ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ გასვლაზე „ბაიერნს“ ფრედ ეთამაშა (1:1), ორრაუნდიანი დაპირისპირება 6:5 მოუგო და ზედიზედ მეორედ დამსახურებულად გავიდა ფინალში.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას დრიბლინგის და გადაცემის შედეგად დემბელემ გაიტანა. შემდეგ ხვიჩა უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმული ტამ დაბლოკა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი ოლისემ შექმნა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. მერე ვიტინიას ამოტანილი ბურთი საჯარიმოში ხელზე ნევეშს მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ნევეშის თავური ნოიერმა მოიგერია, ბოლოს მუსიალას საფონოვმა არ გაატანინა, „კვარამ“ ბურთის გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო და პირველი ტაიმი დასრულდა.

57-ე წუთზე ქართველი ფინტით მეურვეს გასცდა და მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ნოიერმა ფეხით მოიგერია. მან დუესაც არ გაატანინა. ლუის ენრიკემ დემბელე ბარკოლათი შეცვალა. ცოტა ხანში ხვიჩამ ბურთი ჩაჭრა, დუეს მიაწოდა, რომელმაც მიზანს ააცილა. 76-ე წუთზე დუეს და ფაბიან რუისის ნაცვლად მოედანზე ერნანდესი და ბერალდო შევიდნენ. ცოტა ხანში „კვარამ“ მცველები გააბითურა, მაგრამ მომენტის დაგვირგვინება ვერ შეძლო, ხოლო ნოიერმა უკვე ბარკოლას დარტყმული მოიგერია. კომპენსირებულ დროში კეინმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ - 1:1.

კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 15 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. ის საგოლე მოქმედებებით მბაპეს (რეალი) გაუთანაბრდა (15+1).

ხვიჩამ ტურნირზე საგოლე მოქმედებით ზედიზედ 7 მატჩში გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია.

30 მაისს, ფინალში "პარი სენ ჟერმენი" ბუდაპეშტში "არსენალს" დაუპირისპირდება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

ბაიერნი - პსჟ 1:1

გოლი: 0:1 დემბელე (3), 1:1 კეინი (90+4)

Gio
საუკეთესოდ პაჩო დაასახელეს) აი ესაა ამათი ობიექტურობა. ვერავინ დამაჯერებს რომ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებენ. წელს მსოფლიო რომ არ იყოს და ფინალშიც ორი გოლი გაიტანოს ოქროს ბურთს მაინც სხვას შეტენიდნენ. პატარა ქვეყანა ვართ და ვერ და არ უნდათ რომ წარმოიდგინო რომ რაიმეს მიღწევა შეგვიდზლია. აქ კიდევ კვარზე რომ რაიმეს კარგს დაწერ სრულიად რეალურს დისლაიქს წერენ ისევ ჩვენები. ესაა ევროპული სამართალი. კაცმა იმენა იფრინა მოედანზე.

ფრანგი ჟურნალისტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ აღიარებენ,მაგრამ ამ გაზაფხულიდან მაინც,ხვიჩა გახდა პსჟს ცალსახა ლიდერი და ამ მატჩშიც ის იყო საუკეთესო.პირველ ტაიმში გერმანელები კიდევ თუ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს,შესვენებაზე ენრიკემ კიდევ უფრო კარგად დაალაგა დაცვის თამაში და მეორე ტაიმში,ფაქტობრივად შანსი აღარ მისცეს გერმენელებს.ის გოლი უკვე მაშინ გავიდა,როცა დაიჯერეს,რომ უკვე ფინალში იყვნენ და კონცენტრაცია დაკარგეს.კეინსაც არ დავუკარგავ თავისას.მართლაც დიდი ფეხბურთელია,მთელი თამაში,არაფრის საშუალება არ მისცეს,მაგრამ მაინც მოახერხა და იპოვა დარტყმის მომენტი.მენდეშის გაფრთხილების შემდეგ,ულისეს ფაბიან რუისი ხვდებოდა და მენდეში მხოლოდ აზღვევდა,ისევე,როგორც მეორე ფლანგზე თამაშობდნენ ორმაგი დაზღვევით დიასის წინააღმდეგ.ლუის ენრიკემ ტაქტიკურ დუელში აჯობა კომპანის და გააუვნებლა მისი კოზირები.ბოლოსკენ,მენდეშიც ტრავმირებული იყო და ზაირ ემერიც,მაგრამ აღარც ბავარიას აღმოაჩნდა მეტი ძალა,რომ თამაში კიდევ გაემწვავებინა და მომენტები შეექმნა.ეგ კი არა,პსჟ ვალდებულიც კი იყო კიდევ გაეტანა,თუმცა მენდეშს ფეხი სტკიოდა და რაკი გაქცევა აღარ შეეძლო,შორიდან დაარტყა კარში.ახლა უკვე ფინალისთვის მოუწევთ მომზადება,ძალების მოკრება და ჩემპიონატში აუცილებელი ქულების აღება.ლანსთან თუ არ წააგეს,ეგეც უკვე საკმარისი გახდება ჩემპიონობისათვის,მაგრამ არა მგონია საეგებიოდ გაიხადონ თავი.იმედი მქონდა უკვე ამ თამაშში გაიმეორებდნენ მაინც ბარსეონას შედეგიანობის რეკორდს,მაგრამ არ გამოვიდა და ახლა,ფინალში აუცილებლად გასატანი აქვთ.არა მხოლოდ გამარჯვებისათვის,არამედ რეკორდის დასამყარებლადაც.თითქოს არაფერია,მაგრამ შედეგიანობის რეკორდი,შედეგიანობის რეკორდია და სასიამოვნოა,შენ რომ ამყარებ.გილოცავთ ფინალში გასვლას და იქ გამარჯვებასაც გისურვებთ,ხვიჩას მატჩის გმირობით.
და ისევ არა ?!
თუ დღეს კვარა არ იყო საუკეთესო და აღარ ყოფილა საშველი, თუ სამართალი, თუ ფეხბურთის გაგება, თუ სინდისი, თუ ნამუსი, თუ... თუ... თუ ... კარგით რა! კარგით რა თქვე ... 😬😬😬
საჩინო
ეს თამაში მთლიანად კვარაცხელიას კისერზეა. გუნდს ულიდერა პირველიდან ბოლო წუთამდე და და საუკეთესო იყო ორივე გუნდიდან.
ბრავო კვარა❤️
საუკეთესო იყო ჩვენი ბრილიანტა ბიჭი მოედანზე. დარწმუბებული ვარ MVP გახდევა და 16 საგოლე მოქმედება ლიგაზე წინ ფიბალია. ჰორიზონტზე ოქროს ბურთი გამოჩდა ლიგის თასთან ერთად. კვარა გენაცვალე გულში ჩვენი სიხარული და სიამაყე ხარ
კოტე
პაჩო დაასახელეს. ხვიჩამ.მეტი რაღა უნდა ქნას, რომ დადონ პსტივი ბოლო ბოლო რა
100%
ისიც მინდოდა გაეტანა. გენაცვალე.
ირაკლი
ხვიჩა ულაპარაკოდ საუკეთესო იყო დღეს მოედანზე.
Gio
Ro vewer miecit xvichas tasi dislaikebs miweren. isev chvenebi gvebrdzvian))
ენძო
გენიოსი!გენაცვალე კვარა!
გეგი
ყველას გილოცავთ ხალხო ჩვენი ოქროს ბიჭუნას ფინალში გასვლას!
გ.ხ.
მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გვყავს! პსჟ-ს ისტორიაში რომ ოქროს ასოებით ჩაეწერა ეგ უკვე გასაგებია…იგივე დონე შეინარჩუნოს და მსოფლიოს სამუდამოდ დაამახსოვრდება
ვასილი ალიბაბაევიჩი
ღირსეული ფინალისტი
გამოიცანით, ვინ მიიღო საუკეთესო შეფასებები "ბაიერნთან" მატჩში
[VIDEO] კვარაცხელიას პასით პსჟ დემბელემ დააწინაურა
"ბაიერნი" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
[VIDEO] კვარაცხელიას პასით პსჟ დემბელემ დააწინაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
"ბაიერნი" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ინტერესი გრანდების მხრიდან - რამუშმა შესაძლოა, პსჟ დატოვოს
სასტარტოში არ იქნება - მბაპე "ელ კლასიკოს" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
"პსჟ-ს სუსტი დაცვა ჰყავს - ფინალის ბილეთს მოვიპოვებთ" - ბავარიელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
"არსენალი" ფინალშია - ვინ იქნება ლონდონელთა მეტოქე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 რუსთავი. ვინ დაკარგა და ვინ იშოვა?
ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
კომპანი: პენალტების სერიაში დარტყმას არავის დავაძალებთ
ლუის ენრიკე: ერთი გოლის უპირატესობა არაფერს ნიშნავს
თორნიკე კვარაცხელიას დამატების სურვილი "ბაიერნს" აქვს - ის უკვე მიუნხენშია
U19 | სასელექციო შეკრება თბილისში
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
"ბაიერნი" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას პასით პსჟ დემბელემ დააწინაურა
გამოიცანით, ვინ მიიღო საუკეთესო შეფასებები "ბაიერნთან" მატჩში
თორნიკე კვარაცხელიას დამატების სურვილი "ბაიერნს" აქვს - ის უკვე მიუნხენშია
"პსჟ-ს სუსტი დაცვა ჰყავს - ფინალის ბილეთს მოვიპოვებთ" - ბავარიელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან
პსჟ თუ "ბაიერნი" - OPTA-ს სუპერკომპიუტერმა გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ინტერესი გრანდების მხრიდან - რამუშმა შესაძლოა, პსჟ დატოვოს
რა უშლის ამ ეტაპზე თორნიკე კვარაცხელიას "ბაიერნში" ტრანსფერს ხელს?