საკლათბურთო კლუბი ლიბერთი “ა” ლიგის ჩემპიონია. გუნდის კაპიტანმა, ირაკლი სულხანიშვილმა თასი კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, კობა კობიაშვილისგან ჩაიბარა. ლიბერთიმ ფინალური სერიის მეოთხე, თბილისი არენაზე გამართულ მატჩში კასპის გრიფინი 77:57 (სტატისტიკა) დაამარცხა და “ა” ლიგის საჩემპიონო თასთან ერთად სუპერლიგის საგზურიც მოიგო.

რეალურად, სუპერლიგის საგზური ტურნირის მთავარი პრიზია – თასი კონკრეტულ სეზონში შრომის დაფასებაა, თუმცა “ა” ლიგის ნებისმიერი გუნდის მთავარი მიზანი სუპერლიგაში აღზევებაა. თასი გარდამავალია და შარშან რომ წინა “ა” ლიგის გამარჯვებულის, “რუსთავის” ოფისში იმყოფებოდა, წლეულს ლიბერთისთან დაივანებს და 2027-ში მის ახალ მფლობელს 1 წლით ჩაბარდება. ასეა თუ ისე, საჩემპიონო თასის აწევა დიდებული განცდაა და ეს წუხელ ბესო ლეჟავამ და მისმა გაწვრთნილმა ლიბერთელებმა გამოსცადეს.

ლიბერთი იმსახურებდა გამარჯვებას. გუნდმა სტაბილურად, პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა საპლეიოფო მატჩები. რეგულარულ ჩემპიონატში მომხდარი ინციდენტები და დაშვებული შეცდომები ლიბერთისთვის მაქსიმალურად შემცირდა. გუნდმა ნახევარფინალიდან ჯერ ბლექ ფორტრესი გააძევა, ფინალურ სერიაში კი გრიფინი 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გრიფინმა, რომელიც ისედაც შეთხელებული ლეგიონერებით (შემადგენლობით) თამაშობდა, მთელი ძალები ფინალური სერიის წინა, მე-3 მატჩს შეალია, რომელსაც 38 წუთის განმავლობაში იგებდა და ბოლოს, დრამატულ ბრძოლაში წააგო. სერიის მე-4 მატჩში გრიფინი ძალაგამოლეული ჩანდა. მისმა ლიდერმა, ალექს მეთიუსმა, რომელიც საბოლოოდ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წინა შეხვედრაში შეუჩერებელი იყო, ამჯერად შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. მთლიანობაში გრიფინმა 57 ქულა ჩააგდო და ამით ყველაფერი ნათელია. კალათბურთში 57 ქულის მიმთვლელი გუნდი ვერ იგებს – ასეთი რამ ალბათ ათასში ერთხელ თუ მოხდება.

ლიბერთიმ ტრადიციულად დაცვაში კარგად ითამაშა. გუნდი უმეტესად მეტოქის ლიდერების – მეთიუსისა და დანიელ რენსომის შეჩერებაზე იყო გადართული, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. შეტევას რაც შეეხება, ლიბერთი ტრადიციულად კომბინირებულად მოქმედებდა – ყველა კალათბურთელი პოტენციური მექულეა და შესაბამისად ქულების მოპოვებაც არ გასჭირვებიათ. ლიბერთი კი თითოეული ბურთის ჩასაგდებად დიდ ძალისხმევას იჩენდა.

მატჩი ახალგაზრდებმა ჩაამთავრეს. ბოლო წუთებს სპორტული მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ლიბერთიმ გამარჯვება დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოიპოვა, როცა 20 ქულით ჩამორჩენილი გრიფინის შემადგენლობაში 16-18 წლის ნიკოლოზ ახლოური, შაკო კავთიაშვილი და დავით პაპუაშვილი გამოჩნდნენ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებულები და MVP-ის პრიზის მფლობელები კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. ლიბერთის წევრებს ინდივიდუალურად საჩემპიონო მედლები და გუნდურად საჩემპიონო თასი გადაეცათ. საუკეთესო მოთამაშის პრიზი გრიფინის ლეგიონერმა, ალექს მეთიუსმა დაიმსახურა.

“ა” ლიგის შემდეგი სეზონი სტარტს 2026 წლის დეკემბერში აიღებს, მანამდე კი გუნების დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. მოგეხსენებათ, ამ სეზონში ლიგა ბოლოადგილოსანმა “ახალციხემ” დატოვა, ხოლო მე-5-ზე გასულ თელავის “ბურჯს” ის პრივილეგია აქვს, რომ საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში დამარცხებულთან ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საპლეიოფო რაუნდში იბრძოლოს. საკვალიფიკაციოს გამარჯვებული “ა” ლიგაში ახალციხეს ჩაანაცვლებს. ჯერ უცნობია, რამდენი მსურველი იქნება – საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა შეუზღუდავია და რაოდენობა, ასევე გათამაშების ფორმატი ახალი სეზონის დაწყებამდე, შემოდგომაზე ფორმირდება.

GBF.GE

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა