ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 2029 წლის U20 მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ.

მეზობელმა ქვეყნებმა ტურნირის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს:

“მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა” - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

სონხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიქბეკიანის განცხადებით კი ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მეზობელი ქვეყანა ტურნირს ღირსეულად უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად მასპინძლობს.

მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს UEFA-ს რანგის ისეთი ტურნირებისთვის უმასპინძლებია, როგორებიცაა 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს, სადაც ჩვენთან ერთად თანამასპინძელი რუმინეთი იყო.

ცნობისთვის, FIFA-ს 20-წლამდელთა მუნდიალი 1977 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებს. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებული კი მაროკოს 20-წლამდელთა ნაკრებია.

სტალინი
ერთი სერიოზული პრობლემა მაინც აქვს ამ ჩემპიონატს. ორივე ქვეყნის მთავარი არენა; ერევნის რაზდანი და თბილისის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის სტადიონი ამორტიზებულია
კობიაშვილის დამსახურება
დიდია იქედან გამომდინარე რომ არის უეფას აღმასკომის წევრი და თუ ვინმეს გონია რომ უეფას აღმასკომის წევრობა არაფერია იმას საერთოდ წარმოდგენა არააქ უეფას გავლენებსადა სტრუქტურაზე.ამდენი ქართველი უეფასა და ფიფაში არასდროს ყოფილა დასაქმებული როგორც დღეს ეს ორი ორგანიზაცია განაგებენ ფეხბურთს და მის ფინანსურ შემოსავალს მთელ მსოფლიოში.
პელიდი
კარგია,ეგებ დამატებით რამდენიმე სტადიონი და სავარჯიშო მოედანი ააშენონ
დავითი
დიახ კობიაშვილისა და სომხეთის ფედერაციის დამსახურებაა
რედაქციას!
"ცნობისთვის, FIFA-ს 20-წლამდელთა მუნდიალი 1977 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებს". მგონი აქ შეცდომაა! როგორც ვიცი, გასული საუკუნის 90-იანების ბოლოდან ფიფამ გაზარდა მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც ამჟამად 24-ს შეადგენს
სტალინი
მომავალი 27 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს ბაქო და ტაშკენტი უმასპინძლებენ. 1985 წელს ანალოგიურ ტურნირს თბილისმა ერევანმა და ბაქომ, მინსკთან, მოსკოვთან და ლენინგრადთან ერთად ერთხელ უკვე უმასპინძლეს. თბილისის ჯგუფში მომავალი ფინალისტები ბრაზილია და ესპანეთი გამოდიოდნენ. ჩვენები(სსრკ) ჭედია და კეტაშვილის მეთაურობით ნახევარფინალში ლუჟნიკებზე თერთმეტმეტრიანებით დამარცხდნენ ესპანეთთან. მახსოვს იმ პერიოდში კომკავშირში მიმიღეს
ტრი-ტრი
ჰო, კობის და კიდევ ლევანიე ცქიტიშვილის. მაგის ხსენებაზე კანკალი ეწყებათ ფიფა-უეფას.
unagi
კობის პირადი გავლენების დამსახურებაა ამხელა ტურნირის მასპინძ₾ობა!! ჯერ 20 წლამდელთა ევროპა და ახლა 20 წლამდელთა მსოფლიო!! ბრავო ფედერაცია!!!!!!!!!!!
დათო
20-წლამდელები რაღა უბედურებაა? ბარემ 22-წლამდელებიც დააწესონ და გაყვნენ ეგრე ზემოთ....)))
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"ამის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ახლა საჭიროა" - მოურინიო "სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა