საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Nouvelle Énergie avec David Lisnard-ის Youtube არხს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენს ქვეყანაში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"საქართველოში წასვლა ოჯახში ძალიან ფრთხილად იყო განხილული. ეს კოვიდის დროს მოხდა, რაც ძალიან ტრავმული პერიოდია. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რაღაცის ეშინოდათ და ეს ყველასთვის ტრავმა იყო. ამ ყველაფერმა დამაფიქრა.

ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი შეიძლება არ იყოს მხოლოდ ის ერთადერთი ფეხბურთი, რომელსაც დასავლეთ ევროპაში ვიცნობთ. ცხოვრებაში და ფეხბურთის სამყაროში კიდევ სხვა რაღაცებიც არსებობს. ეს არის საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც, რაღაც განსხვავებულისკენ სწრაფვა.

ოვერნელები (ტერმინი "ოვერნელი" რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება და ძირითადად საფრანგეთის ისტორიულ რეგიონს - ოვერნს უკავშირდება და სანიოლი სწორედ აქედანაა), და ქართველები მსგავსნი არიან, რადგან ორივე მიწის ხალხია. საქართველოს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, არ აქვს საბადოები, არ აქვს ენერგია, გაზი, ნავთობი, მათთვის ყველაფერი მიწიდან მოდის.

ეროვნულ ნაკრებში როდესაც მუშაობ, არ შეგიძლია უბრალოდ ჩახვიდე ქვეყანაში და აკეთო ის, რაც შენ გინდა. ვალდებული ხარ, დაეყრდნო ადგილობრივ კულტურას, ქვეყნის ტრადიციებსა და ფეხბურთის ხედვას... მე მომცეს დრო, რამაც საშუალება მომცა, კომფორტულ გარემოში მემუშავა, რაც დასავლეთ ევროპაში არ მექნებოდა. საბოლოო ჯამში, თანმიმდევრულობამ და თავდაჯერებამ შედეგი მოიტანა.

მათ აქვთ საკუთარი დამწერლობა, რომელშიც არ გამოიყენება არც სლავური, არც ბერძნული და არც ლათინური... ენა კი ისეთია, რომ მისი გამოთქმა და სწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა? - ეს არ არის შედარებადი (საფრანგეთის ნაკრებთან), რადგან ღირებულებათა მასშტაბი სულ სხვაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონდა ნათამაშები საერთაშორისო ტურნირზე, რადგან ეს პატარა ქვეყანაა და რთულია... ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ასეთი შედეგის ჩვენება იყო ბედნიერება, რომელიც ყველამ გაიზიარა.

"გამარჯვება" სიტყვა არ არის. გამარჯვება არის აზროვნება და უპირველეს ყოვლისა, ბევრი შრომა და მსხვერპლი... რაც უფრო გრძელი და მძიმე არის შრომა, მით უფრო დიდია გამარჯვებაც", - აღნიშნა სანიოლმა.

"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება