Football.ua-ს ინფორმაციით, 25 წლის უკრაინელი ფეხბურთელი ოლექსეი სიდოროვი კარიერას რუსულ სამოყვარულო "მედია-გუნდ" მოსკოვის "ამკალში" განაგრძობს.

ფეხბურთელი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" აღზრდილია, ის ასევე SK Metalurh-ის, "კოლოსისა" და "ხარკოვის" წევრიც იყო. ფეხბურთელს ამ უკანასკნელთა კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებდა იჯარით "კოლოსში" თამაშობდა, თუმცა 2025 წლის ივლისში საზღვარგარეთ საწვრთნელი შეკრების დროს გუნდი თვითნებურად დატოვა და უკრაინაში აღარ დაბრუნებულა.

წარსულში ვრცელდებოდა ცნობა, რომ სიდოროვს შესაძლოა, კარიერა რუსულ სამოყვარულო გუნდ "RV Challenge"-ში გაეგრძელებინა, ახლა კი "ამკალმა" მისი გუნდში ჩარიცხვა ოფიციალურად დაადასტურა.

"ხარკოვის" ვიცე-პრეზიდენტმა იური კოროტუნმა განაცხადა, რომ უკრაინულმა კლუბმა სიდოროვის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრემიერლიგას (UPL) და FIFA-ს მიმართა.

კლუბის ცნობით, FIFA-ს TMS-ის სისტემაში რუსეთის საფეხბურთო კავშირისგან შევიდა მოთხოვნა ფეხბურთელისთვის საერთაშორისო ტრანსფერის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე, რაც მას "ამკალში" რეგისტრაციის საშუალებას მისცემდა.

უკრაინულმა კლუბმა დაგმო ყოფილი ფეხბურთელის ქმედება და განაცხადა, რომ დაიცავს საკუთარ პოზიციას უკრაინის კანონმდებლობის, ასევე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს სტანდარტების შესაბამისად.

ჟურნალისტმა და კომენტატორმა მიხაილ სპივაკოვსკიმ მანამდე განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ სიდოროვი კვიპროსში იმყოფებოდა და უკრაინაში დაბრუნებას არ გეგმავდა.

"ხარკოვის" მწვრთნელმა მლადენ ბარტულოვიჩმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელი U-19 გუნდის ვარჯიშს დაესწრო, რის შემდეგაც ახსნა-განმარტების გარეშე წავიდა და გუნდს აღარ დაბრუნებია. სოციალურ ქსელში მოსკოვური გუნდის პოსტში უკრაინელებმა სიდოროვი გააკრიტიკეს და მას დასცინეს.

რუსული კი, "სუფთა" არა !
არიან, არსებობენ არ რუსი სიდოროვებიც: იგივე უკრაინელები ფა ბელორუსები და ასევე, უამრავი ბულგარელი. და რაც ძალიან საინტერესოა, ასეთი გვარის ათასობით "ნაცმენებიც" რუსეთში : ჩუვაშები, მორდვები ... და იაკუტებიც კი ! მეტიც, შუა აზიაშიც იყვნენ ამ გვარის მატარებელი ნაღდი (!) შუააზიელები : უზბეკები, ყაზახები ... მოკლედ, ათასობით არარუსი და მეტიც, არასლავია სიდოროვის გვარის მატარებელი . 😉
სუფთა რუსული გვარი ???
ეს ტერმინი "სუფთა რუსი" ხო ცალკე ანეგდოტია ))
Xx
რამდენი სუფთა რუსია უკრაინაში, ნახევრად რუსებზე რომ აღარ ვთქვათ😏
ჯადო
გაქანებული რუსია, ისეთი გვარისაა, დღეში ათასჯერ რომ იმეორებენ მარტო რუსეთში და სხვაგან სად ჯანდაბაში წავიდოდა? ეტყობა სისხლის ყივილი დაეწყო, ალბათ წინაპართა სულებმაც უხმეს და მოძუძგა საღორეთში.))))
ვვვ
ასეთი ნაგავის მეტი ვერ ნახეთ ვერავინ რომ დაგეწერათ ასე დეტალური ინფორმაცია ქართველ სპორცმენებზე დაწერეთ ვითაც რაშისტზე რომ წერთ
giorgi
სიდოროვი სუფთა რუსული გვარია
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო