ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა

ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა

სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოველწლიური საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდა.

ქართულმა ხელბურთმა მნიშვნელოვანი თარიღი — 70 წლის იუბილე აღნიშნა. 1956 წლიდან დღემდე, ქართული საბჭოთა ხელბურთიდან თანამედროვე ქართულ ხელბურთამდე განვლილი გზა საინტერესო, გამოწვევებითა და წარმატებებით აღსავსე აღმოჩნდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო „პულმანში“ სტუდია 8 ½-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. სურათში გაცოცხლებული ისტორიული კადრებითა და გამორჩეული სპორტსმენების ისტორიებით ასახულია ქართული ხელბურთის მატიანე, დაუვიწყარი წუთები და დღემდე განვლილი გზა.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანის თქმით, „ამ ფილმით გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გზა — საიდან დავიწყეთ, რა გამოვიარეთ და როგორ შეიქმნა ქართული ხელბურთის 70-წლიანი ისტორია. ამ ისტორიის უკან დგას უამრავი სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი, გულშემატკივარი და ადამიანი, ვისთვისაც ხელბურთი მხოლოდ სპორტი კი არა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.“

ფილმის პრემიერას წინ უძღოდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოველწლიური საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს ფედერაციის წლიური ანგარიში და განვითარების გეგმა წარედგინათ. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა კენჭი უყარეს ეროვნული ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანასა და ახალი, მოქნილი სტრუქტურის დამტკიცებას, რასაც ყრილობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

ამას გარდა, ყრილობის ფარგლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. პირველ ვიცე-პრეზიდენტად ფედერაციის ხაზინადარი ირაკლი კეკელიძე დასახელდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად — საშეჯიბრო კომისიის თავმჯდომარე ლანა მარგიანი. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ასევე იკავებს ლევან სალუქვაძე.

ლანა მარგიანმა, უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ყრილობის მონაწილეებსა და სტუმრებს 2025/26 წლების სპორტულ სეზონთან დაკავშირებული მოცულობითი ანგარიში წარუდგინა.

ხაზი გაესვა პროგრამას „იცხოვრე ხელბურთით“, რომელიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელების სპორტის ამ სახეობაში ჩართვას გულისხმობს. ამ ეტაპზე პროექტში 30 საბავშვო ბაღია ჩართული და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ანგარიშში ასევე აღინიშნა საერთაშორისო ექსპერტ ჰელმუტ მარტინის პროექტი თბილისში, გორსა და ზუგდიდში მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. ამ ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო D კატეგორიის ლიცენზია სპორტის 80 მასწავლებელს მიენიჭა; გაიმართა სასკოლო ფესტივალები, შეიქმნა მუნიციპალური ნაკრებები და ჩატარდა სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები.

მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ბარსელონას“ აკადემიასთან გასულ ოქტომბერში დაწყებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც წელს, ივლისში თბილისში „ბარსას“ კემპი (Barça Academy Handball Camp Georgia) ჩატარდა. ესპანელმა სპეციალისტებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს ქართველ მწვრთნელებსა და სასკოლო ხელბურთის პროგრამიდან შერჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეებს.

დაანონსდა, რომ 2027 წლის იანვარში თბილისი „ბარსას“ კემპს მეორედ უმასპინძლებს. ინიციატივის მიზანი სასკოლო ხელბურთიდან ნიჭიერი მოთამაშეების გამოვლენა, მათი საერთაშორისო სტანდარტებით განვითარება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გაძლიერებაა. სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში უკვე გაიხსნა 11 აკადემია, რომლებიც ესპანური მოდელით მუშაობენ თბილისის, გორის, სამტრედიის, ზესტაფონის, ქუთაისისა და წყალტუბოს საჯარო სკოლებში. იგეგმება აკადემიების ქსელის შემდგომი გაფართოება.

წლის განმავლობაში წარმატებით ჩატარდა საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები და მოეწყო იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება.

ხაზი გაესვა 2026/27 წლების სეზონში საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტს, რომელიც კლუბების დაფინანსებასა და მათთვის ფინანსურად სტაბილური გარემოს შექმნას ითვალისწინებს. აღინიშნა სამინისტროს მხარდაჭერა ახალგაზრდული ნაკრებების მიმართ, რაც მათ საშუალებას აძლევს, აქტიურად იასპარეზონ საერთაშორისო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატებზე (მათ შორის, შვედეთში გამართულ 16-წლამდელ გოგონათა ევროპის პირველობაზე). გარდა ამისა, გასულ წელს თელავმა 19-წლამდელ გოგონათა EHF-ის ჩემპიონატს (Women's 19 EHF Championship) უმასპინძლა, ხოლო წელს, ივლისში, თელავის სპორტის სასახლეში 18-წლამდელ ვაჟთა შორის ამავე რანგის ტურნირი (Men’s 18 EHF Championship II) გაიმართა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებულ წარმატებად შეფასდა წლის დასაწყისში ვაჟთა ეროვნული ნაკრების ზედიზედ მეორე ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის (EURO 2028) საგზურისთვის ბრძოლას 5 ნოემბერს, ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით შეუდგება, ხოლო 8 ნოემბერს „თბილისი არენაზე“ ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლებს.

GEOHANBALL.GE

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა

პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

სპალეტი შეიძლება გადააყენონ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა

"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა

"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს

[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ