რაგბის მმართველმა ორგანომ, ახლახან, იმ ქართველი მოთამაშეების ვინაობა და სანქციები გაამხილა, რომლებსაც დადებითი ტესტის პასუხი აღმოაჩნდათ. დისკვალიფიკაციის ვადა ცხრა თვიდან თერთმეტ წლამდე მერყეობს. ყველაზე მკაცრად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაისაჯა. მას 11 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში.

ლაშა ლომიძე – 9 თვიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

მირიან მოდებაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

ოთარ ლაშხი – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

ლაშა ხმალაძე – 3 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

გიორგი ჭყოიძე – 6 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა.

ნუცა შამათავა – 9 წლიანი დისკვალიფიკაცია – გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

მერაბ შარიქაძე – 11 წლიანი დისკვალიფიკაცია – აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, გაყალბება ან გაყალბების მცდელობა, თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა.

სამართლიანობისთვის
მადლობა ყველა ჩვენ დანარჩენ მორაგბეს, რომელთაც ასეთ გუნდში და მსგავსი ფედერაციის და ანტიდოპინგური სააგენტოს გარემოში, შეძლეს და გაუძლეს ცდუნებას და ისე დაიცვეს ეროვნული ნაკრების მაისური და ღირსება!!!
აბა დაესიეთ, ფრთიანო ანგელოზებო!
მერაბ შარიქაძეს, იმან ესროლოს ქვა, ვინც თქვენს შორის უცოდველია! მერაბ ძმაო! შენს გვერდით ვართ, ვისაც შენი რაგბის თამაში გვინახია, როგორ შეიძლება შენ გაგლანძღოოთ? გამაგრდი და გამძლეობას გისურვებთ, იმედია სამართალი იზეიმებს!
Nugzar Gruzinskiy
დისკვალიფიკაცია არაუმეტეს 1 წელი უნდა იყოს და სხვა ვადა უტოპია და აფსურდია 3, 5, 6 და 11 წელი დასჯა უგნურებაა უნდა გადაიხედოს სადამსჯელო კომისიაში..
კახელი
ისევ რუსეთიი ვაი თქვენ პატრონს ნაცებო რუსეთი რო არ ყოფილიყო რა გეშველებოდათ#
zura222
ხვიჩას აღნიშვნა ნარკოშული კი არაა ეგაა ლებრონის სამქულიანის აღნიშვნა მაგრამ მართლა არ ჩამს ლამაზად
Dato
დამიწერეთ არმოწონება ჩემს კომენტარზე , რა ქვეყნის სახელს და სიყვარულს გაუფრთხილდეს და ხმებს აწყრინოს? ესე ფიქრობთ თქვენც და ამიტომაც უფრო უარესს იზავენ
ქუთაისელი
ძალიან სამწუხაროა. ყველაზე ცუდი ისაა რომ სოციალური ქსელის კომენტარებში უცხოელები დაგვცინიან და ისე რომ თავსაც ვერაფრით ვერ ვიმართლებთ. მოკლედ, მოვუწოდებ ყველას რომ უნდა გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ პატიოსანი გზით მივაღწიოთ წარმატებას და ეს გადავლახოთ.
ვასო
ხედავთ რამდენი გონება ნაღრძობი გვყოლია ქვეყანაში? სწორად მოაზროვნეზე მეტი.
სტატუს ქუო
სამარცხვინოები ყოფილხართ, ბიჭებო.
Dato
მეგონა ბოდიშს მოიხდიდა გულშემატკივრის წინაშე ან ისე საერთოდ და ეს პირიქით ძმებს დავეხმარეო ისე აცხადებს უკან რო დაბრუნდეს დრო იგივეს გააკეთებს, თან კაპიტანიც ხო იყო
არჩილ ხოფერია
ძალიანაც ნუ გაოგნდები! გახსოვს ვინმე ლენს არმსტრონგი რომელიც ყოველ წელს იგებდა "ტურ დე ფრანსს"?!?! აი რას ამბოს ის - ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა აღიარა, რომ 1999-2005 წლებში მოგებულ შვიდივე ტურ დე ფრანსზე დოპინგს იყენებდა. ამის შესახებ ამერიკელმა ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მოყვა. ინტერვიუ გუშინ, ტელეარხ OWN-ზე (Oprah Winfrey Network) გავიდა. არმსტრონგმა განაცხადა, რომ სხვა აკრძალულ პრეპარატებთან ერთად, იყენებდა ტესტოსტერონს, კორტიზონსა და ადამიანის ზრდის ჰორმონს. ლენსმა აღიარა, რომ დოპინგის გამოყენებისას არ უგრძვნია სინდისის ქენჯნა. მისი სიტყვებით, ის აკრძალულ პრეპარატს განიხილავდა, როგორც დამატებით უპირატესობას მეტოქეებთან ბრძოლაში. ამასთან, არმსტრონგმა განაცხადა, რომ მთელს დარჩენილ ცხოვრებას ადამიანების მხრიდან ნდობის დაბრუნებას მოახმარს.
კოკა კოლას
რაა ქართული და ჯიგრული, ეროვნული ნაკრების გათახსირება და ძმაკაცურად თვალების დახუჭვა?? და მერე ყველაზე პატარა რგოლზე, მოთამაშეებზე დაბრალება მარტო?? საქართველოს ნაკრებზე უფრო ფასეული და საგოგმანები რომელი ქართული “ჯიგრული” იცი? მართლა როგორ წაუშალეს აზროვნება ამ მიშამ და ოცნებამ ზოგს, რომ ყველაფერში პოლიტიკა გელანდებათ! ამოვიდა ყელში უკვე ეს ვაი პატრიოტობა და ცოტა აზრზე მოდით დროზე, რომ გაარჩიოთ რაღაცეები ერთმანეთისგან.
ტორო
ზუსტად ესაა ქართული ჯიგრული პონტი.
კახა
ეს რა ჭირი გვჭირს ტო. რითი ვერ ვისწავლეთ პრეპარატების ცნობა. რომელია დაშვებული და რომელი არა
თოკო
ეგ გვღუპავს ზუსტად რო ძმაკაცობა არის ნაკრების კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი და ეგ ნორმალური გგონიათ. ქართულ ჯიგრული ვისაც მოგწონთ წადით და წყალი დალიეთ. ვისაც ნაკრები და თამაში უნდა პროფესიონალი უნდა იყოს და პროფესიონალიზმი ქმედებაში უნდა გამოიხატებოდეს. არ მოეღება ბოლო მაგ ნეპოტიზმს და ვისი აჯობებს და ვის შეემატება მაგით რამე იფიქრე აბა და დიდხანს არ უყურო მაგ შენს კოკა კოლას, საკუთარ თავს დაინახავ.
ბურატინოს
არ იკადრებდა კაჭარავა მაგას)))))))))))
ჰალუდა ჰუიაური
ქართულ-ჯიგრული ანუ გახარიასეული?))
ვა რა დონეა
ეს შარიქაძე მთლად ნორმალური არ უნდა იყოს.მთავარ დამნაშავეს რომელმაც დანაშაული ჩაადენინა იმას არ დავასახელებო.კაცმა ცხოვრება დაგინგრია და რას უფრთხილდები.თუ ჩაცუცქული კაი ბიჭობას აწვები.
სენატორი
სირცხვილი! ქართული რაგბი გარდაიცვალა მსოფლიოს თვალში.
ბურატინო
ამ დავიდარაბაში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ნიმუშების გაყალბებაში სპორტსმენთა გარდა, მთელი ვერტიკალი იყო ჩართული. როგორც მახსოვს, "მსოფლიო რაგბი"-ს და მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებებში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ისინი გაოგნებული იყვნენ ასეთი დონის გაყალბებაში ცალკეული ქართული სტრუქტურების ჩართულობით (იგულისხმება ადგილობრივი ანტიდოპინგური სააგენტო და სხვები). ანუ, დამტკიცდა რომ ჩვენთან სისტემურ დონეზე ხორციელდებოდა ტესტების აღებამდე წინასწარ გაფრთხილება თუ გაყალბების მექანიზმები. როგორც იტყვიან, "სისტემა უნდა დაინგრეს!"
რეზო
ამდრნი აწტივისტი სად გაგზარდათ ბიჯო ამ სააკაშვილმა? რა ნიშნის მოგებით და ღვარძლით ლაპარაკობთ თქვე სამარცხვინოებო? ეზოში არ გასულხართ? სსკოლაში არ გისწავლიათ? ქართული და ჯიგრული ვისი მასხრად ასაგდებია? მოწიეს პლანი,დაისაჯნენ. მერაბა არ გეცოდებათ, ბიჯო, მეგობრის დაცვის გამო ფაქტიურად პაჟიზნენი რო მიუსაჯეს? თუნდაც სუკელყრად მოქცეულიყო! აღარ უყყრებთ რეგბს, ამ ჩემ კოკაკოლას კიდრ! ნუ უუყჰრებთ მერე, ვინ გთხოვათ? გააგრძელეთ ხელსაქმე, რითიც ხართ დაკავებულები
fani
რაც ეს ამბავი გასკდა და ქართულ რაგბში საქმეები აირია, უკვე 2 წელზე მეტია რაც რაგბის თამაშების საყურებლად არ დავდივარ და აღარც ვაპირებ! აი, რა მოიტანა თავში ავარდნამ და ქართულ "ჯიგრულ პონტში" ქმედებებმა... მიდით ეხლა და მაგ ოვალური ბურთით "წრეში ბურთი" ითამაშეთ
თოკო
ეგეთმა ძმაკაცობამ დათვური სამსახურის მეტი არაფერი უქნა არც რაგბის და არც ქვეყანას. რთულია ასეთ სიტუაციაში მყოფ ადამიანებზე რამე ილაპარაკო, როცა კარგი სათქმელი არაფერია. სასჯელიც სათანადოა იმას თუ გავითვალისწინებთ რომ შარიქაძემ დეტალებზე ილაპარაკა მანადმე, სანამ დასრულდებოდა გამოძიება, რამაც გაუორმაგა. წარმატებები ლაშხს და მოდებაძეს, მესამე წელიც მალე მიილევა და იმედია დაუბრუნდებიან აქტიურ რაგბს და იმაზე ძლიერები იქნებიან ვიდრე იყვნენ. ამ სპორტით მოწამლული ვარ, თორემ კარგა ხანია აღარ მჯერა იმ ფასეულებების, რასაც ვითომ რაგბი ატარებს.
Jemal
ხვიჩას შეეშვი, ამათთან ხსენებას ნაღდად არ იმსახურებს! ძლივს ერთი ბრილიანტი გამოგვერია და შევირგოთ
ზაზა
კიდე კარგი დახვრეტა არ მიუსაჯეს
irakli
ადამიანურად ვუთანაგრძნობ ჩვენს სპორცმენებს ასეთ შარში გახვევას, ძალიან არასასიამოვნოა, არამატო მათთვის არამედ ყველასთვის, მათ შორის გულშემატკივრისთვის (ჩემთვის პირადად!)და განსაკუთრებით ქართული სპორტისათვის, რომელის ავტორიტეტსაც დიდი ზიანი მიადგა (არამარტო რაგბიშია ასეთი სამწუხარო ფაქტები). მაგრამ! მე როგორც გულშემატკივარს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაინტერესებს, ჩატარდა თუ არა გამოძიება, ან მოკვლევა მაინც? თუ რა მოხდა, რა იყო მიზეზი, ვისი ბრალია (დაიჭირეთ თქო არ ვგულისხმობ!). ეს საჭიროა არა მხოლოდ სამართლიანობისათვის, არამედ უპირველეს ყოვლისა მომავალში პრევენციისათვის! თუ ისე გადავატარებთ ვითომ ხო მოხდა მარა რა ვქნათ და მორჩა, აღარც საჯარო განხილვები, აღარ პასუხები, აღარც არაფერი და ჩაიფარცხა?! ამ სპორცმენებს სამწუხაროდ აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ მომავალზე ვინმეს პასუხი ააქვს რომ ეს აღარ განმეორდება?

შემოწმებით არაფერი დაშავდება,უფრო გაფრთხილდებიან.რაც შეეხება კვარაცეხელიას,დოპინგ ტესტზე,ლატარეის წესით არჩევენ.ვისაც ლატარეა ამოაგდებს,იმას ამოწმებენ
zaza
ფაქტია რომ ცუდი ფაქტი მოხდა, მერაბი ადამიანურად დაიჩაგრა რადგან რეალურად სხვის დახმარების გამო ყველაზე დიდი სასჯელი მიიღო, თუმცა ობიექტურად რომ ვიფიქროთ გადაწყვეტიელბა სამართლიანია და რატომ? ერთია რომ დოპინგს იღებ და პასუხისმგებლობა გეკისრება და მეორეა რომ აყალბებ და სხვის საქმეში ჩარევით ცდილობ დოპინგის სისტემის მოტყუებას! კვარას დოპინგ კონტროლი ამის გაგრძელებაა აბა რა უბედურებაა რომ ისეთი დამღლელი თამაშის შემდეგ ორი საათი რომ აყურყუტეს მიუნხენში, შეეძლოთ თამაშის მერე ნებისმიერ დროს შეემოწმებინათ!! ფაქტი ის არის რომ აქ მთელი სისტემა იყო ჩათრეული და ფედერაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ესაა მთავარი, მარტო მოთამაშეებზე და ნაკრების ექიმზე არის მარტო პასუხისმგებლობა?
ნაცარქექია
კოფე დალიეთ ამის შემდეგ, კოფე.))) შარიქაძე ეხლაც ვერ ხვდება რომ გუნდში პლანაქეშები კი არა, პროფესიონალი მორაგბეები უნდა ყოლოდა. კიდევ უკვირს რა უნდა მექნაო? )))
თევზი თავიდან ყარს
ეხლა უცვალონ ერთმანეთს შარდი. ეგ ერთი ქალიც მოიხმარდა? ბიჯო, ხალხი ბოლო თეთრს იხდის ამათი თამაშების საყურებლად და ესენი კიდევ არასპორტულად ცხოვრობენ. კიდევ კარგი, რაც კაჭარავაა პრეზიდენტი, ნაკრების თამაშზე არ მივსულვარ. 6 ერი არა კიდევ 4 ერი. თურმე ლამის ნახევარი გუნდი კაიფობს. რა პროფესიონალიზმზეა საერთოდ საუბარი. კიდევ ევროპას ერჩით აქ. ხვიჩაც მოეშვას ნარკუშების ჟესტებით გოლების აღნიშვნას და აღარ გააწვალებენ.
ბარდაველა
ამის ნახევარიც რომ სიმართლე იყოს - უკვე კატასტროფაა. აზრიც რომ არ აქვს დამნაშავის ძებნას, რადგან მთელი სისტემაა დამნაშავე. არადა მთელი მსოფლიო ასეა. ამიტომ ტყუილად ტვინის ჭყლეტვას დაკიდება ჯობია. ცუდზე არ ვიფიქროთ და რაც კარგი ხდება იმით ვისიამოვნოთ. საშველი ისედაც აღარ არსებობს განკითხვის დღის გარდა.
Semi
ეხლა დავწერ სიმართლეს, მორაგბეებს რომ კითხო შარდის გაცვლა იმიტო გააკეთეს რომ პლანს ეწევიან. და ზოგადად ქართულ სპორტში მარიხუანას მოხმარება ისეა ფესვგადგმული რომ ფაქტიურად არ არსებობს სფერო მარიხუანას არ მოიხმარდნენ მოჭიდავეებიდან დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული. ასე რომ სპორტისგან იმას იღებთ რაც გაეცით.
სიმართლეს
რაგბის ჩინოვნიკები, როგორც ჩვენს ჩინოვნიკებს ტრადიციულად შეშვენით, ჯოხს ისევ ამათზე გადატეხენ, როგორც უკვე სპორტულად გარდაცვლილ ხალხზე - მაგათ მაინც აღარაფერი ეშველებათო და ჩვენ არაფერი ვიცოდითო იტყვიან… ესენიც, “კაცურად” თავის თავზე აიღებენ ყველაფერს. მა, იმათ ხომ არ დააბრალებენ ან “ჩაუშვებენ”? … ქარავანი მიდის…
George
მე პირადად ძალიან მეცოდებიან სპორტსმენები, განსაკუთრებით მერაბ შარიქაძე, რომელიც თავისი უგუნურებით ჩათრეულ იქნა ამ სქემაში და ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთლიანად ჩვენს სარაგბო თემს (და ქართულ სპორტსაც) მიადგა დიდი "ჩრდილი". უკვე ყველაფერზე ეჭვით გვიყურებენ და ყველა ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს "გამადიდებელი შუშით" აკვიარდებიან. სულ ახლახან ხვიჩა კვარაცხელიას დოპინგ-ტესტზე 2-საათიან წვალებაზე გაშვებაც ამის ნათელი დასტურია
სიმართლე
ახლა რასაც დავწერ, პირველ რიგში რაგბის მესვეურებს/ჩინოვნიკებს ეხებათ: მიმიფურთხებია მათთვის, ვინც ქართული რაგბს (და მთლიანობაში ქართულ სპორტს) ასეთი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა! მჯერა, უმკაცრეს პასუხს აგებენ ამის ჩამდენი ჩინოვნიკები, ვინც სპორტსმენებს ამისკენ უბიძგეს და მათი სპორტული კარიერა დაღუპეს, მათთვის "დათვური სამსახურის" გაწევის გზით. ამ ხელისუფლების პირობებში ამის ნაკლები შანსია, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს!
უფროსი
რუსული პროვოკაციის სუნი ასდის ამ ამბავს. ვინ იყო მათი მრჩეველი? ვინ ურჩია ნარკოტიკები? ვინ მისცა მტრის აგენტებს საქართველოს ნაკრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა?
ზვიადი
მე ნამდვილად არ ვიცი ზემოთ ჩამოთვლილ-დასჯილი სპორტსმენები დამნაშავეები არიან თუ არა მაგრამ ის ვიცი რომ საერთოდ აღარ ვუყურებ ველორბოლას (დიდად მიყვარდა ტურ დე ფრანსი) და ჩოგბურთს სწორედაც მათ მიერ დოპინგის მოხმარების გამო. პლიუს ვადა-ც იძლევა ნებართვას თუ ვინ უნდა მოიხმაროს დოპინგი და ვინ არა
N
საინტერესოა, რომელი თარიღიდან ხდება დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა? ზოგიერთისათვის გასულიც უნდა იყოს ცხრათვიანი და ა.შ. ვადები, რაც ისინი აღარ თამაშობენ. არა?!
ჟორა
ეს ვირთაგანები ჭკუას რომ არიგებდენ მივლინებაში ხომ არ იყვნენ? სპორტსმენს რო 9 და 11 წლიან დისკვალიფიკაციას აძლევ რა კრიტერიუმით სარგებლობ ხომ უნდა დაწერო? ყველგან ნახმარია სიტყვა მცდელობა, რაც არ ნიშნავს გაკეთებას, თუ უტყუარი დასაბუთება არაა იმისა, რომ გადაცდომა უტყუარადაა ჩადენილი, სპორტსმენის კარიერის დაღუპვა, როგორ შეიძლება?

ვინც სუფთა იყო და არ იღებდა,11 წელი მეგობრის დახმარების მცდელობისათვის.25 წელი, დახვრეტა,ან ჩამოხრჩობა მიგესაჯათ!-უფრო დაიქუხებდა!გამოდის,დოპინგის მიღება უფრო ნაკლებად დასჯადია,ვიდრე მეგობრის თხოვნაზე უარის ვერ თქმა.კარგი იქნებოდა ამ ზოგადი მუხლის უფრო დაკონკრეტებული ბრალდებები გვეხილა,ყოველ დასჯილზე.
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
შენგელიას "ბარსელონა" ნახევარფინალს მიუახლოვდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - საიბარი "ბაიერნისკენ" მიიწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა
19-წლამდელები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან
U21 | ახალგაზრდულმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს - სალიბას არჩევანი
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" 26 მილიონად ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "ყოჩაღ ხვიჩა, შესანიშნავი იყავი" - კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო ევროპაში - ანჩელოტის ვაჟს "ლილი" ჩააბარეს
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა