ცნობილმა ინგლისელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ენდი ბრასელმა, რომელიც წამყვან გამოცემებთან თანამშრომლობს,Trans Euro Express-თან განაცხადა, რომ წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უნდა გახდეს.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატზე Ballon d'Or-ის მოპოვების შესაძლო კანდიდატება წარმატებას ვერ მიაღწიეს და ახლა უპირატესობა ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩენილ მოთამაშეს უნდა მიენიჭოს, სადაც კვარაცხელია საუკეთესო იყო.

"ხვიჩა ახლა მსოფლიოში საუკეთესო თუ არაა, ამასთან ძალიან ახლოს მაინც არის. მისი ბურთის ფლობის უნარი, ასევე ბურთის გარეშე იმდენი სარგებლის მიღება, რაც მაქ პსჟ-ისთვის მოაქვს, შესანიშნავია. ფეხბურთელისგან მეტი რა უნდა გინდოდეს?

კვარაცხელიას ყველაფერი აქვს და მხოლოდ 25 წლისაა. ქართველი წელს "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატია. ვერცერთმა დიდმა მოთამაშემ მუნდიალზე წარმატების მიღწევა ვერ შეძლო.

თუ მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისი მოიგებდა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ამ პრიზს კეინი ან ბელინგემი იმსახურებდა, საფრანგეთის შემთხვევაში მბაპე ან ოლისე, არგენტინაზე კი მესი.

ასე რომ, ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადადის და ვინ იყო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე? - რა თქმა უნდა, კვარაცხელია", - თქვა ბრასელმა.

შეხსენებისთვის, ბრასელი პირველი ცნობილი ინგლისელი ადამიანი არ არის, რომელიც თვლის, რომ "ოქროს ბურთი" ხვიჩას უნდა გადასცენ. რამდენიმე დღის წინ წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე Talksport-ის ჟურნალისტმა გაბრიელ აგბონალჰორმაც მხარი ქართველს დაუჭირა.

სათქმელია ისიც, რომ "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ფეხბურთელებს ხმას აძლევენ საფეხბურთო ჟურნალისტები მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც FIFA-ს რეიტინგის ტოპ 100-ში შედიან (ქალთა შემთხვევაში - ტოპ 50).

დავით 67
მიკვირს იმ ხალხის, ვინც ამბობს რომ კვარა მსოფლიოზე არ მონაწილეობდა და ამიტომ არ ეკუთვნისო. რომ მიეღო მონაწილეობა რა ამით?? თუ იმედი გაქვთ რომ ეს ნაკრები ჯგუფიდან გავიდოდა, აღარ ვამბობ სხვა მიღწევებზე.? საქართველოს ნაკრები ხვიჩასთვის არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე წარმატების მომტანი. გუნდი არ ვარგა, ევროს შემდეგ საოცარი სტაგნაცია განიცადა.
მსოფლიომდე
სამეულში არიყო? და ლიგის და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი როგორ გახდა უეფაში თვალები მიხატული კიარააქვთ.კეინი და ბაიერნი რომ გაგლიჯა მიტო აღიარა უეფამ თუარა კეინი და მბაპე გამზადებული ყავდათ დითირამბებისთვის.თქვა კიდეც ჩეფერინიმ ბაიერნთან ნახევარფინალში გადაწყდა ყველაფერიო.
გიორგი 3
ჩემი აზრით სამეულში რომ შევიდეს, ესეც უდიდესი მიღწევაა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში არ მონაწილეობდა
ჟორა
მთავარი მათი აზრია ვინც ხმას აძლევს. თუ სიმართლე გინდათ წელს, არცერთ ვარიანტში ხვიჩას ოქროს ბურთს არ მისცემენ. კი ბატონო იყო მსოფლიო ჩემპიონატი და იქ კანდიდატებმა შესამჩნევ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ კვარა მსოფლიო ჩემპიონატამდე იყო ლიდერთა სამეულში? არ იყო. ამ მბაპემ და კეინმა რით ვერ გამოიჩინეს თავი? მბაპე სულაც ბომბარდირი გახდა და ერთერთი საუკეთესო იყო ჩემპიონატზე, კვარა კი სულ არ მონაწილეობდა, მბაპე ჩემპიონატამდე უსწრებდა ხვიჩას და ჩემპიონატის შემდეგ რომ მასზედ წინ დააყენონ რა გასაკვირია? კეინმა კი დიდი როლი ითამაში მესამე ადგილის დაკავებაში.
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
იეგოიანის მორიგი საგოლე მოქმედება - "ექსელსიორი" "ნეიმეგენთან" ფრეს დასჯერდა
Ballon d'Or Nominees: კვარაცხელია, კიდევ ცხრა პარიზელი და სხვები
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
დემბელემ თავისი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების სამი მთავარი კანდიდატი დაასახელა
"ბაიერნის" შემდეგ ინტერესი უკვე ინგლისური გრანდებიდან - თორნიკე კვარაცხელიას ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] მფრინავი ხვიჩა - კვარაცხელიამ პსჟ-ის ვარჯიშზე წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაიტანა
Ballon d'Or Nominees: კვარაცხელია, კიდევ ცხრა პარიზელი და სხვები
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს