მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ისეთი მოვლენა, მასზე საუბარს არც ზედმეტი პროგნოზი უხდება და არც ბევრი სტატისტიკური მონაცემების თავს მოხვევა. აქ მთავარი მოლოდინია, დიდი მატჩის მოლოდინი - ესპანეთი არგენტინის წინააღმდეგ! - დღეს, 23:00 საათზე.

ახალ ჩემპიონზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. ამ საქმესთან ნიდერლანდელები იყვნენ ახლოს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ესპანეთის ნაკრებმა წრის გარღვევა შეძლო და ახლა აპირებს, ეს ამბავი ორამდე გაზარდოს, ამით ინგლისი ჩამოიტოვოს და საფრანგეთსა და ურუგვაის გაუტოლდეს. თავის მხრივ, არგენტინელებს ოთხიანთა კლუბში შესვლა სურთ, გერმანიასა და იტალიასთან(აქვე შეგახსენებთ ბრაზილიის ხუთს).

ნახევარფინალებთან შედარებით, გუნდებში ერთადერთ ცვლილებას ველით - სიმეონეს ნაცვლად კვლავ დე პოლის ვიხილავთ. არგენტინის ნაკრები ეცდება, ესპანელებს მოედნის ცენტრში არაფერი დაუთმოს და თითოეული შეცდომა სათავისოდ გამოიყენოს, იამალის შეჩერება კი ცალკე ამბავია; მეორე მხარეს - ლიონელ მესი და უშიშარი, ბოლომდე მებრძოლი და არაფრის დამთმობი არგენტინელები!

საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო მატჩი 2018 წელს, ამხანაგური იყო, სადაც ესპანელებმა დიდი ანგარიშით (6:1) გაიმარჯვეს. 2010 წელს ამავე სტატუსით არგენტინელებმა (4:1) მოიგეს. მესიმ გაიტანა. რაც შეეხება ოფიციალურ დაპირისპირებას, ეს 1966 წლის მსოფლიო თასზე გაიმართა. ბირმინგემში სამხრეთამერიკელებმა ევროპელებს აჯობეს(2:1).

განვლილი გზა

ესპანეთი: კაბო-ვერდე 0:0, საუდის არაბეთი 4:0, ურუგვაი 1:0, ავსტრია 3:0, პორტუგალია 1:0, ბელგია 2:1, საფრანგეთი 2:0;

არგენტინა: ალჟირი 3:0, ავსტრია 2:0, იორდანია 3:1, კაბო-ვერდე 3:2 დდ, ეგვიპტე 3:2, შვეიცარია 3:1 დდ, ინგლისი 2:1.

შემადგენლობები

ესპანეთი: სიმონი - პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურეია - როდრი, რუისი - იამალი, ოლმო, ბაენა - ოიარსაბალი;

არგენტინა: მარტინესი - მოლინა, რომერო, მარტინესი, ტალიაფიკო - პარედესი - მაკ ალისტერი, დე პოლი, ფერნანდესი - მესი, ალვარესი.

მსაჯი: ვინჩიჩი(სლოვენია).

მატჩი მესამე ადგილისთვის. 19.07. 01:00 სთ, საფრანგეთი - ინგლისი 4:6.

ჯარისკაცი
ვისაც მესი არ მიაჩნია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ (პელესა და მარადონასთან ერთად) საუკეთესო ფეხბურთელად, ის ამ თამაშის გონზე არ არის. წადით, ბიძიებო, სხვა სახეობას უყურეთ.
სამართალი
გთხოვთ მოიყვანოთ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ორი ფეხბურთელის სტატისტიკა: გოლი და ასისტი
გიგო პაპა
წესით სწორედ ფინალში უნდა გამოჩნდეს რომ მესი სრულყოფილად ვერ ეხმარება გუნდს პრესინგის დროს. კი ბატონო, ირბენენ? მოიკლავენ თავს, მაგრამ ეს თავგანწირვა ხისტ და უხეშ თამაშში გადაიზრდება და შეიძლება საერთოდ გაძევებაც ვიხილოთ. აი ესპანეთი კი აქ კაცნაკლულობას არ განიცდის. ყველა იბრძვის და პრესინგის დროს ძალიან აკურატულები არიან. პასებსაც ძალიან სწრაფად და ერთი შეხებით აკეთებენ მოედნის პატარა მონაკვეთზე. მგონია, რომ ამ ასპექტში დაჩაგრავენ არგენტინას და გამარჯვებაც არ უნდა გაუჭირდეთ. კი ბატონო, შეიძლება მესიმ კიდეც გაიტანოს და არაერთი, მაგრამ საბოლოო ანგარიში რატომღაც ესპანეთის სასარგებლოდ მგონია. აი, როგორც გერმანიის ნაკრებზე ან ბაიერნზე იტყოდნენ ხოლმე რომ მანქანააო, ისეა ეხლა ეცპანეთის ნაკრები საათივით აწყობილი და ავტომატიზმამდე მიყვანილი. არგენტინისგან უფრო მეტ უხეშობას ველოდები.
დდდ
ფინალს ერთი დაუწერელი კანონი აქვს - ფინალში ფავორიტები არ არსებობენ... არგენტინის ან ესპანეთის ნაცვლად რომელიმე არაგრანდი გუნდიც რომ გასულიყო, ვთქვათ, კოლუმბია ან კოტდივუარი, შანსები მაინც 50/50-ზე იქნებოდა...
რეზო
იამალი რა მესისთან შესადარებელია? ესპანეთში მაინც არის საუკეთესო? ამ ესპანეთში? მესი არგენტინაშია საუკეთესო გველა დროის, ანუ მსოფლიოში. სამართლიანი იქნება: მესი vs ესპანეთი
Saxeli
არგენტინა 🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷 თუ მოიგებენ 4 წელი ოტკას არ დავლევ.
პეტუხი კრიშტიანუ
თავიდანვე მასე იყო დაგეგმილი და ყველაფერი მაგისთვის გაკეთდა,რა თქმა უნდა შეამცირებს!
მიშო
არც არავისი საწინააღმდეგო არ მაქვს . მინდოდა თასი ამდენი ხნის მერე სამშობლოში წასულიყო ( ბრაზილიის ქომაგი ვარ ) , მაგრამ ფინალს თუ უხდება ის უხდება სწორედ , რომ სწორედ ამ ორი კონტინეტის წარმომადგენელი იყოს ფინალში. ესპანელები თავიანთ დომინაციას ეცდებიან რა თქმა უნდა , თუმცა მგონია , რომ ყველაზე ნაკლებად ვისათანაც ეგ შეიძლება გაუჭირდეთ არგენტინის ნაკრებია. კლასით შეიძლება ბევრს ჩამორჩებოდნენ არგენტინელები , თუმცა ყველა მონაკვეთში გლადიატორებივით იბრძოდნენ და პლიუს მესის გამო მზად არიან ნებისმიერს გადაურონ . ასე , რომ 45/55 ზე მგონია არგენტინის მხარეს
ფურია როხა
ესპანეთი მოიგებს იმედია და მესი მარადონასავით იბღავლებს ბოლოს🤣🤣
მუწუკიანი ლაწირაკი
ხვალ ორი დიდი რეკორდი უნდა დაამხოს გენიოსმა მესიმ,ფონტენის 13 გოლი და ჰერსტის ჰეთთრიქი ფინალურ მატჩში,ამისთვის 6 გოლი უნდა გაიტანოს,აუცილებლად გაიტანს,არაფერია შეუძლებელი გენიოსი მესისთვის!
Ardiles78
2022 წლის მუნდიალის შემდეგ მე დამეუფლა სრული კმაყოფილების განცდა და შედეგისადმი ერთგვარი ქედმაღლული და მსუბუქი დამოკიდებულება. მაგრამ! ვხედავ, როგორ იბრძვის გუნდი დღეს, როგორ მთელი ტურნირის განმავლობაში ანთია ყველა ,გამონაკლისის გარეშე , არგენტინელის თვალები და გულები , მივხვდი, რამდენად მშივრები ჯერ კიდევ არიან ისინი , და რამდენად მზად არიან მოედანზე მოკვდნენ, მაგრამ მიაღწიონ მეოთხე ვარსკვლავს და, ალბათ, უკვდავებას!
არსად არ შევიდეთ
სულ 22 მსოფლიო ფინალი იყო. 12-10 ევროპის სასარგებლოდ. შეამცირებს სხვაობას სამხრეთ ამერიკა ?
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
ესპანეთი VS არგენტინა: ეპოქების გადაკვეთა ნიუ-ჯერსიში
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"ბორჯღალოსნების" მეტოქემ, არგენტინის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა