემოქმედს,ზელინსკის,ხელფასის შემცირებას რომ მოსთხოვ,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ კვარას კი,სტაჟიორის ხელფასს დაუტოვებ,რა მოტივაციაზეღა შიძლება საუბარი?!მხოლოდ მომდევნო,კატასტროფული სეზონის შემდეგ მოვიდა აზრზე დე ლაურენტისი,მაგრამ დღევანდელი ნაპოლი,იმ ზღაპრული გუნდის აჩრდილადაც აღარ გამოდგება,ცხრილში ადგილის მიუხედავად.მაშინდელი ნეაპოლელები ფეხბურთის ზეიმით ტკბებოდნენ,დღევანდელები კი,მხოლოდ გამარჯვებას ზეიმობენ.
ჟორა
საფონოვი მაშინ ხომ კარგი იყო პსჟ-ეს საკონტინენთაშორისო თასი რომ ჩაახუტა? შეცდომა ვის არ მოსვლია. რაც მთავარია მაგის შეცდომას შედეგზე არ უმოქმედია.
nika
ეგ არაფერი, სამაგიეროდ, ყველაზე კარგად ითამაშა. კარგია ახლა ეგეთ ფორმაში რომაა, მწვრთნელშიც ჩანს სხვაობა – სპალეტის დროს აღარ ვარგოდნენ ამ მეორე წრეში, ისე გამოწურა პირველ ნახევარში.
საპონოვი არ ვარგა
ვიდეო 3:20
T.q
კარში მიდიოდა და იმ ხურუშიანმა ნ..... ზარმა დაამატა
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ