თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ოქროს მედალი მოიპოვა.

გურამმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა, ფინალში კი ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია. თუშიშვილი კონტინენტის პირველობის გამარჯვებული კარიერაში მესამედ გახდა.

-100კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონმა, ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან პირველ წრეში ჯერ ბრიტანელ ოლივერ ბარატს სძლია, შემდეგ რუმინელი ალექსანდრუ სიბისანიც დაამარცხა. სამწუხაროდ, ილია მეოთხედფინალში რუს ნიიაზ ბილალოვთან, დამატებით დროში დამარცხდა, რეპეშაჟში კი შვეიცარიელ დანიელ ეიხი დაამარცხა. მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი უნდა ყოფილიყო, თუმცა კოცოიევი რეპეშაჟის დაპირისპირებაში ჩახსნეს და ილიამ ბრინჯაო ავტომატურად გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რითაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი გაინაღდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა კონტინენტის პირველობაზე 4 ოქროს მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად მოახერხეს.

გიაჯანო
გფარავდეთ უფალი ჩვენო სიამაყეებო, გაიხარეთ და კიდევ მრავალჯერ გაგვახარეთ, მადლობა უფალს და მადლობა თქვენ.
gzp-ს
ცნობისთვის ენდოვიცკიმ რუსეთი ჩემპიონატში ინალ ტასოევი არ გაანძრია ისე მოუგო!თუშამ რაც უქნა ენდოვიცკის კი ვნახეთ!ასე რომ ბოღმის ნთხევას ჯობია უმაგრეს ადამიანს და სპორტსმენს პატივი მიაგო
გელა
მადლობა სიხარულისთვის,გაიხარეთ!რა კარგები ხართ სანამ მთავრობის ნავში ჩახტებით (ნებისმიერის)
gzp
ის ოსი ტიპი არ მონაწილეობდა ალბათ. თორემ რასაც აიღებდა ვნახავდით.
ეჰჰ
მეგობარო მასე ბევრი უმსგავსო რამ მოდის უხსოვარი დროიდან და ესე იგი უნდა ავიტაცოთ? ხოდა რომ ადიდებენ ადამიანებს და მიწიერს ეგ არაა სწორი,ქრისტიანულად ასეა და ახლა თქვენ როგორც გინდათ ისე გაამართლეთ და ისეწ მოიქეცით.
ტუკო რამირესი
ვა, ოსვალდო არდილესი გამახსენდა. რა მაგარი იყოოო! მგინი 1 თუ 2 ნომერი ეწერა მაისურზე, არა?

ვულოცავ გურამ თუშიშვილს კიდევ ერთ გამარჯვებას,ილიას კი,ბრინჯაოს მედალს!რომ შვხედოთ,ძალიან კარგად გამოვედით,ხომ ასეა?!არადა უკვე კაი ხანია,უკუსვლის შეგრძნება მაქვს,პირველი ნომრების უკან,ზურგის სიღრმეს თითქოს ვერ ვხედავ.ობიექტური ვარ?-არა და ვერც ვიქნები,მე ხომ გულემატკივარი ვარ,მაგრამ ვხედავ,რომ აზერბაიჯანი უკვე წამოგვეწია,ჩრდილო კავკასიიდანაც უამრავი ძლიერი მოჭიდავე გამოდის და მთელ მსოფლიოს ამარაგებს უძლიერესი კადრებით,ჩვენ კი,მხოლოდ პირველი და მხოლოდ ზოგიერთ წონაში გვყავს იგივე კალიბრის მეორე ნომრები.თითო კაცის იმედზე,სტაბილური წარმატებები სულ უფრო და უფრო გაგვიჭირდება,რადგან ძლიერი ლეგიონერების გვერდით,თანდათან ადგილობრი საჭიდაო სკოლებიც გაძლიერდებიან,როგორც ეს მოხდა,ესპანეთში,აზერბაიჯანში.თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობაშიც საგრძნობი უკუსვლა გვაქვს და მეშინია,ასეთ პირობებში,ძიუდოშიც არ ჩავვარდეთ.

მეც წამიკითხია,ეგ მტკიცება,მაგრამ საქართველოს ისტორიაში,დიდებულის ცნებაც არსებობს და მაღალი დონის სახელმწიფო პირებს მოიხსენიებდნენ.გვაქვს განდიდებაც!არაბული ენა მე არ ვიცი,მაგრამ ხშირად მომისმენია,მათი სადიდებელი შეძახილი,„დინდაბა“.ჟღერადობით და გამოყენების სფეროთი ისე ჰგვანან ერთმანეთს,რომ ისე მგონია,საერთო ფუძე და წარმოშობა უნდა ჰქონდეთ.რაკი დიდებულები არსებობდნენ და ზღაპრებშიც კი,მეფეებს დიდებულო მეფეოთი მიმართავენ,გამოდის ,რომ თუნდაც მხოლოდ ღმერთის სადიდებლად ყოფილიყო,ამ სიტყვის მიწიერებაში ჩამოტანა,უკვე უხსოვარი დროიდან ყოფილა დაწყებული და მის გამოყენება,არაფერს დააშავებს.ყოველ შემთხვევაში,ინგლისური ტერმინოლოგიის თუ რუსული ჟარგონის ქართულ ენაში მასობრივ შემოყრას,ისევ ქართული სიტყვების გამოყენება სჯობია. პ.ს.ეს უბრალოდ ჩემი თვალსაზრისია და არავისთან კამათს არ ვაპირებ.
Ardiles78
ყოჩაღ,გურამ!ნაღდი ჩემპიონი და ნაღდი კაპიტანი ხარ!
Semi
იმედია რაგბისტებივით დოპინგი არ ამოუვარდებათ ეხლა
tngh
ბრავო საქართველო!!! მადლობა ჩვენს ძიუდოისტებს!!! გილოცავთ ყველას!!!
ფედი
ეგაა ბრწყინვალე გამოსვლა ძიუდო ჩვენი გახდა
ეჰჰ
დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს! გაუმარჯოს ჩვენს ძიუდოისტებს! კომუნისტების დამკვიდრებული პარტიული ფრაზები მოაშორეთ და დაფიქრდით რას ნიშნავს.
გოგა
დიდება ჩვენს ძიუდოისტის!
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე