პრემიერლიგის ბოლოსწინა, ოცდამეჩვიდმეტე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ასტონ ვილასთან" 2:4 მარცხი განიცადა.

პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მამარდაშვილი საჯარიმოს გარეთ დამაჯერებლად ვერ გამოვიდა და საბოლოოდ სიტუაცია კონატემ განმუხტა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს: გრავენბერხმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, სობოსლაის დარტყმული მარტინესმა მოიგერია. 42-ე წუთზე „ასტონ ვილა“ როჯერსმა დააწინაურა.

შესვენების მერე ვან დეიკმა თავურით ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში ნგუმოამ ბურთი ძელს გაარტყა. უოტკინსმა კი მასპინძლები წინ გაიყვანა. მას კიდევ ორი შანსი ჰქონდა - ზედიზედ ორჯერ გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და ორივეჯერ გამარჯვებული გიორგი გამოვიდა. ბირმინგემელებმა იერიშები გააგრძელეს, ორი გოლი გაიტანეს, ხოლო ვან დეიკმა სხვაობა შეამცირა და შეხვედრა 4:2 დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, "წითლების" დაცვაში საშინელი თამაში, მიუხედავად 4 გოლის გაშვებისა, ქართველი ურიგოდ არ გაისარჯა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ასტონ ვილა“ 62 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

"ლივერპული" 59 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 24 მაისს, ბოლო ტურში "ბრენტფორდს" უმასპინძლებს.

ბირმინგემი. "ვილა პარკი"

ასტონ ვილა - ლივერპული 4:2

გოლები: 1:0 როჯერსი (42), 1:1 ვან დეიკი (52), 2:1 უოტკინსი (57), 3:1 უოტკინსი (73), 4:1 მაკგინი (89), 4:2 ვან დეიკი (90+2)

Ucxo
მეკარე როგორი კლასისაც არ უნდა იყოს სადაც დაცვა არაა იქ მეკარე უძლურია. ლივერპული დღეს არის ერთერთი ფარჩაკი გუნდი და ვინც მამარდაზე იწმენდს ხელებს ყველას გავარტყი.
ხვიჩა
კი, ახლა რა ფორმაშიცაა საშუალო დონეზე თუ ქაჩავს. პოტენციალი რომ გააჩნია მომატების და ფორმის პიკზე რა თამაშს აჩვენებდა, ისიც ვიცით. თუმცა მაღალი დონის მოთამაშე თუ ხარ, სტაბილურად უნდა ითამაშო მაღალ დონეზე და არა ხასიათების და თვეების ან წელიწადის დროების მიხედვით
Giorgi
არ გვინდა რა ეს ბაქი-ბუქი.სამწუხაროდ საშუალო დონის მეკარეა!
ჩემი აზრით
მამარდას საქართველოს ნაკრების წარმატებაში ძალიან დიდი ღვაწლი აქვს.ასევე იყო ვალენსიაშიც.აშკარად გამოჩნდა,ამ აღიარების შემდეგ ლივერპულში სათადარიგო მეკარეობამ ფსიქოლოგიურად გატეხა.კაცი ვარსკვლავებს ეთამაშებოდა და გამოდის ელოდებოდა ალისონი ტრავმას როდის მიიღებდა.უბრალოდ არ გაუმართლა ალისონი რომ ლივერპულში დარჩა.როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან ძნელი სათქმელია

მიხიჩა ალბათ ყველამ იცის,ამ წესით უნდა იცოდეს,ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა.იგივე რეზო ძოძუაშვილი,რომელსაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში,49 მატჩი აქვს ნათამაშები.რამდენჯერმე აქვს ტელეინტერვიუებში ნათქვამი,მცველმა ხელების დამალვაზე კი არ უნდა იფიქროს,საჯარიმოში,არამედ დროზე უნდა დაუფაროს შემტევს კარის ჩარჩოვო.სხვა სიტყვებით,მაგრამ აზრი ეს იყო.პირველი გოლი რომ გაუტანეს,კარამდე მანძილი12-13 მეტრი თუ იქნებოდა და უახლოეს 5 მეტრში მცველი არავინ ედგა,ვინც კარის ხაზთან ახლოს იდგა,ის მცველი კი,არც გატოკებულა კარის თუნდაც რაღაცა ნაწილის დასაფარად.მეოთხე გოლშიც ორი კაცი ვითომ ედგა,მაგრამ ერთი უბრალოდ უყურებდა,მეორემ კი უბრალოდ ზურგს უკან დამალა ხელები და ბურთიდან ასე 2 მეტრში დაუდგა,ყოველგვარი წინსვლის გარეშე.ფაქტობრივად შემტევმა ბურთი მიიღო,შეხედა,დაუმიზნა და ცხრიანში გაუშვა.მამარდა თითი წვერებით მისწვდა,მაგრამ ბურთი უფრო მეტად ცხრიანში წავიდა და უბრალოდ გოლი გაალამაზა.კიდევ ერთი გოლი,მამარდამ დარტყმული კი მოიგერია,მერე დამატებულიც,მაგრამ მესამე დარტყმა უკვე კარში შევიდა და არც ერთი მცველის მხრიდან,მათთვის ხელის შეშლის მცდელობაც არ ყოფილა.უბრალოდ შეხედეთ,ხელაწეულები დგანან და უყურებენ.კიდევ ერთი გოლი,მცველს დაუცდა ფეხი და ვერავინ მოასწრო გადაზღვევა.ეს უბედური შემთხვევა იყო.ასტონ ვილას მეკარემაც ზუსტად წინ მოიგერია დარტყმული,რომელიც გაკპომ გადაგზავნა კარში,მაგრამ იქ,მცველებმა,გაკპო მაინც დატოვეს თამაშგარეში და გოლი არ ჩაითვალა.ლივერპულის დაცვა კი,მაგასაც არ ცდილობს და რეალურად,ვალენსიას დაცვაზე უარესად თამაშობენ.მამარდას ნამდვილად აქვს ნაკლოვანებები და ისინი აშკარად მოჩანს,მაგრამ რასაც ვუყურებ,ლივერპულში მისი ყველაზე დიდი ნაკლოვანება ის არის,რომ დაცვას არ ხელმძღვანელობს.შეიძლება ჯერ ენა არ იცის,ან მისი ხასიათში არ შედის,მაგრამ როგორც თავის დროზე ოთარ გაბელია მთელ დაცვას ამოძრავებდა,მანაც იგივე თუ არ გააკეთა,საშველი არ ჩანს.ლივერპული ნორმალურად იწყებს ხოლმე თამაშს და თანდათან ჰკარგავს მასზე კონტროლს.შეტევაში მხოლოდ ცენტრალური მცველის იმედზე რომ ხარ,ალბათ ეგეც რაღაცას უნდა ნიშნავდეს და ჩემი აზრით იმას ნიშნავს,რომ თამაშის ორგანიზაციით და შემტევი პოტენციალით,ვერაფერს რომ ვერ ქმნიან,ისევ სტანდარტებიდან ახერხებენ,რასაც ახერხებენ.ხოლო მატჩის ბოლოს რომ სულმთლად იშლებიან,ეს უკვე არასაკმარის ფიზიკურ კონდიციებზე მიუთითებს.ინგლისის ჩემპიონატში,ალბათ მსოფლიოში ყველაზე უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა უწევთ,ფეხბურთელებს და მისი არასაკმარისობა,ძალიან ძვირად უჯდება ლიგის ნებისმიერ გუნდს.
კიგანი
მამარდას პრაქტიკა ჭირდება მეტი,შევა ფორმაში !ლივერპულს და ნაკრებს ძლიერი მეკარე ეყოლება…..
დეველოპერი კარებს უკან..
აჭრილი იყო..ყველა დარტყმულს უშვებს..ფეხები თითონ ვერ გაარკვია რომელი ქონდა მარცხენა და მარჯვენა.... ნუ ლივერპულის ავტობუსის შოფერს უფორმებენ ახლა კონტრაქტს და მერე სად წავა?
უფროსი
პეტუხას საყურადღებოდ! პეტუხ, სკოლაში ოროსანი იყავი. მათემატიკა არ გიყვარდა. ლოგიკა შენი საქმე არ არის.
Givi
მამარდა არ არის ფორმაში, თორემ პირველ და მეოთხე გოლებს აიღებდა, ეს იცის თვეობით სკამზე ჯდომამ, სლოტის ბრალია უნდა სცოდნოდა ალისონის ტრავმიანობის ამბები, მამარდას არ ენდობიან ყველა პასს თუ გამოსვლას უკირკიტებენ და ეს მოქმედებს უარყოფითად ფაქტია.
ხვიჩა
მარტო დაცვა არა, მამარდაც ბევრს სცოდავს. დაცვა რომ უშვებს შეცდომებს, მეკარემ ერთხელ მაინც უნდა გადაარჩინოს გუნდი. პირველ და მეოთხე გოლების დროს მამარდას უნდა მოეგერიებინა დარტყმა. მამარდა ჩვენია და ქართული სოლიდარობაც გასაგებია, მაგრამ სიმართლე სიმართლეა
Porto
მამარდა ლივერპულში ძალიან ადვილად უშვებს არგასაშვებ რთულ ბურთებს!!! ეგეთი არგასაშვები სეივებით გროვდება ქულები!!!! მამარდა ამ სეზონის შედეგებით ლივერპულისთვის მზად არ აღმოჩნდა!!!! ნდობა სადაც ექნება იქ ალბათ ისევე ძველი მამარდა დაბრუნდება!!
პეტუხი კრიშტიანუ
ბიჭოოოოო,ტრავმა რომ არ მიეღო ალისონს იტყოდნენ მამარდას შანსს არ აძლევენო,ახლა სპეციალურად მიიღო ტრავმა და მამარდა გაწირაო,ვაი თქვენს პატრონს თქვენსას!!!ასეთ სულელურ კომენტარებს რატომ აქვეყნებთ???
Gio
ისე ჩამთავრდა პრემიერლიგის სეზონი, ტიპმა 1 ტოპ მატჩი ვერ ჩაატარა.
პეტუხი კრიშტიანუ
სირაქლემას პოზიციას რატომ ადგეხართ?შედით და წაიკითხეთ ლივერპულის ოფიციალურ გვერდებზე კომენტარები,კარიუსზე უარეს მეკარედ მიიჩნევენ,ისე დასცინიან მეც კი შემეცოდა!
ვახტანგი
ყველას გვიყვარს მამარდა, მაგრამ სიმართლე ვთქვათ ძალიან მოუკლო, რაც ლივერპულში გადავიდა. 2 სავარაუდო მიზეზი აქვს რეგრესს: თავში აუვარდა და მოდუნდა, არ ენდობიან და თავდაჯერებულობა დაკარგა. სათამაშო პრაქტიკას ვერ დავაბრალებთ, ეძლევა ხოლმე შანსები და ეგრე ვალენსიაში თავიდან მაგდენი შანსიც არ ჰქონდა ხოლმე 4 გოლიდან 4-ივეს აღება შეიძლებოდა, ან პოზიციები ჰქონდა არასწორი ან ცუდად მიიღო მარტივი ბურთი და დამატებაზე გაუტანეს. ნუ დაცვის ბრალიცაა ასე მარტივად რომ ურტყავდნენ მამარდასკენ
Alex
ეს ლივერპული კი არა, ლუზერპულია. უნიჭოთა ბრიგადა მზე ტრენერთან ერთად.
L.J.
Sasacilo isaa crystalsportma dawera Mamardas kargi matchio:)))
1981
კარგი მეკარეა მაგრამ ტოპი არაა. ვალენსია მშვენიერი ადგილი იყო.
Levani
ეს რა ლივერპულია. რაის გაკპო,გრავენბერხი,ისაკი და გომესი. ამათ გონიათ სუსტი გუნდიდან გადმოსულმა მანემ რო გაამართლა ყველა ისე გაამართლებს. რაფა ბენიტესის,როჯერსის,კლოპის ლივერპული იყო ლივერპული და ეს ჩვეულებრივი ფულემია წითელ ფორმაში.
უფროსი
ასეთ გუნდში ნებისმიერი მეკარე ცოდვაა. სიმულიანტმა ალისონ ბეკერმა იცოდა, რომ დაცვა არ ვარგა, და ყველა რთული თამაში გამოტოვა.
კოტე
ასტონ ვილალ 59 ქულა აქვს, როგორც ლივერპულს, და არა 62.
papai
ფაქტია მაგარი მოკლებული აქვს, ტოპ მეკარე იმიტომ ხარ რომ მსგავს სიტუაციებში გადაარჩინო, აუღებელი იყო თუ ასაღები ამის გარჩევა რომ იწყება უკვე ტეხავს, წარმატებები მამარდას
gogi
ძალიან არადამაჯერებელია სამწუხაროდ, ვერ შეეგუა წნეხის ქვეშ თამაშს. შარშან ვალენსიაში დარჩენას წასულიყო იმ ბორნმუტში იჯარით ჯობდა, უკვე აზრზე მოსული იქნებოდა.
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ჩემპიონთა ლიგა აეკ-ის და "ასტონ ვილას" გამარჯვებებით დაიწყო
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს