ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურის გადადებულ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ნანტი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა ისევ გადაახალისა და კვარაცხელია სასტარტოში დააყენა. მე-11 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მარკინიოსთან ბრძოლაში ხელზე მცველს, იუსეფს მოხვდა და ხვიჩამ პენალტით დედაქალაქელები დააწინაურა. ეს "პარი სენ ჟერმენში" ქართველის მიერ პირველად შესრულებული თერთმეტმეტრიანი იყო. ცოტა ხანში სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 37-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ლოპეშის კარი დუემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად დუბლი შეასრულა, 66-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ანგარიში კი არ შეიცვალა და პსჟ-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

პსჟ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანს“ 4 ქულით უსწრებს და 25 აპრილს გასვლაზე „ანჟეს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ნანტი 3:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (13, პენ), 2:0 დუე (37), 3:0 კვარაცხელია (50)

იკა
ყოჩაღ "საშუალოზე დაბალი" კლასის ფეხბურთელო! ერთი ოქროს ბურთი და ლიგის ფინალეებიც გადააბი კვარა.
უფროსი
ამ ვიდეოს 1:43-ზე კარგად ჩანს, რომ დემბელემ ჰაკიმის მიმართულებით გაუშვა პასი.
უფროსი
ვინც ყურადღებით უყურა, ყველამ დაინახა, რომ დემბელე სხვა მოთამაშეს აძლევდა გოლის მომენტში ბურთს.
სალდაფონი მდინარაძე
ჩაუქროლა ქორივიიით?))))))))))))))))))))
ირაკლი ქუთაისელი
ჩოუარა ქორივიიიიით?
გიო გიო
სანამ გაიყვანდენ ხვიჩას მეორე ნახევარში ისეთი შთაბეჭდილება დამჩა რო ხაკიმიზე თამაშობდა ხვიჩაც და გუნდიც, თითქოს უნდოდათ რო გაეტანა, მემგონი სწორათ შენიშნე მეგობარო ხაკიმის ჩაუჭრა და გაიტანა, მერე კი ცდილობდა რო ხაკიმის გაეტანა ))
კისისხეველი
მე მგონი დემბელე პასს ჰაკიმის უკეთებდა და ხვიჭამ ჩაჭრა :)

პირველად ვწერ საჯარო კომენტარს მარა ეს უნდა მიმეწერა შენი კომენტარისთვის. ამ სტატიაზე ასეთ კომენტარს რომ დაწერ ეგრევე შენი აღმზრდელი გამახსენდა ცუდ კომტექსტში 👌
სირბილის სწავლების ცენტრი
ქართველი მოზარდი ფეხბურთელები კვარას ბაძავენ და ეს ძალიან კარგია!
lasha
კვარაცხელიამ დიდი სტიმული მიცა ახალ თაობას. ეს არის პროფესიონალიზმის სიმბოლო. ფეხბურთისთვის უამრავი რამ მოიკლო. და დიდი შრომით მიაღწია ამას. იმედია ახალი თაობაც მიბაძავს. ქართულ ფეხბურთს ბევრი კვარაცხელია ჭირდება
დავით 67
თუ ბავარიასაც გაუტანა ოქროს ბურთი ეკუთვნის. ) უმაგრეს ფორმაშია ხვიჩა!
გგ
შეიძლება, რომ ლიგა ერთის სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა!
Dimo
ქართულ ფეხბურთს თამაშობს ჩვენი ვარსკვლავი და მაგიტომაც არის ორმაგად და ასმაგად სასიხარულო! ყიფიანი როგორც ხმარობდა ტერფს ისე ხმარობს ზუსტად ხვიჩაც! დარასელიას მოძრაობებიც აქვს დრიბლინგში და ასე შემდეგ! გაიგოს ყველამ რა დონეზე შეგვიძლია ფეხბურთის თამაში ქართველებს! ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი!
ბოკინიო
საფრანგეთის ჩემპიონატი დახურა:)) როგორც იტალიის:)) ეხლა ესპანეთის ან პრემიერ ლიგის დროა:))
ზურა
გენიალურ ქართულ ცევასავით ფეხბურთს თამაშობობს,ჩვენი ოქრო კვარა.❤️
გიგო პაპა
ერთი ბაიერნიც წამოიხიოს ხინკლის ჩეკივით.)))
გაბო.გაბო.
გენაცვალე, ჯიმაააა 👍👏♥️
ჯარისკაცი
შენ გენაცვალე, ხვიჩუკა, ამ მყრალ დროში და არეულ-ჩანთხლეულ ქვეყანაში ამდენ სიხარულს რომ გვანიჭებ!
მერამდენედ? ამათ რომ კიდევ მსაჯების დახმარება უნდათ
გოლის უსამართლოდ გაუქმებამ გატეხა ნანტი
ტრი-ტრი
გამოუშვით ბაიერნი, გამოუშვით! ყველას და ყველაფერს არღვევს ხვიჩიკო!! თავის დაწყებულ კომბინაციას ისევ თვითონ ამთავრებს.)))
T.q
რა მოძრაობა ეს უმაღლესი კლასია! ამის იქით აღარ არის ვსო მთავრდება დონე!!!
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას