მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ლაშა გუჯეჯიანის ეროვნული ნაკრებიდან წასვლას "ინსტაგრამის" საშუალებით გამოეხმაურა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ცვლილებები ძიუდოს ქალთა ნაკრებსაც შეეხებოდა.

"კარგი იქნებოდა ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეხებოდა. ვიტყვი, რომ ორჯერ ოლიმპიადის წაგების შემდეგ, გვსურდა ცვლილება და უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა, ანდაც ქართველის ვინმეს მოყვანა!!

რადგან ასე ვერ მოხდა, ფსიქოლოგიურად გატეხილს ვცადე ყველანაირი გზა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ავიყვანე ფსიქოლოგი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.

რომ მივხვდი ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ფუჭად, ავიყვანე ფიზიკის მწვრთნელი, რომელმაც 3-4 საათიანი ვარჯიში შემიცვალა და 1-2 საათამდე მაძლევდა იმას, რაც 15 წელი ვერ მივიღე!!

ვიტყვი, რომ ყოველი წაგება მე და ჩემს მეუღლეს გვბრალდებოდა, მოგება კი მწვრთნელების დამსახურება იყო. მე ვემზადები მსოფლიოსთვის, მე ვემზადები ევროპისთვის, მე ვემზადები ოლიმპიადისთვის!! არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ", - დაწერა ლიპარტელიანმა.

ბუდუ (გპი-ზე რომ წვერებიანი ანეგდოტია იქედან)
მეგობრებო, სინამდვილეში საქმე არის მარტივად. რადგან არ ვართ ახლა მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა, ჩვენთვის წესით ცხოვრება უფრო მარტივი უნდა იყოს - მონახე არსებულებში კარგი მოდელი და დანერგე. მაგალითად, თუ გახსოვთ, ესპანეთის რაგბის კავშირის თავმჯდომარე იძახდა, ჩვენო ქალების რაგბი გვინახავსო, ისე ვიშიმშილებდითო (ანუ, შედეგის მიხედვითაა დაფინანსება და ახლა კაცებში ესპანეთს რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ...). ახლა ბრიტანეთზე რომ გადავიდეთ, 1980იან წლებში ბრიტანეთი ოლიმპიადაზე იღებდა 4-5 ოქრის, ისეც ძირითადად აფროსნობა/ცხენებში და რარაცა ეგეთ უცნაურ საქმეებში. ახლა წყნარად გადის 3-4 ადგილზე და ჩემზე ახალგაზდრდა ხალხს ჰგოანია, რომ სულ ეგრე იყო. მთავარია დაფინანსების წესი იყოს გასაგები და გამჭვირვალე. თუ გვინდა ჩინეთივით, 1.5 მილიარიდ ბრინჯს ჭამდეს და დამაფიეროდ 100 მედალი გვქონდეს (მე ეგრე არ მინდა), მაშინ შეგვიძლია მოვიქცეთ ჩინეთივით და ყველა სპორტში დავგეშოთ 10-10 კაცი. თუ გვინდა ბრიტანეივით, ბედლები 'გრამაფონშია', არაფერში არ გვჭირდება, თუ სპორტს არ აქვს მასობრიობა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე გავლენა, რომ როგორც მინიმუმ აკრძალულ ნივთიერებებს არ მისდევდეს ხლხი, და მასიურად ვარჯიშობდეს. თუ თქვენ გინდათ (როგორც 35 წელია, ყველა მთავრობის დროს), მოჭიდავეები და ძიუდოისტები რაღაცა უცნაურ ცემა-ტყეპებში გამოიყენოთ და მაგას წაახალიისებთ, მიიღებთ ეგეთ სისტემას. ცემა ტრეპის სამინისტრო შეგვიძლია გავაკეთოთ .... თუ გვინდა, რომ მაქსიმალურად ხალხი ვარჯიშობდეს და ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს, მედლები აისბერგის წვერია და თავისით მოვა. ბოდიში, რაღაცა ქადაგებაზე გადავედი :(
დათო-ს
დათო, მე ინგლისურის მასწავლებელი მყავდა, მათ შორის სკაბრეზულ სიტყვებს მასწავლიდა. ხოდა ეგ სწავლა იწყებოდ ასე: 'დავიდ', აი მაგალითად თვენ, ან---თ თუ სექსი გაქვსთ? :)
აუუუუ
მოასწარით, დილიდან??? :)
Rigiti
არაფერია გაუგებარი! გარკვევით ამბობს რომ არ აქვს სათანადო ხელშეწყობა მწვრთნელებისგან, მწვრთნელებს კვალიფიკაცია(და კიდევ სხვა) აკლია და თავისი ხარჯით ქირაობს სპეციალისტებს, ხოლო სახელს და დიდებას(და კიდევ სხვა რამეებს)მწვრთნელი "იჯიბავს"!!!!! სხვათა შორის თენაძეა ქალთა ნაკრების მწვრთნელი და გორის ძიუდოს სკოლას სრულიად "აკონტროლებენ" თენაძეები!
გივი
თვითონ სპორცმენები რაც ენას ატლიკინებენ იმდენ დროს რომ ვარჯიშს უთმობდნენ უფრო კარგად იოქნებოდა მათი საქმე. ივარჯიშე და გექნება შედეგი სხვას ნუ აბრალებთ თქვენს წარუმატებლობას. ძალიან კარგი შედეგი გქონდა და ამაყობს შენით ქვეყანა, მაგრამ შექმენი ოჯახი, სავარჯიშოდ აღარ გაქვს იმდენი დრო ისევ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველაფერში, მაგრამ სხვაზე გადაბრალება არ გეკადრება.
რამაზი
კი ნამდვილად კარგი შედეგები ქონდა არც არავინ უაეყოფს.დიდი დიდი მადობა ეკუთვნის.როგორც ვიცი არც არავის გაუშვია თვითონ მიიღო ეგ გადწყვეტილება.ეხლა ახლი გვინდა ამაზე უკეთესი არც არაფერია გასაკვირი
გულშემატკივარი
პროფესიონალები გვაკლია ყველა სფეროში. პარტიული კუთვნილებით არ უნდა ხდებოდეს სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება. შევხედოთ რა შედეგებს დებენ იაპონელები თუნდაც ბოლო 20 წლის განმავლობაში. ხომ შეიძლებოდა რომელიმე კარგი მწვრთნელის მოწვევა იაპონიიდან? ფედერაციები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. პარლამენტი, სასამართლო, ტენდერები, ძალოვანი სტრუქტურები - ყველაფერი მიბმულია მმართველ ძალაზე. რა უნდა გენოს, ლაშას, სანიკიძეს ან კაჭარავას პარლამენტში? თუნდაც კობიაშვილს? ყველა რომ თავის სფეროში იყოს დასაქმებული, სამაგალითო ქვეყანა ვიქნებოდით. პროფესორი და მასწავლებელი ბაზარში დგანან ან გიტარაზე უკრავენ ქუჩაში, სპორტსმენები კანონებს წერენ, აბსურდში ვცხოვრობთ. არადა როგორი ადვილია ამ პატარა ქვეყნის შვეიცარიად გადაქცევა, მხოლოდ მიუკერძოებლობა და კომპეტენციაა საჭირო....თუ მართლა გიყვარს სამშობლო, იქ არ უნდა დასაქმდე კაცი, სადაც წესით სხვამ უნდა იღვაწოს....
ქც
სახელმწიფო იმდენს აძლევს რომ თვითონ უნდა გადაიხადოს.
ვვვ
მართლა ვერ გავიგე. ამ მწვრთნელების ხელში არ მოგო ძიუდოს ნაკრებმა ყველაფერი?
ბუდუ (გპი-ზე რომ წვერებიანი ანეგდოტია იქედან)
ყველაფრის ატანა შეიძლება, მაგრამ ვიღაცა ხალხი რომ იძახის 'მანამდე სად იყავი', არ არის არანორმალური და მაგისი მთქმელი არის ავადმყოფი. ადამიანს 1 ცხოვრება აქვს, შეუძლებელია ყველაფერი გააპროტესტოს და ა.შ. რაც შეეხება გურამ მაჭარაშვილს, და სხვა ხალხს, რომელიც ასე აზროვნებს, ღმერთმა შეგინდოთ. მით უმეტეს, ეს შიო იმისთანა შედხვდათ, შესანდობად რომ მიხვალთ, ეგეც მოვა, ურიგოდ გამიძვითო ... გაანებეთ ამ გოგოს თავი, ფონიჭალის ვაჟკაცებო, ჯერ ტიტული დადეთ, 1 მაინც ....
ჟორა
!!! მე პირადად პარიზის ოლიმპიადის შემდეგ დავწერე, რომ მწვრთნელი უნდა შეცვლილიყო, რადგან უკუსვლა გვქონდა და ამასთანავე ისევ ძველი შემადგენლობით ვიყავით ოლიმპიადაზე. შარშან რომ მსოფლიოზე ჩავმფლავდით კიდევ დავწერე რომ გუჯეჯიანის წასვლის დრო იყო და ჯარჯი უნდა მოგვეყვანა მწვრთნელად. დღეს გადადგომა კი რას დავუკავშირო ვერ გავიგე.
ჟორა
რომელ სიტუაციას ურევს? ეთერი მსოფლიოს ჩემპიონია, ამიტომ მას უნდა მიეცეს თავისი ფონდი მსოფლიოსა და ოლიმპიადაზე მოსამზადებელი და თავისი სურვილისამებრ დააკომპლექტოს თავისი გუნდი, ანუ აიყვანოს მწვრთნელები, ფსიქოლოგი, მასაჟისტი, და თქვენ წარმოიდგინეთ ასტროლოგიც კი. ამათ შედეგი უნდათ და იმას არავინ კითხულობს, როგორ უნდა გაკეთდეს ეს შედეგი. სპორტისთვის დასახარჯი თანხიდან ყველაზე მეტი იმ სახეობამ უნდა მიიღოს, რომლის იმედიც ოლიმპიადაზე გვაქვს. რა მიზეზია, რომ სპორტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მესამედს რაგბი რომ იღებს? სპორტში პირველ რიგში ჭიდაობები უნდა დაფინანსდეს და მერე სხვა სახეობები.
დათო
ეთერ! ეხლა რო იძახი, რატო მანამდე არ სთქვიი? ეხლა შენ უნდა აურიო სიტუაცია?
ხვიჩა
ყოჩაღ ეთო! ძიუდოს და ზოგადად ჭიდაობის ნიჭი ჩვენ გენებში გვაქვს და რაც აქამდე წარმატებისთვის მიუღწევიათ ჩვენს ძიუდოისტებს, 90% მათი ნიჭის და პირადად მათი დამსახურებაა. ჩვენი მწვრთნელების მითითება და დახმარება სპორტსმენებისადმი შემოიფარგლება "მეტოქე დაიღალა უკვე, ვეღარ სუნთქავს". აი ესაა სულ ჩვენი მწვრთნელების ტაქტიკურ-პროფესიული განსწავლულობა
აუუუუ
ანუ გარდამავალი ლუზერების მოდელით ვმუშაოდით აქამდე და ამიტომ კიდევ ათწლეულები ლუზერებს უნდა ვაჭამოთ და ვაოხრებინოთ სპორტი?
გიორგი
კარგი გოგო. გუჯეჯიანის წასვლა რამე კავშირში უნდა იყოს სპორტსმენების უკმაყოფილებსთან.
ერეკლე
ვეთანხმები იმ აზრს რო პროფესიონალიზმი უფრო მეორე ადგილზეა და სპორტის განვითარებას ეს აფერხებს. საბავშვო რაგბში მაგალაითად. დიდი პატივისცემა ჩემი ვიტოს და დიდი მადლობა იმისთვის რაც საქართველოსთვის გააკეთა, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვისურვებდი რო ვინმე უფრო გამოცდილი ყოფილიყო. ძველი ფორმატის მიხედვუთ ჩვენ გავარდებოდით მსოფლიოდან. მაიმცდა მაინც დიდი ნაკრების სამწვრთნელო შტაიც არ მომწონს. უფრო კარგი გუნდის მოყ ანა შეიძლებოდა
გოგას
კობიაშვილ-კალაძემდე მაგრად მუშაობდა ფედერაცია? დემაგოგი ხარ და ჩვეულებრივი სექტანტი
ehhh
კი გეთანხმებით, მაგრამ მაგ ლოგიკით 35 წელი რომ ყველა ხელისუფლებას ქვეყანა არ ეძარცვა, მშენებლებს რომ კარგად ეშენებინათ, ბანკირებს რომ წესიერად ებანკირაღ და ა.შ. საერთოდაც ნიდერლანდები ან შვეიცარია ვიქნებოდით ...

ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მერე გამოჩნდა და მერე ამოიღეთ ხომ ხმა? აქამდე ვის არ რატომ უთმენდით? სანამ არ განადგურდა ნაკრები ყური არავის შეიბერტყა!!!
გოგა
სპირტის ბევრ სახეობაში დღეს ვიქნებოდით წამყვანი ქვეყანა,35 წელი ალალად, რო ემსახურა ყველას თავის საქმეში და დღესაც ასე, რო იყოს, სადაც ცოტა ფული მაინც კეთდება თავიანთი ხალხი მოყავთ თანამდებობებზე და მფარველობენ, ასე გრძელდება 35 წელუწადია დღემდე და კიდევ, კარგი შედეგები გვაქ, კობიაშვილი კალაძის ქვეყანაში, სადაც თვითონ მართავენ ფედერაციას, ამ დღეში უნდა იყოს ფეხბურთი? და ზოგადად ნებისმიერი სახეობა, ყველგან პოლიტიკური ნიშნით ყავთ ხალხი დასაქმებული
ჯარისკაცი
უმაგრესი ქართველი გოგო!
ME
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ხომ დაიყვანეს ფსკერზე, ახლა ძიუდოს ჯერია, მთავარია სპორტსმენები პარტიული აქტივისტებად აქციონ
პაატა
ყოჩაღ ეთო!!!! სიმართლეს გაუმარჯოს! წასული ამბავია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას: რაც ბექა ღვინიაშვილს გაუკეთეს, მარტო მაგაზე ქონდათ ზოგ-ზოგიერთებს პასუხი მოსათხოვი… პროფესიონალიზმი თავის თავში პატიოსნებას და სამართლიანობის დაცვასაც უნდა მოიცავდეს, აი ამ ორის დიდი დეფიციტია…
ჰიდეტოში ნაკატა
ქევხიშვილია პრეზიდენტიც, მწვრთნელიც და დარაჯიც . რეალური ცვლილება ჯერ ვერ მოხდება , ვიდრე ეს რეჟიმია. ასაკობრივებში , ცუდი სიტუაციაა ....
Dima
რაც არ უნდა ხდებოდეს ძიუდოში, ძალიან კარგია რომ ეთერი ალაპარაკდა, პრობლემის მიფუჩეჩება კიდევ უფრო დიდ პრობლემებთან მიგვიყვანს.
რამაზი
ქალი უძახე.სხვებს არ ყოფნით ერთი ადგილი ხმა რომ ამოიღონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.მსოფლიოზე შენ გადაარჩინე გუნდის პრესტიჟი .მადლობა ეთო ჯიგარი ხარ.ამხელა ფული ტრიალებს ძიუდოში და რატომ ჭირდებათ თვითონ აიყვანონ ფსიქოლოგი იქნება თუ სხვა დამხმარე მწვრთნელი. აირჩიეთ ქევხიშვილი ფედერაციის პრეზიდენტად.ხო მაინც ყველა სიახლე მისი ინიცირებულია და სიტყვაც ეთქმის.წელს მძიმე მსოფლიო გველის თუ ვინმე ინდივიდუალურად მოემზადება ეთოს მსავსდა შეიძლება იყოს ოქრო.ყველაზე კარგი შანსი სულამანიძეს აქვს და აქედან ვთხოვ მაგრად მოინდომოს და არ დააკლოს არაფერი
გოᲩა
საპრიზოს წილში ხომ იჯდნენ კარგად,ყოჩაღ ეთო,ფსიქოლოგი თვითონ ნახა,ფიზმომზადების მწვრთვნელი თვითონ დაიქირავა,სავარაუდოდ თვითონ გადაიხადა ფული,კარგია.
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი მის სახელზე იქნებოდა" - ეთერ ლიპარტელიანი
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ