პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ პირველი ლიგის ფინალში 27:21 სძლია და 5-წლიანი პაუზის შემდეგ crocobet დიდი 10-ში დაბრუნდა.

პატარძეულელებმა მიმდინარე სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს და რეგულარულ გათამაშებაში 18-იდან 17 შეხვედრა მოიგეს, ის ერთი კი პირველ წრეში სწორედ ‘ლოკომოტივთან’, მესამე ტურში დათმეს (11:22) და ჯამში 78 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე წრეში პატარძეულელებმა რკინიგზელები, რომლებმაც 72 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს, 22:17 დაამარცხეს.

ამ გუნდებმა დებულების თანახმად შესარჩევ ფინალშიც ითამაშეს და დაძაბულ მატჩში ‘ლოკომოტივმა’ 17:16 იმარჯვა, რითაც ფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვა, ‘ვეფხვებმა’ კი ‘ფოთს’ წინასწარ ფინალში 20:9 აჯობა და ფინალში კვლავ ‘ლოკომოტივს’ შეერკინა.

გორში გამართული შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა. ნერვიულობის ფონზე, რასაც ძლიერი ქარიც ერთოდა, ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა შეცდომები. გორში გამართულ მატჩში თავდაპირველად ინიციატივას ‘ლოკომოტივი’ დაეუფლა და მე-16 წუთზე ვაჟა რუაძეს ძალისმიერი ლელოთი დაწინაურდა, რასაც ლუკა დემურაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

თითქოს ამას ელოდაო, ‘ვეფხვები’ გააქტიურდა, ტემპს უმატა და რამდენიმე სახიფათო შეტევისა და 5-მეტრიანთან ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ანტონ ცილიკურის ლელოთი და ლაშა გურგენიძის გარდასახვით 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს ისევ ‘ლოკომოტივმა’ იმძლავრა, შებრუნებული გადაცემის შემდეგ ჯავა მკულვანიმ ხაზი გაჭრა და მისი ლამაზი ლელო დემურაშვილმა გარდასახა - 14:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი ყამარაულის ოფლოუდის შემდეგ მკულვანიმ თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ ‘ვეფხვები’ სრულად დაეუფლა უპირატესობას, 54-ე წუთზე მძლავრი მოლით შეუტია და ირაკლი ხიდეშელმა ის ლელოთი დაასრულა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

62-ე წუთზე ლაშა გურგენიძემ კარის წინიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა, 70-ე წუთზე კი რამაზ მაზმიშვილის ლელოთი მატჩში პირველად ‘ვეფხვები’ დაწინაურდა. ამას გურგენიძის ზუსტი გარდასახვა მოყვა. მანვე 78-ე წუთზე კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:21 პატარძეულელთა სასარგებლოდ და ახალ სეზონს ის crocobet დიდი 10-ში დაიწყებს.

პირველი ლიგის გამარჯვებული თასითა და ოქროს მედლებით რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ დააჯილდოვა. მანვე გადასცა კუთვნილი მედლები თბილისის 'ლოკომოტივს' (ვერცხლის) და 'ფოთს' (ბრინჯაოს).

'ლოკომოტივი' crocobet დიდი 10-ის საგზურისთვის კიდევ იბრძოლებს. მას 'გორთან' 24-26 აპრილსა და 1-3 მაისს ორრაუნდიანი ბრძოლა მოუწევს.

GBF

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ალისონი უკვე "ლივერპულის" სერიოზული პრობლემაა - ბოლოს და ბოლოს მიდის თუ რჩება?
სალაჰის ყოველი საგოლე მოქმედება "ლივერპულს" 1.85 მილიონი უჯდება
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
ლეაო ტრანსფერზეა - "მილანი" პორტუგალიელი შემტევის გასხვისებაზე ფიქრობს
ფიქრობს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებაზე - კროოსმა კომენტარი გააკეთა
კვარაცხელიას კლუბის მორიგი აღიარება - 2025 წლის საუკეთესო გუნდად პსჟ დასახელდა
უბერებელი ლუკა - 40 წლის ასაკში მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ოფში - "ტორონტო" მეორე მატჩშიც დამარცხდა
ლომინაძე არ ათამაშეს - მისი გუნდი დამარცხდა
"პატივი და ქება კვარაცხელიას - ჩემოდნებით ნეაპოლში უნდა გაიქცნენ" - კანჩელსკისი ფეხბურთელებს რჩევას აძლევს
[VIDEO] ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ზოიძე და ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ!
"ბაიერნთან" შეიძლება პსჟ-ს ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშოს
რუმინეთის ნაკრებს ჰაჯი ჩაუდგა სათავეში
განდეგილი - პსჟ-ს მეკარე შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ღია ჭრილობა გაუკერეს - რამდენი ხანი გაუცდება მამარდაშვილს?
პსჟ შეიძლება კაპიტნის გარეშე დარჩეს