ევროლიგაში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული გრანდი ბარსელონა და ბოლო წლებში ევროლიგის მუდმივი წევრი და საფრანგეთის უცვლელი ჩემპიონი მონაკო. პირველის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაა, ხოლო მეორეს მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი.

მატჩი მონაკოში გაიმართა და მარკოიშვილის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით – 93:86 დასრულდა. ორივე გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ორივე გუნდი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ფორმატის თანახმად რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში პირდაპირ მხოლოდ საუკეთესო 6 გუნდი გადის. დარჩენილი 2 ადგილისთვის კი 7-10 ადგილებზე გასული 4 გუნდი ეგრეთ წოდებულ პლეი ინში იბრძოლებს.

ამ მატჩის შემდეგ მონაკოს 20 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და ამ დროისთვის მე-9 ადგილზე იმყოფება, ბარსელონა კი 20 გამარჯვებითა და 17 წაგებით მეათეა. ყველაფერს 17 აპრილს დაგეგმილი რეგულარულის ბოლო ტური გადაწყვეტს: მონაკო ჰაპოელ თელ ავივს უმასპინძლებს, ბარსელონა კი – მიუნხენის ბაიერნს.

რაც შეეხება მონაკო-ბარსას შეხვედრას, შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ჯარიმებით თავიდანვე დაიტვირთა და საბოლოოდ 19 წუთი თამაშის თავზე ფოლების ლიმიტის ამოწურვის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. თოკომ 3-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა. მის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა