ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა

"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა

ზოგჯერ ადამიანის შესახებ ყველაზე საინტერესო ის კი არ არის, რა მოიგო, არამედ ის, რისი გადალახვა მოუწია, სანამ გამარჯვებას მოიპოვებდა. სპორტის ისტორია საბოლოო ანგარიშებსა და ტიტულებს ინახავს, თუმცა მათ მიღმა ყოველთვის რჩება უხილავი გზა, სადაც ეჭვი, მარცხი, შიში და საკუთარ თავთან ბრძოლა ერთმანეთს ენაცვლება.

ლუკა მოდრიჩის კარიერას დღეს ტიტულების ჩამონათვალიც საკმარისად კარგად აღწერს. ჩემპიონთა ლიგის ექვსი თასი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ოქროს ბურთი და მადრიდის "რეალში" გატარებული წლები უკვე იმ მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში დარჩება. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც გვახსენდება, საიდან დაიწყო მისი გზა.

სწორედ აქ ჩნდება ერთი საინტერესო დეტალი. ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნახევარმცველის საყვარელი წიგნი ანდრე აგასის  "Open" არის. ერთი შეხედვით, უცნაური არჩევანია: ჩოგბურთელის ავტობიოგრაფია ფეხბურთელისთვის. თუმცა აგასის წიგნში მოთხრობილი ცხოვრება ბევრად სცდება სპორტის ფარგლებს. ის გვიყვება ადამიანზე, რომელიც დიდებასთან ერთად საკუთარ ეჭვებს, წნეხსა და შინაგან წინააღმდეგობებს ატარებდა. შესაძლოა, სწორედ ამაშია მათი ისტორიების მთავარი გადაკვეთის წერტილი. სანამ მსოფლიო მათ გამარჯვებებს დაინახავდა, ორივეს საკუთარი გზა ჰქონდა გასავლელი. ერთი ჩოგბურთის კორტიდან მოვიდა, მეორე ფეხბურთის მოედნიდან, მაგრამ ორივეს შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ამბავი იმ დროს იწერებოდა, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცოდა, სადამდე მიიყვანდათ ეს გზა. ამის გასაგებად მის კარიერას თავიდან უნდა შევხედოთ. არა იმ მოდრიჩს, რომელსაც დღეს ვიცნობთ, არამედ იმ პატარა ბიჭს, რომლის ბავშვობაშიც ფეხბურთი ჯერ კიდევ თამაში იყო, ომი კი უკვე რეალობა.

ამის გასაგებად მის კარიერას თავიდან უნდა შევხედოთ. არა იმ ფეხბურთელს, რომელსაც დღეს მსოფლიოს უდიდესი სტადიონებიდან ვიცნობთ, არამედ პატარა ბიჭს, რომლის ბავშვობაც იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც მის ქვეყანაში მშვიდობა უკვე ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

ლუკა ზადარში დაიბადა, თუმცა ცხოვრების პირველი წლები ველებიტის მთების კალთებზე, ზატონ ობროვაჩკის შემადგენელ პატარა დასახლებაში, მოდრიჩიში გაატარა. იქ, ბაბუის ქვის სახლში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად ბაბუასთან ატარებდა დროს. ხუთი წლის ასაკში უკვე თხებს მწყემსავდა. მისი ბავშვობა იმ დროს ჯერ კიდევ ჩვეულებრივი იყო, სოფელი, ოჯახი, ბაბუა და ფეხბურთი. ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად მალე შეიცვლებოდა ეს ყველაფერი.

1991 წელს ომმა ხორვატიას მიაღწია და მოდრიჩების ოჯახიც იძულებული გახდა, სახლს გასცლოდა. ლუკა მაშინ მხოლოდ ექვსი წლის იყო. იმავე წლის 18 დეკემბერს მისი ბაბუა, უფროსი ლუკა მოდრიჩი, რომელიც იმ დროს პირუტყვს მწყემსავდა, მოკლეს. ოჯახისთვის ეს უკვე ნიშნავდა, რომ უკან დაბრუნება აღარ იყო შესაძლებელი. სახლიც მოგვიანებით დაიწვა.

ოჯახმა ჯერ მაკარსკის დევნილთა ბანაკს შეაფარა თავი, შემდეგ კი, 1992 წლის აპრილში, ზადარში გადავიდა. სასტუმრო "კოლოვარე", რომელიც ომის დროს დევნილთა დროებით თავშესაფრად იყო ქცეული, მათი ახალი სახლი გახდა. იქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლები იმავე ომმა დაატოვებინა. მათ შორის იყო პატარა ლუკაც, რომელიც ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. როგორც თავად მოგვიანებით ამბობდა, ბავშვები ცდილობდნენ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრათ, ხოლო მშობლები ომის სიმძიმისგან მათ დაცვას ცდილობდნენ.

ზადარიც უსაფრთხო ადგილი არ ყოფილა. ქალაქი იბომბებოდა და საჰაერო განგაში ბავშვებისთვის ნაცნობ ხმაურად იქცა. მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად არსებობდა ერთი რამ, რომელიც ლუკას უდიდეს ბედნიერებას ჰგვრიდა.

ლუკა სასტუმროს ავტოსადგომზე ფეხბურთს თამაშობდა. ხშირად სხვა ბავშვებთან ერთად, ზოგჯერ კი მარტო. იქაურობა საფეხბურთო მოედანს ნამდვილად არ ჰგავდა, მაგრამ გასართობად ეს ყველაფერი არც სჭირდებოდა. საკმარისი იყო ბურთი და ცოტა თავისუფალი ადგილი. როცა თამაშობდა, მის გარშემო არსებული სამყარო რამდენიმე საათით მაინც იცვლებოდა. ომი არსად გამქრალა, მაგრამ ბავშვობისთვის პატარა ადგილი ისევ რჩებოდა. თავადაც მოგვიანებით ამბობდა, რომ ფეხბურთი იმ წლებში მისთვის ომის რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება იყო.

თუმცა ეს მხოლოდ გაქცევა არ ყოფილა. სწორედ ზადარში დაიწყო მისი ფეხბურთელად ჩამოყალიბება. 1992 წელს, სკოლაში შესვლის პარალელურად, სპორტულ აკადემიაშიც დაიწყო სიარული. ოჯახს ბევრი ფული არ ჰქონდა, მაგრამ მშობლები ცდილობდნენ, მისთვის ვარჯიშის შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ. ფეხბურთი ნელ-ნელა იმ საქმედ იქცა, რომელშიც სხვებიც ხედავდნენ რაღაც განსაკუთრებულს.

მაშინ უკვე გამოჩნდა მისი პირველი დიდი წინააღმდეგობაც. მოდრიჩი პატარა და გამხდარი იყო და იმდროინდელი საფეხბურთო გარემო ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფიზიკურ მონაცემებს. მოგვიანებით, როდესაც "ჰაიდუკ სპლიტში" გამოცდაზე მივიდა, მისი ფიზიკური აღნაგობა ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რის გამოც კლუბმა არ აიყვანა. ერთი შეხედვით, ეს კიდევ ერთი კარი იყო, რომელიც მის წინ დაიხურა. მაგრამ მის ისტორიაში ასეთი კარები ხშირად მხოლოდ მიმართულებას ცვლიდა.

წლების შემდეგ, როცა მოდრიჩს მადრიდის "რეალის" მაისურით ვუყურებდით, ეს ყველაფერი უკვე შორეულ წარსულად ჩანდა, მაგრამ მის თამაშში იყო რაღაც, რაც იმ წლებიდან თითქოს შემორჩა: სიმშვიდე, მოთმინება და უნარი, ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ დაეკარგა კონტროლი. ფეხბურთი მისთვის ჯერ კიდევ ბავშვობაში იქცა იმ სივრცედ, სადაც გარემო შეიძლება შეცვლილიყო, მაგრამ თავად თამაშის გაგრძელება ყოველთვის შეიძლებოდა.

ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა

ევროპის 5 სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი

შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში

კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა

"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა

"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა

"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა

კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა

"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა

დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს

გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა

"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო

პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა

ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს

"ჩემი ხანგრძლივი კარიერის მიზეზი ეს არის" - ლუკა მოდრიჩი

ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება

Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება