სეგუნდა დივიზიონის მეორმოცე ტურში „რასინგმა“ სახლში „ვალიადოლიდი“ 4:1 დაამარცხა და 14-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნდა.

მატჩის წინ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი იყო, სტადიონზე შესვლამდე გულშემატკივრები გუნდის ავტობუსს დახვდნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება უსურვეს.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელს გიორგი გულიაშვილს მე-17 წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც სწრაფი კონტრიერიშისას დაარტყა და მიზანს ააცილა ბურთი. თუმცა, ალბათ, სჯობდა უკეთეს პოზიციაზე მყოფი პარტნიორისთვის გადაცემა გაეკეთებინა. შემდეგ კი საჯარიმოს წინ მცველმა ხელი ჰკრა, წაიქცა, მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით, მცირე კოჭლობით დატოვა მოედანი. ის 23-ე წუთზე ასიერ ვილიალიბრემ შეცვალა, რომელმაც „რასინგი“ დააწინაურა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

59-ე წუთზე მსაჯმა „ვალიადოლიდის“ მცველი კარლოს კლერკი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ხოლო ანდრეს მარტინმა „რასინგი“ პენალტით წინ გაიყვანა. შემდეგ მან დუბლი შეასრულა. კომპენსირებულ დროში სულეიმან კამარამაც გაიტანა და სტადიონზე ზეიმი დაიწყო.

„რასინგი“ 78 ქულით ლიდერია და ჩემპიონატზე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - 24 მაისს სტუმრად „მალაგასთან“ და 31 მაისს საკუთარ მოედანზე „კადისთან“.

გულიაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 17 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასია.

მეორე ადგილზე 71 ქულით „დეპორტივოა“. ლა-კორუნიელები ხვალ „ანდორას“ უმასპინძლებენ. მესამეზე ამდენივე ქულით „ალმერიაა“, რომელმაც დღეს სახლში „ლას-პალმასთან“ 1:2 მარცხი განიცადა.

სანტანდერი. „სარდინერო“

რასინგი - ვალიადოლიდი 4:1

გოლები: 1:0 ვილიალიბრე (33), 1:1 ჟაუაბი (42), 2:1 მარტინი (62, პენ), 3:1 მარტინი (73), 4:1 კამარა (90+5)

გაძევება: კლერკი (59, ვალიადოლიდი)

გურამ გიორბელიძეც გადავიდა თურქეთის სუპერ ლიგაში!

ვულოცავ გიორგის! რატომღაც მგონია,რომ ქოჩორაც სადმე ლა ლიგაში ითამაშებს,მომავალ სეზონში და იქნებ რომელიმე გიორგის გუნდშიც.
sos
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს?

წარმატებები ბიჭებს ❤️❤️❤️🙏👊
რაბუ
გულიაშვილი გადმოვიდა ლალიგაში, კვერნაძე სერია ა ში, ჯერი ზურიკოზეა
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
მამარდაშვილის შეცდომის შედეგად "ვალიადოლიდმა" ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
მამარდაშვილის შეცდომა - "ვალენსიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
მამარდაშვილის გარეშე - "ვალენსია" "ვალიადოლიდთან" დამარცხდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
[VIDEO] ლა ლიგაში წიტაიშვილის დებიუტი შედგა - "რაიო ვალეკანომ" "რასინგს" მოუგო