„ნიუკასლთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში (2:2), „ლივერპულის“ მეკარემ ალისონმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო: Sofascore 6.3, Flashscore 6.1 Whoscored 5.8.

როგორც წესი, ალისონს ინგლისური მედია უმეტესად გადაჭარბებულად აქებს, როდესაც ის გოლებს უშვებს, დაცვაა დამნაშავე, როცა გიორგი მამარდაშვილი - ყველაფერი ქართველის ბრალია. თუმცა, ამჯერად კრიტიკა გაუბედეს.

This Is Anfield: „ჩემპიონატი მთლად წარმატებულად ვერ დაიწყო. გოლი პირველივე წუთებში გაუტანეს. ახლო ძელს ზედმეტად მიეჭდო და ენტონი ელანგას შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. შემდგომში დაცვის არადამაჯერებელი თამაში ვერ დაეხმარა“.

liverpool.com: „მას შემდეგ, რაც ბეკერით „იუვენტუსი“ დაინტერესდა, მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი გოლისას პოზიცია სწორად ვერ შეარჩია, მომდევნო ეპიზოდებში გამოსვლაზე ორჯერ კარგად ითამაშა“.

Liverpool Echo: „ვერცერთი გაშვებული გოლისას ვერაფერს გახდა და საერთოდაც ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ვიდრე შეხვედრის ბოლოს თავისი გუნდი იოან ვისას მომენტისას არ გადაარჩინა. სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი“.

Rousing The Kop: „ენტონი ელანგას დარტყმისას ზედმეტად დიდი სივრცე მისცა. დაახანა კარიდან გამოსვლა პირველი ტაიმის დასასრულს, უილიამ ოსულას მომენტისას. მთლიანობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლოს პირისპირ გასულ იოან ვისას დარტყმული მოიგერია“.

555
ბებიაშენისა Korben Dallas შენ ხომ ხარ ფეხბურთის "კორიფე"?!
Valderrama
ღვარძლი და ქილიკი რომ ზოგადად ცუდია და კეთილი სურვილებია კარგი ეგ ყველამ ვიცით. მამარდაშვილს უქომაგეთო უბრალოდო რომ წერთ, ამ შემთხვევაში როგორ ვუქომაგოთ, თუ ალისონის ფეხის დაცდენა არ გაგვიხარდა და გიორგის მიმართ ცოტა არაობიექტური ინგლისური პრესის და ქომაგების მიმართ ნიშნისმოგება არ შემოგვეპარა? მე მინდოდა რომ ალისონი წასულიყო და გზა დაეთმო, არ წავიდა და ეხლა ყოველი მისი ფეხის გადაბრუნება გამეხარდება მამარდაშვილის ძირითადში მოხვედრის მიზნით და ამის არ მრცხვენია, იმიტომ რომ მარტო მამარდას მაღალი ხარისხი არ ეყოფა ამ ამბავს ეხლა
ტრიბუნა A
უნდა გადავიდეს სხვა გუნდში რომ საერთოდ მეკარეობა არ დაავიწყდეს
Korben Dallas
კაი თუ ძმა ხარ, ვის მოუწოდებ ?! აქ უმეტესობა ისეთები შემოდიან, ბურთი საიდან იბერება არ იციან )) თავიანთი ორღობის ლოგიკას ვერ გასცდენიან და სპორტული ეთიკის შესახებ ხო სიზმარიც კი არ ექნებათ ნანახი )))
ლევანი
ხალხო არ შეგიძლიათ უბრალოდ უგულშემატკივროდ ჩვენ ბიჭს? უგულშემატკივროთ, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს მატჩი ნაკლები შეცდომით, როცა შანსი მიეცემა? რად გინდათ ეს ღვარძლი და სხვების ქილიკი, ჩვენმა წარმატებას თავისი მაღალი ხარისხით უნდა მიაღწიოს და არა სხვების ფეხის დაცდენით
გიორგის
მალე დატოვე ეს ბანდა,შენი ადგილი ლა ლიგაშია,ან ბაიერნში გადასულიყავი შე კაი კაცო რომლის მეკარეების სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში
უცხო
ტიპებს დაცვა არ ყავთ და მამარდას აბრალებენ ორ კაცს ექვსი კაცი მისდევდა პლიუს მეკარე იდგა კარში და ორი კაცი ვერ შეაჩერეს თავის საჯარიმოდან წამოიღეს ბურთი მივისნენ ლივერპულის საჯარიმოსთან და გოლი გაიტანეს რა დაცვაზეა საუბარი დინამო თბილისი რომ დინამო თბილისია ჟალგირისთან რომ 7 გოლს უშვებს ეგენიც მოუგებენ ლივერპულს.
"ფაქტია" - ?!
"ფაქტი" - ლათინური სიტყვაა (“factum" ) და უკვე გაკეთებულს, (უკვე) მომხდარს ნიშნავს. ჰოდა, რადგან, როგორც ჩანს მამარდაშვილი კი (და)რჩება "ლივერპულში", მაგრამ არაა და ვერაა ჯერ ფაქტი, თქვენი ე.წ. პესიმისტური ვარაუდი და ღმერთმა არ/ნუ ქნას, ფაქტი გახდეს . ამ ბიჭს ახლა ყველაზე მეტად ნდობა და გამხნევება სჭირდება, ასე, რომ ... 🤫
მამუკა ბათუმი
ჯერ სად ხართ ^ დლიაბ ^,ბიჭს არ მისცენ სტაბილური თამაშის საშუალება! მალე ჩადგება მამარდა ლივერპულის კარში, მთავარია მონდომებით ივარჯიშოს და საფეხბურთო იღბალი აღუდგეს! 🇬🇪😘
ჩემი აზრით
ფაქტია,მამარდა თუ წელსაც მანდ დარჩა საბოლოოდ გაფუჭდება.
იუვენტინო
ობიექტურად პირველი ბურთის აღება შეიძლებოდა და მამარდა რომ მდგარიყო კარში,კრიტიკის ქარცეცხლში მოაყოლებდნენ.სტატიის სათაურის არ იყოს,გამიკვირდა კრიტიკა რომ შეჰბედეს ალისონს.სამწუხაროდ თანდათან მტკიცდება,რომ მამარდას გუნდი არაა ლივერპული,ზედმეტად ემოციური და არაობიექტური გულშემატკივრები ჰყავს და დიდ წნეხში ამყოფებენ მოთამაშეებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია