ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ გასვლაზე „რეალი“ 2:1 დაამარცხა.

თამაში მაღალ ტემპში, საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტებიც მრავლად იქმნებოდა. სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ და გნაბრის პასით დიასმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლუნინის კარი კეინმა დალაშქრა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, შანსებიც ჰქონდათ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა 40 წლის მეკარე ნოიერი, თუმცა მბაპემ სხვაობა მაინც შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „ბაიერნმა“ გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი - ბაიერნი 1:2

გოლები: 0:1 დიასი (41), 0:2 კეინი (46), 1:2 მბაპე (74)

- “რეალის“ ფორვარდმა მბაპემ მიმდინარე ტურნირზე 10 მატჩში 14 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია.

- „რეკორდმაისტერის“ მეკარე ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში 136-ე მატჩი ჩაატარა.

- „ბაიერნის“ თავდამსხმელმა კეინმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე კლუბსა და ინგლისის ნაკრებში 46 დაპირისპირებაში 54 გოლია.

- “სამეფო გუნდის“ ნახევარმცველმა ჩუამენიმ მიმდინარე ტურნირზე მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და მიუნხენში ვერ ითამაშებს.

- 18 წლის პიტარჩი "რეალის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 1/4-ფინალში ითამაშა.

- არბელოას ხელმძღვანელობით მადრიდულმა გუნდმა 19-დან 6 მატჩი წააგო - ალონსოს მწვრთნელობისას 28-დან 5 დათმო.

- "ბაიერნმა" "რეალს" 14 წლის შემდეგ პირველად სძლია - აქამდე 7 მარცხი და 2 ფრე ჰქონდა.

- "რეალი" ყველა ტურნირზე ბოლო 14 მატჩში დაუმარცხებელია - 12 მოგება და 2 ფრე.

ოლე ჩემპიონე
რეალისთვის ჯობია ყველაფერი მორჩეს ამ სეზონში. ჩემპიონთა ლიგის მეფე პსჟ_ა.
100%
მიუხედავად ჩემი არ ნდომის(სანამ ხვიჩა არ იქნება მანდ). არ არის გამორიცხული. ბევრი მაზა ,,ბავარიამ,, და შეიძლება დაისაჯონ, ამის გამო.
თეთრი ბულდოზერი
ტყვილა გიხარიათ ვისაც გგონიათ რო ყველაფერი მორჩა.. ძაან ცდებით, ჩემპიონთა ლიგის მეფე დაბრუნდება მიუნხენში.. ჰალა მადრიდ!!!
სიმართლე
ბაიერნი არის ჰარი კეინი, ოლისე და დიასი, რეალი არის მბაპე, ვინისიუსი და ბელინგემი, პსჟ არის უბრალოდ პსჟ.

ამდენი ტრავმის შემდეგ,უმრავლესობამ ალბათ დიდი ხანია რაც 40 წლის მანუელ ნოიერი საპენსიოდ ჩამოწერა,მან კი ისეთი მატჩი ჩაიწერა აქტივში,ძალიან ბევრი მაგარი მეკარისათვის კარიერის მატჩად რომ დარჩებოდა.ბრავო ნოიერ!მან დაამტკიცა,რომ პასპორტი ბევრს არაფერს ნიშნავს!
R. M.
ნახევარდაცვა პიტარჩი - გიულერის დონის ფეხბურთელები, კარერასი-არნოლდი-არასტაბილურები- ათრიეს, ცენტრ. მცველები არასტაბილურები, მწვრთვნელი-არბელოა )), ვინის კვარა ჯობია საერთო ჯამში-მტირალა ფეხბურთელია. ასე ლიგას ვერ მოიგებ, პერესს სიბერეში გაექცა....
იკა
პსჟ დაასრულებს ამ კაცის კარიერას.
123
იმ კომპიუტერმა არსენალს იმიტო მისცა უპირატესობა, რო ბავარია 3-1 უკვე დაამარცხა ლონდონში. და ერთ მაგდენს კიდე გაიტანდა ნოიერი რო არა.
დავით 67
ბავარია შესანიშნავ ფორმაშია და შეუჩერებელია. ასეთი ბავარია მე არ მახსოვს,არც მაშინ როდესაც ლიგა მოიგო. ჯერჯერობით მართლდება ჩემი პროგნოზი. ის პროვოკაციული კომპიუტერი რომ არის არსენალს აძლევს უპირატესობას, რაც სასაცილოა. გერმანელებს უფრო მეტი გოლი უნდა გაეტანათ, ბევრი მომენტი გამაზეს. ასე რომ კომპანიმ და მისმა კომპანიამ მაგარი გუნდი ჩამოაყალიბეს)

რა შესანიშნავი მატჩი!? ესეთი მეკარე ჩემს მტერს!! და კიდე მამარდას გამოსვლებზე რო იტყვის ვინმე რამეს..
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს