ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჟალგირისთან" 2:7 მარცხის შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ამ ფორმატში ამ მატჩზე საუბარი დაგვიანებულიცაა. საუბარი ვილნიუსში, მატჩის შემდეგ უნდა ყოფილიყო. რაც მოხდა მიუღებელია ჩემთვის, გუნდისთვის და მთელი საქართველოსთვის. ამაში დამნაშავე ყველაა, ჩვენგან დაწყებული, ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. როგორც მწვრთნელზე, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემზეა, ამას ვგრძნობ. ვეცადეთ, ეს დღეები უკან მოგვეტოვებინა და მომავალზე ვიფიქროთ, აქ არ ჩავრჩეთ. ამაზე საუბარი გვქონდა.

55 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე ვართ და ეს სიტუაციას კატასტროფულს ხდის. რაც შეეხება ლორიას, ვუთხარი, რომ დღევანდელი დღის შემდეგ პირველ მეკარედ ვეღარ ვხედავ, შანსი აღარ მოგეცემა, წადი ხელმძღვანელობასთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. მანამდე, ლანჩხუთში ცუდ მინდორზე, ამხელა მგზავრობის ფონზე, ცუდ ამინდში, დიდი ენერგია დავხარჯეთ. ამას ხელოვნური საფარი დაემატა, შემდეგ ჩვენმა მცველმა ტრავმა მიიღო და ამან გეგმები აგვირია. მე მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, სხვა არაფერი შემეძლო. ნიჭი გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესია, ბოლო წუთებში უბრალოდ ვერაფერს ვახერხებდით. ჩასაფრებულები ელოდებიან, ამდენი ბოღმა და შური ამოანთხიონ. სამი თვეა აქ ვარ და სულ ამას ვამბობ, მოდით სტადიონზე და ქართულ ფეხბურთს გვერდში დაუდექით, ორი ათასი ადამიანი შევკრიბეთ. აქ მაინც სამი გავიტანეთ და ამდენია გაკეთება ისევ შეგვეძლო... მომენტს ველოდებით, ყველაფერს რომ გადავუაროთ. ამდენი ადამიანი რომ ქართულ ფეხბურთში ჩაერთოს, ბევრად წინ ვიქნებოდით. მე ამ გუნდთან ერთად რომ დამეწყო, სხვა ვითარება იქნებოდა. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ჩავიბარეთ და ბევრად წინ წავედით. 35 წელია ქვეყანა შურში და ბოღმაშია, ვერ დავლაგდით და მხოლოდ ფეხბურთში გვსურს დალაგება. თამაშების გადადებაში ფეხბურთის ფედერაცია მეტად უნდა ჩაერთოს. კარგია, "იბერია 1999"-ის მატჩები გადაიდო. ჩვენ ძალა და ღონე არ გვაქვს, ყოველ მესამე დღეს ვითამაშოთ. ვერ შევძელით, საქმე ბოლომდე ვერ მიგვეყვანა. ეს თავის მართლება არაა, ფაქტია.

როცა 1:3-ს ვაგებდით, ვაწაძე შევიყვანეთ. ერთი სიამოვნებაა მასთან ერთად მუშაობა. საკუთარ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მაგრამ მინდვრის კიდიდან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ფეხბურთში ბევრ რამეს მივაღწიე, მაგრამ მხოლოდ საუბრით არა, ბოლომდე დავხარჯულვარ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, გვინდა განვითარდნენ, მაგრამ თორნიკე კვარაცხელიასა და კაკაშვილს, 16 წლის ბიჭებს ლიდერობას ხომ ვერ მოვთხოვ, როცა გუნდში უფრო გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ლიეტუვაში ფეხბურთი პოპულარობით მესამე ადგილზეა, 0:3 ჰქონდათ წაგებული, მაგრამ გულშემატკივრების უფრო შემეშინდა, ვიდრე გუნდის... ჩვენ გვინდა სხვა გავკიცხოთ, ჭკუა ვასწავლით, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ წარმატებისთვის?! ყველა სფეროს ასეა. მწარე გამოცდილება მივიღეთ, რაც აღარ უნდა განმეორდეს.

თბილისის "დინამო" ის გუნდია, ვინც ევროპული თასი მოიგო და ასეთი ძალიან ბევრი ნამდვილად არაა. როცა მოვედი, ახლა როგორც ვართ, ამდენსაც არ ველოდი, გასავარდნი ზონიდან ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ხელები ჩამოვუშვათ, ვიტიროთ თუ წინ გავიხედოთ?! ჩემთვისაც განსაკუთრებით მტკივნეულია, კარიერას სწორედ "დინამოში" ვიწყებდი. ხელშეკრულება სამწლიანია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მას გავეკიდები, სეზონის ბოლოს სიტუაციას შევაფასებთ. ამ ამბის მერე არც მე მიძინია და არც სხვებს, მაგრამ თავი უნდა ავწიოთ, ყველაფერს ხაზი არ უნდა გადავუსვათ.

ყველამ კარგად იცით, გიორგი ლორიასთან რა ურთიერთობა მაქვს. ის საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ბრწყინვალე წარსულია. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ. სამწუხაროდ, ლორია გუნდის მომავალი არაა. მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და დავანებე. 40 წლის მეკარე ან გუნდის წამყვანი უნდა იყოს, ან საჭიროების დროს დაეხმაროს. მე ბევრი რამით და ვინმეთი არ ვიყავი კმაყოფილი. მინდოდა პირდაპირ მეთქვა სათქმელი და არა შემოვლითი გზებით.

ჯაბა კანკავა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ბოლომდე მზად არაა. მის არ წაყვანაზეც იყო საუბარი. არ მიყვარს, როცა მწვრთნელ ზურგს უკან ლაპარაკობ. საკუთარი თავის მტერი ვარ, კანკავა მზადაა და არ წავიყვანე? როცა ტრავმის გამო ამდენი გაუცდა, ხელოვნურ საფარზე უნდა გვეთამაშებინა?! ზურგს უკან საუბარს რაც შეეხება, 50 კაცში რაღაცას რომ იტყვი, ხომ უნდა იცოდე, რომ ეს აუცილებლად გავრცელდება?! რაც შეეხება იმას, თუ მეტი მცველი რატომ არ გვყავდა, ბევრმა მიიღო ტრავმა და რამდენი უკანახაზელი უნდა გვყავდეს?!

შესვენებაზე, როცა ორი მატჩის ჯამში 4:1-ს ვიგებდით, გასახდელში ფეხბურთელებისთვის ცუდი და უნდა მეთქვა?! ჩემთვისაც აუხსნელია, რაც მოხდა. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს სიტუაციები როგორ ავიცილოთ. უნდა ითამაშო მსაჯის საფინალო სასტვენამდე, ეგ ფაქტია. ამაზე ახლა, 6 დღის შემდეგ ვსაუბრობთ... როცა სტადიონი აქაც გაივსება, რაც ვილნიუსში ვნახეთ, ყველა უფრო დიდ პასუხისმგებლობას იგრძნობს... ზოგიერთმა ყოვლისმცოდნე ჟურნალისტი როცა აქ იყო და ხეირი ჰქონდა, მაშინ ფიფია კარგი იყო და ახლა სხვანაირად საუბრობს. მე პირდაპირ ლაპარაკი მჩვევია. ერთი თამაშით ყველაფრის წყალში ჩაყრა არ შეიძლება.

აქ ჭკუის სწავლება და ჩასაფრება, შური გვაქვს, ყველამ იცის, სხვის ნაცვლად რა გააკეთოს. ხანდახან მიკვირს, ამ ერმა ამდენი საუკუნე როგორ გაძლო. ღმერთს ვუყვარვართ, თორემ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ეს მთლიანად ქვეყანას ეხება... არ შეიძლება საკლუბო რეიტინგში 53-ე ადგილზე ვიყოთ, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გვყავს. გვყავს მამარდაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, გოჩოლეიშვილი... ჩვენმა ნაკრებმა ესპანელთან არგენტინელებზე კარგად ითამაშეს. ისეთი ნაკრებები ვერ ვარგოდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე... სამწუხაროდ, დღეს ერთმანეთის შურზე, გაკიცხვასა და ღალატზე ვართ გადასული... აქ ერთმა კაცმა 200 მილიონი ჩადო და მას ვცეთ პატივი, ვიაროთ სტაფიონზე. ქვეყანაში არიან დიდი ფულის მქონე ადმაიანები, რომლებმაც ფული სპორტში, ფეხბურთში უნდა ჩადონ. მაინცდამაინც უნდა დაგაძლონ, როგორც მაგალითად, რუსეთში ხდება... მხოლოდ ჩემი თბილისი მიყვარს დავიწერო და ვიარო, ეს საქმეს არ შველის, ყველაფერი საქმით უნდა დავამტკიცოთ. როცა საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, გვეგონა აქ ბუმი იქნებოდა, მაგრამ ყველამ ყველაფერს მიაღწია, ჩვენ გარდა.

მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცე. მინდა, ყველამ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს, ფული იშოვოს და ამაში დავეხმარო. ლორიაზე გადაწყვეტილება რომ მივიღე, ოთხი ღამე არ მიძინია, ეს მარტივი არ იყო.

რომან ფიფიას 200 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული და მას უთხრა, წადიო, ესაა კრიტიკა?! მე მითხარი, კი ბატონო.

კიდევ კარგი, კომპიუტერს არ ვხსნი და გამოხმაურებებს არ ვეცნობი. მთელი ცხოვრება ბოღმაზე ორიენტირებული ადამიანის საუბარი არის კრიტიკა?!

მიზანი ჩემპიონობაა, გვინდა ეს მოვახერხოთ! გვინდა, თბილისის "დინამო" ფლაგმანი გახდეს, როგორც აქამდე იყო!..", - განაცხადა ქეცბაიამ.

• ქეცბას

უნდა დარჩე ქეცბა და უნდა მოიყვანო მინიმუმ ყაზაიშვილი დამიჯერეთ ან ეგეთი ვინმე შემქმნელი ვაფშე არ გყავთ შემქმნელი კვარა ჯუნიორი ბავშვია რო დაიწყებს თამაშს და მაგას კი აგაცლიან ეგრევე...

• ეჰჰ

ქეცბა კაი კაცო და ჯიგრიანო ქართველო,წადი შეეშვი აქაურობას ხომ ხედავ ამ ხალხს ლანძღვის მეტი არაფერი შეუძლია.არ იმსახურებ შენ ამ ლანძღვა გინებას და სჯობს აქედან წახვიდე უბრალოდ.ამათ არასოდეს არაფერი ეშველება.შენისთანა ქართველი მაგის ნახევარი ნეტავ უმეტესობა იყოს.

• დემბელეს დეიდაშვილი ტრი-ტრი ზოდიანი

აბა იმას ხომ არ იტყვის სამსახური არ მქონდა, ფიფიამ შემომთავაზა და დავბრუნდი საყვარელ გუნდშიო? თემურმა ვერც ნაკრებში მიაღწია რამეს, ვერც კვიპროსში და არ ვცდები ვერც რუსეთში. კი ბატონო, სადაც მიდის მიყავს დაუსაქმებელი ქართველი ფეხბურთელები და ფორმაში აბრუნებს, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ეხლაც ყავს ერთი კვიპროსელი ჩამოყვანილი დინამოში, აკეთოს სიკეთე, ღმერთმა გაუმარჯოს. მაგრამ როგორც ძლიერი მწვრთნელი ნაღდად არაა, რადგან ძლიერებზე დიდი მოთხოვნილებაა. ასე არ იყო ვაისის ან სანიოლის შეთხვევაში? სანიოლი საერთოდ ბოლო სამი წელი დაუსაქებელი იყო. აი სიმბოლურ ხელფასზე რომ ჩაოსულიყო, კიდევ გაჩუდებოდა გულშემატკივარი, მაგრამ აქეთ პრეტენზიები და ფიფიას მხარდაჭერა, ყველაფერს აუფერულებს. ფედერაციასაც შეაწევს ალბათ ერთ-ორ ტკბილ სიტყვას როგორც ძველ თანაგუნდელებს და ვიქნებით ასე ილუზიაში. ერთადერთი რამაც შეიძლება მიიზიდოს მაყურებელი მოედანზე, არის ხარისხიანი მოთამაშეების ყოლა გუნდებში. გავიხსენოთ ხვიჩა ბათუმის დინამოში. მის საყურებლად არა მხოლოდ ბათმუში, არამედ მეტოქე გუნდების სტადიონებზეც დაიწყო ხალხმა სიარული. ასეთების ჩამოყვანა ან მიზანმიართულად არ უნდათ, ან მართლაც არ არა აქვთ სახსრები. ჩემის აზრით სანამ თორნიკე იქნება კიდევ შეიძლება მივიდეს ცოტაოდენი მაყურებელი და როგორც კი წავა, იმდენიც აღარ ივლის...ვის აინტერესებს მკვდარი დინამოს ჩეპიონობა? ალბათ მხოლოდ თემურს....ჩემთვის მაგალითად სულერთია, რადგანაც ყოველ წელს თავს ვიჭრით ევროპის მასშტაბით.

• ehhh

qecbaias ცოლის და ხარ? გამოდი, გიცანით. ჩემს ფულად ეს კლოუნი, მოკლედ რააა ...

• მერაბი 61

მივცეთ ამ კაცს დრო, კარგი გუნდის გაკეთება ასე ჩქარა არ ხდება, მე მიკვირს რომ არავინ არაფერი არ თქვა ფედერაციიდან, ფედერაცია ატარებს ჩემპიონატს , დონეზე არაფერს ვამბობთ, ჩვენი რა ბრალიაო, ფორმატი არის გამოსაცვლელი, უნდა გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, ჩვენი გუნდები გადაღლილი ხვდებიან ევრო ბატალიებს ვერ თამაშობენ ბოლომდე, ამისთვის უნდა შეიქმნას პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა, ლიგამ უნდა ჩაატაროს ჩემპიონატი,ასეა ფეხბურთის ქვეყნებში,

ქეცბა ყველაფერზე საუბრობს გარდა თავის პირდაპირი მოვალეობის - ნაკრებს წვრთნიდა და აქეთ გვამადლიდა "ეს სად ჩამომიყვანეთ, იცით რა კონტრაქტებზე ვთქვი უარიო", ახლა დინამოს მწვრთნელია და ისევ ქართული ფეხბურთის ზოგად მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ორივეჯერ იცოდი სადაც მოდიოდი და არსებულ მოცემულობაში მწვრთნელობაზე აიღე ხომ პასუხისმგებლობა? არ იცოდი რა კონტიგენტით უნდა მიგეღო მაქს. შედეგი და არ შერცხვენილიყავი? არ არის ეს მწვრთნელის კომენტარი, რომელიც ითავისებს 2:7 მარცხს. პირველი თამაშის მერე რაღაც არ მახსოვს ამაზე წუწუნი. მოგება ჩემია, წაგება თქვენი - მაგარი სტრატეგიაა. პ.ს. მწვრთნელი ქევბაია რადიკალურად განსხვავდება ფეხბურთელ ქეცბაიასგან და საერთოდაც არ მგონია მწვრთნელობა მისი ძლიერი მხარე იყოს. ქონდა გამონათება 17 წლის წინ საკლუბო დონეზე და მანდ დამთავრდა.

• ჯალა

ქეცბასნაირი ტოქსიკური ადამიანი არსად არ მინახია. სულ ეჩხუბება ყველას, სულ უკმაყოფილოა, მაშინაც კი როცა რაღაც უნდა გაიხსენოს ძველი ისტორიიდან სასიამოვნო ამბავი, მაშინაც ნიშნისმოგებით ლაპარაკობს. მგონი ფსიქოლოგი ჭირდება.

• ზაზა

რეალურად პრობლემა არც დინამოშია და არც რომელიმე სხვა კლუბში აქ პრობლემა არის ზოგადად ჩემპიონატში ჩემპიონატის დონე არია ზოგადად ძალიან დაბალი იგივე. იბერიასაც როგორ გაუჭირდა ლარნესთან გასვლაზე იმ ლარნესთან რომელმაც ცვერნა ზვეზდასთან 9-0 წააგო და კარში არ დაურტყამ იგივე ტორპედომ აზერბაიჯანის დონეზე საშუალო გუნდ ზირასთან 6-0 წააგო დილამაც სრული ფიასკო განიცადა აქედან გამომდინარე პრობელმა არის ჩემპიონატში და ვინ ატარებს ამ ჩემპიონატს ვინ არის პასუხისმგებელი ფედერაცია და ფედერაცის პასუხისმგებლობაა ზუსტად ასეთი დაბალი დონის ჩემპიონატი რომ გვაქვს და აქედან გამომდინარეა ევროსარბიეოზეც ეს შედეგები ქვეყანაში ფეხბურთის მმართველი ორგანო არის ფედერსცია და დიახ მისი პასუხისმგებლობა შედეგები რადგან ის ატარებს ჩემპიონატს.

• გიო

კაცმა გასაგებად თქვა ჩემი ბრალია მე ვიღებ პასუხიამგებლობასო მეტი რაღათქვას ისიც თქვა რომ მომავალში ეგეთი შედეგი თუ განმეორდება წავალო ეს არ არის ქეცბაიას გაკეთებული გუნდი ვაცადოთ ამ კაცს მუშაობა და თუ ვერ დადებს შედეგს არ ჭირდება სხვისი თქმა თავად აიღებს პასუხისმგებლობას და წავა გუნდიდან.

• თემური

ქვეყნისთვის პერიოდის ყველაზე თავდადებული ფეხბურთელი და ახლაც თავდადებული შვილი. სრულიად ვეთანხმები 35 წლის უაზრო ერთმანეთის ჯუჯგნაზე. ვაისმა და ფიფიამ ჩაუდეს საწინდარი საქართველოში ფეხბურთის აღორძინებას. აკადემიამ და ვაისის ნაკრებად წოდებულ ხერხემლიანმა გუნდმა საშუალება მისცეს მზარდ ფეხბურთელებს თავი გამოეჩინათ და გასულიყვნენ ასპარესზე. ახლა კი ვაისი ვის ახსოვა და ფიფიას კი ლანძღავენ, ქეცბაიასაც მოდგნენ და იმედია არ აყვება, გააგრძელებს საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ.

• აუეეე

არა 7:2 ნამეტანია რა თქმა უნდა 1კვირა ფეხბურთზე ალერგია მომცა გაგონება არ მინდოდა და გუშინ იბერიამ გაამიზეზა ტკივილები…!!! ჯერ ვიფიქრე კიდევ კარგი ბრაზილიას 1:7 და ბარსას 2:8 არ ყავს სრულიად ქართველი გულშემატკივრები თორემ ცოცხლად დაწვავდნენ მწვრთნელა ფეხბურთელებს თქო და უცებ გამახსენდა 1:7 ესპანეთთან თბილისში რა უქენით ნეტავ იმ მწვრთნელს …?! ჩემს გარდა ( დისლაიკები რეკორდებს ხსნიდა )))) მის შემდეგ შეუწყვეტლივ არავინ არ ლანძღავდა ყველამ აპატიეთ ის 1:7 და ძეგლებს უხსნიდით ყველა უბანსა და ეზოში …აი შემდეგში რომ ბევრჯერ დაამტკიცა რომ მწვრთნელი კი არა ფიზმასწადაც არ ვარგა ბევრმა ამოიღო ხმა და შემომიერთდა … ახლა ველოდები სექტემბერს რომ ფედერაციაც მიხვდეს და დააპანღურონ აქედან ( არ დაიწყოთ ახლა რომ ვილიკიამ ევროზე გაგვიყვანა მანდ მისი წვლილი იმდენი იყო რამდენიც თარჯიმნის ან დამლაგებლის ბიჭებმა იომეს აქაც იქაც ეგ ხელს უშლიდა პირიქით სულ არასწორი სელექციით მაშინაც და შემდგომშიც შემოდგომაზეც ეგრე იქნება) …ამ კაცს რომ შეესიეთ ჯერ გეუბნებათ მოდით სტადიონზე და შემდეგ მოგვთხოვე პასუხი სახლში და პოდვალში ჩასაფრებულებმა კი არაო მეორე აცალეთ ამ კაცს 1წელი მაინც აი შემდეგ თუ ეგრე უყაითოდ წააგებს მერე შეესიეთ და ის ფრანგია და მოსულა გატარება და ეს ქართველია და უნდა შეჭამოთ ?! მესამე წაქცეულებს არ უტყამენ ამას და ფეხბურთელებსაც თავიანთი ჭირს …პასუხი სპორტდირექტორს და ფიფიას მოეთხოვება რომ 18 კაციან განაცხადში უმეტესობა 16 დან 19 წლამდის ბავშვები იყვნენ მგონი 7-8 ბავშვი ოკ ტრამვები გასაგებია მაგრამ ამ ბოლო 2 თვეში მაისს-ივნისში რამდენი ფეხბურთელი წავიდა თუ გაუშვეს გუნდიდან …მეოთხე რა აზრი აქვს მერამდენე სპორტია ფეხბურთი ლიეტუვაში ( აქ ცდება თემური ) ვილნიუსის ჟალგირისი დინამოს ისტორიით ვერ შეედრება რა თქმა უნდა მაგრამ თემურს დაავიწყდა ალბათ მის დროს სსრკ-ს ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა როდესაც დინამოს ათეულში მოხვედრა უჭურდა ეს იყო 80-ბის ბოლოს ბევრჯერ მოუგო ( ერთხელ 5:2 ) იმ ჟალგირისმა დინამოს აი ზუსტად ქეცბა რომ დინამოში იყო …ნაკრებების თამაშებიც არ იყო არასდროს ადვილი თუნდაც პირველი თამაში 2:2 მათაც ყავდათ მაშინ სსრკ და ევროპის დონის ვარსკვლავები ივანაუსკასი ნარბეკოვასი და რა ვი ბევრნი იყვნენ გურიამაც ჩამოიყვანა ლიეტუველები პირველ წლებში ..და ახლა მითუმეტეს ჩვენთან შედარებით მათი ლეგიონერები ასი თავით ზემოთ არიან …სხვების მე არ ვიცი მაგრამ თბილისის თამაშის წინ ფრეს იმედიც არ მქონდა და დინამომ სასწაული გააკეთა 3:0 მოიგო …აი მაშინ ჩემს გარდა ეს არ გაკვირვებია არავის ყველამ ისე მიიღო თითქოს ეგრეც უნდა მომხდარიყო და საიდან ამხელა ამბიციაა …?! ყველსგან რომ ყოველმხვრივ სასწაულებს ითხოვთ სხვებს რომ სთხოვთ და განკიცხავთ თქვენ თავსვე კითხეთ ვინ ვარ რას წარმოვადგენ აქ ლანძღვა გინების გარდა რა გამიკეთებია ჯერ საკუთარი თავისთვის ოჯახისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის …ქვა იმან მესროლოსო ვინც ჩემზე უცოდველი არისო !!! ასე რომ შეეშვით ლანძღვა გინებას აქ და გადაინაცვლეთ სტადიონზე აი როგორც ტორპედოს ფანები აკეთებენ …მე კი თუ ვეღირსე ჩამოსვლას ეგრევე შემოგიერთდებით ….!!!

• Gia

Qartulma klubebma kazinos turniris tamashi ro daicyes d akazinos arekameben ai mand mokvda pexburti rais kristalbeti da rais kroko uplis geshinodet vinc am jojoxets xels ucyobt moashoret eg cyeuli onlain jojoxwti igupeba axalgazrdiba

• იასონა

ბოდიში გაქვთ მოსახდელი მთელ შტაბს ქომაგებთან!

• ალფა

200 მილიონზე მეტი რო გადაიხადა და ამ შედეგამდე მოვედით, ზუსტად მანდაა ტრაგედია. პროფესიონალი და მცოდნე ხალხი თუ არ გყავს შემოკრებილი ირგვლივ, შეიძლება მილიარდი შემოგეხარჯოს ისე რო ვერაფერს მიხვდე. ბავშვთა მენეჯმენტში უნდა ჩაიდოს ფული და მერე ბავშვთა ფეხბურთში. ეს ბოლო ხუმრობით, მაგრამ სიმართლეა.

• Vano

Yochag temos magari kacia martalia cudi ram moxda mara rasizam qecbaia camocevs dinamos da mis axalgazrda fegburtelebs droo droa sachiro temos vacadotttttttt

• ვახო

როცა გუნდი აგებს სამარცხვინოდ ( წაგებაც არის და წაგებაც) ერთადერთი დამნაშავე ფეხბურთელები არიან! ნუ აბრალებთ ქეცბაიას წაგებას და სხვებსაც, რა თემურმა უთხრა ბიჭებს წააგეეთ და არ ითამაშოთო? ახალი მოსულია და ნუ დაესიეთ ტურებივით, ვაი გულშემატკივრებს მივმართავ! მარამ რას ვიზავთ, ეგ თვისება ხომ სისხლში და ძვალ- რბილში გვაქვს გამჯდარი? მახსენდება რა დღეში გყავდათ ხვიჩაც, რას აღარ ეძახდით: იმიზეზებს ტრავმებსო, რო ეზარებაო ნაკრებში თამაშიო და ასეთები. ისე რო ზოგჯერ ცხელ გულზე გაკეთებული შეურაცმყოფებელი კომენტარები, უფრო მეტ ცუდ საქმეს აკეთებს, ვიდრე წაგებული თამაშები.

• Rigiti

ყველაფერი ნათლად ჩამოაყალიბა ვერაფერს იტყვი: ყველას ბრალია 7-1, გლობალური დათბობის, ვარსკვლავების განლაგების, და კიდევ ათასი რამის, განსაკუთრებით გულშემატკივრების!!!! გარდა მწვრთნელის, ფეხბურთელების და ფიფიასი!!! რაის კრიტიკა თქვენ ხომ არ უბერავთ ბიჯოოოოს!?

• იბრაგიმ პუტინოვი

ყველა გზა მაინც ფედერაციასთან მიდის. თევზი თავიდან ყარს. თუნდაც სანიოლთან კონტრაქტის სასწრაფოდ გახანგრძლივება რად ღირს ზედიზედ ორი ჩაგდებული თამაშის შემდეგ. ყველაფერი გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, მსუყე ხელფასები და კონტრაქტები, ნეპოტიზმი და ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალიზმი. ხალხის წინაშე არავითარ ვალდებულებას არ გრძნობს ფედერაცია. ვინ თხოვს პასუხს რატომ გვაქვს წყალწაღებული ჩემპიონატი? სანამ ასე გაგრძელდება, სულ ამ დღეში ვიქნებით.

• ენგურჰესი

დინამოში ,,ზამიკანიე,, მოხდა😁

• კახელი

ტიპმა თუ დინამოში 200 მილიონი ჩადო წარმომიდგენია რამხელა ფულის პატრონი იქნებაააა ! კი მაგრამ საიდან რომელი პატიოსანი ბიზნესმენი ეგ გვყავს ?

• lisandro

ესეც კაი თაღლითი ყოფილა! ლორიას რომ ეუბნება ძირითად მეკარედ ვერ გხედავო მის თავს არ უთხრა დინამოს მთავარ მწვრთნელად ვერ გხედავ ამ სირცხვილის მერეო?!! რეებს ბოდავს რა ხალხი სტადიონზეო რა ჩასაფრებული ბოღმიანები გამოხტენო! ამ უნამუსო თავის გამართლებების მერე ვინმემ ამის ჯიგრობაზე და მაგარ კაცობაზე ხმა არ დასძრას! ერთ ტამში დინამომ 6 ბურთი ჟალგირისისგან არ უნდა გაუშვას სულ რომ მარტო 11 კაცი გაუშვა სათამაშოთ მწვრთნელის და სათადარიგოების გარეშე! იმის მაგივრად რომ გადადგეს ან რაღაცნაირად პატიება მაინც ითხოვოს აქ კიდე პრეტენზიები ხალხზე აქ ამ უნამუსოს! ჩასაფრებულები იყავით და მოგეცად სასაუბროო. ფიფიას 200 მილიონი აქ დახარჯული და ხომ არ ვეტყვი ფეხბურთიდან წადიო ზუსტად მაგი უნდა უთხრა ხომ ხედავ არაა ფიფია აი შენი საქმე 200 მილიონი გაქ დახარჯული და მეცხვარეები , მეხანძრეები გვჯობია ყველა გვიგებსო

• კონტეს სიდედრი

ეს ჩემი სიძეკაცი სერიოზული ვინმეა, 1 პრობლემა აქცს, ზრდილობიანად საუბრობს ... მე ფარერებზე პორტში ვმუშაობდი, რათ? არ მკითხოთ. ყველაზე მაგარი მეთევზეები ჩვენ გვყავს. მე ფულს მაინც მიხდიდნენ და ქეცბაია რა დემპინგს ეწევა? ეს მუქთად მომსახურება რა არის?

• კახა

ვაი შენს პატრონს,,, ვიფიქრე ასაკის მატებასთან ერთათ ცოტა მოლბება და ობიექტური გახდება მეთქი მარა არა, მხოლოდ გულშემატკივრების და მთელი ერის გაკიცხვა ეხერხება ისევ.

• ლუკა

დაიწყო ეხლა ბოდვა. ტრავმები და სისულელეებო: ჯერ ერთი რატო მეორე დღეს არ გააკეთა კომენტარი?გადაუვიდა ხალხს გონია? ტრავმები კიაარა ცენტრიდან რო კაცს მოხსნი და დაცვაში ჩაწევ გადაგივლიან აბა რას გიზავენ? თქვი რო ტაქტიკა წააგე არარის სირცხვილი.

• Levani

სასურველ შედეგზე მცველის დამატება და შედეგის განიავება თემურის შესრულებით ლატვია-საქართველო 1-1 მცველი დაამატა,მისცა ბურთი ლატვიელებს და 2 ქულა დაკარგა. იგივე გაიმეორა ვაისმა მაკედონიაში- 2-1 იგებ,მეტოქე კაცნაკლულია და ამატებ 5-ე მცველს..შესაბამისად იმათ პენალტი მოუგონეს და 2-2 მორჩა მაშინ. იმიტომ ვამბობ რომ არც მწვრთნელები ხართ დიდი ხვითოები. ან რაის მგზავრობა,დინამოც ტორპედოც დილაც და იბერიაც უფარჩაკესად წვალობენ ეროვნული ლიგიდან დაწყებული არ თამაშობენ ფეხბურთს. არ და ვერ თამაშობენ და შეე.ით. თუ გინდათ. სად ნახეთ ნიჭიერება ერთი ძმურად,რაის ნიჭიერი 1-2 ტექნიკური ბავშვი ყირგიზეთშიცაა და სომალიშიც

• უბრალოდ სიმართლე

ის რაც დინამოს დაემართა, მხოლოდ დანამოს კი არა მთლიანად ეროვნული ჩემპიონატის სახეა. თავის წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს და გადაინაწილოს, ბოღმაზე და შურზე კიარ ვილაპარაკოთ და ამას და იმას ვაბრალოთ მომხდარი. ნუთუ ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ეროვნული ჩემპიონატი კრისტალბეთის სახელს ატარებს? ეს არ არის მარაზმი? აბა ამ ყველაფრის შემდეგ კითხეთ ფედერაციის პრეზიდენტს ამ დღეში რომაა ეროვნული ლიგა ვისი ბრალია თქო და გეტყვით რომ აქ ფედერაცია რა შუაშიაო.

• გალი

Თანადგომა ქეცბას.

• დათო

შე კაი კაცო სად ქონდა ფიფიას 200 მლნ? დინამოში იშოვა უფრო მეტიც! რა გამოდის ეხლა რო რაც დავხარჯე ის მომეცით და გავყიდიო?

• Lelo

ქარᲗულ კლუბებᲨი არის სელექციის პრობლემა, მენეჯმენტის პრობლემა, კლუბებᲨი მწვრᲗნელს არ ვგულისხმობ რა ხალხი მუᲨაობს იცის ვინმემ? ქეცბაია ვერ იქნება განტევების მსხვერპლი, აქ ზემოᲗ ᲩამოᲗვლილი პრობლემებია საᲗავე, ახლა Ჟურნალისტებს ვეკიᲗხები როდისმე რომელიმე კლუბᲨი რა პრობლემაა სიᲦრმისეულად გაგირᲩევიაᲗ?? მხოლოდ ზოგადი საუბარი ან არა პროფესიონალური საუბრები და მეტი არაფერი, ქეცბაია მარᲗლას ლაპარაკობს იმიტომ რომ გულიანი კაცია, სიᲫულვილი, ბოᲦმა, Შური, იᲗესება ქვეყანაᲨი და ამას ფულიᲗ აფინსებენ მიზან მიმარᲗულად და ეს ფეხბურᲗზეც გადმოდის, 3 ᲗვეᲨი ქეცბაია გუნდს ვერ გააკეᲗებდა ამას Თავიდანვე ვამბობდი, არც ტურები ᲨუქᲗება, არც Შესაბამისი გარᲩევაა სპეციალისტების მხრიდან ᲗამაᲨების, სამაგიეროდ ამბიციები დიდია ასე ფეხბურᲗᲨი Შედეგი ვერ მოვა, ან კერᲫო ბიზნესი სადაა აᲗასგვარ სისულეებს რო აფინანსებენ ან სულელურ პარტიებს, ტარიელ ᲩაᲩუა იყო ადრე 90-ანებᲨი სამტრედიის პრეზიდენტი და მაგარი გუნდიც ყავდა, ილია კოკაია გახსოვᲗ? ასეᲗი ხალხია დᲦეს საᲭირო ფეხბურᲗᲨი. არ დაბლოკოᲗ ადმინ ახლა ეს.

• უკრაინული დრონი

ქეცბაია ჭეშმარიტი პატრიოტი ადამიანია. ტრამპი რუსეთის აგენტია.

• ტრიბუნა A

რა გინდოდათ ხალხო? 2-3 თვეში ფიზიკურად და სულიერად გაპარტახებული გუნდი რეალის მსგავსი გაეხადა? ჰა. ჰა. ჰა.

• კონტეს დედა

სწორად ბაზრობს ...

• გულშემატკივარი

თემო, ქუდიც რომ შემიგდო დინამოზე, ასაღებადაც არ შემოვალ. ისე 200 მილიონი თუ აქვს ჩადებული ფიფიას, დაამატოს 20-30-იც და ჩამოიყვანე ძლიერი ფეხბურთელები. თუ მაგდენი აღარა აქვს? ალბათ ჯერ მაგის ამოღებას ელოდება. კიდევ კაი ხანი მოუწევს ლოდინი.))))

• გეგი

არა ძმაო მე მეცოდება ეს კაცი ჩვენი გუნდებისთვის იცით რატომ?იმიტომ რომ დაფასება არ ვიცით ადამიანის.რა ქნას მარტო ამ კაცმა ეგაა საკითხავი,თორე თემო რომ ჟილკიანი და ჯიგრიანი ადამიანია ეგ მემგონი ჩანს კარგად.მაგის ადგილას ქართულ კლუბებს და ნაკრებს(სადაც უკვე იყო ადრე) არ გავეკარებოდი.ლანძღვა კარგად შეგიძლიათ ხოლმე.

• კონტეს მამა

იცით რა მიკვირს? აი რომ ამბობს საშინელად ვიმგზავრეთო, ცუდი ამინდი იყოო. მოედნის საფარი არ ვარგოდაო. წინასწარაც სათანადოდ ვერ მოვემზადეთო. რა ქვეყანაში მოდიოდა არ იცოდა? გურიაში ჩასვლით თუ იღლებით, მაშინ ვინც ბაქოში და ერევანში ავტობუსებით ჩადიოდით ძველად, სულ 0-10 უნდა წაგეგოთ. ობოლაძე იძახოდა წუხელ ძალიან დავიღალეთ მგზავრობით, თვითმფრინავში ყველას გვეძინაო. რა ვიცი ძმაო, მუსიკის სმენით, ჩათაობით და ძილით თუ იღლებით, მაშინ იმ ხალხმა რაღა თქვას მთელი დღე რომ მუშაობს და საღამოს 6-1 გიგებენ. ფარერელი მეთევზეები, პარიკმახერები და მეხანძრეები გამახსენდა უცებ. მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო, ისეა ამათი საქმე. პლახომუ ტანცორუ იაიცა მეშაიუტოო.

• ცოფიანი სპილო

ბევრი აბდაუბდა ილაპარაკა თემურამ, როგორც ჩვევია, ყველაფერს შეეხო, მარა მთაცარი აზრი არ თქვა, ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში. რა შურზე საუბრობს, ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანი დაიყვანეთ რაღაც ორღობის დონემდე, და საერთოდ ნაკრები რომ არა, ძალიან სავალალო სურათი მოჩანს ჩვენს ფეხბურთში, ჩემპიონატს როცა ტოტალიზატორი ასპონსორებს, მანდ მორჩენილია სპორტი და პატიოსნობა, ხო იყო რაღაც სკანდალი გაყიდულ თამაშებზე რამოდენიმე წლის წინ, ხოდა ნიძლავს დავდებ, დღესაც ხდება იგივე და უარესიც, და აქ ხელების შლა და ფული ჩადოო არ შველის, ჩადო და ამოიღო კიდეც ამდენი ყომარით და ატკატებით, ან თუ დებს ამ ფულს, რაში ხარჯავს, რატო არ ამბობს, ამ უმაქნის სტაფს ალბათ მილიონებს უხდიან და რაში? კლაკსვიკებთან, მორნარ ბარებთან და მაგბაირ გუნდებთან წასაგებად? მაშინ წაი, ბიძია, არ ყოფილა ფეხბურთი შენი საქმე, შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე, ხალხს გასკდომაზე აქვს გული. შურიო, რა შური, შე ადამიანო, თქვენი ვის რა უნდა შეშურდეს, ღირსება სიტყვა მარტო სუფრაზე გახსენდებათ, ასე უღირსოდ არ უნდა თამაშობდე, სპორტსმენი თუ ხარ, თუ არადა სახელი გადაარქვით, ეს ის დინამო აღარაა, უფუჭებთ სახელს და ოფლით და შრომით წინამორბედების დაგროვილ რეპუტაციას ასაფლავებთ

• დავით 67

"ჭკვიანურად" მოიქცა ქეცბაია. თამაშის შემდეგ ჩუმად იყო, რამდენიმე დღის მერე გააკეთა კომენტარი, ეტყობა იფიქრა ხალხს გადაუარა წყენამო, მაგრამ ესეთი სამარცხვინო ფაქტი დაუვიწყარია. ამდენი არ ესმის? ისევ დაიწყო გადაბრალებები,როგორც სჩვევია. ლორიას რომ აბრალებ ყველაფერს, 3-1 ზე რატომ გაიყვანე პატარა კვარაცხელია? აჰ ავტობუსი გინდოდა ხომ? რასაც ნაკრებში აკეთებდი. ამიტომაც ჩაგხადა ვილნიუსმა ტაქსის სისწრაფით, უფრო რაკეტის. ეს არაა შენი ბრალი?დიახაც ბოღმა მახრჩობს, როცა ვხედავ მეზობელი ქვეყნის გუნდები როგორ იბრძვიან მოედანზე და თქვენ 0ის ქვემოთ არსებული სიდიდე ხართ. მხოლოდ ასეთი ბოღმა და სხვა არანაირი და ასეა უმრავლესობა. ნუ გინდათ თქვენი არაპროფესიონალიზმი სხვას დააბრალოთ, საკუთარი თავის გამართლების მიზნით

• ჯადო

ხელფასს ეგ უხდის და ცუდს როგორ იტყვის ფიფიაზე? თანაც შეაქო, 200 მილიონი ჩაუდია თურმე. ხალხს რა შეხვდა მანდედან ან გოლშემატკივარს გულის ხეთქვის მეტი ათწლეულებია უკვე. კარგი რა თემო, ალილუიასავით გვაქვს დაზეპირებული შენი პასუხები და ფრთიანი ფრაზები. აღარაა ძველი დრო, შური არაფერ შუაშია, უბრალოდ გაგვაბოროტეს გულშემატკივარი, ბევრჯერ მოგვატყუეს და გული გვატკინეს. ხალხს სიგარეტის ფული არა აქვს, შენ კიდევ სტადიონზე მოდითო. სირბილს და აზროვნებას მწვრთნელი ასწავლის ფეხბურთელს და არა სტადიონზე მოსული გულშემატკივარი. შეხედე რამდენი უცხოტომელი უაზრო ფეხბურთელი დარბის ქართულ გუნდებში, ხალხის მოსვლა აამაღლებს მაგათ დონეს? წარმატებებს გუსურვებ, მაგრამ არა მგონია რამე გამოგივიდეს.

• val

კაროჩე თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამ ვიდეოები ვნახე.. ესე არ იცავენ ფეხბურთში თავს, ის იმიტომ გვიყვარს რომ წამის მეასედში ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო მთელი ენერგიით და ფუზიკურად, რომ უკან ვერასდროს დააბრუნებ. ის უნდა ითამაშო ეს დედა მოტყნული, იქ თავის სწორად დაცვა მთელი ხელოვნებაა, ეს ფეხბურთია, ფეხბურთიი, ის უნდა ითამაშოოო!!!, და კიდევ ათასი რამე.ერის განათლებაააა. პირველად ვწერ ჩემს ცხოვრებაში კომენტარს, თუ გამოქვეყნდა საერთოდ😁

• ლაშა

იმის მიუხედავად რომ დიდ პატივს გცემთ ბატონო თემურ არხართ მართალი. ფიზიკურობაზე როგორ ლაპარაკობთ? მოხვედით გუნდში განათხოვრებული ყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები და არც მოგიკითხიათ? ხომ შეიძლებოდა დაგებარებინათ ვარჯიშზე და გენახათ თქვენნი თვალით რას წარმოადგენენ? როცა დინამოში ყველაზე კარგი ფიზიკური მონაცემები აქვთ. გამოდის ფეხბურთელების სტატისტიკაც არ გაქვთ ნანახი რატო ვამბობ იცით? მოვიდა აგერ იბერიაში დემჩენკო არ ათამაშებდა ნერგაძე ბევრს მაგრამ ამ კაცს ძირითადში ყავს ხალხი და შედეგიც აქვს. თქვენ აქცარ გინახიათ თქვენი ახალგაზრდები და მოგყავთ ლეგიონერები და თან იძახით ფიზიკირად არშეგვიძლიაო. ერთი აზრია არაა დემჩენკო ქართველი და არ ითვალისწინებს არც სპორტულ დირექტორს და არ საახლობლოს და არის კიდევაც შედეგის ქვეშ. ესაა სიმართლე როგორიც გინდა მწარე იყოს.

• goga

შური შურიო და ვის რა შურს მისი გაგვაგებინოს, ფეხბურთის დიდი თეორეტიკოსი მყავს თუ ნოვატორი (საქართველოს ჩემპიოონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირმა, ნაკრების ძირითადმა, მაგის მწვრთნელობისას 24 თამაშში 1 ბურთი შეაგდო და ისიც ბოლო თამაშში პენალტით. გაგიგიათ სადმე ზედიზედ 23 მატჩიანი ნაკრების უგოლო ფეხბურთელი?)? იქნებ ფიფიას დახარჯული 200 მილიონია შესაშური? ან იქნებ მისი ლანძღვა?

• Dima

არ ვარ რასისტი რა რაიმე მსგავსი, არავის ჩაგვრას არ ვემხრობი. უბრალოდ, ცხოვრება გვაჩვენებს, რომ თუ ტიპი ფიზკულტურის ინსტიტუტს ამთავრებს, სჯობს კლავიატურასთან არ მიუშვა. როგორ მოხდება ამისი იმპლემენტაცია? არ ვიცი ...

ქართული ფეხბურთი კაი ხანია გარდაცვლილია.

• რეზო

ნაგლი ხარ, თემურ. მეტი არაფერი

• ვაგლახ

ამ სცენარში მე 1 რაიმე არ მესმის - თუ ტოტალიზატორზე 'ჩალიჩობთ', ფულს კარგავს ტოტალიზატორი, და ახლა ეს ფინანსური მონსტრები ქეცმაია-ფიფიას აშოვნინებენ ფულს? ჩემი აზრით, 1 ხელ თუ მოიქცევი ასე, მიიღებ ყვითელ ბარათს, მერეჯერ მეზობელი ჯიმშერი შემთხვევით სპიცას გაგიყრის. ანუ, რომელიმე დიდმა ტოტალიზატორმა ამ კლოუნებს ფული რატომ უნდა მისცეს? ჯიმშერს ვერ იშოვის? ან მე რაღაცა მეშლება და ფულს სხვა ვინმე კარგავს ...

• გამოდი შიო, გიცანით ....

კი ცხელა, მაგრამ ასე მოუზომავად, რომ საღამოსთვის 'გატოვენკიი იყო', მაინც ზედმეტია ...

• გაორებული გრძნობა

საქართველო რომ 53 ადგილზე 55 ქვეყნაში მწარე სიმართლეა და რა უნდა მოსთხოვო ასეთ დონეზე მყოფ გუნდებს. ერთ დღეში ხომ არ აღმოვჩნდით ამ წუმპეში? ლორია რომ ვეღარ ქაჩავს ამას დიდი ხანია აქაც ვწერთ, მაგრამ ლორიამ ჩამოგვათრია 53-ე ადგილზე? დანარჩენები სად არიან ვინც დღემდე აქ ჩაგვფლა? აქ საერთო თემაზეა ლაპარაკი რადგან 53-ე ადგილი მარტო დინამომ და ლორიამ არ გაგვიჩალიჩა დღეს. ბოლო 15 წელია სულ დაბლა და დაბლა მიდის საკლუბო ფეხბურთი საქართველოში. ფეხბურთის ფედერაციაა პასუხისგებელი თუ ლორია ან ქეცბაია ან ფიფია კონკრეტულად ამ დიდი ვარდნაზე საკლუბო ფეხბურთში? ვინ ატარებს ჩემპიონატს და რაზეა საერთოდ პასუხისგებელი სფფ ვინმემ იცით?

• ვაგლახ

ბოდიში ოკუპანტის ენის გამოყენებისთვის, მაგრამ ამის სერიოზული კომენტირება შეუძლებელია: если вас трамвай собет, вы конечно спригните, раз собет, два собет, а потом привыкните ... არ მოგბეზრდათ ამ ჩვენს ხარჯზე გაზულუქებულების ყურება? წინადადება მაქვს: ყველას ხომ გვყავს მუქთახორა ნათესავი, დაბადების დღეზე და ახალ წელს რომ 100$ უნდა აჩუქო, ან 100₾. ხოდა, ამ 'ქართულ ფეხბურთს' რომ ეგრე სახადივით ვუყუროთ და ნერვები არ ვიშალოთ არ შეიძლება?

• ზურა

როდესაც საძირკველი მორღვეულია კოსმეტიკურ რემონტზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული კორუფციით, ატკატებით, ნეპოტიზმითა და არაპროფესიონალიზმით დამთავრებული. 320 ლარიან ხელფასიანი მწვრთნელების ფონზე ფედერაციის წევრთა მილიონიანი აგარაკები ყველაზე კარგად აჩვენებს რომ ქართული ფეხბურთის პოტენციალი 10%-თაც კი არ ვითარდება და თუ ასე გაგრძელდა ეგ 53-ე ადგილიც სანატრელი გაგვიხდება. ვისაც მართლა უყვარს ქართული ფეხბურთი ხმა უნდა ამოიღონ.

• ბაირონის სიძე, ნეტა შენც ქალი იყო ...

რა შუაშია 40 წლის ადამიანი? შილტონი 40 წლის იყო ინგლისის მეკარე, ნახევარფინალი წააგო ინგლისმა გერმანიასთან მაგის გამო, უბრალოდ პენალებამდე რომ მივიდა საქმე, კუთხეებში ურტყამდნენ. ეგ ყველამ იცოდა წინასწარ, უბრალოდ სხვა რომ არ გყავს, ვინ გინდა ათამაშო? ლორია შევარდა და თქვა გაფიცვას ვახადებ, კარიდან არ გავალო? ბოლოს და მოლოს ვეტერანი ფეხბურთელია და ან რატომ, ან როგორ უნდა დააბრალო მას ყველაფერი, უგვანი თავგაპარსული კლოუნი თუ არ ხარ?

• ლაშა

იმის მიუხედავად რო ძალიან დიდ პატივს ქცემთ ბატონო თემურ ვერარის ეგ მისაღები არგუმენტი. შე დალოცვილო ამდენი განათხოვრებული ახალგაზრდა ყავს დინამოს არც კი მოგინდომებია რო დაგებარა და შეგეხედა შენი თვალით იმისცმიუხედავად რო ძალიან მაგარი სტატისტიკა აქვთ მაგარი ვიმეორებ ფიზიკურად მონაცემებისთვის მაინც გადაგეხედა დგახარ და იძახი ფიზიკურად არ შეგვიძლიაო. მთავარი პრობლემა მანდაა არვიცი არგითხრეს მარა ვისი რა თქმა გინდათ სტაფს ან მონაცემები გენახათ ან მოგეკითხათ ეს ბიჭები წინავმწვრთნელს თუ შეიძლება იმას მწვრთნელი ვუწოდოთ უფრო მოყვარული ეთქმის არუნდოდა ჰო? შენ მოხვედი ახალი არუნდა მოიკითხო ვინ სადაა? აგერ მოვიდა დემჩენკო სულ არათამაშებდა ნერგაძე იმ ხალხს მარა ეს კაცი სრულად ენდობა და შედეგიც აქვს. იცით რატომ არარი ქართველი და არავის ჭკუაზე არ დადის. ესაა სიმართლე რამდენადაც საწყენი იყოს!

დინამოში რომ მოვიდა,მაშინვე დავწერე,თუ ვინმეა,რამის გამკეთებელი,ეს თემურ ქეცბაიაა,თავისი მაქსიმალიზმით და მას დრო უნდა მივცეთ გუნდთან სამუშაოდო.დღესაც იგივე აზრზე ვარ.აქამდე დინამოც ნახევარწლიანი გუნდი იყო და შედეგებიც შესაბამისი ჰქონდა.მიეცემა დრო და საშუალება გუნდი გარდაქმნას,დინამო გაძლიერდება,არ მიეცემა და ნახევარწლიან გუნდს,ვინც გინდა დაუნიშნე ნახევარი წლით,რაც აქამდე ნაგავი გუნდები გვყავდა,მომავალშიც ასევე დარჩება.ფიფია კი დააცლის თემურს,მაგრამ ნიჭიერი ბიჭების შენარჩუნებას და დინამოსთან ერთად,მათ ადგილზე მოძლიერებას როგორ შევძლებთ,ეგ იქნება პრობლემა.ალბათ ლეგიონერების შემცირებასა და სამაგიეროდ უფრო ძლიერებით ჩანაცვლებაზეც უნდა იფიქრონ ქართულმა გუნდებმა და ამის ლიმიტირება თუ გაკეთდება,უფრო მეტი ახალგაზრდა დაწინაურდება კლუბებში,რომლებიც ძლიერი ლეგიონერების გვერდით უფრო სწრაფად დაწინაურდებიან.როცა ფიზმომზადებაზე ლაპარაკობს,ჩვენს სკოლებში რა ხდება,იმას უნდა შევხედოთ.საქართველოში მძლეოსნობა რომ აღარ არსებობს და ბავშვებმა სწორი სირბილი,სწორი ხტომა არ იციან.ამისი საფუძვლები სკოლაში,ბავშვობიდანვე უნდა აითვისონ,მაგრამ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილი და მასწავლებელი,კლასიკური გაგებით აღარ არსებობს და ბავშვებისათვის ბურთის გადაგდებით,ბავშვი ვერ განვითარდება.გუჯა კახიძე,სირბილის სწავლების სპეციალისტია და რაღაცას თუნდაც მოკლედ რომ დაწერს,დისლაიქებით ავსებენ ისეთი ხალხი,მძლეოსნობის აზრზეც რომ არ არიან,მაგრამ სამაგიეროდ სპეციალისტებზე ენების ლესვაში არიან დახელოვნებულნი.ცნობილი ფეხბურთელები რატომ არ აქტიურობენო!იტყვიან რამეს და ისეთ ნიაღვარს მიიღებენ,რომ ასაკიან ხალხს სიცოცხლეს დააწყევლინებენ.რამდენი საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა შექმნილი საქართველოში,ჯგუფურ ეტაპებზე გასვლის პრეტენზია რომ ჰქონდათ და ყველას ბოლო,ერთნაირი იყო.მიდიან რაღაცა კონდიციამდე,ბოლო ზღვარია გადასალახი,მაყურებელიც დაძაბულია და ბოლო საფეხურზე ფეხი დაუცდებათ,გამოცდილება არ ეყოფათ და იწყება შეურაცხყოფის ისეთი ნიაღვარი,მთელ გუნდს,გუნდის ხელმძღვანელობას,მწვრთნელებს,ყველას რომ ანგრევს და ყველაფერს მიწასთან ასწორებს.დაუდექი გუნდს გვერდით,გააგრძელოს განვითარება და მომდევნო წელს,უფრო გამოცდილი,მოძლიერებული შესაძლოა გადავიდეს ჯგუფში.მაგრამ გუნდი იშლება და ამდენი გინებით ფსიქოლოგია განადგურებული ფეხბურეთლები,ან უკვალოდ იკარგებიან,ან უცხოეთში,თუნდაც უფრო სუსტ კლუბებში გარბიან,ოღონდ აქ აღარ მოუწიოთ,იგივეს ატანა.რამდენიმე წლის წინ,ქუთაისის ტორპედოში სოკარი მოვიდა,გუნდში ასაკობრივი ნაკრებების ბიჭები და სხვა,ძალიან ნიჭიეი პატარა ბიჭები მოიყვანეს და ჩემპიონატის სტარტზე ამ ბავშვების გუნდმა,5 გამარჯვებით დაიწყო.ძალიან ახალგაზრდა სტაბილური ვერ იქნება,თუნდაც ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე,კაცები ფიზიკურად სჩაგრავენ,ჰოდა წაგებებიც რომ გამოერიათ,გულშემატკივრებს ეგ აღარ მოეწონათ,აგრესიას ბავშვების კიდევ უფრო დაბნევა მოჰყვა,აგრესიამაც იმატა და გუნდი დაიშალა,სოკარიც წავიდა და მას შემდეგ,ქუთაისმა ხეირი ვეღარ ნახა.გულშემატკივარს მოთმინება არ ეყო და ის ნიჭიერი ბიჭები ჩაქრნენ,გაქრნენ.ჩვენ გულს ვიოხებთ და საქმე რომ ფუჭდება,თავი სულ მართალი გვგონია.ერთმანეთის ატანა თუ არ გავიხსენეთ და გულის მოსაფხანად,სხვებს გულები გავუხეთქეთ,სადაც ვართ ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს,მაგრამ იმ უარესსაც აუცილებლად გავუსინჯავთ გემოს.აქამდეც გავიძახოდით,ამაზე უარესი რაღა უნდა იყოსო,მაგრამ ყოველთვის ხდება ის კიდევ უარესი.ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ!

• SS

რასაც ველოდი, ზუსტად ის დაიწერა. ისევ სხვისკენ თითის გაშვერა — ჟურნალისტებისკენ, გულშემატკივრებისკენ. ისევ ფიფიას დაცვა, ისევ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება. საკუთარ თავზეც ილაპარაკეთ, მაგრამ იმდენად მსუბუქად და ფორმალურად, რომ პასუხისმგებლობის აღებას არც კი ჰგავდა. სამაგიეროდ, გამოდის, რომ ამ სამარცხვინო კრახის მთავარი მიზეზი ლორია ყოფილა. მართლაც სასაცილოა. მეორე ტაიმში გუნდი რომ იშლება, ფეხბურთელები მოედანზე მიმართულებას კარგავენ, მეტოქე თავზე გადაგივლის და თამაშის კონტროლს მთლიანად დაკარგავ, ეს მეკარის ბრალია თუ მწვრთნელის? თუ უკვე იქამდე მივედით, რომ მწვრთნელი მხოლოდ პირველი ტაიმისთვის არსებობს, მეორე ტაიმი კი თავისით თამაშდება? ყველა მეორე ტაიმი ერთნაირად ჩააგდეთ. თბილისში 3:0-ს იგებდით და შესვენების შემდეგ მეტოქემ ბურთიც თავზე დაგახიათ და თამაშიც. გასვლაზეც იგივე სურათი — მეორე ტაიმში ბოლომდე ტრაკში ამიგვისვეს. ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის, ეს მწვრთნელის ხელწერაა. ყველაზე ცინიკური კი ის არის, ლთამაშიდან ამდენი ხანი დუმდით. მაშინ, როცა ხალხი პასუხს ელოდა, ჩუმად იყავით. ახლა კი გამოჩნდით არა ბოდიშით, არა პასუხისმგებლობის აღებით, არამედ მორალის კითხვით და იმის ახსნით, თითქოს მთავარი დამნაშავე სხვები იყვნენ. სანამ დინამოს მართვის სადავეები ფიფიას ხელში იქნება, არაფერი შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ გამართლება — ერთხელ ჟურნალისტები იქნებიან დამნაშავეები, ერთხელ გულშემატკივრები, ერთხელ მეკარე, ერთხელ ვინმე სხვა. ერთადერთი, ვინც ამ ისტორიებში მუდმივად უდანაშაულოა, სწორედ ის ხალხია, ვისაც რეალურად ეკისრება პასუხისმგებლობა.

• ბუდუ (გპი-ზე რომ წვერებიანი ანეგდოტია იქედან)

არა, ამ კაცს ეტყობა ეს წვერებიანი ანეკდოტი არ ახსოვს.მოკლედ გპი-ში მისაღები გამოცდებია და შემოდის აბიტურიენტი, და რა გქვიაო, ამან 'ბუდუ', რა გვარი ხარო, ამან 'ბუდუ', ნიუტონის პირველი კანონი როგორააო, ამან 'ბუდუ', გაეთრიე აქედან, ეს უწიგნური ვინაა, მოკლედ გააგდეს. შემდეგი შემოდის, რა გქვიაო, 'მუუუუ', რა გვარი ხარო, 'მუუუუუ', ნიუტონის პირველი კანონი როგორააო, 'მუუუუუუ'. ეს გააგდეთ და ბუდუ უკან დააბრუნეთო .... მოკლედ ტიპმა, რომელმაც 50+ ასაკში დანაწევრებული მეტყველება ვერ ისწავლა, ინტელექტი აქვს შიმპანზეს დონეზე (ისე, სხვათა შორის, შიმპანზეს იუმორის გრძნობა 8-9 წლის ბავშვის დონეზე აქვს, ან სიქულას და გრიქულას ანეკდოტებს გააგებინებ, ქეცბაიას გააგებინებ თუ ვერა, არ ვიცი ..., ანუ შიმპანზეს ბუდუსი არ იყოს, ეგრე ხელაღებით არ უნდა მოვებყრათ), გვითხრა, რომ '35 წელია ქვეყანა შურში და ბოღმაშია ...'. ოქრო კაცი, ეგ რომ მუქთად ხდებოდეს, თავი ქვაზე გიხლია, გინდა ფუტბოლი ითამაშე და გინდა თხა იხმარე, 275მლნ 'ფეხბურთის განვითარების პროგრამას ' რომ ვაფინანსებთ, არ მოგვწონს ეგ, გაანებე მაგ თხას ტავი, თუ ჩვენს ხარჯზე ხდება მხიარულება .... ის კლოუნი გამოვიდა კიდევ, ოდისევსი ჰგონია თავი, პენილოპა უნდა ვიხმაროო. იქნება რამენაირად პენილოპას შეეშვა და უნიჭო მომღერლებით დავკმაყოფილდეთ? ცოტა იაფად რომ გამოვიდეთ ....

• lavrenti

სალუქვაძეს და ბარათაშვილს წაკბინა და ვეთანხმები ქეცბაიას...ჟურნალისტები კი არა სუბიექტური,ინტრიგანი, შურიანი ჩათლახებია სალუქვაძეც და ბარათაშვილიც

• დდდ

ქეცბაიამ ილაყბა ამდენი?!... ბრეჟნევი და გორბაჩოვი ვერ ლაყბობდნენ ამდენს ერთად... თუმცა იმდენი ხანი იყო ჩუმად, ეტყობა, დაუგროვდა სალაყბო, მაგრამ რად გინდა, ჯობდა, ისევ ჩუმად ყოფილიყო...

• ჯორჯ ბაირონის ცოლის ძმა

კაით რა, რაღა დროს ლორიაა? ბურთის დარტყმამდე დაწოლილია, რა გემოვნების გოლები აღარ გაუშვა სტუმრად. კი ბატონო, მცველებმაც ჭამეს, მაგრამ პატარა ბიჭების ადგილს რომ იკავებს, ხომ უნდა მიხვდეს 40 წლის კაცი? მაინცდამაინც ქეცბაიას უნდა ეთქვა რომ წასულიყო? ფიფიასადმი ნდობა 0-ს დაბლაა. ქეცბაიას მაქსიმუმი კი ანორთოსია. შურიო, რომ იძახის, იმას კი ვერ ხვდება რომ ხალხი ამათი უსუსურობით და ტყუილებით დაიღალა, ყოველ წელს დაპირებები და მერე გადაგდებები და დამალვა. აგერ ფიფიას ხმა რამდენი ხანია არ ამოუღია. მოთხოვნილება კი გულშემატკივარს გაზრდილი აქვს და რადიკალურ ცვლილებებს სწრაფად ითხოვს. დროა ასეთი, ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ. მე მაგალითად, ამ თამაშის მერე გადავდგებოდი. თემური შეიძლება 20 წელიც დარჩეს. ღმერთმა ხელი მოუმართოს!

• gocha

სამასრცხვინოდ წააგო ამ კაცის გუნდმა და ყველა დამნასჰავეა ამის და ფიფიას გარდა,აღარ გრცხვენიათ? ექვსი ფეხბურთელი მოიყვანა ქეცბაიამ გუნდში უკვე და დაინახეთ ვინმემ ფეხბურთელი იმ დღეს?

• მახმუდ

ქარტული ბოგმა არ იციტ ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

• ე ბიჯო

ქვეყნის ჩემპიონობას უნდა შეუტიოთო,ვითომ პრემიერლიგას უტევს რა, რაღა უნდა ელაპარაკო....

• ფეოლა

ითამაშეთ ბიჭებო,,,მე თქვენი თამაშით დიდად კმაყოფილი ვარ !!!!

• დავით 67

მართლაა? ჰო ეხლა გავიგე. 67 თუ 69 ?.მაინც 67 .ასე წერია და ამას თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ და ვერ იგებ, ეგ როგორ უნდა დავიჯერო რასაც მიხსნი

• თაზო

რას ერჩი,ისევ ჩვენი ბრალი ყოფილა...

• ლორია

რომ ჩაგიხვევია ჩემპიონობა გვინდაო, ვის რაში ჭირდება მკვდარი ჩემპიონატის ჩემპიონობა? ვერ ხვდები რომ ორივე თამაშის მეორე ტაიმი შენ მოკალი ორივეჯერ თორნიკეს მოედნიდან გაყვანით? ან ამ კაკაშვილს რას ატმასნებ კვარაცხელიას? სად მაგის და სად თორნიკეს თამაში? რას ქვია 16 წლის ბიჭი ვერ აიღებს თავის თავზე ლიდერობას? ესპანეთის ნაკრები ენდობა ბიჯო ლაწირაკ იამალს და მკვდარი დინამოს ლიდერობა რომ იტვირთოს თორნიკემ ქვეყანა დაიქცევა? აა, დედავშინა გაქვს გუნდში? მაშინ ნუღარ დაიწყებ მესები არა მყავსო. ტერორში ყავდა ბიჭს ჟალგირისი, შეგეწყვილებინა ვაწაძესთან, გეთამაშებინა ერთად 70 წუთი მაინც და პირველ თამაშს 8-0 მოიგებდი, მაგრამ 3-0 არჩიე. რუსები რომ იტყვიან, ლუჩშე სინიცა ვ რუკახო. ფიფიას 10 წელი ეუბნება ხალხი წადიო, მარა ყურსაც არ იბერტყავს. სტადიონზე კიდევ ტყუილად იხვეწები, საწყალი ხალხის ფული ისედაც ბლომად მიირთვით. სულ კარგად ბრძანდებოდე თემური. თქვენი მენტალიტეტის თაობის ფეხბურთელები, ვერასდროს გახდებიან მაგარი მწვრთნელები. შე ჩემობით დამრიგებელი აღსაზრდელს არ უნდა მიმართავდეს. ჰო, კარგი იქნება თუ თორნიკე რაც შეიძლება მალე მოცილდება დინამოს, ტყუილად ირბენს აქ.

• თეიმურაზი

ლორიას ბრალიც არის ამხელა გამოცდილება გაქვს, შნ ჩარეულიყავი, გეთქვა მცველებისთვის აიწიეთო, იქნებ თამაშგარეებით შეგვეჩერბინა, არასწორად თამაშობდნენ

• irakli

და ამ ფიფიამ რა ვერ გაიგო რომ დინამო სააქციო საზოგადოებად გადააქციოს. ჰქონდეს თვითონ 49%. თვითონაც იხეირებს სინამდვილეში და დინამოც სახლხო გუნდო გახდება. ვერ გახდები 1 კაცი მილარდერი ამ ფეხბურთით დინამოთი

• ვასილი ალიბაბაევიჩი

მართალია ეს კაცი რას ერჩით

• დავით 69 თუ 67

ჯერ ერთი ეს პრესკოა, სისწრაფეა მთავარი, სტატია კიარაა, სკანერში გაატარონ და ამასობაში სხვაგან ვეძებოთ რა მოხდა, ეგ ერთი. მეორე, ქეცბაიას ლაპარაკი მოგვისმენია და მაგის ნათქვამი თუ გადმოსცეს, მადლობა უნდა ვუთხრათ, ბლიადები როარ გადმიტანეს. მესამე, ფაქტია, ეგ თქვა, ბოღმაზე ილაპარაკა და საიტთან რა გინდთ, ქეცბაიას კითხეთ

• დავით 67

ჯერ ერთი ამ სტატიას სანამ გამოაქვეყნებთ, გადახედოთ იქნება, უბრალოდ ამდენი ორთოგრაფიული შეცდომები სირცხვილია. ვერ გავიგე რა ბოღმაზე საუბრობს ეს კაცი? გუნდმა სამარცხვინოდ წააგო და ჩვენ რა უნდა ვთქვათ, არაუშავს მერე რა თქო? ფულის ჩადებაზე რომ საუბრობს ქეცბაია, იმდენი არ იცის რომ ეს პროცესი კონტროლსაც მოითხოვს. ფულის ჩამდებს ეტყვიან მერე შენ არ გესმის ფეხბურთი და ნუ ჩაერევიო. ამათ უნდათ მხოლოდ ფული და ვის მოიყვანენ, რა დამსახურებისთვის, როგორ გაურიგდებიან ამას არც გეტყვიან. როდესაც რეზულტატი არ იქნება დააღებენ პირს და დაიწყება ერთმანეთზე გადაბრალება და ბოლოს დაკარგული ფული არავის ბრალი არ იქნება. მხოლოდ ინვესტორი იზარალებს. როდესაც ფულს დებს რამეში ინვესტორი, მას თავისი გუნდი (არა ფეხბურთელები) მოყავს და ისე ცდილობს საქმის წარმატებით განხორციელებას. თქვენ კიდევ ჩემი მტერი გენდოთ.

• მერაბი ჩხოროწყუ

მეგობრებო ხდება ხოლმე ასეთი რამ ფეხბურთში,და არა მარტო, ბატონო თემურ მე ვგულშემატკივრობ თბილისის დინამოს 50 წელზე მეტია მე მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და თქვენს სტაფს, გთხოვთ გავაგრძელოთ მუშაობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიას იმ დიდ საქმეზე რომელსაც აკეთებს დინამოს თვის, გასაგებია რომ ორ სამ დღეში გუნდს ვერ გააკეთებ, ორი სამი წელზე მეტია საჭირო, ახლა მინდა მოგმართოთ ბატონ რომან ფიფიას, თქვენ ბატონო თემურ, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს, ბატონ კერესელიძეს , ბატონ ბათუმის დინამოს პრეზიდენტს, გთხოვთ შეიქმნას პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მე უბრალო გულშემატკივარს მიყვარს ჩემი საქართველო მიყვარს ჩვენი ფეხბურთი, მჯერა აღორძინების როგორც სამშობლოს ასევე ფეხბურთის, დიდი მადლობა,

• pepe

დიდება უფალს სიმარტლე სიმარტლე ქეც ქეც წარმატებები ჯიგარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ

• kaka

გენაცვალე სიმარტლის კაცო გაიხარე ქეც დიდება უფალს დიდება გმრტი გფარავდეს წარმატებები ჯიგარ წინ წინ ბოგმა არააააააააააააააააააა

• lasha

ლანჩხუთში გადარლა. ორი მცველი ჟალგირისთან თამაშის წინ დაემტვრა? რავიცი. რავიცი. თთრი ძაფით გავს ნაკერი. მე დარწმუნებული ვარ რაც მოხდა. 7 გოლს ჟალგირისთან გურია არ წაუშვებდა. ნუ ვისაც გჯერავთ გაგატარებთ. შორს წახვალთ. ნუ ყოველ წელს ერთიდაიგივე როა ვერ ხედავთ? ძაფის ფერი მაინც შეცვალეთ. რამე კრეატივი შეიტანეთ , :) ძაან იშიფრებით :)

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...

"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს

პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა

"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...

ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა

ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...

"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება

აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია

[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ

"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი

ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა

"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა