კარიმ ბენზემა მზად იყო, ყოფილ კლუბ "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა, ფრანგი თავდამსხმელის გადაწყვეტილების მიზეზი კლუბისადმი პატივისცემა და მშობლიური ქალაქის სიყვარული იყო.

38 წლის ბენზემას დაბრუნების შესაძლებლობას "ლიონის" ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს განიხილავდა. თუმცა იმ დროისთვის ფეხბურთელს არაბულ "ალ-ჰილალთან" მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა.

31 აგვისტოს ბენზემამ საუდურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას ევროპაში თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

საქმე ისაა, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილ თავდამსხმელს საუდის არაბეთის ჩემპიონატის ელჩის სტატუსი 2030 წლამდე აქვს შენარჩუნებული და შესაბამისი შეთანხმების პირობების შესრულებას აპირებს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი (PIF) იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც საიმიჯო აქვთ გაფორმებული და მათ შორის სამეფოში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაც შედის, მოითხოვს, რომ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში არ ითამაშონ.

ბენზემას წარმომადგენლებსა და PIF-ს შორის მოლაპარაკებები საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის გამონაკლისის დაშვებაზე, როგორც იუწყებიან, უკიდურესად რთული აღმოჩნდა და შეთანხმების მიღწევა თითქმის ჩიხში შევიდა.

ბენზემას ელჩის კონტრაქტი 2030 წელს იწურება, როდესაც ფრანგ თავდამსხმელს უკვე 43 წელი შეუსრულდება.

L'Equipe წერს, რომ ბენზემას კარიერის დასრულების ალბათობა სულ უფრო იზრდება. გამოცემის ცნობით, კარიმი მიმდინარე სეზონისთვის უკვე ისე ემზადებოდა, თითქოს ის მის კარიერაში ბოლო უნდა ყოფილიყო.

ამრიგად, "ლიონში" დაბრუნების სურვილის მიუხედავად, ბენზემას საფრანგეთში თამაშს ამ ეტაპზე მისი საუდურ მხარესთან არსებული ვალდებულებები უშლის ხელს.

"მსოფლიოს ჩემპიონატმა აშშ-ის ეკონომიკაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა" - ტრამპი კმაყოფილია
"ოქროს ბურთი"? რატომაც არა?" - ფაბიან რუისმა ჯილდოს შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მწვრთნელის შვილთან რომანის მცდელობას "შეეწირა"? - მაიასა და ანდრეის დაუდასტურებელი ამბავი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
მაშინ გავარდნას ძლივს გადაურჩნენ - პსჟ-ის კატარელი მფლობელების პერიოდში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
"ეს ხვიჩას მიმართ ზიზღი და უპატივცემულობა იქნება" - პეტიმ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შანსზე ისაუბრა
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"იბერია 1999"-მა ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
[VIDEOS] მსგავსს იშვიათად ნახავთ - გენდუზიმ "ლიონის" ფეხბურთელები და ფანები ჭკუიდან გადაიყვანა
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
ფინანსური სირთულეების მიუხედავად - "ლიონმა" ცენტრალური თავდამსხმელი დაიმატა