ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"რეკვიემი ოცნებაზე" არის ფილმი, რომელიც საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებას იქნებ კარგად ასახავს, მაგრამ ძალიან არ გვინდა, ეს ბოლომდე ასე მოხდეს. ჯერ რასაც  ვხედავთ, ეიფორიისა და ილუზიიდან აშკარა ჩიხში შევედით, ღრმა კრიზისში შესვლა კი, ფილმის შინაარსს ბოლომდე რომ მივყვეთ, არაფრით გვინდა.

მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა (უნგრეთთან 0:1-ის შემდეგ), სამ დღეში სხვა ხასიათზე ვიქნებითო, მაგრამ არც ის გვინდა, ქართულ ფეხბურთში დაპირებების ხანა დაბრუნდეს - თქვენ ითამაშეთ და ჩვენ გავიხარებთ! დროის სვლა ის არასასურველი მოლოდინია, დღევანდელი თაობის "დაკარგვისკენ" რომ მიდის. კიდევ ერთი ტურნირის გარეშე დარჩენა?! კი, ჯერ შესარჩევი ეტაპიც წინაა, მაგრამ....

ჩვენი ფეხბურთელები ცოტა კომფორტის ზონაში არიან. "კარგი თაობა", "ამდენი შემტევი" "მწვრთნელის ბრალია" და ამასობაში, იქნებ თვითკრიტიკა აკლიათ, საკუთარ თავზე გადახტომა, ძველებური ჟინი და ამასობაში, ცოტა ძლიერ მოწინააღმდგეებთან (B ლიგაში) გოლი ვეღარ გაგვაქვს...

ახლა ტაქტიკურ ნაწილზე...

გასაგებია, რომ ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა ტოპ ლიგებში გაიზარდა, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვთამაშობთ, თანამედროვე ფეხბურთისგან საკმაოდ შორსაა. ერთი და იმავეს გამეორება გვიწევს - შეტევა მეკარისა და დაცვიდან უნდა იწყებოდეს და შეცდომები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი! ამავდროულად, არ უნდა გავართულოთ იქ, სადაც პირიქით, გამარტივება შეიძლება. დავაკვირდეთ ტოპმატჩებს, თუ რამდენს ნიშნავს მოძრაობა და ტემპი; ავიღოთ საილუსტრაციოდ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი, სადაც ესპანელთა ნახევარდაცვამ საფრანგეთის ვარსკვლავური შეტევა "გააქრო." დასკვნები მარტივია. ამას დავუმატოთ ის, გუნდები აუტებს ისე ავითარებენ, საგოლე შანსები იქმნება და ჩვენ კი კუთხურიდან და ჯარიმიდან ვერაფერს გამოვადნობთ, წინასწარ ვიცით...

ვილი სანიოლის გაშვება იმიტომ დაგვიანდა, გუნდს რწმენა და საკუთარი უნარების გამოვლენის უნარი ეკარგებოდა და ეს მწვრთნელამდე მიდიოდა. ორი წელია, დაბლა ვეშვებით და რეაქცია დაგვიანდა - ზემოდან ქვემოთ და პირიქით! ახლა რაღაცები იცვლება, თუნდაც ის, სვანაძე ფეხბურთელებისკენ არ იშვერს ხელს; თუნდაც ის, მეკარე მამარდაშვილი კარიდან შორს რომ არ ურტყამდა და დაცვის ხაზით ბურთით ამოტანას ვცდილობთ, მაგრამ ასეთი მცირე დეტალებით და პერსპექტივებით ხასიათს ვერ გამოვიკეთებთ.

რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი? - კითხვა, რომელიც ყველგან გესმით. ხვიჩას საქართველოში გამართლება ნამდვილად არ სჭირდება, ის ახლა იდეალურ ფორმაში რომ არაა, თავადაც შესანიშნავად იცის. ამის მიუხედავად, როცა სხვადასხვა რგოლებს შორის ამხელა დისბალანსია, მხოლოდ შემტევისგან მოითხოვო, თამაში "გააკეთოს", შეუძლებელიც კია. "კვარა" ცდილობს გუნდს შეტევების წარმართვაში დაეხმაროს, ბურთი ცარიელი კარიდანაც გამოიტანა, მაგრამ ის, რომ შეტევაში მისი საუკეთესო მხარე ვნახოთ, ერთიანი მექანიზმია საჭირო. ამავდროულად, როცა "ოქროს ბურთი" ასე ახლოსაა, სადაც სამშობლო მხარს ძალიან გიჭერს, მაქსიმალური მცდელობებია საჭირო, შენი ინდივიდუალიზმით გადამწყვეტი სიტყვა იქნებ თქვა. რაც შეეხება სობოსლაის, როცა ნახევარდაცვაში ასეთი ფუფუნება გაქვს, ფეხბურთელმა ილიდეროს და მოედნის ყველა მონაკვეთში იყოს, ბედნიერებაა და ჩვენ ამას მოკლებულები ვართ.

შუა ხაზი ვახსენეთ და აქ ჩვენ ფეხბურთელებს სისტემურობა, სტაბილურობა და ფიზიკური მომზადება აკლიათ და ეს თავს სხვადასხვა სიტუაციაში იჩენს. პერიოდული გამონათებები საქმეს არ შველის. მთავარი მწვრთნელი აქაც უნდა გავაკრიტიკოთ. ადრე ვთქვით რისკის მნიშვნელობაზე და... ჯერ იყო, გიორგი ქოჩორაშვილის შეყვანა ოთარ კიტეიშვილის შეცვლით ვერ გაბედა, როცა "კიტეს" გაფრთხილებაც ჰქონდა და დიდი ალბათობით, მის გაყვანას მეორე ტაიმის შუაში მაინც აპირებდა. ოთარის ტრავმამ რამაზ სვანაძეს გეგმები აურია, მაგრამ მინდორზე კვლავ ვერ ვიხილეთ ავსტრიაში კარგი პრაქტიკის მქონე გიზი მამაგეიშვილი. არ არის ახლა ანზორ მექვაბიშვილი კარგ კონდიციებში და მისი გამოყენება ძალაა?! თანაც ეს "ნაკლებად რისკის" საფარქვეშ რომ ხდება.

ორი თამაშია, სამწვრთნელო შტაბისგან სიახლეს ველით და თითქოს უკვე ათასჯერ ნანახ ფილმს ვუყურებთ. თუკი სანიოლი ფეხბურთელების შესაძლებლობებს იდეალურად ვერ იყენებდა, უნდა ადგე და შეცვალო, რამე მოიფიქრო და არა ის, გიორგი კვერნაძე ამხელა რეიდს აკეთებდეს და რამდენიმე მეურვის გარემოცვაში დამხმარეც კი ვერ იპოვოს.

დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ ამდენი ნეგატივისგან, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებენ. ტაქტიკა ტაქტიკად და სტრატეგია სტრატეგიად, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი უნდა გაუფრთხილდეს იმ სიყვარულსა და ნდობას, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისგან მიიღეს. მთავარია, ადამიანებმა დაინახონ, რომ მათი ბედნიერებისთვის ისევ ყველაფერს აკეთებთ; მათ უნდათ, ისევ გაიხარონ გოლებით და თქვან, რომ "უყვართ ბომბარდირი"... ყოველთვის ეკლერის მორთმევა არ იქნება, ზოგჯერ გამოსაფხიზებლად ცხარე ინგრედიენტიც საჭიროა!..

• Gurgu

რაც იცი იცი)))

• gogka

გაკეთებული პასების ნახევარზე მეტი უკანაა,კაკაბაძის განსაკუთრებით...შორ პასს გააკეთებენ და 90% დაკარგულია,რა ჯანდაბით გვინდა რო მოვიგოთ.

• ABARA

ჩვენი ნაკრები მაგონებს სტუდენტს, რომელიც უმაღლესში ისე ჩაირიცხა, რომ საშუალო განათლება არ მიუღია. რას ვგულისხმობ - ნაკრების ყველა ფეხბურთელს (ჟორჟის გარდა) ფეხი ადგმული აქვს საქართველოს მოედნებზე, ქართველ მწვრთნელებთან, რომელთა კვალიფიკაციასთან და მიდგომებთან მაშინაც და დღესაც რბილად რომ ვთქვათ უამრავი კითხვის ნიშანია. მთლად "ლა მასიას" აკადემიას ბუნებრივია არ შევადარებ, თუმცა არსებობს ისეთი რამეები ფეხბურთში, რაც ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს და თუ ვერ ან არ ისწავლა, ამას ვეღარ დააკომპენსირებს. ჩვენს ფეხბურთელებს ტაქტიკურ ასპექტში მუდმივად რომ პრობლემები აქვს ეს სწორედ იმ ქართული საბავშვო ფეხბურთის "დამსახურებაა", ბურთით დაცვიდან ამოსვლას რომ ვერ ვახერხებთ და 3 პასს რომ ვერ ვაბამთ ესეც. სწორ კვებას და აღდგენას რომ არ ექცევა სათანადო ყურადღება ესეც გამოიღებს არასასურველ შედეგს ასაკში. აღარაფერს ვამბობ ნეპოტიზმსა და უსამართლობაზე, რომელმაც წალეკა ყველა სფერო, სკაუტების ინსტიტუტის არქონა, რომლის პირდაპირი მოვალეობა ტალანტების მოძიება/აღმოჩენა იქნება, ასე რომ თუ გვსურს ქართულ ფეხბურთს ვინმემ უმკურნალოს, ბავშვთა ფეხბურთი უნდა იქცეს პრიორიტეტად და იქ მომუშავე სტაფის კვალიფიკაციის ამაღლებაში უნდა დაიხარჯოს ფინანსები. სახლის შენება ფუნდამენტიდან იწყება და არა სახურავიდან, ასეა სპორტშიც. ესეც რომ არ იყოს გაცილებით იაფი ჯდება ბავშვთა და მათი აღმზრდელების შენახვა-განვითარება, ვიდრე გაზულუქებული არაფრისმქმნელი ვითომ ფეხბურთელების და მწვრთნელების და ბოლოს - ყველა სფეროში აუცილებელია არსებობდეს განვითარების ხანმოკლე და ხანგრძლივი სტრატეგია, რომელიც გეგმაზომიერად უნდა ხორციელდებოდეს მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ფეხბურთის ფედერაციაში. ჩვენს შემთხვევაში დარწმუნებული ვარ არცერთი გეგმა არ არსებობს და ისევე, როგორც უწინ ფეხბურთი ინერციით ცხოვრობს - შედეგიც სახეზეა.

დამსახურებული პენსიაა ძმაო, ჯიგრულ ქართულ პონტში.

• ვინმემ იცით?

დღეს დანიშნული სვანაძის პრეკონფერენცია ონლაინ რეჟიმში იქნება? თუ ბელფასტში უნდა ჩავაკითხოთ, რომ დავესწროთ? მაინტერესებს რას იტყვის. ჩვენი ნაკრების შანსებზე -ამ ტურნირში, მომავლის პერსპექტივებზე? რა სრტატეგიით და ტაქტიკით გავა ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიელებს წინააღმდეგ? რა ხედვა აქვს მევრთნელს ამ მატჩისთვის და ა.შ

• Eto eto

ბევრჯერ დავწერე და კიდევ ვამბობ, როგორი ტაქტიკური სტრატეგიაც არ უნდა დახზო და მოხაზო, თუნდაც იდიალური ,კონკრეტული თამაშისთვის, შესრულება ხომ უნდა, ეხლა ვკითხულობ ამ ფეხბურთელებით შეასრულებ რამეს? ჯერ ამ ხალხმა ბურთის მ პ ყ რ ო ბ ა უნდა ისწავლონ და მერე ფიზიკაზე უნდა ივარჯიშონ,თორე არაფერი არ გამოვა. როცა ბურთს ვერ აჩერებ, პასს ვერ იძლევი ნორმალურს,ბურთიანად მოტრიალება არ იცი, შიშით თამაშობ, რა ფეხბურთელობაზე გაქ პრეტენზია.ასეთ შემთხვევაში ვერც ენრიკე და გვარდიოლა ვერ გიშველის.

• ერთხელ ესეც ცადეთ

4-3-3 მამარდა.კაკაბაძე, დვალი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი. ნახ. დაცვა.ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი. თავდასხმა კვარა, ჟორჟი, დავითაშვილი. ერთხელ ცადეეეეეეთ

• გიზო

ეხლა ვნახე სტატისტიკა, სან-მარინოს ლიხტენშტეინს და ჩვენს ნაკრებს ბურთი არააქვთ გატანილი მეტოქის კარში, სირცხვილი

• გია

ნახევარდაცვა როცა არ გყავს თავდასხმას პასებით ვინ მოამარაგებს

• გიორგი

მექვაბიშვილი არ უნდა თამაშობდეს ნაკრებში,ძალიან სუსტია. ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტოპ მწვრთნელი.ის თუ უშველის ჩვენს ნაკრებს

• თორნიკე

სულ მინდოდა ამ ფაქტზე აქცენტის გაკეთება, ტოპ ლიგის საშუალო, ან ოდნავ უკეთესი გუნდის ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობის სათამაშო დრო მატჩში 15-20 წუთია. პრესინგს ვინ უნდა გაუძლოს, თადარიგოს უპრაქტიკო ფეხბურთელმა? ეს საკუთარ ნახევარზე "ბარსელონასებური ტიკიტაკა" მეტოქის ფსიქოლოგიურ დაღლას ემსახურება თუ ბურთის ფლობის "სტატისტიკის" გაუმჯობესებას? ხვიჩას ნახევარმცველი სჭირდება, საკუთარი ნახევრის უკანა ნახევრიდან კი არ უნდა მოგქონდეს ბურთი, მეტოქის საჯარიმოსთან უნდა კვებავდნენ პასებით. ფორმაში მხოლოდ 2 ფეხბურთელია ამჟამად კარგი სათამაშო პრაქტიკით თავიანთ კლუბებში: ეგოიანი და კვერნაძე, ვერც ესენი ბრწყინავდნენ, მაგრამ რა დრო მიეცათ რო ამ სამ თამაშში? ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ პრესინგი და პრესინგთან გამკლავება და ეს უკან პასის სარაგბო პრაქტიკა საბოლოოდ მოიშორონ!

• უვიცი

5 მცველით სხვანაირ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. რაც შეუძლია ამ ტაქტიკას იმას თამაშობენ ბიჭებიც. ამ ტაკტიკამ შეიძლება უკმაყოფილო არ დაგტოვოს ესპანეთთან ან საფრანგეთთან, მაგრამ თანასწორ ნაკრებებს 4-3-3 უნდა ეთამაშო, რომ უპირატესობა შეუქმნა ნახევარდაცვაში და შეტევის ორივე ფლანგზე. სხვა თუ არაფერი ხვიჩა რაც გვახსოვს სულ 4-3-3 ტაქტიკაში თამაშობს და მას მაინც შევუწყოთ ხელი.

• დიდება პარტიას, დიდება ლენინს

კაშია სტაფში ტატუაჟის სპეციალისტად ყავთ? და კვეკვესკირი რას ასწავლის ბიჭებს? ჰკითხეთ ვინმენ სვანაძეს.

• უფროსი

ნაკრების დაბალი დონე არის სანიოლის მრავალწლიანი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგი. ნორმალური სპეციალისტი ძლიერი ნაკრების შექმნას შეძლებდა.

• სამაჩაბლო

სობოშლაი თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი,ყოველთვის მომწონდა ეს ფეხბურთელი!!

• გიგა

ოქროს ბურთის კანდიდატები იამალი და კეინი დაფრინავენ ნაკრებში!

• ამატაკი

ეხლა როცა ურემი გადაბრუნებულია ათასი ყველაფერჩიკი გამოჩნდა. არადა ვიცოდი ამათი აზროვნება, აიღეს და ბოლოს ხვიჩას შეჯდნენ..როგორც მოგვდგამს ისტორიულად ვიღაც ოხერის წყევლა- ყველაზე საუკეთესოს უნდა მოეთხრას ფეხქვეშ მიწა, თან გესლიანად და ნიშნისმოგებით! კაროჩე რა, თქვენი მიგნებები არ გაიშვა. ბიჯო, მართლა ვისაც გული შესტკივა ამდენი ხანი გეუბნებათ, რომ სანიოლს თუ ტრენერს დაარქმევ, იმ დონეს მაინც ნუ დააბრალებ საშუალო გაქანების ნაკრებს გაუძღვეს. და რა გინდათ ეხლა.. ხვიჩა ესეიგი კაპიტანი თუ გახდა, უტრენეროდ ევროპაზე უნდა გაგიყვანოს თუ რას ერჩით?!. სად, როდის გინახავთ უტრენერო გუნდს რამე მოუგია! დაიწყეთ ეხლა მოთქმა, ეს არ გვყავს, ის არ გვაქვს, ფეხბურთელები სადაა ჩვენ ნაკრებში. თქვენ რომ კაცმა გკითხოს, ისე გამოგყავთ რომ ჩვენები არაფერს წარმოადგენენ და ჩრდილოეთ ირლანდიელები ციდან ვარსკვლავებს წყვეტენ. სადაა მანჩესტერები და არსენალები, დაითრევენ ალბათ ცხელ-ცხელზე თქვენ მოწონებულ ირლანდიელებს. ნუ მაშინ თქვენსავით უნდა აზროვნებდეს მათი მენეჯერები (სხვათაშორის მანიუში არაა გამორიცხული). ეხლა მაინც უნდა შეეშვათ ამ ზედმეტ მოთქმებს და საქმეს უნდა მიეხედოს. სასწრაფოდ ხელები უნდა დაიკაპიწოს ფედერაციამ და ადექვატური ტრენერი გამოძებნოს, სადაც იქნება.. არა აქვს მნიშვნელობა თეთრი, შავი, ქრისტაინი თუ ბუდისტი.... ტრენერი გვჭირდება ადექვატური. ამ ერთა ლიგის ჩაგდება არაა იმ დონის უბედურება როგორსაც აღწერთ. ნუ ეხლა ისევ ახალ წრეზე თუ არ დაიწყებენ ტრიალს და სვანაძეს, ან მსგავს ფანტასმაგორიაში არ გადაეშვებიან, ჯერ კიდევ საგანგაშო არაფერი გვჭირს. გვყავს ჩინებული თაობა, რომელსაც ხომ ყველა გრძნობთ რომ შეუძლიათ მაგარი ფეხბურთის გაგორება, ჰო და აი მანდედან ამოვიდეთ, სხვა დანარჩენს ჭკუა-გონება, საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა გამოასწორებს !

• ტრიბუნა A

პრობლემა ერთდროულად არის როგორც მწვრთნელში ასევე მოთამაშეებში. არ არსდბობს სრავითარი ტაქტიკური მონახაზები, გათამაშებები. ფეხბურთელებში კი აშკარად ჩანს შეუთამაშლობა, დიდი ტექნიკური წუნი და **** არ ჩანს თამაშის სურვილი

• არაუშვს პირველ ადგილზე მაინც გავალთ

რაც არ მოოგვიგია და არ გავიტანია - იმას მოვიგებთ და გავიტანთ! ბატონი რამაზი დაგპირდა და ასე ქინება

• Patr.

მერწმუნეთ. 2222 წელს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ვისაც უნდა დავენიძლავები

• Miro

მთავარი ჩვენი სისუსტე,რაც ყველა ჩვენმა მეტოქემ შეისწავლა და წარმატებით გამოიყენა ისაა,რომ აქტიური პრესინგის წინააღმდეგ სრულიად უძლურები ვართ.ეტყობა ამ კუთხით არც სანიოლი ამზადებდა გუნდს და სვანაძეც ასე მოკლე დროში რას იზამდა?ისე სვანაძესაც მაგრად გაუჭირდება,არა მგონია რამეს მიაღწიოს.მოურინიოს დონის მწვრთნელმა შეიძლება რამეს მიაღწიოს ამ გუნდით.დაბალი დონის მწვრთნელები ვერაფერს მიაღწევენ.

• gio

კაიფობ, რა ოქროს ბურთი. მაგას ფეხბურთისთვის აღარ სცალია. მალე პოდიუმზე გამოვლენ

• გია

ბევრ კომენტარს ვკითხულობ მაგრამ რეალურ პრობლემას ვერავინ ამბობს. ერთხელ სანიოლმა განაცხადა, კარგი მე გადავდგები მაგრამ არის იმის გარანტია მდგომარეობის გაუმჯობესების. რომ დაფიქრდე მართლა არ არის.რდგანაც პრობლემა ფეხბურთელებშია.

• სათაურიც ესეთი უნდა

თურმე იმიტომ რომ გუნდი არ უწყობს ხელს... საქმე მარტივად არის უბრალოდ არაა სობოსლაი ეს არის და ეს, უბრალოდ სობოსლაი უკეთესი ფეხბურთელია ლიდერის თვისებებით, ერთადერტი რაშიც კვარა აჯობებს არის მარცხენა გარემარბის პოზიცია, დანარჩენი კომპონენტების შედარებაც უხერხულია..

• lisandro

რაო პორტალ ჯერ კვარადონაო მერე კვარავაჯიოო და ახლა იძახით სობოსლაიც კი არააო)) ეხლა სერიოზულად და ერთ ასეთ პრობლემას მივაქციოთ ყურადღება, რომ ვიძახით ეს ნიჭიერი თაობაო, ტოპ ლიგებში ამდენი ჯერ არ გვყოლიაო ეხლა დავასახელოთ მაგ ლიგებში თუნდაც ერთი ქართველი ფეხბურთელი რომელიც ძირითადის ფეხბურთელია თავის კლუბში. მიქაუტაძე, მამარდაშვილი, წიტაიშვილი, გოგლიჩიძე, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, საზონოვი სათადარიგოები ეს ტოპ ლიგებში ვინც თამაშობს. ახლა ზოგადად ევროპულ გუნდებში ვინც თამაშობს- მამაგეიშვილი შტურმში სათადარიგო, კიტეიშვილს ტრამვები და ისიც სათადარიგოს მოთამაშედ იქცა, დავითაშვილი და აბუაშვილი საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდის სათადარიგოები, ზივზივაძე მეორე ბუნდეს ლიგის გუნდის სათადარიგო. კვარადონაც კი უკვე აღარ განიხილება პსჟ შეუცვლელ ფეხბურთელად. მაშ იქნებ და არც ისე ნიჭიერი და გენიოსი თაობა გვყავს როგორც წარმოვაჩენთ? ან როგორც ჩვენ ვხედავთ? კი ბატონო უფრო ნიჭიერები არიან იმ თაობასთან შედარებით სატურნში, ალანიაში ან სილკებორგში რომ თამაშობდნენ მაგრამ რაიმე გრანდიოზულის მისაღწევად მათი ნიჭი ვეღარ წვდება, ევროპაზე თამაშით მაგ თაობამ მაქსიმუმს მიაღწია და ტყუილ მოლოდინებს ვიქმნით რომ კიდე რამეს მიაღწევენ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია

• კახი

ჩიხში კი არა ჭაობშია ჭაობშიიიი. ყველამ იცის რომ პრესინგის წინააღმდეგ ვერაფერს ვაკეთებთ და ცენტრამდე ვერ აგვაქ ბურთი.

• მოეშვით პროფესორობას!!!

მერე? მოეშვი! რატომ არ ეშვები სანიოლს ))

• დინამოელი

ჩვენი უცვლელი კა(ფუ)კაბაძე ხომაა ჯანმრთელად რაც მთავარია? სხვა არაფერი მაინტერესებს.

• სიმართლე

მოეშვით პროფესორობას!!! თუ მოთამაშეები ვერ ქაჩავენ, მწვრთნელი სასწაულებს ვერ მოახდენს. კიდევ არ გიკვირთ (?) - ამ გუნდისგან სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირის სოლიდური მონაწილე რომ გამოაცხო(?) ეს სანიოლის დამსახურებაა უპირველესად და ამის გამეორება ვფიქრობ ბევრ მწვრთნელს ამ გუნდით გაუჭირდება (ძალიან)! სანიოლი არ უნდა გაეშვათ! ეს ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს (მაგ. ანჩელოტის ბრაზილია და სხვ.), თუმცა ამის გამო მწვრთნელს არავინ სჯის. ფაქტია, გუნდი უსუსტესია და რაც ყველაზე მთავარია, უაღრესად არასტაბილური(!) ინდივიდუალიზმშიც მოვიკოჭლებთ და გუნდურადაც საკმარისი დოზით შეთამაშება არ იკვეთება. ევროს შემდეგ ეს მოთამაშეები ხიბლში შევიდნენ და ჯერ არ გამოსულან, სამწუხაროდ. დიდების გზა ერთჯერადი არაა და არც გამარჯვებაა მიზეზი იმისა, რომ უნდა მოდუნდე; პირიქით, სულ უნდა იზრდებოდე ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. ფსიქილოგიური მზაობა ასევე უსუსტესი წერტილია ქართული გუნდისათვის! რამაზს წარმატებები! გუნდს ვუსურვებ ხიბლიდან (კომფორტის ზონიდან) გამოსვლას და ზრდას! კვარას ვუსურვებ იგივეს; უძლიერესია, თუმცა ამ სეზონში ჯერ დიდი ვერაფერი გამოსდის! თუმცა ვფიქრობ, განსხვავებული ტიპაჟია და მას გამოუვა, თუ ძალისხმევას არ დაიშურებს!

• გიო თბ

ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა გახდა რო კვარა მარცხენა ფკანგზე ვათამაშოთ? ხო ფაქტია რომ ამ აბდაუბდა განლაგებით ვერ ვიყენებთ სანახევროდაც მის პოტენციალს? როცა ესეთი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, მოვარგოთ ტაქგიკა, დავაყენოთ თავის ჩვეულ პოზიციაზე! მაგრამ არა, შიშს ვერ ერევიან, 5 მცველით თამაშობენ და მეორე ტაიმში, ასე თუ ისე შემტევი ეგოიანის და კიტეს მაგივრად, გამოყავს ჩამშლელები, ქოჩორა და….ანზორი!!!!! რომლის არც გოლი არც საჰოლე პასი არც მოტყუებული კაცი და არაფერი მე არ მინახავს! იმის მაგივრახ სულ ბურთს ითხოვდეს, მეტოქის ზურგს უკან იმალება ძირითადად! თუ არა და დააკვირდით კარგად! კარფი კიდემ ტრავმა მიიღო, შეუშვი რა შემტევი როცა აგებ, ზურიკო, აბუაშვილი, თუ ვერ ბედავ გიზი მაინც! ვაგებთ და კიდე ჩამშლელები? თან ანზორი?!!! ქოჩოეა კარგი მაგრამ რაის ანზორი კარგით რა!!!

• მარგალი

რას ითხოვთ ამ ფეხბურთელებისთვის? რაც შეუძლიათ იმას თამაშობენ! სანიოლი ღუპავს ნიჭიერ თაობასო, სკამის ხეხვა როდის იყო ნიჭიერების მაჩვენებელი? გაუვარდათ ერთხელ ყარაულის თოფივით და ნახევარი საქართველო ბანკის ვალებით მოეფინა გერმანიის სტადიონებს!!! ისე ბოდიშის მოხდით რაც ქვეყანა გვაქვს ფეხბურთიც შესაბამისია

• ელგუჯა

წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი,ჩაკვეტაძე... დიდ გუნდებს არ უთმობენ და უნგრელები დაძლევენ? უბრალოდ ყველას უნდა მოენახოს ადგილი...

• ელგუჯა

წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი,ჩაკვეტაძე... დიდ გუნდებს არ უთმობენ და უნგრელები დაძლევენ? უბრალოდ ყველას უნდა მოენახოს ადგილი...

• გგ

ისეთი შეგრძნება მაქვს, სანიოლმა რაც კონსპექტები დატოვა, ისევ იმით ხელმძღვანელობს სვანაძე. ჩრდ. ირლანდიასთან რა ფეხბურთიც ვითამაშეთ, ან უკრაინასთან, ან უნგრეთთან რამე სხვა იყო? ტაქტიკურად, ტექნიკურად, ემოციურად…

• გიორგი

საქართველოს ნაკრებს რომ ვუყურებ და მეტოქეებმაც გაშიფრეს - საკმარისია პრესინგი ეთამაშო და დაცვიდან ვეღარ ამოვდივართ, ნელნელა და ტანჯვა-წამებით ცენტრში თუ ამოვბობღდით, მერე იქ მიდის ბუქსაობა, უკან პასი, იქ მერე ისევ პრესინგი, დაიკარგა ბურთი და სულ ეგ არის. აუტი/კუთხური თუ ჯარიმა გინდა აგვიღია და გინდა არა, ხეირი ნული

• გიორგი

ერთის მხრივ დავეთანხმებოდი რომ რამდენიმე ცალკეული ფეხბურთელის გარდა, დანარჩენები საშუალო ან უფრო საშუალოზე დაბალ დონეზე თამაშობენ, ნაკრებშიც და თავის კლუბებშიც. თუმცა, ვერ დავეთანხმები იმას რომ ძირითადად უკრაინის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ნაკრები (რითიც თამაშობენ ამ გათამაშებას ეხლა, თორემ ისე კი ჰყავთ) უფრო მაღალი დონის არის, ვიდრე საქართველოს ეს ნაკრები. ან იგივე ჩრდ. ირლანდიის გუნდია უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული? იგივე საბერძნეთის ნაკრები, რომელიც სულ ცოტა ხნის გამოვთიშეთ საერთაშორისო გათამაშებიდან, დღეს "ა"-ში თავის ჯგუფს ლიდერობს! თან ვისთან - ნიდერლანდების და გერმანიის ჯგუფში! დასკვნის სახით - სანიოლი უნდა წასულიყო, სვანაძე არ არის ის მწრთნელი რომელიც ამ ნაკრებს რაიმე შედეგამდე მიიყვანს. საქართველოს ნაკრების სჭირდება კრეატიული მწვრთნელი, ისეთი კი არა ვარსკვლავებით დახუნძლულ ნაკრებს რომ გაიყვანს ან მოაგებინებს რამეს, ოტო რეჰაგელივით (ბუნდესლიგაში გადასულ კაიზერსლაუტერნს პირველივე წელს ჩემპიონობა მოუტანა, ასევე საბერძნეთის "ავტობუსა" ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა სენსაციურად მის ხელში) ან ბორა მილუტინოვიჩით (5 ნაკრები გაიყვანა მსოფლიოზე, აქედან კოსტა-რიკა, აშშ და ჩინეთი), ვინც მოახერხეს და ისეთი ნაკრებები მიიყვანეს მსოფლიო თუ ევრო გათამაშებებზე, რომლებსაც არც დიდად ვარსკვლავები ჰყავდათ და არც საერთაშორისო გათამაშებების ხშირი ბინადრები არ იყვნენ. ან დავიჯერო ისლანდიის ნახევრადპროფესიული ნაკრები იყო უფრო მაღალი დონის ვიდრე საქართველოს ეს ნაკრები?

• მამუკა

ჩვენი ნაკრები თამაშობს 80-იანი წლების საშუალო დონის კლუბების ფეხბურთს, როდესაც ფეხბურთელები დღევანდელ ტემპთან შედარებით დადიოდნენ მოედანზე, დვალის და ლოჩოშვილის ბურთთან ურთიერთობა ხო საერთოდ კატასტროფაა, ელემენტარულ ფეხში პასს ვერ აკეთებენ, ძალიან ძნელია ნებისმიერი თავდამსხმელისთვის რამე ღირებულის გაკეთება როცა ბურთი არ მოძრაობს და მხოლოდ გვერდზე პასები კეთდება, ვერც ერთი გააზრებული შეტევა ვერ წამოიწყეს სამ თამაშში

• დემბელეს დედა თამთა

ძალიან დამწყდა გული ჟორჟზე. მეტს მოველოდი. ალბათ, ნაკრებები მაინც სულ სხვა დონეა და მაგიტომაც უჭირს. ვერც იმას იტყვი, რომ მონდომებული არაა. ეგოიანმაც გამიცრუა იმედები. რა ვიცი, ამ ჰოლანდიის ჩემპიონატში მგელივით მოჩანდა, ნაკრებში საერთოდ არ ჩანდა. მოკლედ, არ გვყავს ძლიერი ბიჭები და ეს რეალობაა. მარტო ხვიჩა კი არა, მესი ვერაფერს იზამს!

• კობიაშვილს

ლევან სანამ აგირჩევნენ სფფ-ს პრეზიდენტად ძალიან წესიერი და პატიოსანი ადამიანი მეგონე, იქნებ იყავი კიდეც, თუმცა მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ახლა უკვე იმ ჩინოვნიკს დაემსგავე, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან რომ ფუნქციონირებს! ისე მოდი გინდა მარტივი, ძალიან უბრალო კითხვა დაგისვა?! რამდენი კაცი მუშაობს სფფ-ში, რამდენი შტატნიკი გყავთ ისე შეფარებული, რომ სრულიად უსარგებლოა და ტყუილა ანიავებენ სფფს ბიუჯეტს! მოდი მერე იგივე უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის, ან ჩრ. ირლანდიის შევამოწმოთ და შევადაროთ იმათი მუშაობისა და თქვენი ხარისხი! 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი რესურსით რომ გაცილებით დაბალი შედეგი გაქვთ, აღარაფერს ვამბობ ბოსნიის და თუნდაც ხორვატიის მაგალითებს! ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში რამდენი კაცია დასაქმებული უბრალო მასალაა ყველა მოიძიებს, მაგრამ მინდა შენი პირით აღიარო! პ.ს. ამას იმიტო ვუღრმავდები, რომ ეს დამწყები მწვრთნელები რომ შემოგვასაღე ეროვნულში და 21-წლამდელებში! თუ თანხები არ გყოფნიდა იქნებ გეფიქრა, საიდან შეიძლება თანხების აკუმულირება რომ გაცილებით ნორმალურ ავტორიტეტულ სპეციალისტს ჩააბარო ეროვნული და 21-მდელები! და კიდე თუ მთლად დინო ტოპლიოლერს ან ბენიტესის ფული არ გიგროვდება, იქნებ ცხადაძეს ან გეგუჩაძეს (გია განსაკუთრებით მაინტერესებს, ადრეც ვითომ დინამოდან ეროვნულისთვის გაუშვით და მერე ახალგაზრდულში გადაისროლეთ) მაინც გამოკრათ ხელი! ისე ქეცბა მეცოდება როცა დაუძახეს, მაშინ ისტორიაში ყველაზე უნიჭო მოთამაშეებთან მოუწია ურთიერთობა, ახლა კი საინტერესო იქნებოდა მისი მუშაობა!

• Semi

2 თავდამსხმელით თუ ვთამაშობთ მაშინ დააყენონ ბუდუ და მიქაუტაძე, ხვიჩას მისცენ თავის ფლანგი სადაც უძლიერესია, სამივე მატჩი ტაქტიკური აბდაუბდა იყო. მარჯვენა შემტევად წიტაიშვი ამ ეტაპზე უალტერნატივოა. ხოლო ცენტრში ჩაკვე ქოჩორა და კიტე. მორჩა კინო.

• Barmalei

აჩის. შენი არ ვიცი ძმაო, მაგრამ ამათ 90 ნაკრებს ვერ შევადარებ რა..მარტო ცენტრი რად ღირდა ქინქლაძე, ქეცბაია, ჯამარაული ნემსაძე..

• QT

იშვიათად ხდება მე სტატიის ავტორს დავეთანხმო, მაგრამ ახლა სწორედაც რომ ვეათანხმები. გვჭირდება სიახლე, ახალი სისხლი, პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები მოედანზე და არა ერთიიდაიგივე დაღლილი სახეები. გვაჩვენეთ რა შეუძლიათ და დააწყებინეთ ძირითადში საზონოვს, მამაგეიშვილს, ხარებაშვილს, ეგოიანს, კვერნაძეს, დავითაშვილს, აბუაშვილს

• საქართველო უპირველეს ყოვლისა!

ეხლა ნახეთ კლუბებში გაიგიჟებენ თავებს,საერთოდ აღარ მაინტერესებს თქვენ კლუბებში გატანილი გოლები და ტიტულები!

მიქაუტაძეს რაღა დაემართა კარში ერთი წესიერსდ ვერ დაარტყა… მამარდას ესეთი ბურთზე გამოსვლებით ძაან გაუჭირდება ლივერპულში დამკვიდრება….

• ანზორი

საკუთარ კარში გოლის გატანა არ ითვლება? ეგრე მაინც გაიტანონ

• llcl

ღვთისავარ, ახალგაზრდა კაცი ხარ და მთელი გულით წრმატებებს გისურვებ, მაგრამ ჩვენც დავიღალეთ თქვენით, არაფრის მთქმელი სტატიებით, პირში წყალჩაგუბებულები ხართ, ვინ არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, როცა 11 წელია სათავეში ხარ, 52 ადგილი საკლუბო ფეხბურთში, ევროპაზე გასვლა მკვდართა ლიგიდან, ნუთუ ჟურნალისტებს არ გრცხვენიათ და კრიტიკული კითხვები არა გაქვთ კობიაშვილთან? კარგით რა, მართლა უკვე სირცხვილია, აღარაფერი დაწეროთ, ეს წერილებიც უკვე ჩვენ დაცინვას გავს, იმიტომ რომ საიდანაც ეს წარუმატებლობის სათავეა, იქით არც იხედებით, გამოდის ან გეშინიათ და ან თქვენც სარგებელს ნახულობთ, სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა?

• ვერ იგებთ

საქმე იმაშია, რომ უკუღმაა თითქმის ყველაფერი ჩვენს ნაკრებში და რაც კიდევ უფრო უარესია, ხალხიც ასევე აყოლილია ამ გამრუდებულ ხედვას, შესაბამისად სულის მოთქმაც არ გვეღირსება ჯერ: 1) დავიწყოთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით - დეტალებში აღარ შევალ, ხალხი რამენაირად უნდა მიხვდეს იმას, რომ იქ გასვლა არ იყო გუნდის მხრიდან მაღალი დონის ჩვენებით გამოწვეული, არამედ იყო უეფას მრავალჯერადი დახმარებით და მერე გამართლებით. 2) ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლაც არ იყო გუნდის მხრიდან მაღალი დონის ჩვენების შედეგად, არამედ ეს მოხდა იმის გამო, რომ 4 გუნდიანი ჯგუფიდან 3 (!) გუნდი გადიოდა და აქაც გაგვიმართლა იმით, რომ ბოლო ტურში შეგვხვდა უმოტივაციო პორტუგალია, რომელიც ფეხების და ძალების დაზოგვით თამაშობდა. მანამდე კი ავიღეთ კინკილა ქულა, ისიც მამარდაშვილის საოცარი მოგერიებებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგის შტურმის ფონზე. 3) ამ ფორმაციის ნაკრები, მისი ისტორიის განმავლობაში, არასდროს ყოფილა სოლიდური ნაკრები, ვერასოდეს თამაშობდა პრესინგს, ვერასოდეს დომინირებდა სერიოზულ მეტოქეზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, ვაიჟურნალისტების და კიდევ სხვათა გამოისობით, მათზე შეიქმნდა გადაჭარბებული მოლოდინები, რაც ქმნის 'ქაოსს', როგორც ფეხბურთელების ისე გულშემატკივრების თავში. 4) მოხდა გუნდის პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვა, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები, როგორც გუნდის შიგნით, საზოგადოების მხრიდან მათ აღქმაში. 5) გარკვეულ მიზეზთა გამო რომელსაც აქ აღარ ჩავუღრმავდები, კაპიტნად აირჩიეს ზედმეტად ახალგაზრდა და ამ როლისთვის სრულიად შეუფერებელი ფეხბურთელი, რამაც კიდევ უფრო დიდი დემორალიზება მოახდინა, ამ ისედაც საკმაოდ დემორალიზებული გუნდის. 6) ფეხბურთელს, რომელიც რეალურად არასდროს ყოფილა გუნდის ხერხემალი, აწერენ გუნდის ყველა წარმატებას, ხოლო წარუმატებლობას ყველაზე ნაკლებად აბრალებენ მას - ასეთ უსამართლო გარემოში, გუნდის სხვა ლიდერებს კიდევ უფრო შეუმცირდათ თავის გამოდების და მოედანზე თავის დადების მოტივაცია, არადა ეს აუცილებელია ჩვენნაირი ნაკრებისთვის. 7) ჩვენ ნაკრებში, ბევრი მიზეზის გამო, საკითხი არ დგას ასე, რომ ან ფეხბურთელმა სული და გული უნდა ჩადოს თამაშში (რამდენი წუთიც შეუძლია), ან არ უნდა თამაშობდეს. ასევე, ფეხბურთელი რომელსაც ტრამვის მიღების ეშინია, ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს! ეს აქსიომაა. ამის ვერ მიღწევა, მათ შორის ზემოთ აღნიშნული პრობლემებთანაა კავშირში, პატრიოტიზმის ნაკლებობის გარდა. ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს! 8) მსაჯები ხშირად არ გვწყალობენ და ეს ყველას უნდა ჰქონდეს გათავისებული, მაგრამ ამაზე საუბარი მოდაში არაა, რადგან ასე ხომ "მეგობრების" კრიტიკა გამოგვივა და ეს თურმე როგორ შეიძლება... 9) კონკრეტულ მომენტში უნდა თამაშობდეს, იმ მომენტში კონკრეტულ პოზიციაზე (!) საუკეთესოდ წარმოჩენილი ფეხბურთელები და ასევე არ უნდა იყოს ის, რომ სათადარიგოთა სკამზე მჯდომი, ნაკრებში გამოცდილი ფეხბურთელის შემოყვანაც კი ეშინია მწვრთნელს, არათუ ახალი ხალხის გამოძახება. ნაკრებში გაუმართლებელია ფეხბურთელების პოზიციების ცვლილება, როგორც ეს კლუბებში ხდება, რადგან ფეხბურთელისთვის ასეთი გადაწყობისთვის საჭირო შეთამაშების დრო ნაკრებში არაა. ასეთ რამეს შეიძლება ჰქონდეს გამონაკლისის სახე და არა ისე, როგორც ჩვენ ნაკრებში ხდება, ვისაც სად როგორ მოეხოშება, იქ რომ თამაშობს. აქ ასევე იკვეთება "დახურული სისტემის"/კლანური სინდრომი, რაც კიდევ ცაალკე პრობლემაა. 10. ნაკრები ასოცირებულია (ადრე კიდევ უფრო მეტად იყო) ლგბტ-ს დამცველ ორგანიზაციად, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა... 11. ნაკრებს ყავს ინკუბატორში გამოყვანილი "ფანკლუბი" რაც სრულიად აცდენილია ქართული გულშემატკივრების სულისკვეთებას, რაც ასევე ამრუდებს გარემოს. 12. არ ხდება პასუხისმგებლობების ტვირთის აღება და ფეხბურთელების თუ მწვრთნელების სამუშაოს კრიტიკული შეფასება. დამნაშავეების თუნდაც მცირედით დასჯაც კი (სკამზე გადსსმა, არ გამოძახება და სხვ.). აქ ჟურნალისტების ბრალი ყველაზე მეტად იკვეთება. 13. ე.წ. "ღორობა". ასეთი რამე ყოვლად დაუშვებელი უნდა იყოს ნაკრებში და მის ჩამდენს უნდა ხვდებოდეს ყველაზე დიდი სასჯელი. 14. რგოლებს შორის (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა) ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს დაცული და თითოეულ რგოლს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სათანადო "პატივი". არ უნდა ხდებოდეს ერთი რგოლის მიერ მეორეს "შეჭმა". თუ თამაშში, ეს ბალანსი დაირღვა, მწვრთნელი უსწრაფესად უნდა ცდილობდეს, პირველ რიგში ამის გამოსწორებას. 15. ნაკრების მთავარი (!) მწვრთნელი უალტერნატივოდ უნდა იყოს ქართველი და თუ გარკვეული თემების სპეციალისტების დეფიციტია, უცხოელი სპეციალისტები შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ არამც და არამც მთავარ მწვრთნელად. სხვანაირად ნაკრებში პირველ პლანზე გამოდის "საქმიანი"/სამუშაოს განწყობა და არა პატრიოტული განწყობა. თუმცა, ზოგადად, ქართველი მწვრთნელის ყოლაც არაა ამის გარანტია ცხადია. 16) გულშემატკივრებმა უნდა ჩამივაყალიბოთ რაიმე ორგანიზავია, რითაც შევძლებთ რეალური ზეწოლის განხორციელებას, როგორც ფეხბურთის მესვეურებზე, ისე უშუალოდ ფეხბურთელებზე და მინიმალურად მაინც მოვთხოვთ პასუხს. და ა.შ.

• sos

კვარაცხელია,კიტეიშვილი,ლობჟანიძე,კვერნაძე,კაკაბაძე არიან საკლუბო ფეხბურთელები!ნაკრებში ვერაგერს ამეთებენ

• კეინი ,ოლისე,მბაპე,იამალი

ესენი ყველა თამაშობდენ ლიგაზე და იქ უნდა დაემტკიცებიათ რო კვარაცხელიაზე ძლიერები არიან იმ კონკრეტულ მომენტში არგაიფინა ლიგაზე ბაიერნი,ჩელსი, ლივერპული,არსენალი,ფაქტებიდან გამომდინარე გახდა უეფას რჩეული.და ძალიან ბევრს მიაჩნია რომ ოქროს ბურთს იმსახურებს.ფეხბურთელის კარიერაში აღმასვლას ყოველთვის მოზდევს პატარ პატარა კრიზისები ნაკრებს რაც შეეხებადა ეგ.წ.ოქროს თაობას, ყიფიანის თაობა იყო ყველაზე ვარსკვლავური თაობა.რათქმაუნდა დღევანდელი ნაკრები სუსტია როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად მეტი გვინდა გასაგებია მაგრამ არაა ფაქტია აკადემიები, პირობები ყველაფერია მაგრამ დროა ეტყობა სხვა აგერ ბინასთან მოედანიც გვაქდა ყველაფერი ბავშვებიც ბევრი არიან და ხუთი-ექვსი კინკილა ბავშვი თამაშობს სულ ფეხბურთს.ბევრ ქვეყანას ქონია ეგეთი შემთხვევა მოსულა ვარსკვლავური თაობა და მორჩა მისმერე მსგავსი და მიახლოებული არაფერი.

• კახა

სკამია ლიდერების წამალი. კვარა და ჟორჟი ,აშკარად, სკამიდან უკრთ შემოვლენ! კიტე ისედაც გამოტოვებს ალბათ 5 ოქომბესრს მატჩს!

• achi

vitom ise ambobdet mekare magari gvyavdes gushin mamardam imdeni sisuleleebi qna karg gundtan amas aravin gapatiebda aserom moumzadebeli roa yvela etyoba da kakabadzes magivrad rom saqartvelos chempionatidan gamoidzaxot vinme magi jobia ara mamuchashvili vinme axalgazrda da dvalis magivradac amisulashvili kaia narimanidze svanadze mainc xo icnobs am bichebs svanadzes araperi sheucvlia jer ke ide saniolis suli trialebs mand

• qedo

ცხვარი დაკალით, ცხვარი!

• ერთი კაცი ვერ მოატყუა?))

დათვალეთ რამდენი კაცი უდგას წინ, რამდენი პერსონალურად აზის ფეხზე და რამდენი კიდევ დაზღვევაზე არის ჩასაფრებული. რა ერთი კაცი? ხუმრობთ? )) მაგიტომაცაა რომ ვერაფერს შვრება, მაგიტომაც უწევს უკან ჩამოსვლა რომ ბურთი მიიღოს. ეჰ, ნეტა ხვიჩასავით ყველა იყოს ეგეთ ფორმაში, გუნდი იფრენდა ალბათ!

• აჩი

ამისწინათ დავწერე რომ 90 იანები გამახსენდა მაშინ კარგი თაობა რომ იყოდა თავის ხოშზე დარბოდნენ აი ზუსტად მასეა ეხლაც თავის ხოშზე დარბიან მოვალეობის მიზნით თამაშობენ და რაც შეეხება მარტო კვარა არისო ძირითადის არ გეთანხმები ჩეო ძმაო აი ნახავ სეზონის დასრულებამდე თავიანთ კლუბში ყველა ძირითადში იქნება მაგრამ ეგ კლუბია და ნაკრები სხვა თემაა შეილება უთამაშებელმა ნაკრებში კარგად ითამაშოს აი მაგალითად გოგლიჩიძე არცერთი წუთი არ უთამაშია მაგრამ ითამაშა სამი მატჩი და განსხვავებით ვინც ნათამაშებია მაგათზე უფრო უკეთესად ვინც ნათამაშევი იყო მაგათი შეცდომებს დავინახავდი ალბათ ყველა და ნაკრებში რომ არ არის იდეალური სიტვაციადა ბიჭებს ეგ რო არ მოსწონთ ეგ მაგათ სახეზე ახატია ყველას და რა არ მოსწონთ ჩვენ არავინ გვეტყვის ასე იყო სანამ სანიოლი მოვიდოდა ხომ გახსოვთ და ვინც ევროზე გავიდნენ ისინი არ არიან ეს?

• Gogi

თვითკრიტიკულობას სხვას რომ თხოვთ საკუთარი თავით დაიწყეთ. რაც ამ მატჩების წინ იწერებოდა ის აბა საქმე იყო? ყოველ მეორე წინადადებაში მოვიგებთ მოვიგებთ რომ წერთდით და ცაში აგყავდათ ფეხბურთელები სწორი იყო? ევროპის ჩემპიონატის მერე რომ თავქვე მოვექანებით ვერც ფედერაცია ვერ ხედავს და ვერც თქვენც?

• თბილისელი

ჩიხში?მე კი მგონია, რომ ხელოვნურად აგებული მთიდან უკვე დავეშვით და დავბრუნდით იქ,სადაც რეალურად ჩვენი ადგილია.რომ არა ფიფას ( ჩემთვის დღესაც გაურკვეველი) აბსურდული იდეის,რომ ყველა კუთხე-კუნჭულიდან თამაშობდეს გუნდები ევრო თუ მსოფლიო ჩემპიონატზე,რომელიც შესარჩევი ჯგუფიდან გავიდოდა საქართველოს ნაკრები ევროზე?და მეორეც: თუ მაინც და მაინც რაიმე ტიტული ან მედალი გვინდა,შევქმნათ ( როგორც მერაგბეებმა გააკეთეს),რაიმე კავკასიის რეგიონის თასი, ჩემპიონატი ან რაც გინდა დაარღვია. სულ მცირე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი გარანტირებულია.

• მწარე

ისევ იგივე, იმას კი არა თურმე ამას უნდა ეთამაშაო. სისულელეა, ტრენერმა ჩვენზე კარგად იცის. საერთოდ თუ სვანაძის კრიტიკა გინდათ, მას ნაღდად ახასიათებს ფეხბურთელის ბოლომდე "გამოწურვა". იგივე კიტე გუშინ, კინაღამ ჩაკვე გუშინ. ხოლო ადრე საზონოვიც მის კისერზეა. არ გაიყვანა ახალგაზრდულში მოედნიდან, მიუხედავად იმისა რომ ტრამვა ქონდა. შედეგად ადამიანს 2 წელი გაუცდა. მაგრამ შემადგენლობას ტრენერი აყენებს და პასუხსაც აგებს. პრობლემა ცალკეულ პიროვნებებში კი არა, პრობლემა გუნდშია. გუნდური თამაში უნდა აღდგეს. ვარჯიშზე დამუშავებული 2-3 კომბინაცია მაინც უნდა ქონდეთ. სტანდარტულიც უნდა დამუშავდეს- დაცვაშიც და შეტევის დროსაც.

• ყვავ ყვარე !

ვინ უნდა ამოუდგეს მხარში, რომ გუნდმა ცენტრი აღარ წააგოს? გიზი (გიზო) მამაგეიშვილი სწორედ ის ახალგაზრდა ტალანტია, რომელსაც ნაკრების ნახევარდაცვისა და ფლანგების გაცოცხლება შეუძლია!გიზის რამდენიმე ძალიან ძლიერი თვისება აქვს, რაც ნაკრებს ასე სჭირდება: უნივერსალურობა: მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით შემტევი ნახევარმცველია, ნაკრებში ჩატარებულ მატჩებში მან მარჯვენა მცველის პოზიციაზეც კი ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ავსტრიული“ ფიზიკური მომზადება: ავსტრიის ბუნდესლიგა, სობოსლაის სკოლის მსგავსად, მაღალ პრესინგსა და სირბილზეა დაფუძნებული. გიზის აქვს ის ენერგია, რაც ხაზების გადასაკეტად და სწრაფ შეტევებში ჩასართავადაა საჭირო.ცენტრში მისი დაყენება მართლაც ძალიან ლოგიკური და საინტერესო ნაბიჯი იქნებოდა. გიზი მამაგეიშვილის ცენტრალურ ზონაში (მაგალითად, „რვიანის“ ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე) თამაშს ნაკრებისთვის რამდენიმე დიდი პლუსი ექნება: ბურთის სწრაფი ამოტანა: მამაგეიშვილს აქვს კარგი ტექნიკა და მოედნის ხედვა. ის შეძლებს დაცვიდან ბურთის მიღებას და მის სწრაფად გადატანას ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზე, რაც შეტევის დინამიკას გაზრდის. ქოჩორაშვილის განტვირთვა: თუ გიზი ცენტრს გაამაგრებს, გიორგი ქოჩორაშვილს მეტი თავისუფლება მიეცემა, რომ წინ წავიდეს და თავისი საგოლე ალღო გამოიყენოს. ვსტრიული სკოლის წყალობით, მას შეუძლია მოწინააღმდეგის ნახევარმცველებს თავისუფლად აზროვნების საშუალება არ მისცეს და ბურთის დაკარგვისთანავე ჩაებას პრესინგში. ჩრდილოეთ ირლანდია ფიზიკურად უხეში და დაცვითი გუნდია. ცენტრში მობილური, სწრაფი და კრეატიული მოთამაშის არსებობა მათ ბლოკს ბევრად უფრო იოლად გაარღვევს, ვიდრე უბრალოდ გრძელი პასებით თამაში.

• ედემი კორძაია-ს

შე არასწორო, სადაა შენი ნაპროგნოზალი (უნგრეთი-საქართველო 0:2)? რა ჩამოსხმაც ხარ, აქაც გეტყობა

• ყვავ ყვარე !

თუ ვიკითხავთ,ვინ იყო გუშინდელ მატჩში ჩვენი ნაკრებიდან, ვინც სობოსლაის მსგავსად მოედანზე უზარმაზარი ენერგიით იბრძოლა, პირველ რიგში გიორგი ქოჩორაშვილი უნდა გამოვყოთ. მიუხედავად გუნდური მარცხისა, ქოჩორაშვილმა მოედნის ცენტრში უდიდესი სამუშაო შეასრულა: ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთაგანი, ვინც უნგრელების ფიზიკურ პრესინგს ბოლომდე გაუძლო.ასევე, აღსანიშნავია ლაშა დვალი დაცვის ცენტრში, რომელმაც ბევრი კრიტიკული ბურთი მოიგერია და საჰაერო ორთაბრძოლებში ნაკრები რამდენჯერმე გადაარჩინა. თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ სობოსლაის წინააღმდეგ მხოლოდ 1-2 ფეხბურთელის ასეთი მაქსიმალური მობილიზება საკმარისი არ აღმოჩნდა

• ყვავ ყვარე !

როდესაც წამყვანი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში რეგულარულად არ თამაშობენ, ნაკრებში მათგან იდეალურ ფორმაში ყოფნასა და 90 წუთის განმავლობაში მაღალი ტემპის შენარჩუნებას ვერცერთი ტაქტიკოსი ვერ მოსთხოვს.უნგრეთი საკუთარ მოედანზე, „პუშკაშ არენაზე“, ტაქტიკურად და ფიზიკურად ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობს, რამაც ჩვენს შემტევებს სივრცეები სრულად ჩაუკეტა.გუშინდელ მატჩში უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა მოედანზე საოცარი სამუშაო შეასრულა — სოფასკორესგან-ისგან თითქმის იდეალური, 9.3 შეფასება მიიღო, ჰქონდა ყველაზე მეტი შეხება ბურთთან (89) და შექმნა 8 საგოლე შანსი. მისი ასეთი ფიზიკური დომინირების საიდუმლო რამდენიმე ასპექტში მალავს: სობოსლაი ყოველკვირეულად ინგლისის პრემიერლიგაში, მსოფლიოს ყველაზე სწრაფ და ფიზიკურად მომთხოვნ ჩემპიონატში თამაშობს. თანაგუნდელები (მაგალითად, ენდი რობერტსონი) მას ხშირად ნამდვილ „მანქანას“ უწოდებენ, რომელსაც შეუძლია ყოველდღე უმაღლესი დატვირთვით ივარჯიშოს და არ დაიღალოს,• ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომელთაც კლუბებში ხშირად წუთები აკლიათ, სობოსლაი თავის გუნდში შეუცვლელი ფიგურაა. ის 90 წუთის განმავლობაში შეუსვენებელ სპრინტებსა და მოედნის ცენტრის სრულ კონტროლს არის ჩვეული.

• ყვავ ყვარე !

როდესაც წამყვანი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში რეგულარულად არ თამაშობენ, ნაკრებში მათგან იდეალურ ფორმაში ყოფნასა და 90 წუთის განმავლობაში მაღალი ტემპის შენარჩუნებას ვერცერთი ტაქტიკოსი ვერ მოსთხოვს.უნგრეთი საკუთარ მოედანზე, „პუშკაშ არენაზე“, ტაქტიკურად და ფიზიკურად ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობს, რამაც ჩვენს შემტევებს სივრცეები სრულად ჩაუკეტა.გუშინდელ მატჩში უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა მოედანზე საოცარი სამუშაო შეასრულა — სოფასკორესგან-ისგან თითქმის იდეალური, 9.3 შეფასება მიიღო, ჰქონდა ყველაზე მეტი შეხება ბურთთან (89) და შექმნა 8 საგოლე შანსი. მისი ასეთი ფიზიკური დომინირების საიდუმლო რამდენიმე ასპექტში მალავს: სობოსლაი ყოველკვირეულად ინგლისის პრემიერლიგაში, მსოფლიოს ყველაზე სწრაფ და ფიზიკურად მომთხოვნ ჩემპიონატში თამაშობს. თანაგუნდელები (მაგალითად, ენდი რობერტსონი) მას ხშირად ნამდვილ „მანქანას“ უწოდებენ, რომელსაც შეუძლია ყოველდღე უმაღლესი დატვირთვით ივარჯიშოს და არ დაიღალოს,• ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომელთაც კლუბებში ხშირად წუთები აკლიათ, სობოსლაი თავის გუნდში შეუცვლელი ფიგურაა. ის 90 წუთის განმავლობაში შეუსვენებელ სპრინტებსა და მოედნის ცენტრის სრულ კონტროლს არის ჩვეული.

• ჟორა

ამ ფეხბურთელებით ხომ სანიოლიც თამაშობდა? რავა სვანაძის ხელში გაფრინდებიან? ნათქვამია ყველაზე კარგი დაცვა შეტევააო, ჩვენები კი ელოდებიან როდის შემოუტევს მოწინააღმდეგე თამაშში რომ ჩაერთონ. ნათქვამია: "რაც არ დაწვა რა ადგებაო", არა გვყავს დღეს ის ნიჭიერი თაობა, რომელთა დონე იმის იმედს რომ იძლევა, ხვალ მაინც რომ ივარგებენ. ათობით წლებია ბურთს თამაშობ და მოედანზე ბურთი ვერ გაგიჩერებია, რა მომავალი გაქვს? კვარაცხელია ფორმაში არ არისო, საინტერესოა რამ შეუშალა ხელი ფორმაში რომ იყოს? მსოფლიოზე არ უთამაშია და თავზე საყრელი დრო ჰქონდა, კარგადაც დაესვენა და ფორმაშიც შესულიყო. წელს თუ ბურთს არ მიიღებს, სწორედ ამ უხეირო სტარტის ბრალი იქნება, მეტის არაფრის. წელს ყველაფერი დაკარგულია, ამიტომ ვურჩევ სვანაძეს ჩაკიდოს მომავალ თაობას ხელი და ბოლო ორი თამაშიც მათ ათამაშოს და მერეც მათით გააგრძელოს, რომ 4-5 წლის შემდეგ მაინც გვყავდეს ევროპაზე გამსვლელი გუნდი.

• ზაზა

მეცინება ამ ვაიფეხბურთელებს ოქროს თაობას რო ეძახიან და ყველაფერს მწვრთნელებს აბრალებენ.ოქროს თაობა არა ტოროლა.ლუზერების თაობაა.ერთხელ გაუვარდათ და ისიც გაუმართლათ და რომის იმპერატორებივით ატარეს თბილისის ქუჩებში და რირსების ორდენები ჩამოურიგეს.საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია.11 ფეხბურთელი ტოპ ლიგებსი გვყავსო რო ბღავიან ამ 11 დან მხოლოდ ხვიჩაა ძირიტადის ფეხბურთელი და მაგასაც ცვლიან ამ ბოლო დროს.მიქაუთაზე მსოფლიო დონის თავდასმელიაო.კაი რა.ეგრე რო იყოს ბარსელონაში,რეალსი ან ატლეტიკოში იქნებოდა.270 წთ გოლი ვერ გაიტანეს.ან ხვიჩაზე რო ბღავის სექტა ოქროს ბურთიო,ოქროს არა ბრილიანტის.ედემი კორძაიასნაირ იდიოტებს სჯერავთ ამის.ვერ ხედავთ იამალი,კეინი,ოლისე,მბაპე ანუ სხვა კანდიდატები რას თამაშობენ? უსუსტესი ნაკრებია და ირლანდიაშიც წააგებენ.თქვენ საიტს კი ვუსურვებ წარმატებებს და იყავით კრიტიკულები

• ტჰჯ

ერთი იდეამაქ, მამარდა თავდასხმაში დავაყენოთ და მექვაბიშვილი სახით ჩვენ კარებს უყურებდეს. იქნებ გვეშველოს რასიტყვით :)))

• გიორგის

გასაგებია, გშურთ რომ სხვამ წიგნი დაწერა და თქვენ არ გხვდათ ეს ბედნიერება მაგრამ ასეც ნუ გამოავლენთ შურს სავარაუდოდ კოლეგის მიმართ. "ამ ადამიანმა" კი არა, კვარას მთელი მსოფლიო აქებს, სთარები და თქვენ თუ არ გევასებათ, ბოდიშით ახლა. რაც შეეხება ავტორს, ხვიჩაზე წერს წლებია, აქებს კიდეც და აკრიტიკებს კიდეც. აქაც ზუსტად ორივეა და კარგად აქვს ახსნილი რა ევალება მას და რა გუნდს. თქვენ ხვიჩა მოჭიდავე ხოარ გგონიათ, ინდივიდუალური სპორტი არაა ეს. მიდით ახლა "საქმეს" მიხედეთ!

• გიორგი

წინა "სტატიაზე" გავაკეთე კომენტარი: ამ ადამიანს თუ არ ვცდები, "წიგნიც" კი აქვს კვარაცხელიაზე გამოცემული და სოციალურ დახმარებას ხომ არ იღებს მეთქი, ვიხუმრე! აქაც იგივე მეორდება, ერთის მხრივ ავტორი თვითკრიტიკაზე საუბრობს, და მეორეს მხრივ კვარაცხელიას გადაეფარება, იცავს და ამართლებს კიდეც. ჯერ ერთი, გასამართლებელი რა ჭირს, და მეორეც, რომელ თვითკრიტიკაზეა საუბარი, როდესაც ყოველ კრიტიკულ სიტყვას ფარივით ეფარება ეს ადამიანი და ცდილობს "დაიცვას" კვარაცხელია. კიდევ ვიმეორებ, არც არაფერი სჭირდება დასაცავი და არც მხოლოდ კვარაცხელიას გამო არაა საქმე ცუდად. სამართლიანი კრიტიკა ყველამ უნდა მიიღოს, აიტანოს და დასკვნები გამოიტანოს!!! წარმატებები ყველას!!!

• Lasha

ნაკრებში მაქსიმუმ 5-6 ფეხბურთელია ის დონე, რომ თქვა, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშონო. ეს თაობა დაკარგული არაა, რადგან მოახერხეს ისტორიის დაწერა, აი მეტის მოლოდინი კი ნამდვილად შეცდომაა ჩვენი მხრიდან. სანაქებო და უალტერნატივო ნახევარმცველებს 90 წუთის თამაში არ შეუძლიათ სამივეს ერთად. მცველები ან უთამაშებლები არიან, ან სადღაც საშუალოზე დაბალი დონის კლუბებში თამაშობენ და უკეთესიც არ გვყავს არავინ. გუნდის ლიდერები ვინც უნდა იყვნენ, ფორმაში არ არიან, რბილად რომ ვთქვათ. ახალ მოთამაშეებს რატომ არ ათამაშებო, მწვრთნელს რომ აკრიტიკებთ, უმარტივესია პასუხი - თამაშამდე ვარჯიშებზე ძალიან კარგად ჩანს, ვინ რისი მაქნისია და როგორც ჩანს, ვერ სჯობიან იმ მოთამაშეებს, რომლებიც სასტარტოში არიან. ვინც შემოიყვანა ახალი, კი გამოჩნდა, რომ ჯერ დიდი გზა აქვთ გასავლელი. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მთელი ეს კრიტიკა არის ბ დივიზიონში გამართული თამაშებიდან გამომდინარე და არც ასე ცუდადაა ალბათ საქმე. მოლოდინები უფრო მაღალი რომ გქონდეს, ქვეყანაში ფეხბურთი უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ნაკრების ფეხბურთელები გამოზარდოს და ამისგან ძალიან შორს ვართ.

• SOS!!!

ამ გუნდმა მოუგო პორტუგალიის ნაკრებს?! სასაცილოა! მე უკეთესად გავწვრთვნიდი საქართველოს ნაკრებს! საერთოდ სად იგრძნობა ჯანსაღი კონკურენცია?! რატომ არ ათამაშებთ ს.ლობჟანიძეს, ს.საზონოვს ?! რატომ უკეთებთ იგნორს უპატრონო ტალანტებს?! თქვენ ასეთი ტალანტები ცოტანი გგონიათ?! საერთოდ სურვილი დამეკარგა ვუყურო ნაკრების თამაშს! ჯანი შეინახეთ კლუბებში სათამაშოდ, იქ ხომ მილიონებს იღებთ!!! აბა თქვენ იცით, დაბლოკეთ კომენტარი!

• ტტტ

შეეშვით რა ამ ოქროს ბურთის ხსნებამ, მაგან დააკომპლექსა ეგ ბიჭი.

• G.A.L.

ქართული ფეხბურთი ძალიან ღრმა კრიხისშია. რეანიმაცია მას ვერ უშველის. მენტალობიდან დაწყებული, ტაქტიკური თუ ფიზიკური მომზადების მეთოდოლოგია შესაცვლელია. ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ყველა დონეზეა ცვლილებები საჭირო. საკლუბო ფეხბურთი კრიზისშია, ნაკრები ჩიხშია შესული. სასწრაფოთაა ზომები მისაღები, თუ უკვე ძალიან გვიანი არ არის!!!

• ედემი კორძაია

შეეშვით ბიჭების კრიტიკას.სანიოლის ჩასვრილის დალაგებას დრო ჭირდება. კვარა რომ არაა ფორმაში ლუის ენრიკეს ბრალია ოქროს ბურთის გამო გადაემტერა ეგ არასწორი.

• უფროსი

5 ოქტომბერი. უკრაინა 1-1 უნგრეთი. ჩრ. ირლანდია 0-3 საქართველო.

• aburjga

თუ ვინმემ შედარებით უკეთსად ითამაშა და თავი არ დაუზოგავს ეს ანზორ მექვაბიშვილი იყო! საერთოდ ვერაფერი თამაში აჩვენეს ჩაკვეტაძემ, ეგოიანმა, კაკაბაძემ!

• ewd

ვინეგრეტია მაიონეზის გარეშე ეს გუნდი არაა! ან მექვაბიშვილი კარგ ფორმაში როდის იყო და დასამახსოვრებელი ორი თამაში რომელი იყო? კაკაბაზე დროა სკამზე გადაჯდეს შეშააა ტიპი ცალ ფეხა უტვინოა

• ევროპა არა კვატი

ერთი კაცი ვერ მოატყუა სამი თამაშია და გაიძახით ოქროს ბურთიო..თამაშის ბილეთს კიდე ვერ იყოდი რო მოინდომო, მარტო 100 ლარიანებიღაა რო შევდივარ და რის საყურებლად დადის ეს ხალხი???!!!

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ

[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა

RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ

[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ

"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა

ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია

RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა

ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია

ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა

"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა