ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უნგრეთთან მარცხი განიცადა - 0:1.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითად შემადგენლობაში ქოჩორაშვილის ნაცვლად იეგოიანი დააყენა. მასპინძლები თავიდნვე დაუეფლენ უპირატესობას, ა. ტოტის დარტყმული გოგლოჩიძისგან რიკოშეტით მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ სობოსლაიმ მიზანს ააცილა, კერკეზმა კი გაგვიტანა. პირველი მომენტი სტუმრებმა 39-ე წუთზე შექმნეს - კიტეიშვილმა მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც მისი დარტყმული მოიგერია, ხოლო კვარაცხელიას მცველებმა დაუბლოკეს. მერე მიქაუტაძემ ვერ უწია მიზანს.

შესვენების შემდეგ სვანაძემ იეგოიანის ნაცვლად მოედანზე ქოჩორაშვილი შეუშვა. ცოტა ხანში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და მექვაბიშვილმა შეცვალა. ჩაკვეტაძის კარგი გადაცემის შედეგად შანსი წიტაიშვილმა ვერ გამოიყენა. სობოსლაის შორიდან დარტყმული მამარდაშვილმა მოიგერია. ჩაწოდებული კუთხურისას ბურთი ზედ კარის ხაზიდან დვალმა გამოიტანა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველები ისევ ვერ ახერხებდნენ ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას. ბარანის დარტყმული კარიდან კვარაცხელიამ გამოიტანა. წიტაიშვილი და მიქაუტაძე კვერნაძემ და ზივზივაძემ შეცვალეს, მოგვიანებით კი ჩაკვეტაძე დავითაშვილმა და იერიშებზე გადავედით. ზივზივაზემ ოდნავ ააცილა მიზანს. ეგ იყო და ეგ, ისევ წავაგეთ და უგოლოდ და 1 ქულით აუტსაიდერები ვართ.

ამავე ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას 3:0 მოუგო და გალიდერდა.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“

უნგრეთი - საქართველო 1:0

გოლი: კერკეზი (35)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი (კვერნაძე 63), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 50), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 76), იეგოიანი (ქოჩორაშვილი 46), მიქაუტაძე (ზივზივაძე 63), კვარაცხელია

მეოთხე ტური 5 ოქტომბერს ჩატარდება - უკრაინა უნგრეთს, ჩრდილოეთ ირლანდია კი საქართველოს უმასპინძლებს.

Ккк
მექვაბიშვილი მოთამაშე-მწვრთნელად, ხემოწერები შევაგროვოთ
Levani
მე მომეწონა,დარბოდნენ ბოლომდე. ჩქარა ვერა,მაგრამ ჩქარა რომ გაიქცნენ ჩქარა ვერ თამაშობენ და ისე დარბიან რა ტემპშიც იციან თამაში,უფრო ჩქარა სირბილს რა აზრი აქვს

რა შემთხვევაში უნდა გადადგეს ფედერაცია ვის მივმართო და ვის უნდა შესჩივლო ისიც არ იცის ხალხმა. ან ვინ მართავს ქვეყანას, ან ვინ რას წყვიტავს. ეს ამდენი პეშკა მღლეტავი საიდან მოყარეს ვინც მოყარა. ერთი სფერო არ არის დალაგებული. ამ გუნდიდან კი მხოლოდ ლოჩოშვილს ვათამაშებდი, ჟილკა მაინც აქვს სხვა თუ არაფერი
Sg-013
უნგრეთთან ეგოიანი რომ არ დააყენოს მე თავს არ ვიცოცხლებ, მაგარ ფორმაშია.. მოიცა .. უი... აბა..აბა ...აბადელიდელაო? კაკაბაძე და კიტეიშვილი U18 გადაისროლეთ,ფიზიკური განვითარება აკლიათ, დაკაცდებიან-გაიზრდებიან და მერე ვნახოთ.
სანდრო
გახსოვთ ნაცვლიშვილის ნათქვამი მოგენატრებათ მამათიო? ძირითადი პრობლემა სანიოლში კი არა არამედ მთლიანად გუნდშია,აგრეთვე ფედერაციასა და ჟურნალისტებში რომელთაც ვერ ამოაღერღინებ რომ ლიდერებს ან მეტი აღარ შეუძლიათ ან სურვილი არა აქვთ რაც ორივე შემთხვევაში ამ სამარცხვინო თამაშს და შედეგს იწვევს გუნდის წინა ხაზი რომლის ღირებულება 200მილიონს აჭარბებს და მესამე თამაშია სეირნობის და მარიაჟობის მეტი არაფერი უჩვენებიათ ნუ დაცვა შუა ხაზზე ლაპარაკიც აღარ ღირს იგივე ითქმის მეკარეზე რომელიც საშუალო დონესაც ვერ აკმაყოფილებს,ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის რომ იქ არ უნდა ვიყოთ სადაც ვართ,არ ჯობდა სან-მარინოსთან და გიბრალთართან თამაში სადაც შეიძლება ვერ მოგვეგო მაგრამ როცა ამათ ვხვდებოით სამ თამაშში ერთი ორი გოლი მაინც გაგვქონა ეხლა კი დიდი ალბათობით ისე ჩაარიხინებენ ამ ციკლს გოლი კი არა ნორმალური დარტყმა გახდა სანატრელი
Ardiles78
ჩვენი ნაკრები მაგონებს იმ ფილმს,სინიორ რობინზონი რომ უყურებდა თავის კუნძულზე:ერთი და იგივე კინო ზღვაზე.ელემენტარულად, მოძრაობაში ბურთის დამუშავება ხომ გადაულახავი პრობლემაა ჩვენებისთვის,პასის უმდაბლესი კულტურა,თითქმის ყველა ორთაბრძოლის წაგეა,საყრდენების გაუთავებელი ჯარიმები და კიდევ რამდენი სხვა..ამ დროს,უნგრეთი საშუალოზე საშუალო გუნდია,მაგრამ ყავს სობოსლაი-ასფეხა,ასთავა სუპერვარსკვლავი,რომელმაც ბურთი თავზე გადაგვახია.
ბაჩო
მალე მოვა ნოემბერი შედეგი არიქნება დარწმუნებული ვარ!! სანიოლს არმივტირი აგვიანებდა შეცვლებს! არც სვანიძეზე ვიყავი კარქად განწყობილი და გაამართლა მეტოქე გუნდი გიგებს და 5თივე ცვლილებას გასწრებს ჩაკვეს ვენაცვალე კარგი ბიჭია მაგრამ დღეს პირველივე ტაიმში შესაცვლელი იყო! მექვაბრიშვილი ცალკე ამბავია შეიძლება მეარვიცი მაგრამ დღეს მაგისი შემოყვანა არიყო საჭირო! გვყავს ლობჟანიძე გვყავს აბუაშვილი, გვყავს ზურიკო, გყვავს ყაზაიშვილი რომელსაც არიძახებენ არადა ბევრ კარგსაქმეს გააკეთებდა ნაკრებში
რა გვეშველება
ვაი თქვენს პატრონს, ამას ჯობია საერთოთ არ უყუროს კაცმა თქვენს საცოდაობას
ვაშა
მერე არ რომ წავაგეთ - გაიმაღჯვა მმეგობრობამ ქართველი ხალხისა უნფრელ ხალხთან
რა ქნან ბიჭებმა?
ხელს უშლიან მოწინააღმდეგე გუნდები თორემ გოლსაც გაიტანდნენ 😁
ლევანი
რა ვიცი, მწვრთნელი რა შუაშიაო და ა ბატონო იტალიელები, უკვე ჩამოწერილები იყვნენ, რა ხანია. ორი თამაში ათამაშა ჯერ ამ მანჩინია თუ ვიღაც და კი ხედავთ, თუ რა შუაშია მწვრთნელი. ისე ჩემი ნება რომ იყოს ნახევარ გუნდს ნაკრებიდან გავყრიდი, დაიჭირონ თავისი ძვირიანი ჩანთები და თავი დაგვანებონ, ხვიჩას თამადობით.
lisandro
ფეხბურთი დღეს უკვე იქცა კარგ და უზრუნველ ცხოვრებისკენ ტრამპლინად, დრო როცა ჩემპიონობის გამო კულტურის სახლში ზეიმზე ქების სიგელით დაგაჯილდოვებდნენ წარსულს ჩაბარდა. ჩვენი ნაკრები დაკომპლექტებულია ფინანსურად გამძღარი და ვისაც მეტი ფეხბურთის ცოდნა არ აქვს იმით. მიქაუტაძე გამძღარია, კვარაცხელია გადამძღარია, მამარდაშვილი გამძღარია, ქოჩორაშვილი გამძღარია. არის მეორე კატეგორია კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე, ეს ორი ისეა ტრამვებისკენ მიდრეკილი მათი პატრონი 10 სანთელს ანთებს ამათი თამაშის წინ, ეხლა როგორ გინდა მოსთხოვო გამო სტადიონზე ფეხები იმტვრიეო როცა იგივე კიტე შტურმში ერთი სეზონის ფულით სამ ბინას იყიდის თბილისში, იგივეა ჩაკვესთან მიმართებაში რაღაცას წვალობს ერთი კლუბიდან მეორეში და ამას კიდე ტრამვა უნდა უნგრეთთან ან ჩრ. ირლანდიასთან? არის მესამე კატეგორია რომლებსაც უბრალოდ მეტის ნიჭი არ აქვთ კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი. ადრე იმ 5-6 კაცის დაბალ დონეს მშიერი მაგრამ ნიჭიერი ის 5-6 კაცი ავსებდა. ეხლა გვაქვს ეს სიტუაცია ერთ ნაწილს მეტი არ შეუძლია მეორეს აღარ აინტერესებს. ჩემი სუბიექტური აზრით პრობლემა ესაა და არა მწვრთნელი ან ტაქტიკა
თორ
არასწორი შეცვლები, კიტეიშვილის ნაცვლად ქოჩორა უდნა შესულიყო, ეგოიანი უნდა დაეტოვებინა, კვარა და მიქაუტაძის ანცვლად კვერნა და დავითაშვილი ან ზივზივაძე, დაცვაშიც შეიძლებოდა 1-2 შეცვლა, მაგრამ რაცაა ეგაა
გელა
სასწაულად უსუსურები არიან. ხალხი და ქვეყანა არის ცოდო ასეთი ნაკრების შემყურე.
კეკე
Საქართველოს ნაკრები, საძოვარზე გაშვებულ ნახირს ჰგავს, ზანტად რომ ცოხნის ბალახს (ერთეული ფეხბურთელების გამოკლებით). ვერ ვიგებ მექვაბიშვილი რატომ გვყავს შეტენილი, ჯოკერში გაუჭრელი დამა ყვავივით.რაც შეეხება, ქულებით ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შეფასებას ნუ გაირჯებიან ანალიტიკური გვერდები, აქეთაც სულ სობოსლაი თამაშობდა და იმას დაუწერონ 10.
აუქციონი
სვანაძეს 15 წლიანი კონტრაქტი - ერთი, 15 წლიანი კონტრაქტი ორი, 20 წლიანი ლიანი კონტრაქტი? 20 წლიანი კომტაქტის ერთი, 20 წლიანი კონტარქი ორი, 25 წკიანი კონტრაქტი? 25 წლიანი კონტარქტი ერთი, .....
დააT
1) ეგოიანი - ერთხელ მიიღო ბურთი როცა დიდი სივრცე ჰქონდა და პასი უკან გააკეთა. ნიდერლანდების ჩემპიონატში კარგი თამაში მაღალი დონის ფეხბურთელობას არ ნიშნავს; 2) კვარა - რატომ ავალებენ კვარას კარში დგომასაც როცა ყველამ ვიცით რა სარგებლის მოტანა შეუძლია შეტევაში; 3) მიქაუტაძე - ორივე ტაიმში რამდენჯერაც მიიღო ბურთი იმდენჯერ დააგვიანა გარბენიც და პასიც; 4) წიტაიშვილი - სხვებთან შედარებით ცოტათი უკეთესი იყო და არუნდა შეეცვალა; 5) კვერნაძე - ცუდ დრო მოუწია ნაკრებში დებიუტი. 6) კიტეიშვილი - რომ დაავიწყდა ფეხბურთი და შეცვლაზე მექვაბშვილი გამოდის ეს უკვე დიაგნოზია ამ ნაკრების; 7) კაკაბაძე - მადლობა ნახვამდის. კვარა, ჟორჟი, ჩაკვე, კიტე. ამ ოთხეულზე დგას ნაკრების წამატება და ეს ოთხეული ამ სანაკრებო ფანჯარას შეხვდა ცუდ ფორმაში.
სოსელო
არაფერ ახალს არც ველოდით დღევანდელ თამაშში, ისევ ისეთი უსუსური ფაფხური ვნახეთ და ნახევარმცველები, რომლებსაც ევალებათ წინ პასი და თამაშის გამწვავება, უკან მცველს უბრუნებს ბურთს და ხელით ანიშნებს წინ მიეცი პასიო.... სად ისწავლეს საინტერესოა????
ურაგანი ნაკრებია
სამ თამაში კარისკენ სამჯერ დაარტყეს
Ქო მაგია
Ფედერაცია გადადგეს, უკლებლივ, დამლაგებლების ჩათვლით, თერაპია აღარ შველის პირდაპირ ქირურგიულში
იკა
გუნდს პრესინგის თამაში არ შეუძლია და სირცხვილი ხომ არის სადმე გავიდეს. კვარამ ჩანთები და მანქანები გამოფინოს და ტატუ გაიკეთოს თვალის გუგაში უკეთ ითამაშებს. საერთოდ ამ ნახირს ვინ ყიდულობს საერთოდ ??
Dudu
ეჰ ჩამოვთვლი ისევ. 1.არანაირი ტაქტიკა 0. 2.უბურთოდ მოძრაობა 0. 3.ნახევარდაცვა 0 და შესაბამისად თავდასხმა 0 და დაცვას შესაბამისად წვალება. 4.შემადგეობას -თარგამაძე.ჭანკვეტაძე ქოჩორაშვილი,მიქაუტაძე. ასე შემიძლია გავაგრძელო 1 მა უნგრელმა მოგვიგო რა!3 თამაშში რომ ერთ ფეხბურთელზეც ვერ იტყვი უი რა ქნა რა მაგრად გააკეთა ან მასგავსი იქ რა ფეხბუღტელებზეა ლაპარაკი. სვანაზეს რაც შეეეხება არანაირად არა ვარ ამ კაცის მიმართ უარყოფითად მაგრამ ამდენი თავდამსხმელი რომ შეიყვანე ამით გააძლიერე გუნდი?დაასუსტე პირიქით,მაგენისთვის პასი ვის უნდა მიეცა ნახევარდაცვა არ გვყავს არა არცერთი არაფრად არ ვარგია ნელი ძააან ყველა თან მოტყუებაც არ იციან!!
T.T.
C-ი ლიგაში დაბრუნება.
Ккк
მექვაბიშვილის იმედი მქონდა,ამჯერად იმედი გამიცრუა🤣
არა მე ტქვენ გეკიტებით? რატომ გამოცვალეთ?
მითხარით რატიმ გამოცვლეეთ სანიოლი? უკეთსი მივიღეთ რამე?
dato
უსირცხვილოები არიან. ახალგაზრდა ბიჭები არიან და ღავმოყვარეობა არ გაააცნიათ. ვინმემ რო უთხრას თანაგუნდელებმა ეს რას ცოდვილობთ თქვე … რა უნდა უპასუხონ ან ხალხს როგორ უნდა დაენახონ. გამოვა ეხლა რამაზა და კარჰად ვითამაშედ მეორე რაიმიო იტყვის. ან ეს მამარდაშვილი 1 გამოსვლაზე რო სწორად ითამაშოს . სამარცხბინობი არიან
912-ს
მარტო წარმატების და მოგებების გულშემატკივარი ხარ შენ და გვერდში დგომა არ იცი,შენ ვის რა უნდა დაეხმარო
ზაზა
გასული საუკუნის სტილის ფეხბურთს თამაშობენ, ეს არ არის სისწრაფეზე და კარგ ფიზიკურ მომზადებაზე აგებული ფეხბურთი. სამწუხაროდ მარტო ტექნიკა არ შველის ამ ამბავს, ამას კომპლექსურად უნდა მიდგომა, ჯერ ერთი ძალიან დაბალი და თხელი ნახევარმცველები გვყავს და ზოგადად ძაან ჩამოვრჩებით ფიზიკური აღნაგობით დღევანდელ საშუალო სტატისტიკურ ფეხბურთელებს. ამიტომაც არის რომ პრესინგზე ვერ თამაშობენ, სამწუხაროდ არ ჰყოფნით ფიზიკური კონდიციები და დღეს პრესინგის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია რაიმეს მიაღწიო. მეორე ის რომ თუ სწორად არ ირბენთ და არ გაეხსენით ერთმანეთს, ყოველთვის უკან მოგიწევთ ბურთის დაბრუნება და მესამე ბიჭო რა გახდა ეს აუტი, კუთხური, საჯარიმოდან ჩამოწოდებული ბურთები, ერთხელ მაინც ხომ რაღაც აზრიანად უნდა გაათამაშოთ. წარმატებები და ისევ კეთილი იმედებით.
Levani
ქოჩორაშვილი და ანზორი რა ცუდ ფეხბურთს თამაშობენ ორივე. ისე სანიოლი რა თაობას აფუჭებსო და სადაა თაობა? კოსოვოს ნაკრებსაც კი ჰყავს მესები, აგერ იუვენტუში ყავთ ზღარბია თუ რა ქვია,ზეგროვა. ყველა გუნდს ჰყავს რომელიმე დორტმუნდის,ბრენტფორდის იფსვიჩის თუ ლანსის დონის ხალხი. ჩვენ გვგონია მარტო ჩვენ გვყავს ვილიარეალები და ლივერპულები- სხვები ყველა ხაბაროვსკის სკა-ენერგიაში თამაშობენ
კვარას
კვარას გარატირებული სკამი ელის პესეჟეში კვარამ მოუკლო თამაშებს რატომაც არა ფეხ ფეხ გადადებული იცხოვრებს იშოვა მილონები მინდორზე დასერნობოს ბრაო კვარა ესე გაგძელე შენგან დარჩება ნარჩენები
ვითომ ევროპელი
ჯერ, ღამურობას უნდა დავანებოთ თავი...
ოქროს ბურთი
ოქროს ბურთი მოუჭერს
Mela
Waiyvanet Karasnodaridan Vakhania, marjvena mcveli, rusetis nakrebshia ukve. Daberda ukve kakaba. Naxevardacvashi kide Maridishvili sheidzleba Akronidan, qvabze varedi ar iqneba. Da arabidzes kide ar gamoudzaxot, ra daashava aseti tipma. Jarimas mainc gaitans, kutxurs chamoawodebs
VVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVV
დარჩა სვანაძე გაღიმებული. ჩვენც.
A
უბრალოდ გუნდᲨი ერᲗია კარგი ფეხბურᲗელი და არავარსკვლავი.ორი სამი ფეხბურᲗᲗან ახლოს.დანარᲩენები უბანᲨი ლიმონაᲗზე იგროკები
აჩი
კარგი წავაგეთ ძაან ცუდი თამაში ვითამაშეთ კიარა გაუგებარ ბავშვურ შეცდომებს უშვებ გაუგებარ ჯარიმებს იკიდებ რავი რამდენჯერ პასი ვერ მისცეს და კუთხურის ახლოძსლთან დაკიდება საერთოდ რას ემსახურებოდა ვერ გავიგე 4 ჯერ ერთდაიგივეს რო აკეთებ რავიცი ძმაო ეტყობათ რომ მოვალეობის მიზნით თამაშობენ და რატოა მასე ჩვენ ვერავინ გვეტყვის მაგრამ ფაქტია რომ მაგარი აჭრილები დარბიან ეხა წავლენ თავიანთ კუბებში და ყველა საკაიფოდ ითამაშებს აი ნახავთ
Skorp
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდი ჩვენ გვყავს. ამათ ზიდანი რომ დაუნიშნო თავიანთ თავს მაინც ვერ გადაახდებიან.
აუცილებლად
სვანაძეს 15 წლიანი კონტრაქტი მინიმუმ, პლიუს 5 წელი და სხვ ოპციები
ემიგრანტი
ეს მექვაბიშვილი ვიღაცის ნათესავია ალბათ ფედერაციაში თორე მე მაგის ნათამაშები საერთოდ არ მახსოვს ან რაღა დროს კაკაბაძეა 40 წლის არის კაცი გაანებეთ თავი.ახალგაზრდები შეკრიბეთ ჯობია ვისაც დასამტკიცებელი აქვს თორემ ამათ როგორც ვამბობ სულ ფეხებზე კიდიათ თამაში ეს რა საცოდავობაა 270 წუთში ერთი გოლი ვერ გავიტანეთ იმას ვერავინ იტყვის რომ ეს ფეხბურთელები თავის კლუბებში ვერ თამაშობენ.და სვანიძე არ არის იმ დონის მწვრთნელი რომ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
სირცხვილია
ვერ ვთამაშობთ ფეხბურთს ფაქტია რა ისტორია ყველაფერი გასაგებია მაგრამ უბრალოდ გვიყვარს ეს სპორტი და მანდ მორჩა
c
კვერნაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი არ არიან ნაკრების დონის ამ ეტაპზე. მომავალში კი ბატონო. რაც შეეხება მწვრთნელს, სრული კატასტროფა იყო დღეს, განა იმიტომ რომ რამე არასწორად გააკეთა, უბრალოდ თამაშში ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდინა. რასაც თამაშობენ ჯერ-ჯერობით სანიოლის ინერციაა, ამასაც უფრო და უფრო მოუკლებენ. მოედნის ცენტრი სრულად წაგვართვეს, ხვიჩა ამოკეტეს და დაცვას ათამაშებინებენ ბურთს. ნებისმიერი მეტოქე ვისაც უნდა ჩვენი ნაკრები გამოთიშოს, მაღალ პრესინგზე თამაშობს და მერე ქმნიან ილუზიას რომ ვითომ გვაცლიან თამაშს და დაცვას აგორავებინებენ წინ და უკან. მონღოლების ტაქტიკას ჰგავს , ვითომ ჩვენც რაღაცას ვთამაშობთ და ამ დროს სრულად აკონნტროლებენბ თამაშს, საკმარისია ოდნავ შემოქმედებით ფეხბურთელს მიუვიდეს ბურთი, ეგრევე ხისტი პრესინგი და მორჩა. მე ვწერდი რომ სანიოლი გადასაყენებელი იყო, მარა პირობა ამისი იყო აუცილებლად უცხოელი მწვრთნელის მოყვანა. თუ სვანაძეს დატოვებენ საერთოდ დასრულდება ამ თაობის რომელიმე ჩემპიონატზე გასვლა. ამ ბიჭებს მენტალურად სჭირდებათ უცხოელი მწვრთნელი, რადგან არასწორად ნაწილდება პასუხისმგებლობები ჩვენთან. აუციულებელია უცხოელი მწვრთნელი, სხვა მენტალობით, რომ ფეხბურთელებმა იგრძნონ სიახლე შეტევების დაგეგმვისას, ყველამ უნდა იცოდეს სხვადასხვა ვარიანტი შეტევის. თუ არ გამოდის ცენტრიდან, ფლანგების ჩართვა, რაც მთავარია ხვიჩას გამოყენება!!! კიდევ და მთავარი : მოედნის ცენტრში ჩაკვეტაძის სტილის გამთამაშებელი გვჭირდება, რბილი და ტექნიკური. ეგოიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, უკვე გვყავს და გვინდა ვინმე რბილი , ტექნიკური, სუფთა 10 იანი. საქართველოს ჩემპიონატში შეიძლება ვინმეს პოვნა. სულ რომ რონალდინიო არ იყოს მაინც ბევრს მისცემს ნაკრებს ასეთი პროფილის რბილი მოთამაშე , მოედნის კარგი ხედვით, ნუ ექნება სუპერ სკილები, მარა არ შეიძება რომ ვინმე არ იყოს. მარტო 1 კაცი გვჭირდება და 1 უცხოელი კარგი სპეციალისტი მწვრთნელი, დანარჩენი აეწყობა.
კვარას
კვარამ იშოვა მილონები ფეხებზე კიდია მოიგებს ნაკრები თუ წაგებს ტატუს დახატვა გაძელო ჯობია სირცხვილიიიი
გია
მეორე უდიდესი პოზიტივი ჩვენი ნაკრებისგან,გარდა უმაღლეს დონეზე აყვანილი უკან პასის კულტურისა როგორ ღირსეულად ულოცავენ მეტოქეს გამარჯვებას,ამათ იმისთანა ტემპი აქვთ აკრეფილი შორს არ არის ის დრო როცა მოედანზევე ყანწით ხელში და ბოლოკ გაყრილი გოჭით ხახაში მიულოცავენ მოწინააღმდეგეს წარმატებას,ჩვენ გუნდზეა ზედგამოჭრილი დევიზი მთავარი მონაწილეობაა და წაგებას ღირსეულად და ღიმილიანი სახით უნდა შეეგებო,ბრავო ბიჭებო მრავალი ქებათა ქება ქართველი ხალხისგან
დიტო
არც ვიცი რა ვთქვა, ესეთი ბავშვური თამაში საკუთარ კარებთან არ ეკადრება პროფესიონალებს. თუმცა რა პროფესიონალები? ეზოს ფეხფურთელები არიან გუნდის 60-70 %. ან რომ დადიან მოედანზე თითქოს ბაღში ბუნებით ტკბებიან? გვაღადავებთ თუ რა ხდება?
ირაკლი
ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილი არ არის.ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რეალობას შევხედოთ სჯობს. დომინიკ სობოსლაი - აი ფეხბურთელის ეტალონი, ტიპი ყველგან იყო მოედანზე. ისე რა საინტერესოა, რომ ჩვენს ნაკრებში ვისაც ფიზიკა აქვს და დარბის IQ აკლია და პირიქით, ვისაც მოედნის ხედვა აქვს, ტრავმები აწუხებს

არ შეიძლება რომ არ წავაგოთ და ხუთი თამაში ზედიზედ მოვიგოთ?რა არის ამისთ ის საჭირო?
ედემი კორძაია
იმედგაცრუებული ვარ. აშკარათ ეტყობა რომ ცუდპალასაზე არიან ბიჭები. ბრძოლა გრძელდება ჩრდილოეთ. ირლანდიას მოვუგებთ ისევ გვაქვს შანსი. სობოსლაის კარიერაში საუკეთესო თამაში ქონდა ბევრი ირბინა დოპინგზეა გადასამოწმებელი
სვანაძეს 10 წლიანი კონტრაქტი მინიმუმ
სვანაძეს 10 წლიანი კონტრაქტი მინიმუმ
დდდ
საქართველოს ნაკრებზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი გუნდი არაა უნგრეთის ნაკრები და ჩვენ რომ არ მოვვლენოდით მაშველ რგოლად, დაქვეითების უპირველესი კანდიდატები იქნებოდნენ...
ლაშა
ის რაც მოხდა და ხდება სრული 101% პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას!!! დიდი ხნის გასაშვები იყო სანიოლი.. აქამდე ნებისმიერი სხვა მწვრთნელი საკუთარ ხელწერას დაამჩნევდა. P.S ცოტე მეტი რო ირბინოს ზოგ ზოგიერთმა ნაკრებში არც ეგ იქნებოდა ურიგო..
Bbbbhh
კვარა არჩდილი დადის მოედანზე სვანაძე უდა წავიდეს სასტრაფოთ ფედერაცია უკან უდა მიყვარს არუდათ დიდი ფულის გადახდა მოყავთ ნაკლები ხელფასით ისეთი მრწვთნელები მწვრთნელობის აზრზე არარიან ფული ვინ უდა ჭამოს არ დაბლოკოთ
გეკითხებით მე თქვენ
თუ მწვრთნელი აარფერ შუაშია მაშინრას ცვლიდით სანიოლს?
მეგრელი
სხვათაშორის არ ვითამაშეთ ცუდად, მომეწონა. კვარას რამე ფასეული უნდა შეექმნა მაგრამ.... არაუშავს
დავითი
ნახევარი გუნდი გასაყრელია. ამას თამაშს ვერ დაარქმევ ,ცდაც კი არაა.
912
არაა ეს B ლიგა ჩვენი საქმე და გავვარდებით C ლიგაში და ჩვენც დავისვენებთ და ფეხბურთის, ამ ნაკრების გულშემატკივრობა უკვე პატრიოტიზმი არაა მაზოხიზმში გადადის... ჯობია გავაუქმოთ და რა ხარჯსაც ვწევთ ობლებს დავეხმაროთ... სამარცხვინოები ხართ კაპიტნით დაწყებული მასაჟისტით დამთავრებული...
ioseb
Mtavaria anzora shemoiyvana. Vin yavs egeti ro mainc atamasheben tipma aricis sadari stadionzea koncertzea tu metroshia. Ise 68wutze magari shedevri sheqmna:))
კვარაცივია
შეადარეთ ახლა, რას აკეთებდა სლობოსლაი თავისი გუნდისთვის და რას აკეთებდა ჩვენი გუნდის ნაფერები ფსევდო-ლიდერი
Kenshin
გაასწორა კაი თამაში იყო
ნელსონ მანდელა
არა აქ მწვრთნელი არაფერ შუაშია, უბრალოდ არ შეუძლიათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში, სადაც ფეხბურთელები მოტოციკლივით დარბიან გააზრებულ პასებს აკეთებენ და პასების სიზუსტე აქვთ.
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ბულგარეთში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი მოკლეს
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე