"რუსთავმა" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. "ტორპედოს" მარცხი კი იმას ნიშნავს, რომ შუსტერის გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჩამოშორდა და ევროსაგზურის გარეშე დარჩება.

ამ მომენტისთვის "ტორპედო" უფრო ახლოს არის გასავარდნ ზონასთან, ვიდრე საპრიზო სამეულთან. რაც ძალიან დიდი მარცხია კლუბის განვითარებისთვის გაღებული ინვესტიციების ფონზე.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა - კენიოს პასით ეფექტური გოლი გაიტანა ალმეიდამ. "ტორპედოს" ანგარიშის შეცვლის არაერთი მცდელობა ჰქონდა და რამდენჯერმე ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ შანსები გაანიავეს, განსაკუთრებით ეს ანდრიჩზე ითქმის.

მომდევნო ტურში "რუსთავს" უპრინციპულესი მატჩი აქვს - 23 ოქტომბერს თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს. ხოლო "ტორპედო" 26 ოქტომბერს სტუმრად ითამაშებს თბილისის "იბერია 1999-თან".

ტორპედო-რუსთავი 0:1

0:1 ალმეიდა (15, კენიოს პასით)

ტორპედო: გოშაძე, ბუკია, ლაცაბიძე, შიმიჩი, სტამატოვი (კუპრავა 79), მამუჩაშვილი, ითრაქი (დეისაძე 46), პირესი, ლომინაძე (სკორუპი 83), პენსონი (შულაია 68), ანდრიჩი

რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე, ოლივეირა, ფაცაცია, ჩიქოვანი (კაკაშვილი 74), ნაკანო (სეიხასი 66), გუჯაბიძე, უბილავა (გამბოში 84), კენიო (კესი 66), დე ალმეიდა (კაპანაძე 74), ოსეი

არბიტრი: კობა რევაზაშვილი

ოთარი
თამაშის დაწყების წინ კაპიტნებმა გუნედების სიმბოლიკის გაცვლა იციან ხოლმე. ჰოდა როცა მამუჩაშვილმა რუსთავის კაპიტანს კი გამოართვა, მაგრამ სამაგიეროდ არაფერი მისცა (ტელევიზორში ასე ჩანდა), გავიხუმრე ესენი სამაგიეროდ სამ ქულას მიცემენ თქო. არ გამომივიდა ხუმრობა, რეალობას დაემსგავსა იმის გამო თუ როგორ ურტყამდა ტორპედო მეტოქის კარში. ბატონი ეროსის სიტყვები გამახსენდა: "მაშინ როდესაც ბურთის გატანა უფრო იოლია ვიდრე აცილება, ტორპედოელებმა ბრწყინვალედ შეასრულეს ეს ურთულესი ილეთი და ბურთი კარს ააცილეს". არა ერთ მომენტში აცილება კი უნდოდა ანდრიჩს მაგრამ ხარიხას ვერ გადააცილა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის ზოგიერთი გადაწყვეტილება აშკარად საკამათო და სტუმრის სასარგებლოდ იყო, ტორპედომ მიიღო ის რაც მასეთი თამაშით დაიმსახურა. ამიტომ მაქვს შეკითხვა ბატონ კერესელიძესთან, რად გვინდა ამდენი უცხოელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. რა წაგებას ჩვენები ვერ მოახერხებენ.
აჩი
ბათუმის დინამო ასე თუ ისე რაც გადავხედე შემადგენლობას დღესდღეობით საუკეთესოა ჩვენს ლიგაში აი იბერიას ვინ ყავს? ამათ ხუთასიათასიანი ფეხბურთელი მაინც ყავთ სანამ ამას ძან დიდი მნიშნელობა აქვს კიდე კაი 2:0 წავაგეთ ისიც წვალებით არაა მზად არცერთი ქართული გუნდი ევრო ტურნირებზე

ვიდეოს შეხედეთ:ფლანგიდან ბურთიანი კაცი შედის,კარის წინ,ერთი რუსთაველია,მაგრამ ორი ცენტრალური მცველი,მისგან სადღაც გადაკარგულში გარბიან,ერთი წინა ძელთან,მეორე კი უკანა ძელთან და იმ ერთადერთ კაცს,არც ერთი არ მიჰყვება.რა თქმა უნდა გაიტანდა და მარტო ეგეც არ არის.შეხედეთ,კიდევ ერთი რუსთაველი,საჯარიმოს წინა ხაზთან გაჩერდა,სრულიად ღიაა და ელოდება,რომ პასი შესაძლოა სწორედ მას მიაწოდოს,ბურთიანმა კაცმა.არც მას არავინ უყურებს და გამოდის,რომ მთელი დაცვა,საჯარიმოში სრულიად ტყუილად იმყოფება,არავის და არაფერს იჭერს.ეს ფრაზა ტყილად არ დავწერე,რადგან ძალიან დიდი ხნის წინ,ფეხბურთის რუსი კომენტატორისაგან არის ნათქვამი,საქართველოს ნაკრების დაცვის თამაშზე,რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ,მოსკოვში თამაშის დროს,მეორე ტაიმის დასაწყისში.იმ წელს,ლევან ასათიანის გოლმა,საქართველოში გამარჯვება მოგვიტანა,მოსკოვში თამაშის დროს კი,პირველი ტაიმი კარი მშრალად შევინახეთ და მეორე ტაიმის დასაწყისში,რადიო მაიაკზე რეპორტაჟის დროს,რუსი ანალიტიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრება გამოთქვა კომენტატორმა.მართლაც სულ რამდენიმე წუთში,რუსების ფლანგიდან ჩაწოდებულმა ბურთმა,შეტევის მეორე ეშელონში,საპენალტო ნიშნულთან მარტოდ დარჩენილი რუსი ფეხბურთელი იპოვა და მანაც დაუბრკოლებლად გაგვიტანა პირველი გოლი.სულ კი,სამი გოლი მივიღეთ და წავაგეთ.მცველმა კონკრეტული შემტევი თუ არ აიყვანა და მხოლოდ პოზიცია დააფიქსირა,ყოველთვის გაგვიტანენ,ისე,როგორც ტორპედოს გაუტანეს რუსთაველებმა.

ირაკლი ეგოიანის ექსელსიორმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო დიდი ანგარიშით და და კარგი სტარტის მერე,ბოლო 4 ტურში,მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.ამან ეჭვი გამიჩინა,გუნდის შემადგენლობა,ძალიან ახალგაზრდული ხომ არ არის მეთქი და განაცხადს გადავხედე.აღმოჩნდა,რომ გუნდის განაცხადში,ერთი ფეხბურთელი ჰყავთ,32 წლისა და აქამდე მინდორზე მგონი არც ერთხელ არ შეუშვიათ.მინდვრის მოთამაშეებში,მას შემდეგ ყველაზე ასაკოვანი,25 წლისაა და ისიც მხოლოდ ერთი კაცი.მთელი გუნდი,ახალგაზრდული შემადგენლობაა და მიუხედავად არასტაბილური თამაშისა,მაყურებელი მაინც დადის და გულშემატკივრობს გუნდს.გუნდმაც მეორე ლიგიდან პირველში აინაცვლა და აქაც საკმაოდ მისაღებ შედეგებს აღწევს.ამას იმიტომ ვწერ,რომ უნებურად პარალელი ქუთაისის ტორპედოსთან გავავლე.რამდენიმე წლის წინ,უფულობით გაჭირვების ბოლო ზღვრამდე მისულ ტორპედოში სოკარი მივიდა,ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერ ბიჭებს მოუყარა გუნდში თავი და ჩემპიონატში ჩაება.პირველი 5 ტური,ბრწყინვალედ გაიარეს,მაგრამ თანდათან ახალგაზრდებისათვის დამნახასიათებელი არასტაბილურობა,მათ თამაშსაც შეეხო,მაყურებელმა წარუმატებლობებს აგრესიით უპასუხა და საქმე იქამდე მივიდა,რომ ისეთი მსხვილი ინვესტორი,როგორც სოკარია,გუნდიდან წავიდა,ეს ახალგაზრდებიც წავიდნენ და გუნდი ისევ გაჭირვებაში აღმოჩნდა.ახლა ახალი მფლობელი ჰყავს,უამრავი ფული შეახარჯა გუნდს,მოჰყავს უცხოელები,მაგრამ ფული სულ ტყუილად იხარჯება.არადა მაშინ ცოტა მეტი მოთმინება და ტორპედო შეიძლება დღეს ფეხზე მყარად მდგომი და სტაბილური შემადგენლობის კლუბი ყოფილიყო,რომლისთვისაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე თამაში,ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა,იქ დავაჟკაცებული ბიჭები კი,ნაკრებსაც გააძლიერებდნენ.საქართველოს ჩემპიონატში სწორედ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდები უნდა თამაშობდნენ,რომლებიც გუნდში ნიჭიერ ახალგაზრდებს მიიღებენ,თუნდაც უცხოელებს,მაგრამ ნიჭიერებს და უკვე ქართველ ბიჭებზე საგრძნობლად უკეთესები რომ არიან,ისეთებს.მათი მიზანიც ევროპის ძლიერ კლუბებში გადასვლა იქნება და ერთი მიზნით გაერთიანებული ახალგაზრდები,უფრო უკეთესად გაიზრდებიან,ვიდრე ღიპდაყენებული და საქართველოში ერთო ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსული ლეგიონერები,ფულს ჯიბეში რომ იდებენ და ფეხის გატოკება ეზარებათ.ქუთაისის ტორპედო,ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ფეხბურთელებს,ან პერსპექტიულ ფეხბურთელებს მაინც.ჩვენ სხვებზე ტექნიკურები ვართო მტკიცება,ცხოვრება ყოველდღიურად გვიმტკიცებს,რომ სრული სისულელეა და სისწრაფეებზე ტექნიკაში პრაქტიკულად ყველას მაგრად ჩამოვრჩებით.ასე რომ თავის მოტყუებას უნდა მოვრჩეთ და ფეხბურთის სკოლებში საფუძვლიანად გარდავქმნათ ბავშვების გაზრდის მეთოდიკა.ნიჭი მართლაც გვაქვს,მაგრამ სწორი მუშაობის გარეშე,ამ ნიჭს,ძალიან ნიჭიერად ვღუპავთ,ჩვენივე ხელით.საქართველოში რამდენიმე დიდი აუზი აშნდა,კვალიფიციური მწვრთნელები ჩამოიყვანეს და ჩვენი წყალბურთელთა ნაკრები,უკვე მსოფლიოს ჩემპიონატებზზე გამოდის,ცურვაში კი,რამდენი წლის შმდეგ,მგონი პირველად,საქართველოს რეკორდები დამყარდა.ძალოსნობაში კარგი გუნდია შეკრული და მათი მუშაობა,ტალახაძის გარეშეც სერიოზულ იმედებს გვაძლევს,ძიუდოშიც თანამოაზრეთა გუნდ,ა,მომზადების სისტენა შექმნა და დიდებული შედეგებიც მოვიპოვეთ,თუცა დღეს ეს ჯგუფი დაიშალა და გარდაქმნები რას მოგვიტანს ძნელი სათქმელია.რაგბშიც დიდი წინსვლა გვქონდა,თუმცა ბოლო წლებში,აშკარად რაღაცა მოიშალა და მიუხედავად მრავალი ბაზის აშენებისა და მასოვრიობის ზრდისა,რაგბში პირიქით,უკუსვლა დაიწყო.ცხადია,რომ რაღაც შეცდომები იქნა დაშვებული და კორექტირება სჭირდება,ისევე ,როგორც ფეხბურთს.სადაც რაღაცა კეთდება,იქ შეცდომებიც ხდება,ზოგჯერ სერიოზული შეცდომებიც და თუ წინსვლა გინდა,შეცდომები კი არ უნდა უგულებელჰყო,არამედ გაიაზრო და გამოასწორო.სხვანაირად არაფერი გამოგვივა.
Emigranti
ტორპედო სანამ არ გავარდება მანამდე არ აპირებს პრეზიდენტი გაშვებას ?!... ცხადაძე თავისუფალი და კარგი კანდიტატია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?