The Guardian-ის ცნობით, ირანისა და ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციებმა FIFA-ს წერილით მიმართეს და 27 ივნისს სიეტლში გასამართი მატჩისას ტრიბუნაზე ყოველგვარი LGBT თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

მოგეხსენებათ, ეს ორი ნაკრები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდება და სწორედ ამ დროს, სიეტლში, LGBTQ+ თემის ყოველწლიური პრაიდი გაიმართება, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, რეგულარულად 200 000-ზე მეტ მონაწილეს იზიდავს.

ირანის ფეხბურთის ფედერაციის (FFIRI) პრეზიდენტმა, მეჰდი ტაჯმა, დაგმო ეს სიტუაცია. ირანში ერთსქესიან წყვილებს შეიძლება სიკვდილით დასჯა დაეკისროთ.

ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ, სადაც Human Rights Watch-ის თქმით, LGBTQ+ თემის წარმომადგენლები დევნას განიცდიან, FIFA-ს მისწერა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ნებისმიერი მხარდამჭერი აქტივობა არ შედგეს.

პრაიდი სიეტლის ქალაქის მიერ არის ორგანიზებული და FIFA-სთან, არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ Telegraph Sport-ს განუცხადა, რომ ისინი გულშემატკივრებს სტადიონზე ცისარტყელას დროშების შეტანაში ხელს არ შეუშლიან.

"2026 წლის მსოფლიო თასი ინკლუზიური ღონისძიებაა, რომელიც ყველა წარმომავლობის ადამიანს მიესალმება. მატჩებსა და ღონისძიებებზე ყველა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გულშემატკივრები მისასალმებელია.

ადამიანის უფლებების ზოგადი განცხადებები, მათ შორის ცისარტყელას დროშები და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სხვა დროშები, დაშვებულია 2026 წლის მსოფლიო თასის სტადიონების ქცევის კოდექსით და შეიძლება სტადიონებზე გამოფინონ იმ პირობით, რომ ისინი კოდექსის შესაბამისად იქნება გამოყენებული", - თქვა FIFA-ს წარმომადგენელმა.

რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ კუთხეს, G ჯგუფს 4 ქულით ეგვიპტე ლიდერობს. ირანი და ბელგია 2 ქულით მე-2 და მე-3 პოზიციას ინაწილებენ, ბოლო ადგილზე კი 1 ქულით ახალი ზელანდიაა.

Dima
კი მაგრამ, ახლა რომ გაახსენდათ, თამაშამდე 2 დღით ადრე, მანამდე სად იყვნენ? თუ არ მოსწონდათ ფიფა-ს წესები, წავიდნენ და რუსებს ეთამაშონ, ვინ დააძალა მსოფლიო ჩემპიონატის 'დამშვენება' ამათ, კურასაოს, ჰაიტის და კიდევ 1000 ხარა ხურას ... მანამდე 2 თვე შეაწუხეს ყველა, ამერიკა ვიზას არ მოგვცემსო და სად მიიჩქაროდნენ? ჩასვლა ვერ მოასწრეს, თავისი წესები აქვთ. ყველამ ჩალმებით ხომ არ იაროს კიდევ? შენს სახლში რაც გინდა ის აკეთე. კატარში რომ იყო ჩემპაიონატი, იქ ფიფა და მასპინძელი შეთანხმდნენ წესებზე და გარკვეული შეზღუდვები მართლა დაწესდა, იმიტომ რომ მასპინძელი ხალხისთვის მიუღებელი იყო. სტუმარი წესებს ადგენდეს, ეგ სადაური წესია?
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
[VIDEO] აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო...
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება