საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევი ციკლში, მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩი მასპინძელი სან მარინოს წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 3-ბურთიანი სხვაობით - 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქე გუნდის მცველმა - ვიქტორ ჟურდენმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ მალევე სანდრო მიქაუტაძემ (62') და რეზი გაზდელიანმა (67') ჩვენი გუნდი დააწინაურეს. საბოლოო ანგარიში კი ტაბლოზე 90-ე წუთზე გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა დააფიქსირა - 1:4.

სანდრო კობახიძის გუნდი შემდეგ მატჩს 13 აპრილს, აკვავივაში, ანდორის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც უელსთან დღეს ფრედ - 0:0 ითამაშა.

13 აპრილი | ანდორა V საქართველო | აკვავივა | 13:00

16 აპრილი | უელსი V საქართველო | აკვავივა | 13:00

სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).

მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან კალაძე (სამტრედია), საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ ფოცხვერია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: არი დემირი (ნიურნბერგი, გერმანია) სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია).

NAKREBI.GE

U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო