პრემიერლიგის ოცდამეთორმეტე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ფულჰემი“ 2:0 დაამარცხა.

მამარდაშვილმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირზე მეთექვსმეტე მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად მესამედ შეინახა.

მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, მასპინძლებს თავიდან მომენტების შექმნა უჭირდათ. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ და გატანის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან ბობის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კი ლენოს კარი ნგუმოამ და სალაჰმა დალაშქრეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში ლონდონელები უფრო გააქტიურდნენ, თუმცა მათმა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და სლოტის გუნდმა ზედიზედ სამი წაგების მერე გაიმარჯვა.

„ლივერპული“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა და 14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-ს უმასპინძლებს.

- სალაჰმა პრემიერლიგაში (პენალტების გარეშე) გოლი + პასის სისტემით 250 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უეინ რუნის (288), რაიან გიგზს (269), ალან შირერს (268) და ენდი კოულს (258) ჩამორჩება.

- 17 წლის რიო ნგუმოამ მიმდინარე ჩემპიონტზე ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - ფულჰემი 2:0

გოლები: 1:0 ნგუმოა (36), 2:0 სალაჰი (40)

სალაჰი ფლანგის თავდამსხმელია და მაგ პოზიციიდან 250 გოლის გატანა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში,ფანტასტიკური მაჩვენებელია! გუშინ იუთუბიზე დადებული ბლოგერების ვიდეოებს რომ აგდებდა,ერთერთში,ბლოგერმა ლივერპულში არსებული სიტუაციის დასტურად,პსჟს პირველი გოლის შემდეგ ლივერპულის მცველების რეაქცია მოიყვანა.გოლი რიკოშეტით გადააფრინდა მამარდას და კარში ჩაეშვა.ლივერპულის არც ერთი ფეხბურთელი არ მისულა მამარდას სანუგეშებლად!იყო თუ არა ეს გოლი მისი შეცდომის შედეგი,მათი საქციელი უსიტყვო საყვედურად და ბრალდებად გამოიყურება.მამარდას სწორედ მათი ნდობის მოპოვების ამოცანა აქვს,პირველ რიგში გადასაწყვეტი.ფულჰემთან თამაში,პირველი იყო,ამ თვეში კი,ურთულესი მატჩები ელის და მაღალ დონეზე თუ ჩაატარა,მომავალ სეზონს თვითონაც და გუნდიც დაწყნარებული შეხვდება.ცუდი სასტარტო პოზიცია აქვს,რადგან მას მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მეკარის შეცვლა უწევს,რომლის ბრწყინვალე თამაშებიც ყველას ჯერ კიდევ თვალწინ უდგას და მისი ყველა,თუნდაც უმნიშვნელო შეცდომა,ხმამაღლა ყვირის.სანამ მნიშვნელოვან თამაშებში არ დაამტკიცებს თავის კლასს,მანამდე მის მიმართ,სულ კრიტიკული აზრი იტრიალებს,აი ალისონი ამ ბურთს არ გაუშვებდა და მსგავსი!შარშან კალაჰერიც მაგრად იდგა,მაგრამ სხვა კლუბში გადასვლა არჩია და ალბათ სწორედ ამ ფაქტორის გამო.გიორგის თავისი თავის იმედი ჰქონდა და დარჩა.ახლა მან ყველას უნდა დაუმტკიცოს,რომ ღირსეული კი არა,უფრო ძლიერი შემცვლელიც კი არის,ვიდრე მისი წინამორბედი იყო.ვალენსიაშიც ასე იყო და დაამტკიცა.ახლა ინგლისში აქვს დასამტკიცებელი.მომავალ სეზონში,გუნდში სერიოზული ცვლილებები იგეგმებაო.ახალი ფეხბურთელები მოვლენ,ახალ სათამაშო სქემებზე გადავლენ.იმ შემადგენლობაში,მამარდა უკვე სტაჟიან ფეხბურთელად გამოჩნდება და მის მიმართ გუნდში დამოკიდებულებაც შეიცვლება.სლოტი თუ დარჩა,ის უკვე თავისი გემოვნების გუნდს გააკეთებს და მამარდა თუ ძირითადში დააყენა,თამაშის დალაგების პროცესში,მისი ძლიერ და სუსტ მხარეებსაც გაითვალისწინებს.ალისონი თუ დარჩა,მაშინაც დარწმუნებული ვარ,გიო თავის ადგილს ბრძოლით მოიპოვებს.ალისონს მუხლის მყესების პრობლემა აქვს და მხტომელი მეკარისათვის,ეს მუდმივი დამოკლეს მახვილი და ტრავმის რეციდივის საფრთხეა.ამიტომ ლივერპული მხოლოდ ალისონის იმედზე,მისი დარჩენის პირობებშიც კი ვერ დარჩება,თუმცა არა მგონია დარჩეს. პსჟ,ევერტონი,კრისტალ პალასი,მანჩესტერ იუნაიტედი,ჩელსი,ასტონ ვილა,ბრენტფორდი.ეს თამაშები აქვს ლივერპულს დარჩენილი,ამ სეზონში,თუ რა თქმა უნდა ლიგიდან არ გამოვარდა,ხოლო პსჟს გამოთიშვის შემთხვევაში,კიდევ სულ მცირე ორი უმძიმესი თამაშიც დაემატება.ამ მატჩებში მეკარის თამაშზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამე,მათ შორის მამარდას პირველი ნომრობაც და წარმატებებს ვუსურვებ.
ინგლისელი
ეხლა ვიტყვით სამუშაო არ ქონდა და არაფერი გაუკეთებია როგორც ყოველთვის
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია