პსჟ-მ წინასასეზონო სამზადისისას პირველი ამხანაგური მატჩი გასვლაზე სეგუნდა დივიზიონში გავარდნილ „მალიორკასთან“ ჩაატარა (სიუტატ დე პალმას თასზე) და 0:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პარიზულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელები არ ჰყავდა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და პირისპირ გასულ კვარცხელიას „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილმა მეკარემ ტენასმა არ გაატანინა. მასპინძლებმა კი შანსები გამოიყენეს - ლუვუმბომ მახვილი კუთხიდან დალაშქრა საფონოვის კარი, ხოლო შემდეგ ვირჯილი მასთან ერთი ერთზე გავიდა და ანგარიში გაზარდა.

შესვენებაზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფონოვი შევალიეთი შეცვალა და კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს რაილომ მის კარში მიუჩინა ადგილი. ცხადი გახდა, რომ პსჟ-ს ახალგაზრდა მოთამაშეებს იერიშების ორგანიზება უჭირდათ, ხვიჩა სათანადო მხარდაჭერის გარეშე იმყოფებოდა და მე-60 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე აირი შევიდა.

პსჟ მეორე სპარინგს 8 აგვისტოს გეტებორგში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩაატარებს, 12 აგვისტოს ზალცბურგში ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, 16 აგვისტოს გასვლაზე საფრანგეთის სუპერთასზე „ლანს“, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს.

მალიორკა. „სონ მოიში“

მალიორკა - პსჟ 3:0

გოლები: 1:0 ლუვუმბო (21), 2:0 ვირჯილი (40), 3:0 რაილო (51)

პსჟ: საფონოვი (შევალიე 46), ბოლი (ფანე - დრამე 81), ზაბარნი, ლუსეა (პაჩო 61), კოუკაბა, ბერალდო, მეილიუ (მეიტე 82) , ფერნანდესი (ელ ნაი 73), ნჯანტუ (ბურდინი 61), კვარაცხელია (აირი 60), მბაიე (იდერი 60)

000
დაიწყოო ჩასაფრებულების ყროყინიი
გიორგი
ტყუილუბრალოდ ნევრიულობთ მართალია წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან მაგრამ ფეხბურთში გვიან გაზაფხულს მასე იყო გასულ სეზონზეც ტრამვები როტაციები თასიდან გამოვარდნები ლიგა ერთში ჩაგდებული მატჩები და აპრილ მაისში პსჟ ითვლიდა ტიტულებს ხოლო ლიგაზე დაუმარცხებელი არსენალი უტიტულოდ დარჩა აქარის ენრიკეს გენიალურობა ყველაზე საჭირო მომენტში მიიყვანა გუნდი ფორმის პიკზე

ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა იყო და კაპიტნადაც,მათი კბილა (შესაძლოა ახალგაზრდული გუნდის კაპიტანიც იყოს) დაუყენა.მაიოლუ ხშირად შემოდიოდა წინა სეზონში და მისთვის კაპიტნობის მინდობა,დიდი სტიმული იქნება.უკვე არაერთხელ დავრწმუნდით,რომ ხვიჩასთვის გუნდია მთავარი, პირად ამბიციებს უკანა პლანზე აყენებს და არა მგონია ამას მისი თავმოყვარეობისათვის დარტყმა მიეყენებინა.თუ რამე ასახსნელი იყო,დარწმუნებული ვარ,ლუის ენრიკე დაელაპარაკებოდა.საერთო ჯამში,ამ ზაფხულს,ჩემი აზრით,პსჟმ უფრო დაკარგა,ვიდრე შეიძინა და ბარკოლას წასვლა თუ დადასტურდა,მაშინ ეს უკვე ცალსახად გუნდის დასუსტება იქნება.იმ ფონზე,როცა არსენალი კვლავ აძლიერებს შემადგენლობას და რეალმაც რამდენიმე ტრანსფერი გააკეთა,ვფიქრობ პსჟს წელს კიდევ უფრო გაუჭირდება,ლიგაზე.ჩვენ ძალიან გვინდა,რომ ამ გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგოს ლიგა,მაგრამ ეს უძნელესი საქმეა და ალბათობის თეორიითაც კი,მათი შანსები კიდევ უფრო დაბალია,ვიდრე შარშან ჰქონდათ.ერთი კარგი ის არის,რომ შარშან გუნდმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალამდე მიაღწია და ახალი სეზონისათვის ძალების აღდგენა ვერ მოასწრო!წელს,პორტუგალია ადრე გამოეთიშა და მისმა წევრებმა,მეტი დასვენება მოასწრეს,ფრანგებმა და ესპანელებმა ბოლომდე ითამაშეს,მაგრამ ვინც ძალიან იტვირთებოდა,პსჟში მათი რიცხვი დიდი არ არის და გადამწყვეტი მატჩებსათვის მათ აღდგენას და ფორმაში მოყვანას მოასწრებენ.ამ მხრივ ლიგის სხვა ფავორიტებთან შედარებით,შესაძლოა უკეთესი მდგომარეობაც კი აქვთ,რადგან იმ გუნდებში,მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო 4 გუნდის(ესე იგი ვინც ბოლო დღემდე ჩემპიონატში დარჩა) ფეხბურთელები,განსაკუთრებით ლიდერები,უფრო მეტიც კი არიან,ვიდრე პსჟში.
.სოს
რაღაც ჩაკურატებული მეჩვენება, ეტყობა ბევრი ელარჯი წელა და ხარჩო აყოლა,დდდ იმედია მალე აღიდგენს ფორმას, თორემ ასე ოქროს ბურთის მოგება კი არა 10-ულშიც ვერ შევა.
მანჩესტერი
აბა ველი მანჩესტერი რას უზავს!

რავი თქვენ რო გკითხოთ კაცმა პსჟ მარტო კვარა არისო და მაგის დამსახურებაა ორივე ჩემპიონთა ლიგაო. სიმართლე კი ისაა, რომ უძლიერესი გუნდი ჰყავს პსჟს, ყველა რგოლში უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ენრიკე არის მაგარი მწვრთნელი მაგრამ ფუფუნება აქვს თან ბევრი: ლიგა 1-ში ასვენებს ფეხბურთელებს, ულიმიტო ფინანსური შესაძლებლობები აქვს, საუკეთესო განაპირა მცველები ჰყავს
რომელი იოლია?
ერთი დებს თამაშის კომენტარს, 21 მის კომენტარს აფასებს იმის მაგივრად, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას.
დავითი
მართალი ხართ! ზუსტად ეგ მომხვდა თვალში თავიდანვე. 18 წლის ფეხბურთელის კაპიტნად დაყენება, როცა მოედანზე მის გვერდით გამოდის ჩემპიონთა ლიგის საუკეტესო მოთამაშე, რომელმაც მარტო ათრია გუნდი ლიგაზე, განსაკუთრებით ფლეიოფებში, ცალსახათ ხაზგასმაა რომ რაც არ უნდა გააკეთო გუნდში პრიორიტეტი ყოველთვის ექნებათ "ფრანგ" ფეხბურთელებს....
ტოტტი
მგონი მაიულუზე ნეტი დამსახურება აქვს კვარას ასაკიც და ყველაფერი
კონტეს მამა
პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, მეორე ჩააგდო. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ კაპიტანი მაილუ იყო. წესით კი ან ხვიჩას ეკუთვნოდა, ან თუნდაც საფონოვს. გამოდის რომ გუნდში პარადი ან შავებს მიყავთ, ან საფრანგეთის ნაკრების წევრებს. ფაქტია, რომ ასეთი ტიტილოვანი ფეხბურთელები დააიგნორეს.

პსჟს დაცვას ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა.ძალიან ბევრი ახალგაზრდობა ათამაშეს და ეტყობა უბრალოდ სათამაშო პრაქტიკას უფრო აძლევდა ფეხბურთელებს,ფორმაში შესასვლელად.საბრძოლო შემადგენლობისაგან ძალიან განსხვავდებოდა და რა თქმა უნდა თამაშის დალაგება უჭირდათ.კვარამ რამდენჯერმე გაამწვავა,თუმცა ბურთი მისკენ ნაკლებად მიდიოდა და არც ის იკლავდა თავს.
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
მიქაუტაძის 20 წუთი - "მალიორკამ" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" და პსჟ-ს ყოფილი მეკარე "მალიორკაში" გაანათხოვრა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს