ესპანური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "სპორტინგის" 27 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლა ლიგის ბინადარ "სევილიაში" განაგრძობს.

ESTADIO Deportivo წერს, რომ შეთანხმება უკვე დასრულებულია და ჩვენებურს ახალ გუნდში კვირის ბოლოს ელოდებიან, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი საწვრთნელ პროცესში ჩაებმევა.

ანდალუსიელები ქართველ შუახაზელს იჯარით აიყვანენ, თუმცა დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერდნენ იმასაც, რომ გიორგის დამატება "დეპორტივოსა" და "ხეტაფესაც" ძალიან სურდათ და ამ უკანასკნელთან შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა "სევილიას" დირექტორმა ქოჩორაშვილის დარწმუნება მოახერხა.

"რამოს სანჩეს პისხუანის" ბინადრებისთვის ახალი შუახაზელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც 29 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი ჯიბრილ სოუ ჯენოას მიჰყიდეს. ქართველის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მას ახალ გუნდში მოედნის ცენტრში დიდი როლი ექნება.

შეხსენებისთვის, "სევილია" ესპანეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, თუმცა ახლა კარგი დროება არ უდგას. გასული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა და პრიმერადან გავარდნის საფრთხეც ემუქრებოდა. ამ კლუბის რიგებში ერთი ხანობა გიორგი აბურჯანიაც ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია.

გიორგი
სატრანსფერო საგა!
.-ს
პატივცემულო წერტილო, მოკლედ გეტყვი: ერთ გუნდში 2 ქართველის ყოფნა უფრო აზარალებს გუნდს ვიდრე სარგებლობა მოაქვს და მაგიტომ - წერტილი

რატომ?თუ შეიძლება განმარტე.
კოტე
ქოჩორა წარმატებები გფარავდეს უფალი
კონტეს მამა
ეგრე რა! ლა ლიგის ყურებას რა ჯობია! ქოჩორა და რეალი, ქოჩორა და ბარსელონა. იქეთ ჟორჟი და საზანოვი, აქეთ ტაბატაძე და გულიაშვილი. ჩაკვე და ხვიჩა და სოფელიც აშენდება. ზურიკოღა დაგვრჩება დასაბინაველი.))
დავით
ძალიან მიხარია! უნიჭიერესი ბიჭია და მიზეზთა გამო ბოლოდროს არ უმართლებდა. კარგია რომ სევილიაში მოხვდა, რადგან იქ სათამაშო დრო პრაქტიკულად გარანტირებული ექნება! წინ, ქოჩორ! წარმატებას გისურვებ!
ბრავო
ვულოცავ ქოჩორას, გამიხარდა ძალიან რომ მისი გაჭიანურებული საგა დასრულდა! რაც საზონოვი "ხეტაფე"-ს შეუერთდა, უკვე აღარ მინდოდა მაგ გუნდში და ძალიან კარგია რომ ქოჩორამ "სევილია" აირჩია. წარმატებები კლუბსა და ნაკრებში, იფრინე ქოჩორ!
ჯაბა მირცხულავა
წარმატებები ვუსურვოთ!
გეგი
იდეალური ვარიანტია!
T.q
ბიჭო ამ ხუმრობა ხუმრობაში მაგარი გუნდი გაგვეჩითა ძმებო აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი თავაინ კლუბებეში ძირითადის ფეხბურთელები არიან 11ვე ფეხბურთელი და წარმოიდგინეთ რომ სათადარიგო ფეხბურთელებიც კი და ნაკრების 90 პროცენტი ძირითადისა ტოპ 5 _ის მოთანაშეები არიან ასე რო ეს უკვე ხუმრობა ნამდვილად აღარ არის და ერთ ერთი მეც ვინც ვიძახდი რომ სანიოლი უნდა დარჩენილიყო ევროპის მერე და იმ დეოს ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო ეხლა აი ამ ფაქტორისა და მსოფლიოზე ვერ გასვლის გამო ერთი დაცდენაც ფეხის და ეგრევე ჩემედნობზე დავსვათ უნდა ამ ერთა ლიგაზე შედგეგი თუ ვერ დადო და ასეგე პირდაპირილ შესარჩევშიც ოღონდ ნდ ეს გაცილება მადლობით და წესიერების და ზედილობის ფარგლებში როგორც ქართველებს გვეკადრება მოკლედ საქმე სერიოზულად არის მოთხოვნები მკაფიოდ ამბიციური მე ვიტყოდი თუ რაღაც არ წავიდა შუაგზიდანვე გავუშვათ უნდა იელმედი ვიქონიოთ ეს საჭირო არ გახდება მსოფლიო მარსკვლავიც ჩვენს ნაკრებშია ასე რომ სწორი ხედვები და მონდომებაღა აეის საჭირო. ერთადერთს კიდევ რასაც კოუთმემლად ველოდებით ყველა ალბად ზურიკოსა და წიტაიშვილის ტრანსფერებია ასევე აზაეოვი გოჩოლეიშვილი იქნებ როგორმე მოხდეს ისე და 4 მცვეკზე გასლდასვლაც შწვძლოთ თუმცა ამ ეტაპზე ძველი დაქტიკაც სრულიად მისაღებია რადგან მართლაც რომ ძალიან კარგად გამოგვდის ასე თამაში პ.ს ისე კიტეიშვილი ტოპ 5 ის ფეხბურთელია და როგორ არავის არ უნდა მისი ყიდვა მას და დავითაშვილს რა ჩაეკეტათ ასე რა
master
გეთანხმები,ერთი საშუალო დონის ესპანელი მწვრთნელი მაგარ შედეგს დადებს ამ ნაკრებთან ერთად...მაგრამ.ჯვარი გვაქვს დაწერილი სანიოლზე და როგორ შეიძლება მისი გაშვება...
Lelo
ყველა ᲗიᲗქმის კარ გუნდებᲨია და ნაკრები ამის კარგი მწვრᲗნელი ᲭირდებაᲗ სავიოლის დონეს ბევრად გაასწრო ფეხბურᲗელების დონემ. მაგალიᲗად ბევრს ᲨეიᲫლება გაუკვირდა მაგრამ იბერიას მწვრთნელი დემᲩენკოს სტილი ბევრად მიესადაგება საქართველოს ნაკრების სტილს ვიდრე სანიოლის ხედვა ვგულისხმობ ბურᲗზე კონტროლს Შემტევ ფეხბურᲗს და 4 მცველი ან სისტემას.
რამაზ ბათუმი
ძალიან კარგი გუნდია სევილია, იმედია მეტი სათამაშო დრო მიეცემა ქოჩორას და დაიმკვიდრებს თავს ისე, როგორც ლევანტეში. სევილიური დერბი ქართველებისთვის უფრო საინტერესო გახდება და წავალთ აუცილებლად.
ძირძველი სევილიელი
მიდი ქოჩორ შეუბერე,წარმატებები.
Achi
ქოჩორას ულოცავ მჯერა რომ დაიმკვიდრებს ადგილს. რავი უკვე რამდენი ფეხბურთელი გვყავს ტოპ 5 ეხლა ამათ წიტა დაემატება მალე და რავი უფრო კვალიფიცირებული მწვრთნელი გვჭირდება ნაკრებში სანიოლოსტებო ნუ მიწყენთ მაგრამ ასეა სანიოლს უკვე არეულიაქ ახალს ვერაფერს გვთავაზობს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება - პსჟ სუპერთასზე "ლანსთან" დამარცხდა
კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ქოჩორაშვილი "სპორტინგის" განაცხადში არ იყო და მისი წასვლა გარდაუვალი ჩანს
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს
ქოჩორაშვილი უკვე მადრიდშია - ის ლა ლიგაში ითამაშებს
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?