"დინამო არენას" რეაბილიტაციაზე მომუშავე ქურდიანების კომპანიამ სტადიონის პროექტი წარადგინა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გაიზრდება ტევადობა და UEFA-ს მოთხოვნების შესაბამისად იქნება საპარკინგე ადგილები.

"დინამო არენა არის მნიშვნელოვანი სპორტული კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, გარშემორტყმულია ძირითადი ურბანული მაგისტრალებითა და ინტენსიური საფეხმავლო და სატრანსპორტო ნაკადებით. თბილისში მისი ცენტრალური მდებარეობა განაპირობებს ადამიანების უწყვეტ მოძრაობას ტერიტორიის გარშემო მთელი დღის განმავლობაში.

ის გარემოება, რომ ამჟამად, სტადიონი შემოსაზღვრულია უწყვეტი ღობით, იგი იქცა იზოლირებულ ობიექტად და გაიმიჯნულია ქალაქის ურბანული ქსოვილიდან, რაც მას ქალაქის ცენტრში განთავსებულ „კუნძულად“ აქცევს. ეს იზოლაცია უარყოფითად აისახება როგორც თვით სტადიონზე, ასევე მიმდებარე ურბანულ გარემოზე და წარმოადგენს დაკარგულ შესაძლებლობას როგორც სტადიონის ექსპლუატაციისთვის, ასევე მის ყოველდღიურ ქალაქურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის.

მნიშვნელოვანი პრობლემა არის სტადიონის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკიდურესად მცირე ფართობი. შენობის კონტურს მიღმა არსებული თავისუფალი სივრცე მინიმალურია, თუმცა მას ერთდროულად სამი აუცილებელი და ერთმანეთთან კონკურენტული ფუნქციის დატვირთვა ევალება.

ფუნქცია I - ავტოსადგომი, რომელიც არამხოლოდ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს მატჩებისა და მასშტაბური ღონისძიებების დროს, არამედ ქალაქის ურბანული ქოვილის გაჯანსაღებისთვის აუცილებელი პირობაა. არსებული სივრცის ზედაპირის ფართობი ვერ აკმაყოფილებს საჭირო რაოდენობის ავტომობილების განთავსებას.

ფუნქცია II - საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების შეკრებას, ორგანიზებას, გადაადგილების მართვას, სტადიონზე შესვლასა და გამოსვლას მატჩების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების დროს, ასევე დასვენებისა და სოციალური ურთიერთქმედების შესაძლებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა თბილისელისთვის. სტადიონის გარშემო არსებული ფართის ზედაპირი მცირე ზომისაა და აკმაყოფილებს მხოლოდ საევაკუაციო ფართის ნორმებს.

ფუნქცია III - ეკონომიკურია და გულისხმობს შემოსავლის მომტან კომერციულ სივრცეებს - რომლებიც სტადიონის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ღონისძიების დღეებში, არამედ მუდმივად. სტადიონის კომერცალიზაცია აუცილებელია მისი ჯანსაღი არსებობისთვის.

არქიტექტურული კონცეფცია ამ გამოწვევებს ფუნქციების მკაფიო ჰორიზონტალური სივრცეების - ვერტიკალურად ერთმანეთზე ცალ-ცალკე შრეებად გადანაწილებით პასუხობს.

მიწისქვეშა პარკინგი - (ერთსართულიანი) ავტოსადგომი სრულად გადადის მიწისქვეშა დონეზე, რაც ათავისუფლებს ზედაპირს ტრანსპორტისგან.მიწისპირა დონე - მთლიანად ეთმობა საზოგადოებრივ და კომერციულ ფუნქციებს - სტადიონის მუზეუმი, კლუბი, მაღაზია, კინოთეატრი და სხვა.ამ დონეზე განთავსებული სივრცე განიხილება როგორც სრულად ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გარემო. შედეგად, მიწისპირა დონე ფუნქციონირებს როგორც მრავალფუნქციური - საზოგადოებრივი, კომერციული, სავაჭრო და გასართობი უბანი, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან ისე, როგორც დიდ სავაჭრო ცენტრში. მატჩების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ეს სივრცე რჩება აქტიური, ადვილად მისადგომი და მჭიდროდ ინტეგრირებული ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც სტადიონს - ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ურბანულ ჰაბად აქცევს.

ტერიტორიის ბუნებრივი რელიეფი გამოყენებულია როგორც სივრცითი და არქიტექტურული უპირატესობა. დონეთა სხვაობა, საშუალებას იძლევა შეიქმნას მრავალფეროვანი კომერციული სივრცეები — მასშტაბური, მაღალ ჭერიანი, ან უფრო დაბალი და კამერული სივრცეები, ასევე ორსართულიანი ან ცვალებადი დონეების მქონე ინტერიერები, რაც ზრდის როგორც სივრცით მრავალფეროვნებას, ისე ეკონომიკურ მოქნილობას.

მიწისპირა დონის სახურავი - არის სრულად ექსპლუატირებადი და გვევლინება სრულფასოვან საზოგადოებრივ სივრცედ, ფუნქციონირებს როგორც ურბანული მოედანი ყოველდღიურ რეჟიმში და, ამავდროულად, წარმოადგენს ძირითად შეკრებისა და გადაადგილების ზონას. მასშტაბური ღონისძიებების დროს, უზრუნველყოფს სტადიონზე პირდაპირ წვდომას საევაკუაციო აივნის დონეზე, რაც მატჩის ან სხვა ღონისძიების დასრულების შემდეგ მიიღებს სტადიონს მიღმა, სტანდარტით გათვალისწინებულ საევაკუაციო ფართის ფუნქციას.

კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მიწის დონეზე განთავსებულ კომერციულ ზონასა და მის სახურავზე განლაგებულ აქტივობებს შორის - ცირკულაციის სისტემის კონტროლირებული გამიჯვნა და შერჩევითი კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ რელიეფი, ფორმა და ფუნქცია გარკვეულ წერტილებში უზრუნველყოფს მიწის დონესა და სახურავს შორის პირდაპირ კავშირს - ეს კავშირები მკაცრად რეგულირდება. მატჩებისა და დიდი ღონისძიებების დროს კომერციული სივრცეები შესაძლებელია უსაფრთხოდ იზოლირდეს, რაც უზრუნველყოფს მათ და ვიზიტორების უსაფრთხოებას. ამავე დროს, მაყურებლებს შეუძლიათ სტადიონზე შესვლა და გამოსვლა უშუალოდ კომერციული შრის ზედა, სახურავზე განთავსებული საზოგადოებრივი სივრცის დონის საშუალებით, კომერციულ ზონებში მოხვედრის გარეშე.

ამ შრეობრივი, მოქნილი და მრავალფუნქციური სივრცითი სტრატეგიის შედეგად, სტადიონი ტრანსფორმირდება შემოსაზღვრული, ერთფუნქციური ობიექტიდან - მუდმივად აქტიურ, ეკონომიკურად მდგრად და სოციალური თვალსაზრისით ინტეგრირებულ ურბანულ კომპლექსად, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ღონისძიებების დღეებში, ისე ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რეკონსტრუქციის მიზნები :

I. მაყურებელთა რაოდენობის გაზრდა (70 000+ -მდე);II. საპარკინგე ადგილის შექმნა (UEFA მოთხოვნების შესაბამისად);III. საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და მისი ინტეგრაცია ქალაქის ურბანულ სივრცეში;IV. კომერციალიზაცია - ანუ ობიექტის ტერიტორიაზე კომერციული ფართის მოწყობა.

I. მაყურებელთა რაოდენობის გაზრდისთვის და მათი კომფორტის გაუმჯობესებისთვის კეთდება შემდეგი :

სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის გადაქცევა სუფთა საფეხბურთო სტადიონად.პირველი იარუსის სრული სახეცვლილებაახალი იარუსის დაპროექტება, სადაც შესაბამისი გათვლების საფუძველზე ნარჩუნდება სტადიონის უნიკალური ხედვის მრუდე - რათა არ დაირღვეს ტრიბუნის ნებისმიერი წერტილიდან არსებული კომფორტული ხედვა.კონცერტის ან სხვა ტიპის ღონისძიების ჩასატარებლად არსებული ერთი შესასვლელი არაა საკმარისი, ხოლო ახლად დაპროექტებული პირველი იარუსის ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას მოეწყოს - დამატებითი შესასვლელები/ მინდორზე.არსებული მეორე იარუსი, საევაკუაციო აივანი და გადახურვის კონსტრუქციული ნაწილი - რჩება ხელუხლებლად.ხორციელდება თვითონ გადახურვის რეკონსტრუქცია - იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დასაჯდომი ადგილი (ორივე იარუსის 100%) - იყოს გადახურვის ქვეშ.ახალი პირველი იარუსის ტრიბუნის ქვეშ, მოეწყობა - როგორც საფეხბურთო ან სხვა ღონისძიებისთვის, ასევე ადმინისტრაციული და სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის, საჭირო სივრცეები. II. საპარკინგე ადგილების შექმნა, III. საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და IV. კომერციალიზაცია

ტერიტორიის გარშემო არსებული ღობეების სრული დემონტაჟი და ტერიტორიის გახსნა საფეხმავლო გამჭოლი მოძრაობისთვის.პარკინგის მოწყობა (საორიენტაციოდ 800 ავტო მანქანაზე), „-1 დონეზე“ მთელი ტერიტორიის ქვეშ (შეძლებისდაგვარად - მიწისქვეშა კომუნიკაციების გათვალისწინებით).მიწის დონეზე, პარკინგის თავზე, კომერციული ფართის მოწყობა - აივნის დონემდე. ტერიტორიის რელიეფურობიდან გამომდინარე, 1-2 სართულზე. ზოგან შესაძლებელია ანტრესოლის ტიპის სართულის შექმნაც. აივნის ქვეშ არსებული კომერციული ფართების ნაწილობრივი შენარჩუნებით.კომერციული ფართის სახურავი იქცეს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი (პარკი, მწვანე ზონა) - ხალხთა მასების თავშეყრის და სტადიონზე შესვლა-გამოსვლის გზა, რომლითაც მოხდება მატჩის დროს მაყურებელთა მოხვედრა საევაკუაციო აივანზე, საიდანაც ხალხთა მასების ნაკადი გადანაწილდება I და II იარუსებზე. ასეთი სახის მოძრაობის გრაფიკი უზრუნველყოფს მაყურებელთა მასების და კომერციული ფართების ერთმანეთისგან გამიჯვნას.

ისტორიული მიმოხილვა :

თბილისის დინამოს სტადიონი პირველად აშენდა 1936 წელს და მისი ავტორი იყო არჩილ ქურდიანი. მისი ტევადობა იყო 25 000 მაყურებელი.შემდგომ მაყურებელთა გაზრდის მიზნით (35 000-მდე) მოხდა მისი მცირედი რეკონსტრუქცია 1956 წელს ისევ არჩილ ქურდიანის ავტორობით და მას ეხმარებოდა მისი ვაჟი გია ქურდიანი.50-60-იან წლებში დაიწყო და 1976 წლის 26 სექტემბერს გაიხსნა ძირეულად რეკონსტრუირებული სტადიონი და მისი ავტორები იყვნენ არჩილი და გია ქურდიანები. ტევადობა ამ ჯერად უკვე იყო 75 000 დასაჯდომი ადგილი.2006 წელს საჭირო გახდა UEFA-ს ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია. ამჯერად მისი ავტორები იყვნენ გია ქურდიანი და მისი ვაჟი - უმცროსი არჩილი. რეკონსტრუქციის შედეგად და UEFA-ს ახალი ნორმების გათვალისწინების გამო, ტევადობა შემცირდა 55 000-მდე.2015 წლის აგვისტოში, დინამო არენაზე, ევროპის სუპერთასის ფინალის ჩატარებასთან დაკავშირებით, 2014-2015 წლებში, განხორციელდა კიდევ ერთი რეკონსტრუქცია. ამჯერად ამ რეკონსტრუქციის ავტორები იყვნენ ქურდიანების ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლები: გია, უმცროსი არჩილი და უმცროსი გიორგი ქურდიანები.წლები, ათწლეულები მიდის და ისეთი რთული და დინამიური ორგანიზმი, როგორიც არის სტადიონი - საჭიროებს სისტემატურად განახლებას, ახლებური ხედვის და ფუნქციების ინტეგრაციას.სწორედ ამას აკეთებს 90 წლის განმავლობაში ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა.

დინამოს პრეზიდენტ, რომან ფიფიას ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტადიონის ავტორებთან, სადაც სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო არსებული სტადიონის პრობლემების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტადიონის ავტორებმა შეიმუშავეს კონცეფცია.

„დინამო არენა“-ს ისტორია ეს პირველ რიგში სტადიონის აშენების დღიდან მისი მუდმივი რეკონსტრუქციის და არქიტექტურული ტრანსფორმაციის 90 წლიანი ისტორიაა და ამ ყველაფერს, დაწყებული 1936 წლიდან დღემდე ახორციელებს ქურდიანების არქიტექტურული დინასტიის ოთხი თაობა.

„დინამო არენა“-ს საავტორო უფლების მფლობელების მიერ გაკეთდა სტადიონის რეკონსტრუქციის ახალი კონცეფცია - თანამედროვე მოთხოვნების პრიზმაში, რაც მოიცავს წარდგენილი ამოცანების გადაწყვეტას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მერაბი
მძლეოსნობა თითქმის გამქრალია და ამით საერთოდ გააქრობენ. მერე და ოლიმპიური დისციპლინებისთვის სტადიონია საჭირო, დინამოს სტადიონი დარჩა ერთადერთი და იმასაც აუქმებენ? არ არის სწორი. რეკონსტრუქცია საჭიროა, უდაოდ, მაგრამ სარბენ ბილიკებს თავი გაანებონ. თუ საფეხბურთო სტადიონი უნდათ, ააშენონ ბიუჯეტური სტადიონი, როგორსაც მაგალითად ნიდერლანდებში აშენებენ, მაგრამ, დინამო დარჩეს ოლიმპიურ სტადიონად, რა იცი რა თამაშები შეიძლება მანდ ჩატარდეს, ნუ ვაკეთებთ სანანებელ საქმეს.
SOS!!!
Sportis dedofals-mdzleosnobas saertod uars eubnebit? Vis rad inda aseti stadioni ?! Arc gadaxurvaa swori gadawyvetileba!

ნეტავი ეს აშენდეს,თორემ იქ ვისთვის უნდა აეშენებინათ?სრული უაზრობაა!

70 000 იან სტადიონს,800 მანქანის სადგომი როგორ უნდა ეყოს?რაც აქ წავიკითხე,თითქოს ისე გამოდის,რომ პირველ იარუსს ხელმეორედ აშენება ელის,ხოლო მეორე იარუსი დარჩება,მაგრამ სახურავის კონსტრუქცია შეიცვლება.გამოდის,რომ სარბენი ბილიკების ხარჯზე,პირველი იარუსი,უფრო ნაკლებად დამრეცი გაკეთდება,წინა რიგები წინ წამოიწევს და ტევადობის მატება,აქ განთავსებული დამატებითი ადგილების ხარჯზე მოხდება.შესაძლებელია ასეც გაკეთდეს,მაგრამ საქართველოში მძლეოსნური სექტორის გარეშე თუ დარჩა ყველა სტადიონი,გამოდის რომ ჰიპოთეზურადაც კი აღარ ვუშვებთ ქვეყანაში მძლეოსნობის განვითარებას და ეს კარგ შედეგებამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს.სტადიონის პროექტთან დაკავშირების გარეშე,მაგრამ არ შეიძლება ქვეყანაში მძლეოსნობის სიკვდილი,რადგან ეს სპორტის სხვა სახეობების სიკვდილსაც გამოიწვევს.სპორტის ყველა სახეობა მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინების ბაზაზეა დამყარებული მისი გაქრობით,ყველაფერს გამოვაცლით საყრდენს.ოლიმპიურ თამაშებში,უამრავი მედალი თამაშდება,მძლეოსნობაში და საქართველოსაც მრავალი მედალოსანი ჰყავს,მის სხვადასხვა დისციპლინაში.არ შეიძლება მასზე ასე ხელაღებით უარის თქმა.არადა სკოლებში ფაქტობრივად უკვე აღარ ასწავლიან საბაზო უნარ ჩვევებს,აღარ მზადდებიან მაღალი კი არა,საშუალო დონის სპორტსმენებიც კი და საბოლოო ჯამში,ეს ანადგურებს მომავალი თაობის ჯანმრთელობას.ჩემ გარემოში რამდენიმე სპორტის მასწავლებელი ვიცი,რომლებიც ბავშვობაში სპორტის გაკვეთილებზე არც კი დადიოდნენ და პრაქტიკული ჩვევების მინიმუმზეც კი არ აქვთ წარმოდგენა,მაგრამ სადღაც, რაღაცა კურსები გაიარეს და ახლა,თვითონ ატარებენ სპორტის გაკვეთილებს.ვითომ ატარებენ!
ვაჟა
შენ და შენისთანები თუ შევლენ,კი!
Nedved
ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ და ამდენი ბლა ბლა გამოვტოვოთ, ამხელა ადგილი გვაქ ცენტრალურ თბილისში და მოდი შოპინგ მოლი გავაკეთოთ ტყუილად რა ფულს ვმაზავთო :)))) დანარჩენი ეს ქალაქის გულში ინტეგრაცია და ეს მწვანე ბალახბულახი რაც მიახატეს ვითომ სურათში, დარჩება იმავე სურათზე და მიემატება ერთი უსახური მოლი ქალაქს :))) მე შენ გეტყვი და ვერ ეტევა დინამოს თამაშებზე ხალხი და სჭირდება გაფართოება. 3 ლარი საათი პარკინგი იქნება და სუპიხვრეპიები კი მაინც ტაშს დაუკრავენ :)))
კიგანი
ამ კარგ საქმეს რა დრო დასჭირდება თუ ვინმემ იცის იქნებ დაწეროთ?
პოლიტიკით დეტერმინირებული კომენტარები ?
და ამ/ასეთ კომენტართა ავტორები და "იდეურ-პოლიტიკური" მხარდამჭერები(😉) დაბეჯითებით დაიწყებენ მტკიცებას, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმინჯოს ... 🙂 საინტერესოა: ამ პროექტის და ზოგადად, "დინამოს" სტადიონის მოდერნიზების მოწინააღმდეგეებს, როგორ წარმოუდგენიათ ამ სტადიონის მომავალი ?! ------------------------------------------------ პ.ს. რამდენიმე დაკითხი: 1. დაახლოებით ხარჯთაღრიცხვა ; 2. გადახურვის კონტრუქცია და "სიმძიმე"; 3. მიმდებარე ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო და სხვა კომუნიკაციები, მ.შ. ახლომდებარე და მიმდებარე ტერიტორიებზე (ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ - ძალიან სამწუხაროდ !) უკვე დამტკიცებული დიდი და მასშტაბის დეველოპერული პროექტები .
რობი
როგორც ყველა მათი ნამუშევარი ეს პროექტიც ძაან უგემოვნო და არქაულია!
ფედი
თუ განხორციელდა კარგია.
Akaki
საერთოდ ხიხოებს ნამეტანი უყვართ ბეტონი და ასფალტი, მიწის კომპლექსი აქვთ და იმიტომ. )))))))))))))
008
ტენტით გადახურულია რა ბეტონი!
007
თანამედროვე ევროპული სტადიონები ჰაეროვანი, კოხტა, მსუბუქი, უცხოპლანეტელთა ხომალდებივითაა. მოდერნი! აქ კი ისევ მძიმე ბეტონია დომინანტი. რეტროც კი არაა ეს.
გეგი
ვაა ძალიან ლამაზია რაც ჩანს აქ.
გია
დიდებული პროექტი, გასაოცარი,ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონი იქნება ევროპაში, მხოლოდ სახელი დინამო კი კარგია და დიდი ისტორიის მატარებელია, მაგრამ ვისურვებდი ,არენა იბერია" დაერქვას....
ალექს
დიდებული პროექტია და იმედია ის აბსურდული ლამის მილიარდიანი სტადიონი აღარ აშენდება სადღაც ქალაქგარეთ.
ბათუმის სტადიონი რამდენჯერ ააშენეთ?))))))))))
ღრუბლებიც როგორ ლამაზად დაუპროექტებიათ სტადიონის თავზე, თავი სამოთხეში გეგონება კაცს.)))))
რეზო
დიდებული პროექტი და მიმოხილვაა!
გიგა
ჩასაფრებულებო! ყველაფერს უარყოფით კონტექში რატომ ხედავთ? მშვენიერი პროექტია წარმოდგენილი და მართლაც შესანიშნავი სტადიონი გვექნება!
ტოტტი
ესე თუ გაკეთდა ძაან მაგარი იქნება
Lasha
ყურადღების მისაქცევად გამოაგორა ნიუსი დინამომ. დანგრევის და ხელახლა აშენების გარეშე უტოპიაა სრული, რასაც სურათებზე ხედავთ, ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისით.
ჯუანშერ-კორუფციონერ-მილიონერ
გარე სივრცეში პინგვინები და ჟირაფები ხომ ისეირნებენ?

ეს რა საშინელებაა. ეხლა უფრო უკეთესია გავსვიდრე ეს სიმახინჯეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
შაქრო პაპა
ეგ საავტორო უფლება შთამომავლობით გადადის? რაღა დროს მაგის არქიტექტორი ქურდიანია? 50 წლის წინ ააშენა.)))
დათო
ერთი-ორი კორპუსიც რომ ჩათხაროს კალაძემ, არ გამოვა? იფიქრეთ, მაგარი აზრია. იმდენი უფასო ფული დაგვიგროვდა, რომ აღარ ვიცით სად წავიღოთ და პირდაპირ სტადიონზე შევიძენთ ბინებს.
ტრი-ტრი
ბარემ პარლამენტიც მანდ მოიწყეთ..:) ტეტა, ტეტა როგორ დარდობენ ხალხზე. აი ფასებსაც კი დაეტყო.:)
ნაცარქექია
კაი მაყუთიც მოიხსნება ბიუჯეტიდან.))
llcl
და საპარკინგე ადგილები რა პრობლემაა სტადიონთან კი არა და საერთოდ ქალაქში, რაც ყოფილმა ფეხბურთელმა სიტი პარკი გააგდო, აშენდა უამრავი მიწისზედა და მიწისქვედა საპარკინგე ადგილი, ყოველ კორპუსზე მოდის გამწვანებული სკვერი, სტადიონი და იმდენი საპარკინგე ადგილი, რომ გვერდულად შეგიძლია ავტომობილი გააჩერო, თან სრულიად უფასოდ!
გგგ
ძალიან მაგარია! წარმატებები!
ლაშა
ახალი აღარ შენდება?
ლეოო
ეხლა აღარაა ამორტიზებული @@@@@@@@@@@@@
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს