ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა

გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირი წარუმატებელი აღმოჩნდა სოფიო სომხიშვილისთვის (78 კგ), რის გამოც იგი გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს. სოფიო მისმა თანაგუნდელმა, ეთერ ლიპარტელიანმა დაიცვა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

"მინდა, რამდენიმე სიტყვით სოფიო სომხიშვილზე ვისაუბრო.

ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო სოფო ამ შეჯიბრებამდე. მას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აწუხებდა წელის ტკივილი, ვერ ვარჯიშობდა სრულფასოვნად და ტკივილის გამო ნემსების გაკეთებაც უწევდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას გუნდი არ დაუტოვებია და ჩვენს გვერდით იყო.

ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანმა არ იცის, რა ბრძოლას გადის სპორტსმენი კულისებს მიღმა. მაგრამ ერთი წაგების შემდეგ ყველაზე მარტივ გზას ირჩევს - ლანძღვას და შეურაცხყოფას.

სპორტსმენი მხოლოდ გამარჯვების დროს არ იმსახურებს პატივისცემას. ის ადამიანიცაა, რომელსაც ტკივილი აქვს, უჭირს ზოგჯერ ფიზიკურად ბოლომდე ვერ იხარჯება, მაგრამ მაინც ცდილობს და არ ნებდება.

სოფომაც ბევრი რამ გადაიტანა. სანამ მის შეფასებას და გაკრიტიკებას დაიწყებთ, დაფიქრდით, რამდენად ცოტა იცით იმაზე, რაც მან გამოიარა.

კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა - მეორე. სპორტსმენს ისედაც უწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და არ სჭირდება, ამ ყველაფერს საზოგადოების ლანძღვაც დაემატოს.

სოფო, შენ იცი, რა გამოიარე და რამდენი იბრძოლე. ჩვენ ვიცით, რომ შენს უკან გაცილებით მეტი დგას, ვიდრე ხალხი ხედავს.

გამარჯვების დროს ტაში ადვილია. ადამიანობაც კი მაშინ ჩანს, როცა სპორტსმენს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა", - დაწერა ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენ ცნობისმოყვარეობას დავიკმაყოფილებდით,მეტოქეების მწვრთნელები კი უძვირფასეს სადაზვერვო ინფორმაციას მიიღებდნენ.მეტოქემ შენი სუსტი წერტილის შესახებ თუ გაიგო,რა თქმა უნდა თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება.აგერ ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო და ბრძოლა რომ გააგრძელა,სულ იმ ფეხზე მიჰქონდა შეტევა,მოწინააღმდეგეს.ამას არც ერთი სპორტსმენი,ან მწვრთნელი არ გააკეთებს.ეგ კი არა ზოგჯერ შეგნებულად ტრავმირებულ კი არა,საპირისპირო მხარეს შეიხვევენ ხოლმე,რადგან იციან რომ მეტოქეები ნატკენის ისევ ტკენას შეეცდებიან და ამას სათავისოდ იყენებენ.უკვე ჭიდაობის დღეს,ტრავმაზე თქმა ალბათ უკვე შეიძლება,მაგრამ თვითონ მწვრთნელები არც კომენტატორებს გაანდობენ,იმას რაც დასაფარია.შენი გაჭირვება,სჯობია არავინ იცოდეს,არც არაფერს გიშველის და შესაძლოა გავნოს კიდეც.

რას გადმომწვდიო?არც ის დამიბრალებია,რომ შენ სპორტულ ჟინს უწუნებო და არც გადმოგწვდი.კარგად წაიკითხე,ჩემი პოსტი.რა კითხვაც შენ დასვი,შევეცადე საკმაოდ სრული პასუხი გამეცა და საწყენად რატომ მიიღე,ეგ მიკვირს.მის წომაში არ გვყავს ჯერჯერობით სხვა,მასთან თუნდაც ახლოს მყოფი და ლიცენზიასაც სახელმწიფო იღებს,მაგრამ ერთის მეორე სპორტსმენით ჩანაცვლება იმ შემთხვევაში შეიძლება,თუ იმ შემცვლელსაც საკმარისი რეიტინგი აქვს.ასეა ოლიმპიადაზე და ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ასე იქნება.სხვანაირად რომ იყოს,ყველა ქვეყანა სრული გუნდით გავიდოდა და უამრავი მონაწილე იქნება,ყველა წონაში.მგონი ლოგიკური ახსნაა.ძიუდოს ტურნირებში,შედეგების მიხედვით,კონკრეტული მოჭიდავეები იღებენ ქულებს და რეიტინგი,ბოლო ორი წლის შედეგების მიხედვით იქმნება.შესაძლოა ერთ წონაში ვთქვათ სამი მოჭიდავე გამოგყავდეს ტურნირებზე და სამივემ სათითაოდ იმდენიქულა მოაგროვოს,რომ სამივეს სარეიტინგო ქულა,მსოფლიოს,ან ოლიმპიურ ტურნირზე ლიცენზიას იძლეოდეს.ქვეყანას ვინც გაჰყავს,ის თუ ტრავმას მიიღებს,მას მეორე,ასევე საკმარისი რეიტინგის მქონე მოჭიდავე ჩაანაცვლებს,მაგრამ ასეთი თუ არ ჰყავს სახელმწიფოს,მაშინ ლიცენზიას ჰკარგავს და სხვას გადაეცემა.აქაც ბექაური მაისურაძემ ჩაანაცვლა,გუნდურში,მაგრამ სომხიშვილს ვერავინ ჩაანაცვლებდა.ლოლაძე პირადში არ გამოსულა,მაგრამ გუნდურში იჭიდავა.ალბათ მას საკმარისი სარეიტინგო ქულა ჰქონდა.ეგ მთლად არც მევიცი,თუმცა ლოგიკურად ასე უნდა იყოს/

იმედს ვიტოვებ ფსიქიატრთან ჩაწერილი ხარ (ფსიქოლოგი აშკარად დაგვიანებულია)

ნებისმიერს, ვისაც მოყვარულის დონეზე მაინც უასპარეზია რაიმე ტურნირში თუ შეჯიბრში, სპორტსმენს რომელსაც გულშემატკივრობს, მარცხის გამო ლანძღვას არ დაუწყებს. გული დაწყება, გულისტკივილს გამოხატავს, მაგრამ აუგად არ მოიხსენიებს! მითუმეტეს ინდივიდუალური სახეობებში, იმ კონკრეტული სპორტსმენის მარცხია და ყველაზე მეტად მას ტკივა წაგება და იქნებ გული გულშემატკივარმაც არ ვატკინოთ.

• juve,ხო კიდევ წერტილო

2026 წლის 1 ივნისიდან 27 სექტემბრამდე. შეეძლო სხვისი ჩასმა როგორც გავარკვიე!!! აი ამიტომ ვამბობ რომ შეჯიბრების წინ უნდა დაუთმონ ტელევიზიებმა სპირტსმენებს მწვრთნელებს დროო რომ გავიგოთ რა გვიჭირს რა გვილხინს, რომ ყოფილიყო გადაცემა ხომ გვეცოდინებოდა სოფიოს ამბავი და თუნდაც ის რატომ უნდა იჭიდაოა ტრამვით და რატომ ვერ ვცვლით სხვა სპორტსმენით. ხო იქნებ მე არასწორად მესმის წესები და გავიგებდი ინფორმაციას რომ მომაწვდიდნენ! კიდევ ვიმეორებ სპორტსმენებს და სპორტს პატივისცემა ჩემგან! ვენაცვალე გულში ყველა სპორტსმენს!

• juve, წერტილს ვპადუხობ.

სად დაინახე რომ სოფიოს ან თუნდაც რომელიმე სპორტსმენს ღვაწლი ან სპორტული ჟინი დავუკარგე?!!! ვენაცვალე ყველა სპირტსმენს. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო! და რა მაინტერესებს იცი? მიპასუხე ერთი, მსოფლიოზეც ინდივიდუალური რეიტინგი უნდა და ევროპახეც? ჰმმმ... მე როგორც ვიცი წერტილო ოლიმპიადაზეც ლიცენზიას ქვეყანა იღებს და არა კონკრეტული სპორტსმენი!!! ვცდები? არამგონია... თუ ვცდები ბოდიში კიდევ ერთხელ :D... რახან კრიტიკა დავწერე რას გადმომწვდი არასწორად? არ შეიძლება კრიტიკა? მითუმეტეს სპორტსმენი არ გამიკრიტიკებია!!!! წერტილო რაო აბა მიპადუხე

• აკო

კარგით რა სომხიშვილი იქნება ფორმაში თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? გინდ ფორმის პიკში იყოს მისი მაქსიმალური შედეგი 1 გამარჯვებაა მორჩა .! მისი ერთი ოქრო და ვერცხლი კი არა ბრინჯაო მაინც მითხარით რომ.რომელიმე დიდ ტურნირზე მოიგო ასეთი არ არსებობს რას ამართლებთ ვის ამართლებთ კარგით რა გინდ იყოს და გინდ არა ეგეთია . სიმართლე ესაა და არ გინდათ ახლა აუ ასე არაა ისეა და ესა კარგით რა ყველაფერი ჩანს

ქუჩაში ჩვენ დავდივართ და როგორ გგონია,გაგვიშვებენ საჭიდაოდ?სხვა შეჯიბრებებში გარკვეული რეიტინგი უნდა გქონდეს,რომ ჩემპიონატში მონაწილეობის ლიცენზია მოგცენ.სოფო უკვე წლებია შეჯიბრებებზე გამოდის და მასზე ძლიერი,ან თუნდაც მასთან ახლოს მყოფი ვინმე რომ გვყავდეს,არ აჭიდავებდნენ?სამწუხაროდ ისედაც ძალიან ცოტა მოჭიდავე გოგოები გვყავს,ისე ცოტა,რომ სპარინგებსაც კი ვერ მართავენ,ხშირად,მძიმე წონაში კი სხვაც მგონი არავინ გვყავს.სანამ სოფიო გამოჩნდებოდა.სამბისტი ელენე ქებაძე გამოჰყავდათ ხოლმე,გუნდურ პირველობაში მონაწილეობის უფლება რომ გვქონოდა.ამდენი შრომის შემდეგ,დიდ ტურნირზე გასვლის წინ,ტრავმას რომ მიიღებენ,ტკივილის მოთმემაზეც თანახმა არიან ხოლმე სპორტსმენები და სოფიოც ასე მოიქცა.ნაკრებს გუნდურში სჭირდებოდა მისი თავი,თორემ პირადში შანსი რომ არ ჰქონდა,თვითონაც კარგად ხვდებოდა.ჰოდა წაგებების მიუხედავად,ეგ ბრინჯაოს მედალი,მისი პირადი დამსახურებაა.ეს მიუხედავა იმისა,რომ რაც ლაშა ბექაურმა გააკეთა,წლების შემდეგ,ამას როგორც ლეგენდას ისე მოჰყვებიან და ზოგი არც დაიჯერებს,მონაგონიაო.

• ??-ს

სიაფანდი?სიაფანდი კი არა,თავის ადგილზე ფანდური გაბია,ეტყობა.რიოდე ჟანეიროში როგორ გახდა ჩემპიონი,თუ არ იცი,წაიკითხე,ან ვიდეოებში მაინც ნახე.მყესები დაგლეჯილი,ძვალი გატეხილი და ჩემპიონობა კი არა,ოპერაცია იყო აუცილებელი და შეძ;ებდა თუ ვერა საერთოდ ჭიდაობას,ეგეც საკითხავი იყო.მაგას კი,კახაბრიშვილმა ფა მთელმა სამედიცინო ჯგუფმა ისე უმკურნალა,ოპერაციის გარეშე გამოვიდა და ჩემპიონი გახდა.არავის სჯეროდა,ოლიმპიადაზე გამოსვლას თუ შესძლებდა.გესმის ეს რას ნიშნავს?არც იცი,არც გესმის და არც გაგება გინდა!მხეცები გვყავდა მაგ წონაში და ამ მაშინ 19 წლის ლაწირაკს,ვინ ჰყავდა ისეთი,რომ მაინც ეგ გაეშვათ ოლიმპიადაზე?სულში რომ აფურთხებ კაცს,გაქვს მაგისი მორალური უფლება?!რაში სჭირდება სიაფანდობა,ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს,მაგაზე მაინც ხომ უნდა იფიქრო,სანამ ასეთ არაკაცურ ბრალდებას წაუყენებ?არც ადრე ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონი და არაფერი მოუგონია,ამ ჯერზე,თანაც გუნდურ ასპარეზობაში ტრავმის მოგონება რაში სჭირდებოდა?ჩაგჩურჩულა ვიღაცამ ეგ სისაძაგლე და შენც გადმოაფურთხე,უსირცხვილოდ?ყველას,ვინც სამაგალითო ხდება,უნდა მიაფურთხოთ,ტალახი მოსცხოთ და ღირსება აართვათ თქვენისთანა სამარცხვინო ნაძირალებმა,მაგრამ ეგ თქვენ სიმდაბლეს და არაკაცობას უდასტურებს ნამდვილ ქართველებს,ბექაურისთანა ვაჟკაცებს კი,ვერაფერს დააკლებს.

• juve

ხო კიდევ, ტელევიზიების გასაგონათ! ამოვიდა ეს თურქული სერიალები ყელში და უახრო გადაცემები! არ შეიძლება, რომ როდესაც ასეთი დიდი ტურნირები იმართება მიიწვიოთ ის სპირტსმენები რა სახეობადიც ტარდება და დაუთმოთ თუნდაც ერთი საათი!!!

• juve,

მერე შე კაი დედმამიშვილო მწვრთნელო ერთი თვეც არაა გასული რაც ამ ტურნირისთვის განაცხადი დაიდო! განა მაგ წონაში სხვა გოგონა არ გვყავს რო დაგეყენებინა? ძიუდოში წელის პრობლემით რომ სპორტსმენი გამოგყავს!!! ტრამვურებულ სპირტსმენს ჯიბია ქუჩაში გამვლელი გააჩერო და ის წაიყვანო. თუ რამეს არასწორად ვამბობ ბოდიშით

• ნიკა

პატივისცემა სოფოს!

• დავითი

ყველა ღირსეული სპორცმენი გვყავს და იმაზე მეტს აკეთებენ კიდევ რაც შეუძლიათ.ბექაური ცოცხალი ლეგენდაა და არ არის ჩემი აზრით მისი კრიტიკა მართალი.რა სიაფანდობა სირცხვილია მასეთი ბრალდებები.

• სიაფანდიაო ბექაური?

??ეს აბარა რისი ფეხი რაის ფეხი ეგ პროთეზი იყო.ნაღდად გეუბნები შენ უცნობ თავს ვფიცავარ.ისე უნდა მიგანტვრიოს კაცმა ერთი ფეხი და ცალი ფეხით ასკინკილა გაატაროს თან უნდა ჩაგძახოს შე სიაფანდო შენაო.

• ჟორა

ამიტომაა აუცილებელი ნაკრებს ყავდეს პრს-ატაშე, რომელიც ყველა შეჯიბრების წინ გამოვა და ამცნობს გულშემატკივარს გუნდისა და სპორტსმენების შესახებ. თვალი მოვკარი კულისებში ტატამისკენ მიდიოდნენ გურამ მოდებაძე და თუშო, ძიუდოისტი, რომელიც ტატამზე შედის თვალებიდან ნაპერწკლებს უდა ყრიდეს, თუშო კი ძლივს მილასლასებდა, თურმე ცუდად ყოფილა. ჩვენ კი გულშემატკივარმა ის დავინახეთ, რომ წააგო. ასე არ გამოვა.

• კეთილისმსურველი

შენ რომ ყველაფერი არ გააპრავო ისე არ შეგვიძლია არა? ის როგორ იყო რომ ამბობდი წინა ფედერაცია და მთავრობა სტადიონებს ანგრევდაო. ეხლანდელი სულ შენებაშიაო. შენ არ გიყვარს შენი ქვეყანა და მორჩი ვითომ ამ პატრიოტულ წივილს

• რომელი ტრავმა იყო "სიაფანდი" ?

კუნთის გაწყვეტა, რომლის შემდეგაც ზოგიერთი სართოდ მიდის დიდი სპორტიდა და საკმაოდ რთული ოპერაცია, არაა/ვერაა "სიაფანდი" და რბილად რომ ვთქვათ, არ ვარგა თქვენი კომენტარი ! 👎 პ.ს. ისეთ დიდ ტურნირზე, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია, მცირე ტრავმაც კი, მცირე ტკივილიც, მით უფრო, თუ ვერ ხდება/ხერხდება იქვე რაიმე ფორმით სამედიცინო დახმარება(ტკივილის გაყუჩება და ა.შ.) და მოძრაობის შეზღუდვა, ძალიან დიდი პრობლემა რომაა და/რომ სერიოზული ფაქტორია და უაღრესად ხელიშემშლელია, საეჭვოა / საკამათოა ? 🤫

• ბადრი

ეგ ამ იდიოტ კომენტარების ავტორებს უთხარი, ნაგვები. გოგომ მეორე წამზე დააგდო მეტოქე და ოქრო მოგვიტანა, ამის დავიწყება როგორ შეიძლება?!

• გიზოგ

სპორტცმენს, რომ გულშემატკივრის დამოკიდებულება არ ანაღვლებდეს ვერ წამომიდგენია. თუმცა, ამ ბოლო დროს გაჩნდა დიდი მატერიალური დაინტერესებაც. მაგრამ, როცა სპორტცმენი ქვეყნის სახელით გამოდის მას უზენაესი პასუხისმგებლობა აკისრია და ამას გათვალისწინება უნდა. ამიტომ მედიასთან გახსნილი უნდა იყოს ამა, თუ იმ სარბიელზე გამომსვლელი და გულშემატკივარიც იმისდა მიხედვით შეაფასებს. ლიპარტელიანისგან ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას ქომაგების მიმართ არ ველოდი. დიდი წარმატება ყველა, ქვეყნისთვის სასიქადულო სპოტცმენებს.

• ??-ს რეებს ბდაავ?

უბრალოდ, შე საცოდავო!

• ??-ს, მაგ სიმართლით იარე შენ!

ლაშაზე, რო "სიაფანდს" იტყვი, ნუ რაღაზეა ლაპარაკი? მკლავის ოპერაციაც სიაფანდი იყოო? ეს ისეთი სპორტია, რო ნებისმიერ ტრავმას აიკიდებ. მაგრამ შენისთანა გამოშტერებულს გააგებინებ რამეეს?!

ყველა სპორტსმენს ვაფასებთ,მაგრამ ბექაურის "სიაფანდი" ტრამვები აღარ დამთავრდა.სომხიშვილს ჩვენი დიდი პატივისცემა!

• გიორგი

მარგველაშვილზე დაგეთანხმები, მაგრამ დანარჩენიდან ჩანს რომ არც უახლოესი წარსული გახსოვს, არც მიმდინარე ამბებზე ხარ ინფორმირებული თუნდაც ამ საიტზე. მოკლედ რომ ვთქვა, ერთმანეთში ურევ სპორტსმენებს რომლებიც ცალ-ცალკე განხილვას იმსახურებენ.

• me

ამ შეჯიბრებაში სოფიოს ყველაზე მეტად უნდოდა რომ მოეგო,მაგრამ რომ ვერ მოიგო ე.ი რაღაც სერიოზული მიზეზი იყო.მე ვფიქრობ არავი არ არის ვალდებული ვინმეს რამე აუხსნას რატომ ვერ მოიგო.ამიტომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და მეტი მხარდაჭერა სპორტსმენებს

• ალიკა

რა არის იცით?ყველა წარუმატებლობას რატო აბრალებთ ტრამვებს?რატო არ გინდათ სიმართლე რო თქვათ?ცუდად ნუ ჩამომართმევთ მაგრამ სომხიშვილი და კიდე ერთი ან ორი მარტო სტატისტიკისთვის დაჰყავთ აქეთ იქეთ, მარგველაშვილს და შავდათუაშვილისაც ტრამვები ქონდათ? იქნებ მაისურაძეს და თუშიშვილასც აწუხებდათ? სიმართლე არავის მოგწონთ,რაც შეეხება ბექაურს, ორი აზრი არაა რო დიდი სპორტსმენია მაგრამ მისი ტრამვა მოგონილი მგონია რო რაც წააგო ის გადაეფარა და ხალხს მასზე არ ელაპარაკა და ეკრიტიკებინა, ერთად ერთი ვინც სტაბილურობით გამოირჩევა და წაგებაზე არ წუწუნებს ესაა გრიგალაშვილი,დანარჩენებს თავში გაქვთ ავარდნილი

სხვა რომც არაფერი გააკეთოს სოფომ, შარშანდელ გუნდურ გამარჯვებას რა დამავიწყებს!!!

• alexandre pachuashvili

ეჰ, ეთერი, სამწუხაროდ ცვენი სამშობლო უმადურებითაა სავსე. ამიტომ არ გეწყინოს ზოგის ასეთი არაადეკვატური საქციელი. გადაეცი სოფიოს, რომ საქართველოს უყვარს, რომ გვახსოვს მისი წარმატებები და როლი შარსანდელ ჩემპიონობაში. ყველას! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს მომავალში! გაიხარეთ და კიდევ მრავალჯერ გაგვახარეთ თქვენი ერთგული გულშემატკივარი!

გენაცვალე ეთო!აშკარად ჩანდა,რომ სოფო ვერ იყო ფორმაში.ტურნირის წინ ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა არასწორი იქნებოდა,მაგრამ ტურნირის მიმდინარეობისას,ჩვენ კომენტატორებს,ალბათ შეეძლოთ,ამაზეც ეთქვათ რაიმე.არც შენზე ვიცოდით,მაგრამ ერთ მომენტში შეგეტყო,რომ გტკიოდა,გურამზეც ითქვა და ტურნირის დროს,სოფოზეც რომ რამე თქმულიყო,უსიამოვნო სიტყვებზე,ალბათ ბევრი შეიკავებდა თავს.ისიც ვიცით,რომ დიდი სპორტი,დიდ შრომასთან ერთად,მუდმივი ტკივილით და ტრავმებთან ბრძოლაში ცხოვრებაა,ამიტომ არ გიყვართ ამაზე ხმამაღლა თქმა,მაგრამ როცა რაღაცა სერიოზულია და არ იციან,ბევრს სულ სხვანაირი დასკვნები გამოაქვს და არც სოციალურ ქსელებში იკავებენ გულსატკენ ფრაზებზე თავს.სამწუხაროდ ბევრი წერს ისეთი,ტელეფონზე მძიმე რომ არ აუწევია და არც სპორტსმენების მიერ დაღვრილი ოფლის ფასი იციან.ჩემი მხრიდან ვადასტურებ ყველა იმ მოჭიდავისადმი დიდ პატივისცემას და სიყვარულს,ვინც ქვეყნის სახელს იცავენ,მათი შედეგების მიუხედავად.ჩემთვის ამ ბრინჯაოს მედალს,გაცილებით მეტი ფასი აქვს,რადგან ის,სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომის და სიყვარულის გამოვლინება იყო,მწყობრიდან გამოსულებისათვის,თანაგუნდელების მხრიდან.

• ზურაბ

უვიცებმა რა დაწერეს მაგაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ეთო

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო

[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო

18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის

გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე

Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს

18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ

სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"

ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს

იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...

არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე