საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ABA ლიგის მოქმედ ჩემპიონ "დუბაიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

"თოკომ" გასული სეზონი "ბარსელონაში" გაატარა, სადაც 2025/26 წლების სეზონში ევროლიგის 34 შეხვედრაში საშუალოდ 12.4 ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა.

ესპანეთის ჩემპიონატში კი 40 მატჩში საშუალოდ 11.2 ქულა დააფიქსირა და კატალონიურ კლუბს ACB ლიგის ფინალამდე მიღწევაში დაეხმარა.

"დუბაის" განცხადება

206 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა საკუთარ პოზიციაზე. კარიერის განმავლობაში ის გამოირჩეოდა უნივერსალურობით, ფიზიკური ძალით, ლიდერული თვისებებითა და შეტევაში მრავალფეროვანი თამაშით.

შენგელიას ევროლიგაში უკვე 13-წლიანი გამოცდილება აქვს და ტურნირზე ხუთი სხვადასხვა კლუბის ღირსება აქვს დაცული. მანამდე სამი სეზონი ევროთასზეც ითამაშა.

„ბარსელონამდე“ ქართველი კალათბურთელი "ვირტუს ბოლონიას" ლიდერი იყო, რომელთან ერთადაც 2024/25 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონობა, ხოლო 2023 წელს იტალიის სუპერთასი მოიგო. მანამდე "ბასკონიასთან" ერთად 2019/20 წლებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო მოსკოვის ცსკა-სთან ერთად 2020/21 წლების VTB ლიგა მოიგო.

შენგელია ასევე ორგზის ევროთასის გამარჯვებულია, ტიტული ჯერ "ვალენსიასთან", შემდეგ კი "ვირტუს ბოლონიასთან" ერთად მოიპოვა. ევროლიგაში ტურის MVP-ის ჯილდო კი კარიერის განმავლობაში ცხრაჯერ აქვს მოგებული.

"დუბაი", რომელიც მოქმედი ABA ლიგის ჩემპიონია, ახალი სეზონის წინ შემადგენლობას კიდევ უფრო აძლიერებს და ევროლიგასა და ABA ლიგაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას გეგმავს. ქართველი ვარსკვლავის დამატება კლუბისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟორა
წარმატება სადაც არ უნდა ითამაშოს, თოკო ლიდერია.
სოსო
ნაკრების თამაშებზე რა ხდება?მამუკელაშვილი ისევ ამერიკაშია
გიორგი
სად ბარსელონაში თამაში და სად დუბაიში?!
ბადრი
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კაპიტანი ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში.
საქართველო
ცეესკაშიც მაგიტო გადავიდა რო ევროლიგა მოეგო,მაგრამ ვერ მოიგო
ა-ლიგა
წარმატება კაპიტანო, რაციონალური გადაწყვეტილებაა!
aburjga
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა! 34 წლისაა, სპორტულ ხანდაზმულობას უახლოვდება, ბევრი ტიტული აქვს მოგებული, თუ ახლა გამდიდრებისკენ გადადგამს ნაბიჯს ამაში მას ვერეავინ დაძრახავს!
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
შენგელიას 9 ქულა | "ვალენსიამ" "ბარსას" ფინალური სერია გაუთანაბრა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
გორელი ლუკა ლიჩელის გამარჯვება დუბაიში
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს