დატვირთულ სანაკრებო ფანჯარაში "ერთა ლიგის" მესამე ტურის დროა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" (67 155) შედგება, სადაც C ლიგის ჯგუფში მოუგებელი ნაკრებები, უნგრეთი და საქართველო დაუპირისპირდებიან - პარასკევს, 22:45 საათზე.

უნგრეთის ნაკრები ბოლოს A დივიზიონში იყო და ბევრისთვის გასაკვირიცაა, B ლიგაში წარუმატებლად რომ თამაშობს. მარკო როსის გუნდში ხომ ისეთი ვარსკვლავია, როგორიც "ლივერპულელი" დომენიკ სობოსლაია.

ვარსკვლავი რამაზ სვანაძის განკარგულებაშიცაა - ხვიჩა კვარაცხელია. მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მომავალში ისეთი ტაქტიკა უნდა მოიძებნოს, სადაც ხვიჩა უფრო პროდუქტიული გახდება. მართლაც, "კვარა" ჩამოდის მოედნის ცენტრში შეტევის წამოსაწყებად, თამაშობს პრესინგზე, წინა ხაზზე ყველა წერტილში მას ვხედავთ. გუნდი კაპიტნის საუკეთესო თვისებების წარმოსაჩენად ყველაფერს უნდა აკეთებდეს!..

სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ტაქტიკურ სქემასა და სასტარტო შემადგენლობას არ შეცვლის. იქედან გამომდინარე, მასპინძლებს შესატევი აქვთ, კონტრიერიშებზე თავისუფალი ზონების პოვნა იქნებ ჩვენი მთავარი შანსიც კი იყოს.

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთელები, რომელთაც წინა ორ მატჩში საერთოდ არ დაუსვენიათ. გიორგი ქოჩორაშვილს ამის გაკეთების საშუალება მხოლოდ ერთი წუთით მიეცა(მისი კლუბი სევილია გადაღლაზე წუხს). არადა, 4 მატჩისთვის ძალების გადანაწილება უმნიშვნელოვანესია. ვნახოთ, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს.

სათადარიგო მეკარეების (გუგეშაშვილი/კერესელიძე) გარდა, ჯერჯერობით საერთოდ არ უთამაშიათ საბა საზონოვს, გიზი მამაგეიშვილს, საბა ლობჟანიძესა და ბუდუ ზივზივაძეს. დაველოდოთ, განაცხადში მაინც თუ მოხვდებიან ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი გაგუა.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩში მასპინძლებმა მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა ორ მატჩში გოლიც ვერ გაიტანა და ეს რა თქმა უნდა, წნეხს ზრდის.

უნგრელთა შეტევაში დანიელ ლუკაჩი იქნება. "ათიანის" პოზიციაზე - "ბორნმუთელი" ალექს ტოთი, ჩრდ. ირლანდიასთან მშვენივრად რომ შევიდა; სასტარტოში იქნება კიდევ ერთი "ლივერპულელი" კერკეზი. ასე რომ, მეკარე მამარდაშვილი ბევრი ნაცნობის წინააღმდეგაა. ზურიკო დავითაშვილის მსგავსად, "სენტ ეტიენშია" არონ ჩონგვაი; ჟურეკი "ბუდაპეშტში" ილია ბერიაშვილის თანაგუნდელია.

"ჯვაროსნების" წინა ხაზზე კვლავ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე იქნებიან, რომლებიც ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობასთან ახლოს ტრიალებენ.

მატჩს სერბი იოვანოვიჩი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები

უნგრეთი: ტოთი (ბლექბერნი) - ოსვათი(ფერენცვაროში), ორბანი(ლაიპციგი), ჩინგერი(გრონინგენი), კერკეზი(ლივერპული) - შაფერი(უნიონ ბერლინი), ჩონგვაი (სენტ ეტიენი) - ჟირელი (ბუდაპშტი), ტოთი (ბორნმუთი), სობოსლაი (ლივერპული) - ლუკაჩი (პუშკაშ აკადემია);

საქართველო: მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

დათო
ხვიჩას კაპიტნობა არ წაადგა არც მას და არც ნაკრებს, ფაქტია. ყველა პრობლემურ ეპიზოდზე კინკლაობის და მსაჯთან პრეტენზიების ნაცვლად, უმჯობესი იქნება თამაშზე ფოკუსირდეს და მომენტიდან არ გამოითიშოს. იმედია ჯანსაღად მიუდგებიან ამ საკითხს თავადაც და სამწვრთნელო შტაბშიც და დროულად მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებას.
ტჰჯ
სანამ არ წაგების შიში, უფრო მაღალი იქნება მოგების სურვილზე, ვერასდროს ვერ მოვიგებთ! კი ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გაგვივარდეს პროცეში სულ პროვინციული აზროვნება გვექნება არ წავაგოთ.ტრაფარეტულად გუნდი მოსაგებად გადის მოედანზე ქვეცნობიერი იღვიძბს კომპლექსებთან ერთად და მოწინააღმდეგეს პირველივე სახიფათო მომენტან ერთად ვიბოჭებით
შპიონი
სამაგიეროდ ჩვენ კარგი მწვრთნელი გვყავს. სანიოლს კი არ გავს. ოთხივე თამაშს ვიგებთ. ვააშააა!!!
გიორგი
გუნდად ვერ შევიქმენით
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
[PHOTO] "საქართველო ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება" - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე ჩვენს ქვეყანას ეწვია და ფოტო გამოაქვეყნა
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
[PHOTO] "საქართველო ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება" - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე ჩვენს ქვეყანას ეწვია და ფოტო გამოაქვეყნა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
[VIDEO] "შენი დღეც დადგება" - ფინელებმა ბელარუსიის ჰიმნს უსტვინეს და ლუკაშენკოს ბანერი მიუძღვნეს
[PHOTOS] "თავისი სილამაზით თბილისში დიდი ყურადღება მიიპყრო" - უკრაინის ნაკრების წევრის მეუღლის გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა
რონალდომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა - პორტუგალიელის საქციელი ფედერაციამ განმარტა
"ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებენ" - პსჟ-ის პრეზიდენტმა თავისი ფავორიტები დაასახელა
ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
[VIDEO] ზივზივაძემ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "არმინიასთან" ქულები გაიყო
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
რამაზ სვანაძე: არაა საჭირო კითხვა, მზად ვარ თუ არა - ჩვენ ნაკრებს ყველაფერი შეუძლია
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
რამაზ სვანაძე: უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით - ესაა, რაც ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით მოვახერხეთ
"დიდი ხანია, ასეთი კარგი პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია" - რა თქვა კვარაცხელიამ უკრაინასთან მატჩის შემდეგ
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
"ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებენ" - პსჟ-ის პრეზიდენტმა თავისი ფავორიტები დაასახელა
[PHOTOS] "თავისი სილამაზით თბილისში დიდი ყურადღება მიიპყრო" - უკრაინის ნაკრების წევრის მეუღლის გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"