გამოცემა Record-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მისი ნაკრების ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, 41 წლის ფორვარდი მალმეში დაგეგმილი ვარჯიშის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე მოედანზე გამოვიდა, თუმცა შემდეგ გასახდელში შევიდა და გუნდის სასტუმროში დაბრუნდა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FPF) განაცხადა, რომ რონალდომ ინდივიდუალური ვარჯიში სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში ჩაატარა, რადგან სტადიონზე საჭირო აღჭურვილობა არ იყო.

შეხსენებისთვის, ერთა ლიგის A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა გასვლაზე ნორვეგიას 2:1 სძლია. სტუმართა ვარსკვლავმა ლეგენდარულმა შემტევმა კრიშტიანო რონალდომ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა შორის გაატარა, რაც უკანასკნელად 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე, შვეიცარიასთან წაგებულ (0:2) შეხვედრაში მოხდა.

პორტუგალიელთა ახალმა დამრიგებელმა ჟორჟე ჟეზუსმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ რონალდოსთან შეთანხმებული იყო, მოედანზე ბოლო ნახევარი საათით შეიყვანდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობამ ამის საშუალება არ მისცა.

"რონალდოსთან შეთანხმებული მქონდა, რომ ბოლო ნახევარ საათში შემოვიდოდა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობამ ეს არ მოითხოვა. გონსალო რამუში კარგად თამაშობდა, მან 1 გოლი გაიტანა და 1 ბურთი არ ჩაუთვალეს.

ჩავთვალე, რომ მისი შეცვლისთვის შესაფერისი მომენტი არ იყო. მატჩი ისე წარიმართა, რომ კრიშტიანოს შემოყვანის მომენტი ხელსაყრელი აღარ იყო. ამის ნაცვლად, საჭირო გახდა სხვა ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ბალანსსა და სასურველ შედეგს შეუნარჩუნებდა", - განუცხადა ჟეზუსმა პორტუგალიურ მაუწყებელ RTP-ს.

პორტუგალია მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს გასვლაზე დანიასთან გამართავს.

"ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებენ" - პსჟ-ის პრეზიდენტმა თავისი ფავორიტები დაასახელა
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
დე ლა ფუენტემ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
პირველად 2008 წლის შემდეგ - როგორ დაურღვია პორტუგალიელთა ახალმა მწვრთნელმა რონალდოს შეთანხმება
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
რამაზ სვანაძე: უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით - ესაა, რაც ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით მოვახერხეთ
უკრაინელთა მწვრთნელი: ასეთ დაბალანსებულ და ძლიერ საქართველოს ნაკრებს ველოდი!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას ვერ მოუგო
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
პირველად 2008 წლის შემდეგ - როგორ დაურღვია პორტუგალიელთა ახალმა მწვრთნელმა რონალდოს შეთანხმება
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო