უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „კოპენჰაგენი“ დაჯაბნა და 3:0 მოუგო.

მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ - მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას თორნიკე კვარაცხელიამ დაასწრო, რომელმაც გოლი ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა. შემდეგ „დინამომ“ მეტოქის შეტევები მოიგერია, კვარაცხელიამ მიქაუტაძე მეკარე ფრიტცთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ციკოლიას დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო, უკვე უპირატესობასაც ფლობდა, თავს უნარიანად იცავდა, პრესინგსაც მშვენივრად იყენებდა, მოწინააღმდეგეს ძალისმიერ ორთაბრძოლებშიც არაფერს უთმობდა და სწრაფი კონტრიერიშებისას უკეთესი ტექნიკით სჯაბნიდა დანიელებს. ეს მალე შედეგშიც აისახა, როდესაც თორნიკემ ფრიტცს შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. მერე კვარაცხელიას ჰეთ-თრიკის შესრულება მეკარემ არ დაანება. გიორგაძის და ქურდოვანიძის ლამაზი კომბინაცია გოლით არ დაგვირგვინდა. ორი შანსი „კოპენჰაგენსაც“ ჰქონდა, თუმცა რიჰის ახლოდან დარტყმულები მეკარე ჭელიძემ მოიგერია და "დინამომ" სოლიდური ანგარიშით გაიმარჯვა.

საპასუხო დაპირისპირება 4 ნოემბერს დანიის დედაქალაქში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო რაუნდში დიდი ალბათობით „ფიორენტინას“ შეხვდება.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე მინსკის „დინამოს“ სძლია.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - კოპენჰაგენი 3:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (5), 2:0 მიქაუტაძე (27), 3:0 კვარაცხელია (51)

დინამო: ჭელიძე, შარიქაძე, ლომიძე, ნაზღაიძე, კობზონაძე, ადუაშვილი (გიორგაძე 69), ძნელაძე (კაკაშვილი 46), ციკოლია, კვარაცხელია (დიაკონიძე 69), ალექსიძე (ქურდოვანიძე 64), მიქაუტაძე (გოგუა 78)

გუგა
არარსებულ რაღაცეებს საუბრობ. ჯერ ერთი ეს ბიჭები სად ნახე ელიგაში, გარდა კვარასი, რომელიც მართლა გამორჩეულია მათ შორის და სამართლიანას მიიღოო ის წუთები, რაც ქეცბამ მისცა. ხვიჩა, რომ ძალიან მაგარია, ჩვენი თუ არ გჯერა, არც ოქროს ბურთის გამოკითხვის გჯერა? მსოფლიოში მე-6 ნომერი როდის გვყოლია ფეხბურთელი (უმეტესობის აზრით სამეულსაც იმსახურებდა და საერთოდ, კვარადინიო ან კვარანსონი რომ ყოფილიყო, ოქროს ბურთსავ მისცემდნენ). არც გუშინდელი.მამარდას გმირობა გაგიგია? არც ჟორჟის გოლები ლიგაზე? კრტიკა კაია, მარა ჩასაფრებული პოზიციიდან ღლიცინი და ნიშნის მოგება ლეღვობაა
რომა
100-იანი ხარ, გუგაა!.
გოგი ბედიაშვილი
არა, რატომ გუგა ბატონი!! კოპრჰაგერთან გასვლით თამაშს არ დაველოდები, ახლავე გიპესუხებ სანამ თემა ცხელია,არც დინამოს წაგება გამეხარდება ღმერთმანიი....უბრალოდ რა ვთქვი ისეთი,ასე რომ გაწიწმატდი - გადაჭარბებული ბაქი-ბუქი, რომ გვჩვევია, ამ შემთხვევაში ფეხბურთში, ვინმესთვის ახალიაა!! თუ მორიგ ჯერზე შეგახსენოთ ნაკრების თუ ჩვენი კლუბების საგმირო საქმეები ბრჭყალებში, ამ ბოლო დროს,ტოპ-5 მონაწილე ქართველი ფეხბურთელებით და მათი მითიური სატრასფერო ფასით მარიაჟობა, მითები კვარას,მიქაუტაძის და მამარდას უძლეველობაზე - შედეგი იცით..... იგივე ამ ახალგაზრდულმა დინამომ, გაიხსენეთ რის ვაი-ვაგლახით გადალახა მინსკის დინამოს ბარიერი, მიუხედავათ იმისა,რომ ორივე თამაში თბილისში ითამაშა.....ან პატარა კვარაზე ცუდი სად წაიკითხე, რომ შანს აძლევენ და სასათფურე პირობებშია, კარგი გაგებით, ხომ ვხდებით, იქნებ გოლები, გააქვს ეროვნულ ლიგაზე,სადაც სისტემატურად ათამაშებს ქეცბა და ჩვენ გვიმალავენ, ან ბარსელონას ვასკვლავები არ არიან 19 წლისანი და მე მოვიგონე, დიდ კვარას რაც შეეხება, ახლა არ მინდა ამაზე საუბარი, ფაქტია სტატისტიკურად,რომელიც ადვილი ხელმისაწვდომია, ბარსელონასთან ვერც ერთი დრიბლინგი და გამამწვავებელი პასი ვერ გააკეთა, იმ ღლაპ ბავშვთან სამჯერ ბურთი დაკარგა, ის სამი დარტყმა კი საჯარიმოს გარედან,რომელიც დაუგროვდა, თანაგუნდელებმა გვერდზე დაუგორეს და არა დრიბლინგით თვითონ შეიქმნა, ხოლო თავდაუზოგავი თამაში დაცვაში,რომელსაც მოჰყვა კიდეც მისი საბედიწერო ტრამვა, მისი საქმე არ არის და ენრიკეს წიკებია - აიძულო ამხელა, იშვიათი პოტენციის მქონე შემტევი ფეხბურთელი ჩამშლელად არბენინო წინ და უკან. კიდევ...დინამოში სანამ ქეცბა მოვიდოდა, ზუსტად ეგ ბიჭები თამაშობდნენ, ახლა ხოტბას რომ ასხავთ, მაგრამ შედეგი იყო კატასტროფული - გუნდი გასავარდ ზონაში იყო, ხოლო მას შემდეგ რაც 5 თუ 6 ლეგიონერი დაიმატეს, გუნდი ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია, მით უფრო თუ დარჩენილი თამაშების კალენდარს გადავხედავთ.
ჟორა
სწორედ ამ ბიჭებმა უნდა მიიღონ მაქსიმალური შანსი დინამოში და არა ჩამოსულმა ლეგიონერებმა. მათგან რა სარგებელი აქვს ქართულ ფეხბურთს? დინამო გახდება თუ არა საქართველოს ჩემპიონი ეს ვის აინტერესებს? საქმეა ქართული ფეხბურთი რას გააკეთეს საერთაშორისო დონეზე, იქ კი ჩვენი ბიჭებით უნდა ვითამაშოთ, ამიტომ დროს თუ არ მისცემ, როგორ გაიზრდებიან?
გუგა
ალბათ ერთი სული გაქვს, კოპენჰაგენმა დინამო გამოაგდოს, რომ მერე აქ კლავიატურა გადაგვალეწო თავზე :)) დიდ კვარას ფეხი არ გაანძრევინესო, როგორ ამბობ, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა ამ სეზონში, რომ არ ის დაწყევლილი კონტაქტი... ასე პრაგმატულად და გააზრებულად მოთამაშე ასაკობრივი გუნდი რამდენი ხანია არ გვინახავს და არ გაგვიხარდეს? რა შუაშია ბაქი-ბუქობა? რა სარგებლობა აქვს მოგებას თუ არა ის, რომ გაგვახაროს და სასიამოვნო დისკუსიის საშუალება მოგვეს?.. ყოველდღე გვაქვს ეგეთი ამბები? ველი შენ კომენტარს სულმოუთქმელად კოპენჰაგენური თამაშის მერე :))))
გოგი ბედიაშვილი
ძალიანაც ნუ ბაქი-ბუქობთ ტრადიციულად...ან კიდევ ეროვნულში მოთამაშე ლეგიონერებზზე,რომ ღადაობთ, ამ ბიჭების უმრავლესობა დინამოს მთავარი გუნდის განაცხადშიც ვერ ხვდება, მიუხედავად იმისა,რომ უკვე 19 წლისანი არიან, დაახლოებით იმდენის, რამდენისაც იამალი,კუბარსი და ხავი ესპარტი,რომელმაც ფეხი არ გაანძრევინა კვარა - დიდს...პატარა კვარას, რაც შეეხებააა, ის მართლაც ნიჭიერია და შეიძლება მისგანაც გამორჩეული ფეხბურთელი დადგეს,მაგრამ დღეს დინამოში მთავარ გუნდში მეტწილად დიდი კვარას გამო იღებს სათამაშო დროს და არა იმიტომ რომ, რომელიმე დინამოელ ლეგიონერზე მაგარია, ის ჯერ ისევ ასაკობრივი გუნდის დონეზეა, რაც გამოჩნდა კიდევ გუშინდელ თამაშზე, თუ არა და უკვე სეზონი მთავრდება და გოლიც არ აქვს გატანილი ეროვნულ ლიგაზე, მიუხედავათ იმისა,რომ ქეცბაია ყველანაირად ცდილობს,მაქსიმალური სათამაშო დრო მისცეს, ზოგ შემთხვევაში გუნდის საზიანოდაც კიი!!...
ქართველი
კარგი თაობაა, კვარას ტრამვის მერე პირველად ვუყურე ფეხბურთს და არ შევცდი, სულ წინ და წარმატებები
ბრავო კვარიტო ❤️🇬🇪
წარმატება ახალგაზდულ დინამოს.
Levani
მე უარყოფით ასპექტს გამოვყოფ-ესენი ხო არ არიან 11 მარტო კარგი ახალგაზრდა, კიდევ ხომ არიან სხვები და როგორ ხდება რომ ჩვენს გუნდებს ისეთი ლეგიონერები ჩამოყავთ როგორებიცაა იბერიას დილას ტორპედოს თუ სხვების ლეგიონერები.
ქობულეთიდან
გოლები კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ გაიტანეს,ჰა როგორ ჟღერს? წარმატებები ბიჭებს❤️🇬🇪

ყოჩაღ ბიჭებო!თავდაჯერებულობა იგრძნეს და თამაშიც გაუადვილდათ.ორიოდე ასეთი მოგებაც და ასე მგონია,ბიჭები მთლიანად გაიხსნებიან.საკუთარი შესაძლებლობების რწმენას,ბევრი შეუძლია.
ა, კიდო! აქაც კვარაა და აქაც მიქაუტაძეა ?
რაღაც დეჟავიუს მსგავსია მომენტია ... წარმატებები კვარებსაც, "მიკოტაძეებსაც" და ყველა ასაკის/დონის ნაკრებს ! 🤗
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა