Sport24.ua წერს, რომ მოულოდნელად უკრაინის ნაკრებს შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსი კიდევ მიეცეს, თუმცა ამის ბევრმა ფაქტორმა უნდა შეუწყოს ხელი.

მოგეხსენებათ, აშშ-ისთან დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, ირანის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორედ ამიტომ, ირანელების ბოიკოტის შემთხვევაში, FIFA მის შესაძლო ჩამნაცვლებელზე რამდენიმე ვარიანტს უკვე განიხილავს.

ერთ-ერთი მოსაზრება საკონტინენტთაშორისო მინი-ტურნირის ჩატარებაა, სადაც ევროპიდან 2 და აზიიდანაც 2 გუნდი იასპარეზებს. ივარაუდება, რომ ევროპიდან ერთი ნაკრები აუცილებლად იტალია იქნება, მეორე კი ან უკრაინა ან პოლონეთი, თუმცა უპირატესობა შესაძლოა, უკრაინას მიენიჭოს, რადგან FIFA-ს რეიტინგში მეტოქეზე უფრო მაღალი პოზიცია უკავია.

შეხსენებისთვის, უკრაინის ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, მუნდიალის პლეი-ოფის ნახევარფინალში შვედეთთან 1:3 დამარცხდა. რაც შეეხება "სკუადრა აძურას", იტალიამ ფინალში პენალტების სერიაში ბოსნიასთან წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა.

zura222
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ამათზეა ნათქვამიი DD კი მაგრამ ნახევარფინალობაზე რომ ამბობენ სხვა ნახევარფინალისტებს აწყენთ მუნდიალზე წასვლა ? ან სულაც ფინალისტები დაავიწყდაათ ? P მაშინ რა უნდა თქვან ფინალისტებმა იტალიის გარდა კიდევ სამმა გუნდმა დანიამ კოსოვომ და პოლონეთმა ? DD და მერ კიდევ აზიის გუნდის მაგივრად აზიის სხვა გუნდი გავა !ასე რომ ტყუილად ჩალიჩობს ფონ დერ ფაიზერ-კალას-როთის კლანი თავიანთი მონების შეჩურთვას მუნდიალზეე PPP
ჟორა
ესენი ხომ არ შეიშალენ? ყველა კონტინენტმა მიიღო თავისი კვოტა და გამოვლინდენ ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატში. აზიას ჰქონდა თავისი კვოტა და მიიღო კიდეც, ახლა თუ აზიის გუნდი უარს იტყვის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, მის ნაცვლად უნდა წავიდეს აზიური გუნდი და არა ევროპული. ირანი იყო ქვეჯგუფში საიდანაც გავიდა, ამიტომ თუ ირანი უარს ამბობს, საგზური უნდა მიიღოს ამ ჯგუფის მომდევნო ადგილის მფლობელმა.
არ იდარდო
აიტანს, პუტლერისტები მისცემენ დიდ სოსკას და დამშვიდდება
Giorgi
აუფ, ასე რომ მოხდეს, ჩვენი სურიკა ვენებს გადაიჭრის. ჯერ აიათოლა, მერე ვიქტორა და ეხლა კიდევ ასეთი დარტყმა? ცოდვაა ხიხო სურიკა!
ქვეყანაში ებოლას ვირუსის აფეთქებაა - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მუნდიალზე მაინც დაუშვებენ
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
ქვეყანაში ებოლას ვირუსის აფეთქებაა - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მუნდიალზე მაინც დაუშვებენ
FIFA-მ დაადასტურა - 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ