კურტუას ტრავმა საბედისწერო აღმოჩნდა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა ბელგიას 2:1 მოუგო და 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში.

პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და გოლით დაგვირგვინდა, როდესაც ოლმოს დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ფაბიან რუისმა დაასწრო. ესპანელებმა შეტევები გააგრძელეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - უნაი სიმონის კარი თავურით დე კეტელარემ დალაშქრა, რომელმაც აშშ-სთან მერვედფინალში დუბლი შეასრულა.

შესვენების შემდეგ „ფურია როხამ“ იერიშები უშედეგოდ გააგრძელა, მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ ფაბიან რუისის და ბაენას ნაცვლად მოედანზე პედრი და ტორესი შეუშვა. კურტუამ კიდევ ორჯერ გადაარჩინა ბელგიელები, ტრავმა მიიღო და ლამენსმა შეცვალა. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მერინომ გამარჯვება ესპანეთს მოუპოვა - კუბარსის შორიდან დარტყმული ბურთი ლამენსმა კარგად ვერ მოიგერია და მიკელმა მისი შეცდომით ისარგებლა. შეგახსენებთ, მან მერვედფინალში პორტუგალიასთან ერთადერთი გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა.

14 ივლისს, ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ინგლვუდი. „სოუ ფაი“

ესპანეთი - ბელგია 2:1

გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (30), 1:1 დე კეტელარე (41), 2:1 მერინო (88)

- ბელგიელთა მოთელვაზე ტრავმა მიიღო ტილემანსმა, რომელიც ვანაკენმა შეცვალა.

- კურტუამ მუნდიალებზე 21-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეებს შორის მხოლოდ ნოიერს ჩამორჩება - 23.

- დე კეტელარემ მსოფლიო ჩემპიონატებზე უნაი სიმონის 679-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

- იამალმა მიმდინარე ტურნირზე 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

Ardiles78
გარსიამ რატომ გამოცვალა მეკარე?უგამოცდილესი კურტუა ამბობს მზად ვიყავი გამეგრძელებინა თამაშიო...მე არ ვამბობ,გინდა თუ არა, ბელგია გავიდოდა,მაგრამ ტიბო მასეთ ბურთს არ გაუშვებდა.თან იქეთ სიმონმა თავი შეგვახსენა თავისი ექსტრავაგანტური ქმედებებით...რა თქმა უნდა,საფრანგეთი-ესპანეთი კლასიკა და მიმზიდველი აფიშაა 100%,მაგრამ ბელგიაც ასეთ გამოვარდნას არ იმსახურებდა

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში,მხოლოდ უძლიერესი ნაკრებები გადიან და მათ შორის ბრძოლებში,გადამწყვეტი მეტწილად ტაქტიკა და ფსიქოლოგია ხდება.
ნინი-ს
შენ მე არ გინახივარ, გენათალოს შაქრო პაპა.)))
ჯაბა
იმენა შენახული ჯოკერია ეს მერინო , საფრანგეთს გაუჭირდება არა და ესპანეთი არაფერი გუნდია განსაკუთრებული
დავით 67
რომ არა კურტუას ტრავმა ესპანეთი ძირითად დროში ვერ მოიგებდა. მერინომ უნდა თქვას ფორტუნას მე თვითონ ვიქმნიო. ) უძლიერესი გუნდია ესპანეთი მაგრამ საფრანგეთი უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს
TT
ხმები დადის, იამალი მესის რეინკარნაციააო
კიეზა
რა დროს მიიღო კურტუამ ტრამვა.თორემ მეორე გოლი ნამდვილად არ გავიდოდა...ფეხბურთი ხშირად პროგნოზევს არ ექვემდებარება.მაგრამ ესპანეთი ვერ აჩვენებს ჯერჯერობით საჩემპიონო თამაშებს..აი ფრანგებთან გამოჩნდება მათი დონე..ჩემი აზრით საფრანგეთი ყბელა დანარჩენზე ძლიერია .და ერთადერთი არგენტინა და მესის მაგია თუ შეაჩერებს..
დდდ
პედროები, პოროები, ზოროები და იამალი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში აბუაშვილის უარესი ვერსია იყო - ამათ თუ საფრანგეთს მოუგეს, ესპანური შამანიზმის კურსებზე ჩავეწერები...
ნინი
რა სიმპატიურია მერინო!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა