2026 წლის 6 ივნისი "მონაკოს" რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. მათ საკუთარ მოედანზე "ავინიონ-ლე პონე" 38:0 გაანადგურეს და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მოიპოვეს ფედერალ 1-ში თამაშის უფლება.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში მონაკო 22:31 დამარცხდა, ამიტომ საპასუხო მატჩში მინიმუმ 9-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდა. მასპინძლებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდეს და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე ნამდვილი ზეიმი დაიწყო. მთავარი მწვრთნელების, დავით ბოლღაშვილისა და ნიკოლა ბონეს გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და ფედერალ 1-ში დაბრუნების მიზანს მიაღწია.

დავით ბოლღაშვილმა რაგბის თამაში 12 წლის ასაკში ქართულ კლუბში "უნივერსიტეტი" დაიწყო, შემდეგ 2000 წლიდან კარიერა ფრანგულ კლუბებში "ლილში" და "მაზამეში" განაგრძო; 1998 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 33 მატჩი ჩაატარა.

მისი მონაწილეობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი პირველად მოიგო და 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ავსტრალიაში. მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილი 3-ჯერ ექვსი ერის ჩემპიონი და 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში.

"ლილის" გუნდში ათწლიანი თამაშის შემდეგ, დავით ბოლღაშვილი, რომელმაც 2011 წელს პარიზის მარკუსის სარაგბო აკადემიის პროფესიული მწვრთნელის დიპლომი მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობამ მეორე გუნდის მწვრთნელად დანიშნა; წელს, სეზონის დასაწყისში მას პირველი გუნდის დამხმარე მწვრთნელის ადგილიც შეუთავსეს, ხოლო მიმდინარე კვირაში ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს. 2015/2016 წლებში კი პირველ გუნდს სათავეში ჩაუდგა. ამის შემდგომ ქართველმა "ნიცაში" იმუშავა და მათი უმაღლეს ლიგაში აღზევება მოახერხა.

alexandre
გილოცავთ, დავით! წარმატებებს გისურვებ! ქართველებიც დაიმატე გუნდში, მგონია გამოგადგებიან.
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
დავით ბოლღაშვილი "ლილის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
დავით ბოლღაშვილმა "მეტროპოლ ლილი" ფრანგულ ელიტა 2-ში გადაიყვანა
კიდევ ერთი ქართველი ბურჯი საფრანგეთში - გაგი ბაზაძე ყურადღების ცენტრშია
ქართული ლეგიონი: ცხრიდან სამმა მოიგო
დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია
დავით ბოლღაშვილი: "ლილი" მეორე დივიზიონში გიორგი ჩხაიძის ლელომ გადაიყვანა