ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდენო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა

[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდენო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, თბილისის „დინამო“ სახლში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენს“ ფრედ ეთამაშა (1:1) და ორრაუნდიანი დაპირისპირება 3:2 მოუგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თამაში 56-ე წუთზე კაკაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 16 წლის კვარაცხელიამ გაამწვავა, რომელიც ლამაზი დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მცველმა წააქცია, მაგრამ ბას ცუდად დარტყმული პენალტი მეკარე მაჩადომ მოიგერია. მეტოქემ კი შემოგვიტია და ლორიას შეცდომის შედეგად ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. მერე მასპინძლებს მომენტი ჰქონდათ - სანტოსის შორიდან დარტყმული ბურთი მცველისგან რიკოშეტით ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში მოწინააღმდეგის დარტყმული კალანდაძემ დაბლოკა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

დამატებითი დროის დასაწყისში „დინამო“ აშკარა გოლისგან ლორიამ იხსნა, მერე თორნიკემ კვლავ განახორციელა რეიდი, დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ არ გაატანინა. 109-ე წუთზე ბა ორ მცველს გაექცა, საჯარიმოში მოცელეს, თერთმეტმეტრიანი ნინუამ გამოიყენა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც "ჟალგირისს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

დინამო (თბ) - მონდორფ ლე ბენი 1:1 (ძირ. დრო 0:1)

გოლები: 0:1 კუტიურე (86,), 1:1 ნინუა (109, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ბა (65, დინამო)

დინამო: ლორია, კალანდაძე, სანტოსი (ციკოლია 120+1), ბა, ტეიშიერა, ფსალტისი (ქვარცხავა 85), ნინუა (უგრეხელიძე 115), ოსეი, კურდიჩი, კაკაშვილი (კვარაცხელია 56), ვაწაძე (ქარდავა 46)

• ალფა

სულ რო ნავთობმა წალეკოს კახეთი მაინც მსგავსი შედეგები იქნება, ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო. იმიტო რო მცოდნე ხალხი არ არის დასაქმებული ქართულ ფეხბურთში. არ იციან რას ჩალიჩობენ. ზოგი საერთოდ ფულს ათეთრებს. შესაბამისად ცალკეულად ნიჭიერი ფეხბურთელების და მწვრთნელისგან რამის გამოწურვის იმედზე ვრჩებით.

• ვოოტ

და რას ხედავ ამ ასაკში უსაშველოს?!... გინდა ჩამოგითვალო მაგ ასაკის ფეხბურთელები, ლუქსემბურგზე უკეთეს გუნდებთან რომ უვაჟკაციათ?!.. რაღა შორს წავიდეთ, თავად ხვიჩა რამხელა იყო, ხალხი რომ სტადიონზე მიატრიალა?!.. მთლად უკეთესსაც გეტყვი, 16 წლისა გამეფდა პატარა კახი და უკვე ომებით ჰქონდა მოვლილი ინდოეთ-ავღანეთები ნადირ შაჰის ლაშქრობებში... დიდი დავითი სულაც 15-ის გამეფდა და იმთავითვე ქვეყნის მაოხარ თურქთა რისხვად იქცა... რა ვიცი, არავისგან გამიგია, რა გაუჭირდა საქართველოს ისეთი, რომ 15-16 ნის ბიჭების საშველი შეიქნაო და 16 წლის ბიჭმა თუ ლექსემბურგთან გვიშველა, რატომ უნდა შევიცხადოთ?!... ღმერთმა ამრავლოს კვარაცხელიების გვარი და ჯიში, პირადად მე, მაგაში ქართული ნიჭის გამონათებას ვხედავ და ღმერთმა გვიმრავლოს ეგეთი "უასაკო" გმირები ქართველებს, ასაკიანებმა რა კრამიტებიც ვლეწეთ, აკი არც არავის ვუყოფთ და ვგონებ, არც კალთებს გვახევს ვინმე...

• აუუუუ

საწყალი? ხუმრობთ? თანამდებობას როცა თანხმდებოდა თავი სად ქონდა, მაშინ იგივე ფეხბურთელები უფრო მაგრები იყვნენ? დათანხმდი - მოითმინე კრიტიკა.

• lova

ეხლა მორჩა ყველა ქართული გუნდის თამაში და ქართული ფეხბურთი კომედიაა ჭ კი არა ყ

• ვაგლახ

ვისაც მოგეწონათ და არა უშავს, ძირითად დროშიც შეიძლებოდა მოგვეგო, და ა.შ. წერთ: გოლოცავთ მეგობრებო! ფარერების მეთევზეებთან დამარცხების შემდეგ, ამჯერად ძლევამოსიდად დაამარცხეთ ლუქსემბურგელი მწყემსები ... :) ChatGPT: Luxembourg’s top football league is not professional; it operates primarily as a semi-professional and amateur competition. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა. მიხარია, რომ ამათი საცოდაობა ვინმეს სიხარულის მაგვარ გრძნობას ანიჭებს.

• გია

16წლის ბავშვის გადასარჩენი რომ იქნება გუნდი ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეშია საკლუბო ფეხბურთი

• დესმან ტუტუ (მადელას პადელნიკი, მაგათი მერაბ კოსტავა რა)

შენ თუ მოგწონს შემო ნელსონ, ძლივს გავიგეთ დანარჩენებმა რას იტანჯება ეს ხალხი 2 საათი რომ დარბის აქეთ იქეთ ....

• დდდ

ევროსარბიელზე ქეცბაიას კომპეტენციის შესაფასებლად ეს გუნდი ვერ გამოდგება, მაგრამ შეუძლებელია, არ იცოდეს, თუ რატომ სჯობს, პენალტი ვინც გამოიმუშავა, იმანვე დაარტყას - უბრალოდ, მასზე წნეხი ნაკლებია და სულაც პანენკათი რომ შეეგდო ბა-ს, პირადად მე ეს შეკითხვა მაინც გამიჩნდებოდა და მართლა მაინტერესებს - ერთი მაინც მიზეზი თუ არსებობს, რატომაც კვარაცხელიას გამომუშავებულ პენალტის უნდა ურტყამდეს ბა და ზახრუმა... ოღონდ იმას ნუ გვეტყვის, რომ ეს მას არ გადაუწყვეტია - არაა ბ-ნი თემური ისეთი დემოკრატი მწვრთნელი ( არცაა საჭირო) მისი ნებართვის გარეშე გუნდი პენალტს ურტყამდეს 0:0-ზე, აუტი თუ მოაწოდეს, ეგეც გასაკვირია... ვიცი, ჩემს შეკითხვას კუდები გამოებმება, მაგრამ მაინც ვიკითხავ - ვისი "მოხოდვა" გვირჩევნია, ბ-ნო თემურ, კვარაცხელიების თუ ბა-ბა-ნგიდების?!...

• Ardiles78

ერთადერთი სინათლის სხივი იმ წყვდიადში,რომელსაც დღევანდელი დინამო ქვია,არის თორნიკე კვარაცხელია.იმედს ვიტოვებ,ძმასავით კაშკაშა ვარსკვლავად გადაიქცევა და ნანატრ წარმატებეს მოგვიტანს

• რაბუ

ქეცბა ჟალგირისთან დააწყებინე ძირითადში კვარა ჯუნიორს

• Gia

საწყალი ქეცბა ამ ფეხბურთელების ხელში, ნინუა, კვარაცხელია ლორიას გარდა არცერთია დინამოს ღირსი

• დავით 67

მერე გამოდის ქეცბაია და ბიზნესმენებს მოუწოდებს ფული ჩადევითო ქართულ ფეხბურთშიო. სულ მილიარდები რომ ჰქონდეს კაცს ამ ჩემპიონატში ფულის ჩადება ვინ ჭკუადმყოფელს მოუვა თავში? ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოიგო დღეს. ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება.

• პეპე

წარმატებები ქეც ჯიგარო მიაგწევ სენსაც დიდება უფალს

• გოგა

უბრალოდ ადამიანი ან უსაშველო ოპტიმისტი უნდა იყო ან კიდევ უნამუსო ამათზე რაიმე პოზიტიური დაწერო,ქუჩაში ან სუფრაზე კაცმა რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ იუკადრისებთ და შეიძლება ხმალი იშიშვლოთ და თქვენ მთელ ქვეყანას რომ დაცინიხართ რას ან ვის დავაბრალოთ? რა ვიცი ასე უსისხლოდ და სამარცხვინოდ ითამაშო გუნდთან რომლის სახელწოდება არათუ ჩვენთან ალბათ ლუქსემბურგშიც არ ექნებათ გაგონილი,ყველაფერს აქვს ზღვარი უჯიგრობასაც უნიჭობასაც და უთავმოყვარებასაც მარა თქვენ ხომ არც ჯიგარი გაქვთ არც ნიჭი და არც თავმოყვარეობა არადა იმხელა თანხებს იდებთ ჯიბეში საშუალო ქართველი ვერც იოცნებებს

• Toko

როგორ ლანძღავდნენ ქეცბაიას ჯერ არ მორჩენილ თამაშში კაი რაა რა პონტია.მერე მეორე ბურთის დაჭერის ნაცვლად მოშორებები ვერ მოვიშალეთ გეგონება ლივერპულს ვეთამაშებოდით კაი რა ბიჭებო .ამ ფარჩაკ გუნდს ბოლო 10 წუთი იმენა ვაგრიალეთ მერე ამაზე ძლიერი გვხვდება და იქ რა უნდა ქნათ?შებერეთ ცივსისხლიანად ბოლომდე რაა

• რაბუ

რეალურად დინამოს ბევრი მომენტი ჰქონდა და მარტივად შეიძლებოდა ამ თამაშის დამთავრება. პრობლემა გამოიკვეთა იმაში რომ გუნდს არ ჰყავს ცივსისხლიანი ფორვარდი, შემსრულებელი.

• ზურაბ

ვისთან იწვალეთ, ვაი თქვენს პატრონს ...

• ნელსონ მანდელა

არაუშავს მთავარია შემდეგ ეტაპზე გავედით. პირეველ თამაშში დინამოს გაუმართლა ახლა კიდევ ამათ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ რომ ლუქსემბურგის გუნდები ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გავიდნენ ჯგუფურ ეტაპზე. ყველაზე პოზიტიური ის არის რომ გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი აგერ კვარა ჟუნიორი ჯერ 16 წლის არის და სანამ 18 არ გახდება უცხოეთში ვერ წავა და გუნდს დაეხმარა, კიდევ ის ფეხბურთელი თუ მოვლენ რომელიც ქეცბას უნდა კარგი გუნდი დადგება.

[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა

[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა

"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს

ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია

თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია

"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა

Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა